კომაში / Flatliners

GEO
ENG
RUS
FLATLINERS
კომაში
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
სამედიცინოს ხუთი სტუდენტი შეპყრობილია სურვილით გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ისინი გადაწყვეტენ საკუთარი გამოცდილებით გამოიტანონ დასკვნები. გულის გაჩერებით ცდილობენ კლინიკური სიკვდილი განიცადონ და გაიგონ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.
ტრეილერი
5.2
წითელი სტამბული / Istanbul Kirmizisi

GEO
ENG
RUS
ISTANBUL KIRMIZISI
წითელი სტამბული
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის გმირი თურქი მწერალია, რომელმაც პირადი ტრაგედიის შემდეგ შთაგონება დაკარგა და წერას თავი დაანება. ოცი წლის შემდეგ იგი სტამბულში ბრუნდება, რათა ცნობილ რეჟისორს ავტობიოგრაფიის დაწერაში დაეხმაროს.
ტრეილერი
5.5
რაკკა / Rakka

GEO
ENG
RUS
RAKKA
რაკკა
22 წუთი
მოკლე აღწერა
კაცობრიობა ახალი საფრთხის წინაშეა - უცხოპლანეტელი ხვლიკების. ისინი ცვლიან ატმოსფეროს საკუთარი გემოვნებით, ანადგურებენ დედამიწას და კაცობრიობას. მხოლოდ ერთი მუჭა ამბოხებულებმა მოახერხეს გადარჩენა და მათთან ბრძოლა…
ტრეილერი
7.4
ერთხელ ვენეციაში / Once Upon a Time in Venice

GEO
ENG
RUS
ONCE UPON A TIME IN VENICE
ერთხელ ვენეციაში
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
სტივენ ფორდი – კერძო დეტექტივი ლოს-ანჯელესიდანაა, მისი პროფესიული და პირადი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ცნობილი ქუჩის ბანდა მის საყვარელ ძაღლს ბადის გაიტაცებს. იმისათვის, რომ მთელი და უვნებელი დაიბრუნოს მისი უკვალოდ დაკარგული მეგობარი, მთავრი გმირი თანახმაა კრიმინალების მითითებები შეასრულოს. მაგრამ სანამ ის მისი ოთხფეხა მეგობრის დაბრუნებითაა დაკავებული, მტრები მას კვალდაკვალ მიჰყვებიან, მათ შორის ორი კუნთმაგარი მამაკაცი, რომლებისგანაც მან ძალიან დიდი თანხა ისესხა. თუმცა, ეს სტივს ვერ შეაჩერებს, რადგან იგი ნამდვილად მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა დაიბრუნოს მისი საყვარელი ძაღლი…
ტრეილერი
5.3
ალიბი.ქომ / Alibi.com

GEO
ENG
RUS
ALIBI.COM
ალიბი.ქომ
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ალიბი გჭირდებათ, რათა მეუღლის გარეშე მეგობრებთან ერთად დაისვენოთ? თქვენ გჭირდებათ სააგენტო, რომელიც ალიბის შექმნა. გრეგი და მისი გუნდი ამის სპეციალისტები არიან. მაგრამ როდესაც ის ხვდება ფლოს, მისი ოცნების გოგონას, რომელიც ვერ იტანს მატყუარებს , მას მისი საქმიანობის შესახებ მოტყუება მოუწევს. ყველაფერი ისე რთულდება, პროფესიონალი მატყუარაც კი ჩიხში აღმოჩნდება.
ტრეილერი
6.5
კალიფორნიის საგზაო პატრული / CHiPS

GEO
ENG
RUS
CHIPS
კალიფორნიის საგზაო პატრული
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
კალიფორნიელი პოლიციელები ჯონ ბეიკერი და ფრენკ პონჩერელო მოტოციკლეტებით ერთად პატრულირებენ ლოს-ანჯელესის ქუჩებში. ყოველდღე, დისპეჩერის ბრძანებით ისინი მიდიან სხვადასხვა დამნაშავეების დასაჭერად ან მორიგი დანაშაულის აღსაკვეთად. თავიდან თითქოს ჩანს, რომ მათი საყვარელი სამუშაო დიდი ხანია რაც რუტინად იქცა, რომლის დიდი სიამოვნებით შესრულებას წყვეტ. თუმცა, მეწყვილეების აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათი და მათი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები და პრიორიტეტები გმირებს ხშირად აიძულებს აბსურდული სიტუაციაში მოხვედრას. იუმორის გრძნობის ქონა და რეგულარულად ერთმანეთს მიმართ დაცინვა მათ ეხმარება ამ რთული სამუშაოს შესუსტებაში…
ტრეილერი
6.0
ექსპერიმენტი ბელკო / The Belko Experiment

GEO
ENG
RUS
THE BELKO EXPERIMENT
ექსპერიმენტი ბელკო
1 საათი 29 წუთი
მოკლე აღწერა
სან-პაულუს კორპორატიული ოფისის 80 თანამშრომელი, მოულოდნელად საშინელი სოციალური ექსპერიმენტის მონაწილე ხდება. შენობის ყველა ფანჯარა, კარები და ლუქი იკეტება და შენობა მთლიანად დალუქული აღმოჩდება, რაც უკვე საკმაოდ შემაშფოთებელია. შემდეგ ინტერკომიდან ისმის უცნობის ხმა, რომელიც თანამშრომლებს უცხადებს, რომ ყველა მათგანი – ექსპერიმენი ბელკოს მონაწილეები არიან, და დღეს მათი პირველი ამოცანა იქნება, მიმოიხედონ გარშემო, აირჩიონ სამი ადამიანი და მოკლან ისინი. ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ყოყმანის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსვსი ადამიანი მოკვდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, რადგან ექსპერიმენტი ბელკო არ დასრულდება მაშინაც კი, როდესაც პირველი სამი თავი მოწყდება სხეულს…
ტრეილერი
6.1
გონება ცეცხლში / Brain on Fire

GEO
ENG
RUS
BRAIN ON FIRE
გონება ცეცხლში
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
სიუზანი, ამბიციური, ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც New York Post-ში მუშაობს, ერთ დღეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში გაიღვიძებს. მას აბსოლუტურად არაფერი არ ახსოვს, და როგორ მოხვადა იგი აქ წარმოდგენა არ აქვს. ახალგაზრდა, ჭკვიანი, განათლებული გოგონა როგორ გადაიქცა აბსოლუტურ ფსიქოპატათ – ამ კითხვაზე არცერთ ექიმს არ შეუძლია გასცეს პასუხი. მაშინ როცა არავის არ შეუძლია გითხრას, თუ შენი გონება რატომ არის ცეცხლში, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს და შეძლებ კი საერთოდ ოდესმე ფსიქიატრიული კლინიკის დატოვებას – ეს აშინებს მთავარ გმირს და აიძულებს მას დანებდეს. და სიუზანი მზად არის ეს გააკეთოს, მაგრამ არის კიდევ ერთი სამედიცინო აზრი – არასტანდარტული, მაგრამ იმედისმომცემი და სიუზანს მისი გონების და ცხოვრების დაბრუნების მცირე შანსი მიეცემა…
ტრეილერი
6.6
ოჯახის კაცი / A Family Man

GEO
ENG
RUS
A FAMILY MAN
ოჯახის კაცი
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
მთავარი გმირი – მსხვილი რეკრუტინგული კომპანიის პროფესიონალი და უპრინციპო მენეჯერი დეინ ჯენსენი, რომლის ბოსის პენსიაზე გასვლის შემდეგ, მის ადგილს დაიკავებს. სასურველი თანამდედობის მიღების შემდეგ, დეინი მთლიანად სამუშაოზე კონცენტრირდება, მაგრამ მალევე იგი ბედისგან მწარე დარტყმას ღებულობს – მისი ათი წლის შვილს კიბოს დიაგნოზს დაუსვავენ. ამ მომენტიდან მისი ოცნება, რომ გამხდარიყო საკუთარი მსხვილი კომპამიის მფლობელი მისთვის აღარ იქნება სასურველი მიზანი, გმირი რთული არჩევანის წინაშე დადგება:
ტრეილერი
6.5
მთა ჩვენ შორის / The Mountain Between Us

GEO
ENG
RUS
THE MOUNTAIN BETWEEN US
მთა ჩვენ შორის
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მთავარი გმირები მწერალი ეშლი და ნიჭიერი ქირურგი ბენი არიან. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მალე ბედი მათ ერთმანეთს შეახვედრებს. ეშლი ...
ტრეილერი
6.4
მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში / Murder on the Orient Express

GEO
ENG
RUS
MURDER ON THE ORIENT EXPRESS
მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრული მატარებელით მგზავრობა ერთ-ერთ ცნობილ გამოცანად იქცევა ისტორიაში. ფილმი მოგვითხრობს მატარებლის 30 მგზავრზე, რომელთაგანაც ყველა ეჭვმიტანილია. გამომძიებელმა რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას ამოცანა , სანამ დამნაშავე ახალ დანაშაულს ჩაიდენს.
ტრეილერი
6.5
გამონაკლისი / The Exception

GEO
ENG
RUS
THE EXCEPTION
გამონაკლისი
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
გერმანელი ჯარიკაცი ცდილობს გაიგოს, ჰყავს თუ არა ჰოლანდიას ჯაშუში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მაგრამ გამოძიების დროს მას ახალგაზდა გერმანელი ებრაელი ლამაზმანი უყვარდება.
ტრეილერი
6.8
ტიტების სურნელი / Tulip Fever

GEO
ENG
RUS
TULIP FEVER
ტიტების სურნელი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ჰოლანდია , მეჩვიდმეტე საუკუნე. მშვენიერი ყვავილების ბოლქვებს შეუძლია სიმდიდრე ან დამამცირებელი სიღარიბე მოიტანოს. ამსტერდამის მაცხვორებლებს მათთვის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ: ტყუილი, ღალატი და მკვლელობაც კი. ღარიბი მხატვრის სიყვარულმა მდიდარი კაცის მიმზიდველი ცოლისადმი შეიძლება შეიძლება ბევრი პრობლება შექმნას.
ტრეილერი
6.2
2:22 / 2:22

GEO
ENG
RUS
2:22
2:22
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
2:22 საათი. მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებაა. ორი სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახება გარდაუვალია. ბოლო წამს ფრენის ოპერატორი ახერხებს მარშრუტების შეცვლას და შეჯახების თავიდან არიდებას, მაგრამ ამ წამიდან მისი ცხოვრება ძველებური ვეღარასოდეს იქნება...
ტრეილერი
5.7
მაშველები / Baywatch

GEO
ENG
RUS
BAYWATCH
მაშველები
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
მაშველთან გუნდი წყნარი ოკეანის სანაპიროზე მუშაობს. ისინი მუდამ მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს. მთავარი მაშველი და მისი დამხმარე გაიგებენ, რომ მათი სანაპირო გაუჩინარების საფრთხის ქვეშაა. მსხვილი ნავთობკომპანია ფინანსური ინტერესების გამო სანაპიროს სხვა დანიშნულებით ამოყენებას აპირებს.
ტრეილერი
5.6
სამზარეულო: უკანასკნელი ბრძოლა / Кухня. Последняя битва (The Kitchen: World Chef Battle)

GEO
ENG
RUS
Кухня. Последняя битва (THE KITCHEN: WORLD CHEF BATTLE)
სამზარეულო: უკანასკნელი ბრძოლა
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ადრე ივანს მხოლოდ ციფრები და ჰაკერული პროგრამები აინტერესებდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც იგი ფრანგ გოგონას ანიას გაიცნობს, რომელიც მზარეულია და რუსული ფესვები აქვს. ორივენი სოჩაში მიფრინავენ, რათა კულინარიულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ივანი რუსეთის სახელით მონაწილოებს, ანია კი საფრანგეთის. ივანს ასევე ურთიერთობის დალაგება უწევს მის ახლადგაცნობილ მამასთან, ასევე ტელეწამყვანი დიმიტრი ნაგიევს უნდა დაეხმაროს აფხაზეთის მთიანი სიფლიდან გაქცევაში, სადაც მას დაქორწინებას აიძულებენ.
ტრეილერი
7.6
მკვლელობა ვინდრივერში / Wind River

GEO
ENG
RUS
WIND RIVER
მკვლელობა ვინდრივერში
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
უდაბნოში ინდოეთის რეზერვაციის ტერიტორიაზე, კარლ ლამბერტი პოულობს დასახიჩრებული ახალგაზრდა გოგოს სხეულს. კარლი ფამოცდიკი მონადირეა ტრაგიკული წარსულით, ის გადაწყვეტს დაეხმაროს ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს გამოძიებაში.
ტრეილერი
7.8
საიდუმლო აგენტი / Unlocked

GEO
ENG
RUS
UNLOCKED
საიდუმლო აგენტი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამომძიებელი, უნებლიეთ კატასტროფულ შეცდომას უშვებს, იგი გასცემს საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც ტერორისტების ხელში აღმოჩდება. ახლა კი, მას ყველაფრის გაკეთება მოუწევს, რათა თავიდან აიცილოს სასიკვდილო ბიოლოგიური თავდასხმა ლონდონში…
ტრეილერი
6.2
ომის მანქანა / War Machine

GEO
ENG
RUS
WAR MACHINE
ომის მანქანა
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
სატირული ხედვა აშშ-ს ომზე ავღანეთში იმ ადამიანების თვალთახედვით, რომლებიც ამ სახმხედრო კომპანიას აწარმოებენ…
ტრეილერი
6.0
დრონი / Drone

GEO
ENG
RUS
DRONE
დრონი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ექშენ-თრილერი უმაღლესი კლასის გამოცდილ დრონის პილოტზე ნილი, რომელიც ოჯახისგან მალულად სამუშაო დღეებს საიდუმლო საბრძოლო მისიებში ატარებს და შემდეგ სახლში ბრუნდება, მაგრამ ერთ დღეს მის საიდუმლოს საინფორმაციო საიტი გამოააშკარავებს. ნილის ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩდება, როდესაც იდუმალი პაკისტანელი ბიზნესმენი გამოჩდება, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ახლობლების სიკვდილში პილოტია დამნაშავე…
ტრეილერი
5.3
ბერლინის სინდრომი / Berlin Syndrome

GEO
ENG
RUS
BERLIN SYNDROME
ბერლინის სინდრომი
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც ბერლინში დასასვენებლად წასული ფოტოჟურნალისტი კლერი ბერლინელ ქარიზმატულ ბიჭს, ენდის გაიცნობს, მათ შორის ურთიერთმიზიდულობა წარმოიქმნება. ქუჩებში სეირნობისა და ერთად გატარებული ღამის შემდეგ კლერი აღმოაჩენს, რომ ენდი სამსახურში წავიდა კარი კი ჩაკეტილი დატოვა. თითქოს ეს შემთხვევითობაა, მაგრამ სამწუხაროდ იგი მის გაშვებას არც აპირებს.
ტრეილერი
6.3
შავი პეპელა / Black Butterfly

GEO
ENG
RUS
BLACK BUTTERFLY
შავი პეპელა
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
პოლი მწერალია, რომელიც განცალკევებულ სახლში მარტო ცხოვრობს. მისი ბოლო წიგნი გამომცემლობამ დაიწუნა, დარდს იგი ალკოჰოლით ახშობს. მოულოდბელად მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც იგი მოგზაურს გაიცნობს, რომელიც მას კამათისას დაეხმარება ადგილობრივ კაფეში. პოლი მოგზაურს ღამის გასათევს შესთავაზებს. მოგზაური მისი მწერლობით ინტერესდებადა მას საკუთარ ისტორიას სთავაზობს სიუჟეტად. მაგრამ ვინ არის ეს უცნობი და რას ნიშნავს მის სხეულზე ტატუ შავი პეპელას გამოსახულებით.
ტრეილერი
6.1
საზიზღარი მე 3 / Despicable Me 3

GEO
ENG
RUS
DESPICABLE ME 3
საზიზღარი მე 3
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს.
ტრეილერი
6.3
საოცრება / Wonder

GEO
ENG
RUS
WONDER
საოცრება
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
ტრეილერი
8.0
უმი / Raw (Grave)

GEO
ENG
RUS
RAW (GRAVE)
უმი
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
ერთ ვეტერინარულ სკოლაში ტრადიცია აქვთ: უმი ხორცის ჭამა. ერთი ვეგეტარიანელი საკუთარ თავს აიძულებს ეს ტრადიცია შეასრულოს, მაგრამ აღმოაჩენს რომ მას არ შეუძლია შეჩერება.
ტრეილერი
7.0
ბასტერის ცუდი გული / Buster's Mal Heart

GEO
ENG
RUS
BUSTER'S MAL HEART
ბასტერის ცუდი გული
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
ადგილობრივი შეშლილი შედის ცარიელ სახლებში, ცხოვრობს გარკვეული დროის განმავლობაში , შემდეგ ქვაბში ისაქმებს და ისე ტოვებს სახლს. მას პოლიციის გარდა სერიოზულად არავინ აღიქვამს...
ტრეილერი
6.0
დასასრულის წინათგრძნობა / The Sense of an Ending

GEO
ENG
RUS
THE SENSE OF AN ENDING
დასასრულის წინათგრძნობა
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
ტონი ადვოკატისაგან წერილს იღებს, იდუმალი მემეკვიდრეობის შესახებ. გარემოებების შესწავლის შემდეგ, ტონი მიხვდება, რომ წარსული არც ისე ცოტა სიურპრიზს მალავს.
ტრეილერი
6.3
პარიზი დაიცდის / Paris Can Wait

GEO
ENG
RUS
PARIS CAN WAIT
პარიზი დაიცდის
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
ანე თავისი ცხოვრების გზაჯვარდინზეა, დიდ ხნიანი წარმატებული ქორწინების შემდეგ, ის გადაწყვეტს სხვა გზის პოვნას…
ტრეილერი
5.3
თხილის სამუშაო 2 / The Nut Job 2: Nutty by Nature

GEO
ENG
RUS
THE NUT JOB 2: NUTTY BY NATURE
თხილის სამუშაო 2
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან!..
ტრეილერი
5.4
შუშის სასახლე / The Glass Castle

GEO
ENG
RUS
THE GLASS CASTLE
შუშის სასახლე
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
გოგონა ღარიბ ოჯახში იზრდება. დედა ექცენტრიული მსახიობია, მამა - ალკოჰოლიკი. მშობლები ცდილობენ იმედი ჩაუნერგონ მის ბავშვურ წარმოსახვაში, რათა როგორმე ყურადღება გადაატანინონ სიღარიბიდან.
ტრეილერი
7.2
გატაცება / Kidnap

GEO
ENG
RUS
KIDNAP
გატაცება
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
რისი გაკეთება შეუძლია დაუცველ დედას, როდესაც მის შვილს გაიტაცებენ? რა თქმა უნდა, პასუხი ნათელია, ყველაფერის, რაც მისგან მოითხოვება და კიდევ უფრო მეტიც. ამ დაძაბული თრილერის გმირს ზუსტად ეს მწარე უბედურება დაემართება. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დამნაშავე სადისტურად ერთობა, მუდმივად ცვლის მოთხოვნებს და მას, მართავს როგორც მსხვერპლს კუთხეში. მაგრამ ჩვენი გმირი ძალიან ძლიერი ქალია, მას ასე ადვილად ვერ გატეხს საყვარელი ადამიანის გატაცება. თავიდან მას მოუწევს გაურკვევლობის და სასოწარკვეთის გადალახვა, შემდეგ კი ცივი გონებით მიიღებს ზუსტ გადაწყვეტილებებს, რომელიც ნამდვილად არ მოეწონება გამტაცებელს…
ტრეილერი
5.9
ვეიკფილდი / Wakefield

GEO
ENG
RUS
WAKEFIELD
ვეიკფილდი
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ჰოვარდ ვეიკფილდი წარმატებული იურისტი, ერთგული ქმარი და ორი ქალიშვილის მზრუნველი მამაა , რომელმაც ერთ დღეს მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ეს მოულოდნელად მოხდა, როდესაც ის საკუთარ მდიდრულ ბუდეს უახლოვდებოდა ნიუ-იორკის გარეუბანში. იგი უკან გაყვა ენოტს, რომელიც გზად შეხვდა. იგი აღმოჩნდება ავტოფარეხის სხვენში, საიდანაც მისი განათებული მისაღები ოთახი ჩანდა. მან დაინახა გაშლილი სუფრა და ოჯახის წევრები, რომლებიც მამას ელოდებოდნენ. "რა მოხდება თუ იგი შინ არ მივა?" " იტირებენ მისი შვილები?" " რამდენ ხანში იპოვის ცოლი მის შემცვლელს?"... მან გადაწყვიტა საცხოვრებლად სხვენში დარჩენილიყო.
ტრეილერი
6.3
გადამრთველი / Kill Switch (Redivider)

GEO
ENG
RUS
KILL SWITCH (REDIVIDER)
გადამრთველი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ენერგეტიკულმა კომპანიამ " ალტერპლეკსმა" იპოვე გზა შეუზღუდავი ენერგიის მისაღებად. კომპანიის წარმომადგენლები სახიფათო დავალების შესასრულებლად ყოფილ ასტრონავტს უილს დაიქირავებენ.
ტრეილერი
4.8
ოკჯა / Okja

GEO
ENG
RUS
OKJA
ოკჯა
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო დრამა, სამხრეთ კორეის პროვინციაში მცხოვრებ გოგონაზე მიჯა, რომელიც მეგობრობს დიდ, კეთილ და მორცხვ ცხოველთან სახელად ოკჯა. ერთ დღეს ცხოველი მოულოდნელად ქრება და გმირი იძულებულია წავიდეს მისი დაკარგული მეგობრის მოსაძებნად. ისტორია სოფლელი გოგონას და კეთილი მონსტრის თბილ მეგობრობაზე და მოგზაურობაზე კორეის პროვინციიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებამდე…
ტრეილერი
7.3
ემოჯი ფილმი / The Emoji Movie

GEO
ENG
RUS
THE EMOJI MOVIE
ემოჯი ფილმი
1 საათი 26 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური ფილმი სმაილ-გმირებზე, რომლებიც თანამედროვე გაჯეტების ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ. თითოეული სმაილი მხოლოდ ერთ ემოციას გადმოსცემს, ჯინას გარდა , რომელიც მუდმივად იცვლის ემოციას. მას სურს გახდეს ნორმალური სმაილი და მიდის სამოგზაუროდ სხვა პოპულარ პროგრამებში.
ტრეილერი
3.2
სკუბი დუ! ველურ დასავლეთში / Scooby-Doo! Shaggy's Showdown

GEO
ENG
RUS
SCOOBY-DOO! SHAGGY'S SHOWDOWN
სკუბი დუ! ველურ დასავლეთში
1 საათი 19 წუთი
მოკლე აღწერა
მეგობრები მიემგზავრებიან უნიკალურ ადგილას სახელად "გიჟური რანჩო ქიუ-ბიჭებისათვის" . ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ ის შეგის ბიძაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა. მეგობრებს სურთ გაიგონ რა დაემართა ტონის. ისინი ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც შეგის დანახვაზე გარბიან, რადგან მოჩენება ჰგონიათ.
ტრეილერი
6.8
სქესთა ომი / Battle of the Sexes

GEO
ENG
RUS
BATTLE OF THE SEXES
სქესთა ომი
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს.
ტრეილერი
6.7
უცხო: კოვენანტი / Alien: Covenant

GEO
ENG
RUS
ALIEN: COVENANT
უცხო: კოვენანტი
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
გალაქტიკის შორეულ მხარეს მიმავალი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი მიიჩნევს, რომ მიემართებიან უცნობ სამოთხეში. მაგრამ სინამდვილეში ეს ბნელი და სახიფათო სამყაროა…
ტრეილერი
6.4
სანამ დავეცემი / Before I Fall

GEO
ENG
RUS
BEFORE I FALL
სანამ დავეცემი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
სამანტა კინგსტონი გოგონაა, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში უმართლებს. მაგრამ იმ დღეს პარასკევს, 12 თებერვალს ყველაფერი არასწორად განვითარდა, შემდეგ ავარია გზაზე და ... გოგონა მოჯადოვებულ წრეში აღმოჩნდება. ამ წრიდან გასასვლელად სამანტამ უნდა იპოვოს ის არასწორი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ამ ხაფანგში აღმოჩნდა.
ტრეილერი
6.4
უსიყვარულო / Loveless (Нелюбовь)

GEO
ENG
RUS
LOVELESS (Нелюбовь)
უსიყვარულო
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მოსკოვში მაცხოვრებელ ოჯახზე, რომელიც მტკივნეულ განქორწინებას განიცდის. მთავარი გმირები ჯერ კიდევ დაქორწინებულები არიან, მაგრამ ორივემ დაიწყო ახალი ცხოვრება და სურთ მალე მოაგვარონ ფორმალობები. მათი კონფლიქტები გავლენას ახდენს მათ 12 წლის შვილზე. მორიგი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი ქრება.
ტრეილერი
7.7
პირველთა დრო / The Spacewalker (Время первых)

GEO
ENG
RUS
THE SPACEWALKER (Время первых)
პირველთა დრო
2 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
ტრეილერი
7.3
საჰარა / Sahara

GEO
ENG
RUS
SAHARA
საჰარა
1 საათი 26 წუთი
მოკლე აღწერა
ორი გველის ისტორია, შხამიანი აჯარის, რომელსაც ჯერ არავისთვის უკბენია და პრინცესა ევას, რომელიც გაიქცევა ოაზისიდან , რათა არასასურველ ქორწინებას აარიდოს თავი.
ტრეილერი
5.6
სიყვარულის მეძებარნი / Hounds of Love

GEO
ENG
RUS
HOUNDS OF LOVE
სიყვარულის მეძებარნი
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
შუა 80-იან წლებში ცოლ-ქმარი პერტას გარეუბნიდან გაიტაცებს 17 წლის ვიკი მალოუნს. პატიმრობაში მყოფი გოგონა აკვირდება ცოლ-ქმრის ურთიერთობას და ცდილობს დააპირისპიროს ისინი ერთმანეთთან, რათა თავი დააღწიოს მათ…
ტრეილერი
6.5
ზოოპარკის მფლობელის ცოლი / The Zookeeper's Wife

GEO
ENG
RUS
THE ZOOKEEPER'S WIFE
ზოოპარკის მფლობელის ცოლი
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი დაფუძნებული ნამდვილ ამბავზე. ვარშავის ზოოპარკის თანამშრომლები ნაცისტებისაგან მალავდნენ ასობით ებრაელს ზოოპარკის ცარიელ გალიებსა და საკუთარ სახლში.
ტრეილერი
7.0
ცდუნება / The Beguiled

GEO
ENG
RUS
THE BEGUILED
ცდუნება
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
ქალთა პანსიონი გარე სამყაროსაგან დაფარული იყო იქამდე, სანამ თავშესაფარის მაძებარმა ადამიანმა არ შეაბიჯა მათ ჭიშკარში. ამ დღეიდან პანსიონი ცდუნების ტყვეობაში აღმოჩნდა.
ტრეილერი
6.3
დანის პირზე მორბენალი 2049 / Blade Runner 2049

GEO
ENG
RUS
BLADE RUNNER 2049
დანის პირზე მორბენალი 2049
2 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
1982 წლის ცნობილი ფილმის გაგრძელება, რომელშიც მოქმედება პირველი სერიის მოვლენებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ვითარდება. უახლოეს მომავალში ანდროიდები ადამიანებისგან პრაქტიკულად არაფრით აღარ იქნებიან განსხვავებულები, თუმცა მონურ პოზიციას შეინარჩუნებენ. ძებნილი-ანდროიდის განსხვავების პოვნა და ლიკვიდაცია – ასეთია ადამიანი “მონადირეების” ამოცანა…
ტრეილერი
8.1
ოუვერდრაივი / Overdrive

GEO
ENG
RUS
OVERDRIVE
ოუვერდრაივი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
ენდრიუ და გარეტ ფოსტერები ყველაზე იშვიათი მანქანების მოპარვით არიან დაკავებულნი. აქამდე ყველაფერი ადვილად გამოსდიოდათ, მაგრამ ბოლო გატაცებისას ისინი კრიმინალთან გადაიკვეთებიან, რომელიც მისი მტრის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მოპარვას დაავალებს.
ტრეილერი
5.4
ბნელი კოშკი / The Dark Tower

GEO
ENG
RUS
THE DARK TOWER
ბნელი კოშკი
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. მოსისხლე მტრები რონალდ დისკეინი და უოლტერ ოდიმი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არიან. სასწორზე ბნელი კოშკია, რომელიც სამყაროს უკანასკნელი იმედია. მის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს გადამწყვეტ ბრძოლაში მოუწევთ დაპირისპირება, რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რათა მან ბნელი კოშკი არ დაანგრიოს.
ტრეილერი
5.7
ნიჭიერი / Gifted

GEO
ENG
RUS
GIFTED
ნიჭიერი
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა მამაკაცზე, რომელიც მისი გარდაცვლილი დის შვილს - მერის ზრდის. ყველაფრი ირევა, როდესაც მერის მათემატიკური ნიჭი ხალხის ყურადღებას მიიპყრობს.
ტრეილერი
7.6
ის მოდის ღამით / It Comes at Night

GEO
ENG
RUS
IT COMES AT NIGHT
ის მოდის ღამით
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ცივილიზაციას ეპიდემია იპყრობს, რომელიც ადაიანებს საშინელ მონსტრებად აქცევს. მამა გადარცენის მიზნით ოჯახს მიტოვებულ სახლში დამალავს ტყეში. ერთხელ ტყესთან უცნობები გამოჩნდებიან. მაგრამ როგორ უნდა გადარჩე თუ ჯოჯოხეთი შენს შიგნითაა?
ტრეილერი
6.2
ცეკვა სიკვდილამდე / Dance to Death (Танцы насмерть)

GEO
ENG
RUS
DANCE TO DEATH (Танцы насмерть)
ცეკვა სიკვდილამდე
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
2070 წელი. მოსკოვი. სამყარო ნანგრევებსია ჩაფლული ატომური ომის შემდეგ. ენერგია მხოლოდ სასტიკი ცეკვის შეჯიბრის შედეგად გამომუშავდება. ახალგაზრდა ბიჭს გოგონა შეუყვარდება, რომელის გადარჩენასაც იგი დაისახავს მიზნად. ეს კი სისტემას მწყობრიდან გამოიყვანს.
ტრეილერი
3.3
მოამზადე ქარიშხალი / Cook Up a Storm

GEO
ENG
RUS
COOK UP A STORM
მოამზადე ქარიშხალი
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
ორი მზარეულის შეჯიბრი ჰონგ ჯონგიდან. ერთი დანისა და ტაფის ოსტატია, რომელიც ქუჩაში ამზადებს საკვებს. მეორე კი გზის მოპირდაპირე მხარეს არსებული რესტორნის შეფ-მზარეულია.
ტრეილერი
6.4
მცირე დანაშაულები / Small Crimes

GEO
ENG
RUS
SMALL CRIMES
მცირე დანაშაულები
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ყოფილი პოლიციელი მკვლელობის მცდელობის გამო, 6 წელი იჯდა ციხეში. გარეთ გამოსვლის შემდეგ მას სამაგიეროს გადახდა სწყურია, მაგრამ აღმოჩნდება ქაოსურ მდგომარეობაში...
ტრეილერი
5.8
სიბნელის სიმღერა / A Dark Song

GEO
ENG
RUS
A DARK SONG
სიბნელის სიმღერა
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
სოფია დაიქირავებს იდუმალებით მოცულ სახლს, სადაც რიტუალის ჩასატარებლად ოკულტისტ ჯოზეფს მოიწვევს. თავდაპირველად იგი უარს ამბობს რიტუალის ჩატარებაზე, მაგრამ როდესაც გაიგებს რომ ქალმა ვაჟი დაკარგა და მასთან სურს დაკავშირება, დათანხმდება.
ტრეილერი
6.1
წრე / The Circle

GEO
ENG
RUS
THE CIRCLE
წრე
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა მეი ჰოლანდი, დამწყები , მაგრამ პერსპექტიული სპეციალისტი თავის სფეროში, იღებს ვაკანსიას უმსხვილეს კომპანიაშია "წრე" . კომპანიის დამაარსებელი მალევე შეამჩნევს მას და სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც გადაატრიალებს მილიარდობით ადამიანის წარმოდგენას პირადი თავისუფლების საზღვრებზე.
ტრეილერი
5.3
კედელი / The Wall

GEO
ENG
RUS
THE WALL
კედელი
1 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
ამერიკელი სნაიპერი აღმოჩნდება ხაფანგში კედელთან. იგი სამიზნეში მის მოწინააღმდეგეს ყავს ამოღებული. გმირი ირანულ რადიოტალღას დაიჭერს და მოწინააღმდეგეს ესაუბრება. ცოცხალი ბრძოლის ველიდან მხოლოდ ერთი წავა.
ტრეილერი
6.2
მკვლელის მცველი / The Hitman's Bodyguard

GEO
ENG
RUS
THE HITMAN'S BODYGUARD
მკვლელის მცველი
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა პირად მცველს დაავალებენ ასაკოვანი – დაქირავებული მკვლელის დაცვას, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს, საერთაშორისო სასამართლოში. ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის არქონის მიუხედავად გმირებს ყველა მათი უთანხმოებების დავიწყება მოუწევთ და იძულებულნი გახდებიან ერთად იმოქმედონ, რათა გაიქცნენ ინგლისიდან და დროზე მივიდნენ ჰააგის სასამართლოში.
ტრეილერი
6.9