უძინარები სიეტლში / Sleepless in Seattle

GEO
ENG
RUS
SLEEPLESS IN SEATTLE
უძინარები სიეტლში
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება .
ტრეილერი
6.8
შენ აქ არასოდეს ყოფილხარ / You Were Never Really Here

GEO
ENG
RUS
YOU WERE NEVER REALLY HERE
შენ აქ არასოდეს ყოფილხარ
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა.
ტრეილერი
6.9
სლამბერი / Slumber

GEO
ENG
RUS
SLUMBER
სლამბერი
1 საათი 24 წუთი
მოკლე აღწერა
ექიმი ელისი ღამის კოშმარებსა და ხალხის ქცევას სწავლობს ძილში. იგი ცდილობს დაემხაროს ახალგაზრდა ოჯახს, მაგრამ მათ დასახმარებლად ელისს საკუთარი შიშების დაძლევა მოუწევს, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს მას.
ტრეილერი
4.7
საუზმე ტიფანისთან / Breakfast at Tiffanny's

GEO
ENG
RUS
BREAKFAST AT TIFFANY'S
საუზმე ტიფანისთან
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაიტლი მოიხიბლა მწერალი პოლ ვაჟაკით, რომელიც მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს. პოლს და ჰოლის შორის რომანი გაჩაღდება და ამ დროს გამოჩნდება დოკ გოლაითლი, რომელიც ჰოლის წარსულს ამჟღავნებს.
ტრეილერი
7.7
iბიჭი / iBoy

GEO
ENG
RUS
IBOY
iბიჭი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
უბედური შემთხვევის შემდეგ, გომი იღვიძებს კომიდან და აღმოაჩენს, რომ მის ტელეფონის ფუნქციები მის თავშია ჩადებული. მას აღარ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ თინეიჯერულ ცხოვრებას უცნაური შესაძლებლობების გაჩენის გამო.
ტრეილერი
6.0
ინტერვალი / The In Between

GEO
ENG
RUS
THE IN BETWEEN
ინტერვალი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
ტრეილერი
5.7
მატრიცა: აღდგომა / The Matrix: Resurrections

GEO
ENG
RUS
THE MATRIX: RESURRECTIONS
მატრიცა: აღდგომა
2 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
საკულტო ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილი, მზაკვრული კომპიუტერული სისტემის “მატრიცა”-ს შესახებ, რომელმაც დედამიწაზე კონტროლი დაამყარა, და ახლა კაცობრიობას ენერგიის წყაროდ იყენებს. მთავარი გმირი ნეო რომელმაც, როგორც ჩანს, სრულიად დაივიწყა მატრიცას არსებობა, რეგულარულად სტუმრობს ფსიქიატრს ხშირი და უცნაური სიზმრების გამო. ის ასევე ხვდება ტრინიტის კაფეში, მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ ცნობენ. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც იდუმალი მამაკაცი ნეოს წითელ და ლურჯ აბებს შეთავაზებს წარწერით: ფრენის დროა.
ტრეილერი
5.7
ლოცვა გათენებამდე / A Prayer Before Dawn

GEO
ENG
RUS
A PRAYER BEFORE DAWN
ლოცვა გათენებამდე
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ბრიტანელი ბილი მური ტაილანდის ერთ-ერთ ციხეში ხვდება, რომელიც ცნობილია სისასტიკითა და პატიმართათვის გაუსაძლისი პირობებით. გადარჩენისათვის ბილი გადაწყვეტს დაკავდეს ტაილანდური კრივით.
ტრეილერი
6.9
უხილავი ძაფი / Phantom Thread

GEO
ENG
RUS
PHANTOM THREAD
უხილავი ძაფი
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მოქმედება ვითარდება ლონდონში გასული საუკუნის 50-იან წლებში. ქვეყანა რთულ ომის შემდეგომ პერიოდს განიცდის. მიუხედავად ამისა, პოპულარული და დაუჯერებლად მოთხოვნადი კუტურიეს, რეინოლდ ვუდკოკისა და მისი დის სირილის გარშემო ტრიალებს მოდის ინდუსტრია. ყველაფერი იცვლება, როდესაც რეინოლდი ალმას ხვდება, ახალგაზრდა და სიცოცხლით აღსავსე გოგონას, რომელიც მალე მის ცხოვრებაში მთავარი საყვარელის ადგილს იკავებს.
ტრეილერი
7.6
ოუვერდრაივი / Overdrive

GEO
ENG
RUS
OVERDRIVE
ოუვერდრაივი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
ენდრიუ და გარეტ ფოსტერები ყველაზე იშვიათი მანქანების მოპარვით არიან დაკავებულნი. აქამდე ყველაფერი ადვილად გამოსდიოდათ, მაგრამ ბოლო გატაცებისას ისინი კრიმინალთან გადაიკვეთებიან, რომელიც მისი მტრის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მოპარვას დაავალებს.
ტრეილერი
5.4
მოხეტიალე ქაოსი / Chaos Walking

GEO
ENG
RUS
CHAOS WALKING
მოხეტიალე ქაოსი
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ტოდი ჰიუტი დედამიწელების მიერ კოლონიზებულ შორეულ პლანეტაზე მდებარე ქალაქ პრენტისტაუნში ერთადერთი ბიჭია. კაცობრიობის გადარჩენის ახალი იმედის პლანეტაზე, კოლონისტები “ხმაურით” დაინფიცირდებიან, რის შედეგადაც ყველა ქალი უკვალოდ გაუჩინარდება, ხოლო გადარჩენილი მამაკაცები ერთმანეთის აზრების დანახვას და მოსმენას ისწავლიან. მოულოდნელად ტოდი სხვების აგრესიულ და საეჭვო აზრების ხმაურში მკაფიოდ არჩევს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები მისგან რაღაცას მალავენ – რაღაც იმდენად საშინელს, რომ ჰიუტი იძულებულია გაიქცეს. თუმცა, როგორ და სად უნდა გაიქცე, როცა შენს მდევრებს შენი ყოველი ფიქრი ესმით? დევნისგან თავის დაღწევისას გმირი უცნაურ არსებას შეხვდება – გოგონას, რომლის აზრებიც ტოდს არ ესმის. ვინ არის ის? რატომ არ გაანადგურა ვირუსმა? ახლა ჰიუტის ყველაფრის დავიწყება მოუწევს რათა გაარკვიოს ვინ არის სინმადვილეში.
ტრეილერი
5.8
წინა ღამით სოჰოში / Last Night in Soho

GEO
ENG
RUS
LAST NIGHT IN SOHO
წინა ღამით სოჰოში
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
ფსიქოლოგიური თრილერი, დიზაინერის კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდა გოგონას ელაიზას შესახებ, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში ლონდონში 1960-იან წლებში აღმოჩნდება, სადაც მისი შემოქმედებითი გზის სათავეში მყოფ საყვარელ მომღერალს სენდის შეხვდება. მაგრამ 60-იანი წლების ლონდონი სულაც არ არის ისეთი, როგორიც მთავარ გმირს წარმოედგინა. მას ეჩვენება, რომ დრო ნაწილებად იშლება, რასაც ის მძიმე შედეგებამდე მიჰყავს.
ტრეილერი
7.2
ცუდი საქციელი / Misbehaviour

GEO
ENG
RUS
MISBEHAVIOUR
ცუდი საქციელი
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი, სადაც მოვლენები 1970 წელს ლონდონში “მის მსოფლიოს” სილამაზის პოპულარული მე–20 კონკურსისი დროს ვითარდება, რომლის წამყვანი აშშ-იდან კომედიის ლეგენდა, ბობ ჰოუპი იყო. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის უკმაყოფილო აქტივისტთა ჯგუფი და ფემინისტი სალი ალექსანდერი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სილამაზის კონკურსი ქალებს ამცირებს, კარგად მოფიქრებული საბოტაჟის გეგმის შემუშავებას გადაწყვეტენ. შედეგად გმირები ერთ ღამეში ცნობილები გახდებიან, როდესაც კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ჩაშლიან, როლმის აუდუტორია 100 მილიონ მაყურებელს შეადგენდა. ხოლო როდესაც მაუწყებლობა განახლდება, კონკურსის გამარჯვებული მოულოდნელად არა შვედი ფავორიტი, არამედ პირველი შავკანიანი ქალი, მის გრენადა გახდება, რომელმაც მის მსოფლიო ტიტული მიიღო.
ტრეილერი
6.3
ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის / Spider-Man: No Way Home

GEO
ENG
RUS
SPIDER-MAN: NO WAY HOME
ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის
მოკლე აღწერა
პიტერ პარკერის ცხოვრება და რეპუტაცია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან მისტერიომ მთელ მსოფლიოს ადამიანი-ობობას საიდუმლო გაანდო. სიტუაციის გამოსასწორებლად პიტერი დასახმარებლად სტივენ სტრეინჯს მიმართავს, მაგრამ საფრთხე მხოლოდ კიდევ უფრო იზრდება.
ტრეილერი
8.3
ქაღალდის ქალაქები / Paper Towns

GEO
ENG
RUS
PAPER TOWNS
ქაღალდის ქალაქები
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
თინეიჯერი ქიუ ბავშვობიდან შეყვარებულია თავის მეზობელზე მარგოზე. ერთხელაც გოგონა ქრება და ბიჭს უტოვებს მინიშნებებს, რომელთა მიხედვითაც მან უნდა იპოვოს ის.
ტრეილერი
6.3
მოსისხლე მტერი / Archenemy

GEO
ENG
RUS
ARCHENEMY
მოსისხლე მტერი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
მაქსი ირწმუნება , რომ ის გმირია სხვა განზომილებიდან , რომელიც დროისა და სივრცის მარყუჟის გამოყენებით დედამიწაზე აღმოჩნდა და ძალები დაკარგა. მისი ისტორიის არავის სჯერა , გარდა ერთი ადგილობრივი თინეიჯერის , ჰამსტერისა.
ტრეილერი
5.0
მეფის ქალიშვილი / The King's Daughter

GEO
ENG
RUS
THE KING'S DAUGHTER
მეფის ქალიშვილი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1684 წელს საფრანგეთში ვითარდება და პლანეტაზე ყველაზე ძლიერი მონარქის – მზის მეფე – ლუი XIV-ის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დაბადების დღე მზის იშვიათ დაბნელებასთან ერთად ახლოვდება, რის შედეგადაც მეფის სიცოცხლე და საფრანგეთის მომავალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. მეფეს აცნობებენ რომ მეცნიერთა აზრით, ქალთევზები უკვდავების ძალებს ფლობენ. შედეგად, ლუი ახალგაზრდა კაპიტან აივსის ჩრდილოეთის ზღვებში მითიური ზღვის არსების მოძებნას დაავალებს. ამავე დროს, ლუი სამეფოში თავის უკანონო ქალიშვილს მარი ჯოზეფს უხმობს. მეფის მრჩეველი პერ ლა შეზი გრძნობს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს მარი, რათა მდიდარი ახალგაზრდა ვაჭრის ჟან-მიშელის ქონება ჩაიგდოს ხელში. როდესაც მზის დაბნელების კვირა იწყება, კაპიტან აივსის მიერ ქალთევზას წარმატებით შეპყრობის შემდეგ ვერსალში ბრუნდება, სადაც მას ქალთევზას წლის რეზერვუარში მოთავსებას და მეფის ჯანმრთელობის აღდგენას უბრძანებენ...
ტრეილერი
5.1
ნანადირევი / Prey

GEO
ENG
RUS
PREY
ნანადირევი
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა

ფანტასტიკური ჰორორი, რომელშიც მოვლენები 300 წლის წინ კომანჩების ტომში ვითარდება, რომელიც სასტიკი და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მეომარი ქალის ნარუს და დედამიწაზე ჩამოსული ერთ-ერთი პირველი მატაცებელის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი ყველაზე ლეგენდარული მონადირეების ჩრდილქვეშ გაიზარდა, რომელსაც ახლა გენდერული ნორმებისა და ტრადიციების საწინააღმდეგოდ, სურს გახდეს მეომარი. მაგრამ როდესაც მის ბანაკს საფრთხე დაემუქრება, ის თავისი ხალხის დასაცავად მიდის. მტაცებელი, რომელზეც ნარუ ნადირობს და რომელსაც საბოლოოდ ხვდება, მოწინავე საბრძოლო არსენალით შიარაღებული და მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელი მტაცებელი აღმოჩნდება, რაც იწვევს ორ მოწინააღმდეგეს შორის სასტიკ და საშინელ დაპირისპირებას. ფილმი მტაცებელის შესახებ ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილი და 1987 წლის ორიგინალური “მტაცებელი”-ს პრიკველი გახდება.

ტრეილერი
7.2
ჰოფერი და სიბნელის ზღარბი / Chickenhare and the Hamster of Darkness

GEO
ENG
RUS
CHICKENHARE AND THE HAMSTER OF DARKNESS
ჰოფერი და სიბნელის ზღარბი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები ჯადოსნურ სამყაროში ვითარდება და ახალგაზრდა მთავარი გმირის ჰოფერ ჩიქენსონის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ნახევრად ქათამი და ნახევარად კურდღელი დაიბადა, რომელსაც ცნობილი ავანტიურისტი კურდღელი – მეფე არტური იშვილებს. როდესაც არტურის, ბოროტი ძმა ჰაროლდი ციხიდან გაიქცევა, რათა ყოვლისშემძლე ბნელი ზაზუნა იპოვოს და ამით მისი ძმა ტახტიდან ჩამოაგდოს, ჰოფერი გადაწყვეტს მას ხელი შეუშალოს. მისი ერთგული მსახური სარკასტული კუს, არჩისა და საბრძოლო ხელოვნების ექსპერტი მყრალას, მეგის მხარდაჭერით, ახალგაზრდა გმირი ეპიკური თავგადასავლბით სავსე მოგზაურობაში მიდის, სადაც მრავალ მხიარულ დაბრკოლებას აწყდება.
ტრეილერი
6.5
ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი / Chip 'n' Dale Rescue Rangers

GEO
ENG
RUS
CHIP 'N' DALE RESCUE RANGERS
ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი
მოკლე აღწერა
ციყვების შესახებ გადაღებული ორიგინალი ტელესერიალის დასრულებიდან 30 წელი გავიდა. ჩიპი და დეილი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ იმ სამყაროში, სადაც ადამიანები და ანიმაციური პერსონაჟები ერთმანეთს ემეზობლებიან. მანამ სანამ კლასიკური ანიმაციების პერსონაჟების თავის გატანას ცდილობენ, კომპიუტერული ანიმაცია პოპულარობის პიკზე იმყოფება. ციყვები კვლავ უნდა გაერთიანდნენ, რომ თავიანთი ძველი მეგობარი გადაარჩინონ, სანამ ის საავტორო უფლებების დარღვევის მსხვერპლი არ გახდა.
ტრეილერი
0.0
მომავლის დანაშაულები / Crimes of Future

GEO
ENG
RUS
CRIMES OF FUTURE
მომავლის დანაშაულები
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება, რომელშიც კაცობრიობა თავის სინთეტიკურ გარემოსთან ადაპტირებას სწავლობს. ევოლუციას ადამიანები მათი ბუნებრივი მდგომარეობის საზღვრებს გარეთ გაჰყავს და იწვევს მეტამორფოზებს, რომლებიც მათ ბიოლოგიურ შემადგენლობას ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ითვისებს ტრანსჰუმანიზმის უსაზღვრო პოტენციალს, ზოგი ცდილობს მის გაკონტროლებას. ასეა თუ ისე, დაჩქარებული ევოლუციის სინდრომი სწრაფად ვრცელდება. სოლ ტენსერი – საყვარელი არტისტია, რომელმაც მიიღო ეს ახალი მდგომარეობა სხეულში ახალი და მოულოდნელი ორგანოების გაჩენით. თავის პარტნიორ კაპრისთან ერთად, ტენსერი ამ ორგანოების ამოჭრას სანახაობად აქცევს, რომლითაც მისი ერთგული მიმდევრები რეალურ დროში აღფრთოვანდებიან. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობაც და უცნაური სუბკულტურაც ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, მთავარი გმირი იძულებულია დაფიქრდეს მის ყველაზე შოკისმომგვრელ გეგმაზე.
ტრეილერი
6.0
გაწითლება / Turning Red

GEO
ENG
RUS
TURNING RED
გაწითლება
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური კომედია, 13 წლის მეი ლის შესახებ, რომელიც მის პრობლემებსა და მოსიყვარულე დედის ქალიშვილს შორის ორად იხლიჩება. მაგრამ საკუთარ სხეულში, ინტერესებსა და ურთიერთობებში ცვლილებების გარდა, მეი ლი კიდევ ერთი ძალიან უცნაური თვისების წინაშე აღმოჩნდება. ყოველთვის, როდესაც იგი ძალიან ღელავს, მაშინვე გიგანტურ წითელ პანდაად იქცევა.
ტრეილერი
7.1
მისტერ ჯონსი / Mr. Jones

GEO
ENG
RUS
MR.JONES
მისტერ ჯონსი
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, უელსელი ჟურნალისტის, გარეტ ჯონსის შესახებ, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს. თუმცა, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდება, რადგან დიდი დეპრესია კაპიტალიზმის სამყაროს, და მასთან ერთად ჯონსის იმედისმომცემ კარიერას გაანადგურებს. უახლეს მოვლენებ იგი მოსკოვში მიჰყავს, რათა ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე დაწეროს და სტალინთან ინტერვიუს აღებას ეცადოს. აქ ის ბრიტანელ ჟურნალისტს, ადა ბრუკს გაიცნობს, რომელიც მას სასტიკ საბჭოთა რეჟიმზე უამბობს. და გარეტი, სასიკვდილო საფრთხეების მიუხედავად, თავის ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს. სსრკ-ს სპეცსამსახურებისგან მალულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე სიმართლეს ავლენს: გოლოდომორი, მკაცრი ცენზურა, შეთქმულება და მასობრივი რეპრესიები. მთავარი გმირი ღმერთისგან მივიწყებულ უკრაინაში ჩადის, სადაც საყოველთაო შიმშილს ხედავს, რომლის მიზეზიც საბჭოთა იმპერიის ინდუსტრიალიზაცია იყო. ლონდონში დაბრუნებული, ჯონსი ამ ყველაფერზე, რაც მან იქ ნახა, სტატიას აქვეყნებს…
ტრეილერი
6.9
ლეილა სამუდამოდ / Leyla Everlasting

GEO
ENG
RUS
LEYLA EVERLASTING
ლეილა სამუდამოდ
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ლეილას და ადამს წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, თუმცა ქორწინება მაინც შევიდა ჩიხში. მათ ურთიერთობაში ნაპერწკალი გაქრა და ადამმა მძაფრი ემოციური კავშირი სხვა ქალთან, ნერგისთან დაამყარა. ნერგისს კი არ აქვს სურვილი შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.
ტრეილერი
3.7
სპიდერჰედი / Spiderhead

GEO
ENG
RUS
SPIDERHEAD
სპიდერჰედი
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოს მომავალში ვითარდება და ორი მსჯავრდებულის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ რადიკალურად ახალი პრეპარატის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობენ. გმირებს სპეციალურ საპყრობილეში აგზავნიან, რომელსაც შეშლილი მეცნიერი მართავს. ამგვარად, ის პატიმრებზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ ნარკოტიკებს ტესტავს, რომლებიც მათ გონებას აკნტროლებს და გავლენას ახდენს ემოციებზე.
ტრეილერი
5.4
სიკვდილი ბრძოლაში / Die in a Gunfight

GEO
ENG
RUS
DIE IN A GUNFIGHT
სიკვდილი ბრძოლაში
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ამბოხებულ ბენს, რომელიც ცნობილი ნიუ-იორკული მედიაიმპერიის მემკვიდრეა, მამამისის მთავარი კონკურენტის შვილი უყვარდება.
ტრეილერი
4.4
ღამის წიგნაკები / Nightbooks

GEO
ENG
RUS
NIGHTBOOKS
ღამის წიგნაკები
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
საშინელებათა ისტორიების პატარა მოყვარული ბიჭუნა ალექსი გრძნეულის ტყვეობაში აღმოჩნდება და ახლა მან მას ეს ისტორიები უნდა მოუყვეს, თორემ ალექსი და მისი და გრძნეულის მიერ შექმნილ მოჯადოებულ სამყაროში სამუდამოდ დარჩებიან.
ტრეილერი
5.7
ღრმა წყალი / Deep Water

GEO
ENG
RUS
DEEP WATER
ღრმა წყალი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
მეუღლეები ვიკი და მელინდა ვან ალენი ხელს უწყობენ ცხოვრებას ქრებოდა ქორწინებაში, მოყვარულთა დახმარებით. ყველაფერი იცვლება, როდესაც ადამიანი კვდება მათი ქცევის გამო.
ტრეილერი
5.4
ბეტმენი / The Batman

GEO
ENG
RUS
THE BATMAN
ბეტმენი
2 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
როცა სადისტი სერიული მკვლელი - რიდლერი გოთემის მაღალი საზოგადოების თავიდან მოშორებას იწყებს, ქალაქში იდუმალი დანაშაულებების სერია იწყება. ბეტმენი იძულებული ხდება დაუპირისპირდეს რიდლერს და აღმოაჩენს რომ ეს ყველაფერი მის ოჯახთანაც არის დაკავშირებული.
ტრეილერი
7.9
ვალეტი / The Valet

GEO
ENG
RUS
THE VALET
ვალეტი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
კინოვარსკვლავი ბევერლი ჰილსის რესტორანში აიძულებს პარკინგის მსახურს, თავი მის საყვარლად წარმოაჩინოს. რათა დაქორწინებულ მამაკაცთან ურთიერთობა დამალოს.
ტრეილერი
6.7
ჩერნობილი: დაკარგული ჩანაწერები / Chernobyl: The Lost Tapes

GEO
ENG
RUS
CHERNOBYL: THE LOST TAPES
ჩერნობილი: დაკარგული ჩანაწერები
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტური ფილმი ჩერნობილის კატასტროფის შესახებ, რომელიც ცოტახნის წინ ნაპოვნი საარქივო უნიკალური ვიდეომასალებით არის შექმნილი. 
ტრეილერი
8.1
პოლიციელის გენეალოგია / The Policeman's Lineage

GEO
ENG
RUS
THE POLICEMAN'S LINEAGE
პოლიციელის გენეალოგია
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
ვუ-სიკ ჩოი („პარაზიტი“-დან ) თამაშობს ერთერთს ორი პოლიციელიდან, რომლებიც ერთ გუნდად ცდილობენ გამოიძიონ საქმე, რომელიც მთელ პოლიციის ძალებს თავდაყირა აყენებს.
ტრეილერი
6.0
ყველაზე სწრაფი ინდიანი / The World's Fastest Indian

GEO
ENG
RUS
THE WORLD'S FASTEST INDIAN
ყველაზე სწრაფი ინდიანი
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ახალზელანდიელი ბერტა მონროს ცხოვრების ისტორიაზე, რომელმაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი მიახარჯა თავისი საყვარელი მოტოციკლის გადაკეთებას საშეჯიბრო ბოლიდში სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს მოტოციკლი მარკის "ინდიანი" იყო, გამოშვებული 1920 წელს და მის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 58 მილი/სთ აღწევდა. ოფიციალური რეკორდი (200 მილი/სთ) იყო დამყარებული! ეს 1967 წელს მოხდა...
ტრეილერი
7.8
ოფიციალური კონკურსი / Official Competition

GEO
ENG
RUS
OFFICIAL COMPETITION
ოფიციალური კონკურსი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
მილიარდერი ბიზნესმენი, ისტორიაში თავის კვალის დატოვებას და სენსაციური ფილმის გადაღებას გადაწყვეტს. ამისათვის იგი ცნობილ რეჟისორს ლოლა კუევასის, ჰოლივუდის გულთამპყრობელ მსახიობს ფელიქს რივეროს და რადიკალურ თეატრალურ მოღვაწეს ივან ტორესს ქირაობს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ გმირებს ერთდ მუშაობა არ შეუძლიათ. რივერო და ტორესი შეიძლება ძალიან ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ მათ კიდევ უფრო დიდი ეგო აქვთ. იმისათვის, რომ მათში თავმდაბლობის გრძნობა გააღვიძოს, ლოლას სულ უფრო შემოქმედებითი დავალებების მოფიქრება უწევს, რომლის მიზანია არამხოლოდ ერთმანეთის მიღება, არამედ საკუთარი მემკვიდრეობის გააზრება.
ტრეილერი
7.2
შედეგი / The Fallout

GEO
ENG
RUS
THE FALLOUT
შედეგი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
უმაღლესი სკოლის მოსწავლე გოგონა, სახელად ვადა მის სკოლაში მომხდარი, ტრაგედიის შემდეგ თავის ცხოვრებაში რთული პერიოდის გადატანას, ტრაგედიისგან დატოვებული ფსიქოლოგიური ტრამის მოშუშებას, და ამავე დროს ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს. შედეგად ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან და ასევე მისი მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვლება…
ტრეილერი
7.0
გადარჩენილი / The Survivor

GEO
ENG
RUS
THE SURVIVOR
გადარჩენილი
2 საათი 9 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი, პოლონელი ებრაელი მოკრივის ჰარი ჰაფტის შესახებ, სადაც ის იძულებული იყო სხვა პატიმრებთან ერთად მონაწილეობა მიეღო სასიკვდილო გლადიატორულ კრივში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტკივნეული მოგონებებითა და დანაშაულის გრძნობით დატანჯული, ჰარი მთელი ძალებით ცდილობს კრივის ლეგენდის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა გამოიყენოს, რათა კვლავ იპოვოს თავისი პირველი სიყვარული…
ტრეილერი
6.8
იღბალი / Luck

GEO
ENG
RUS
LUCK
იღბალი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო ანიმაციური ფენტეზი, მსოფლიოში ყველაზე უიღბლო გოგონას შესახებ, რომელიც ერთ დღეს აქამდე უნახავ იღბლისა და უიღბლობის ორგანიზაციას აღმოაჩენს, სადაც ახლა იგი უნდა გაერთიანდეს ჯადოსნურ არსებებთან, რათა გამოავლინოს ძალა, უფრო ძლიერი ვიდრე თავად იღბალი. შედეგად, იღბალსა და უიღბლობას შორის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ფარდა იხსნება, რომლებიც ფარულად მოქმედებენ ცოცხალი არსბების ყოველდღიურ ცხოვრებაზე…
ტრეილერი
6.3
ღმერთის ეგზორციზმი / The Exorcism of God

GEO
ENG
RUS
THE EXORCISM OF GOD
ღმერთის ეგზორციზმი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები მექსიკაში მდებარე იზოლირებულ პატარა ქალაქში ვითარდება და ამერიკელი ეგზორცისტის, მამა პიტერ უილიამსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იმ დემონიტ გახდება შეპყრობილი, რომლის განდევნასაც ცდილობდა. შედეგად ყველაზე საშინელ ცოდვას ჩაიდენს. თვრამეტი წლის შემდეგ, ამ ცოდვის შედეგები კვლავ ბრუნდება, რაც მასში არსებულ ბოროტებასთან უდიდესი ბრძოლის დასაწყისი გახდება.
ტრეილერი
5.3
10:45 / 10:45

GEO
ENG
RUS
10:45
10:45
14 წუთი
მოკლე აღწერა
ერთი მსახიობის მონაწილეობით ფილმი, რომელიც ბევრად უფრო მეტს ყვება, ვიდრე ერთი ადამიანის ისტორია.
ტრეილერი
0.0
ტერორი პრერიაზე / Terror on the Prairie

GEO
ENG
RUS
TERROR ON THE PRAIRIE
ტერორი პრერიაზე
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული თრილერი, რომელშიც მოვლენები ველურ დასავლეთში ვითარდება და ცოტა ხნის წინ აშენებულ ბერმაში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც გმირები სასტიკი თავდასხმის ობიექტები გახდებიან, და ახლა დაუცველი ოჯახი მთელი ძალებით უნდა შეებრძოლოს ბოროტმოქმედების ბანდას, რომლებიც ატერორებენ მათ.
ტრეილერი
6.2
მეწამული გულები / Purple Hearts

GEO
ENG
RUS
PURPLE HEARTS
მეწამული გულები
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
კასიე სალაზარი და ლიუკი მოროუ ძალიან განსხვავდებიან. საზრიანი კასიე ტეხასის შტატის დედაქალქ ოსტინში მდებარე ბარში მუშაობს, რათა მომღერლად და სიმღერების ავტორად გახდომის თავისი ოცნებები აიხდინოს. ლიუკი – არმიის კადეტია, რომელიც აპირებს ჯარში წასვლას და ნუგეშს პოულობს სამხედრო სამსახურის ურყევ დისციპლინაში. მაგრამ ერთ დღეს ახალგაზრდა გმირების შემთხვევითი შეხვედრა ბარში მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას. კასიე აუარება სამედიცინო გადასახადებში იძირება მას შემდეგ, რაც დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს.
ტრეილერი
7.0
მაიმუნების სამეფო / Monkey Kingdom

GEO
ENG
RUS
MONKEY KINGDOM
მაიმუნების სამეფო
1 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახალშობილ მაიმუნზე გვიყვება. იგი და მისი დედა გადარჩენას ცდილობდნენ მაიმუნთა დინამურ ჯგუფში, რომლებიც სამხრეთ აზიის ანტიკურ ნანგრევებში, ჯუნგლებში ცხოვრობენ.
ტრეილერი
7.3
ესკადრილია

GEO
ENG
RUS
FLYBOYS
ესკადრილია "ლაფაიეტი"
2 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ლეგენდარული ამერიკული ესკადრილიის - "ლაფაიეტის" ისტორია, რომლის მფრინავებიც იყვნენ მოხალისეები სხვადასხვა, გერმანიასთან არამოშუღლე ქვეყნებიდან.
ტრეილერი
6.5
კაცი რომელმაც მოკლა დონ კიხოტი მოკლა / The Man Who Killed Don Quixote

GEO
ENG
RUS
THE MAN WHO KILLED DON QUIXOTE
კაცი რომელმაც მოკლა დონ კიხოტი მოკლა
2 საათი 12 წუთი
მოკლე აღწერა
ტობი, სარეკლამო სამსახურის ცინიკოსი ხელმძღვანელი ერთი მოხუცი ესპანელი ფეხსაცმლის ხელოსნის სულელური ბოდვების მსხვრეპლი აღმჩნდება, რომელსაც იგი დონ კიხოტი ჰგონია. კომიკური და სურეალისტური თავგადასავლების ფონზე, ტობის მოუწევს თავის გადაღებული ახალგაზრდობის დროინდელი იდელისტური ფილმის გამოძახილებს შეეწინააღმდეგოს.
ტრეილერი
6.6
სუპერმენის მეფობა / Reign of the Supermen

GEO
ENG
RUS
REIGN OF THE SUPERMEN
სუპერმენის მეფობა
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
„სუპერმენის სიკვდილის“ შემდეგ , მსოფლიო „ფოლადის კაცის“ დაკარგვას ჯერ კიდევ გლოვობს, რაც ურჩხულთან მის ფატალურ ბრძოლას მოჰყვა. თუმცა, როგორც კი მისი სხეული მიწას მიებარა, სუპერმენის ფარის ოთხი ახალი მატარებელი გამოჩნდა, რომელმაც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. კრიპტონის უმცროსი შვილი, სუპერბიჭი, სტილი და კიბორგ სუპერმენი - ყველა მათგანი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რაც მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთანავე, სუპერმენის სიკვდილმა სამყაროს ამცნო, რომ დედამიწა დაუცველია. შესძლებენ ეს ახალი სუპერმენები და სხვა დარჩენილი გმირები საწინააღმდეგო დაამტკიცონ?
ტრეილერი
6.9
პოლარული დათვი / Polar Beer

GEO
ENG
RUS
POLAR BEAR
პოლარული დათვი
1 საათი 24 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა მდედრობითი სქესის პოლარული დათვის ისტორია, რომელიც შთამომავლების გაჩენას აპირებს.
ტრეილერი
6.9
უდიდესი ტალანტის აუტანელი სიმძიმე / The Unbearable Weight of Massive Talent

GEO
ENG
RUS
THE UNBEARABLE WEIGHT OF MASSIVE TALENT
უდიდესი ტალანტის აუტანელი სიმძიმე
მოკლე აღწერა
ნიკოლას ქეიჯის კარიერა დანგრევის პირასაა. ის ვალებშია ჩაფლული, ქალიშვილი პრაქტიკულად არ ელაპარაკება, მაგრამ კვლავაც იმედი აქვს, რომ კვენტინ ტარანტინოს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან ერთად ქეიჯს საკუთარი თავი ელანდება 90-იანი წლებიდან, რომელიც მას იაფფასიან ფილმებში მონაწილეობისთვის და გაშვებული შესაძლებლობებისთვის აკრიტიკებს. ფულის შოვნისთვის მსახიობი მექსიკელი მილიარდელის დაბადების დღეზე გამოჩენას თანხმდება, რომელიც ქეიჯის დიდი თაყვანისმცემელია. ძალიამ მალე ის CIA-სგან გაიგებს, რომ მისი ფანი სინამდვილეში ნარკოკარტელის ხელმძღვანელია. იმ ნარკოკარტელის, რომელმაც მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატობის ქალიშვილი მოიტაცა. მსახიობს არწმუნებენ, რომ აუცილებელი ინფორმაცია შეაგროვოს, მაგრამ სიტუაცია მაშინ რთულდება, როდესაც ნარკობარონს წვეულებაზე ქეიჯის ქალიშვილი და ყოფილი ცოლი მიჰყავს. ახლა ქეიჯმა თავისი ცხოვრების უდიდესი როლი უნდა შეასრულოს.
ტრეილერი
0.0
ქალბატონი / Madame

GEO
ENG
RUS
MADAME
ქალბატონი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
მდიდარი წყვილი პარიზში დაპატიჟებულ სტუმრებს ელოდება ვახშმად. ისინი ლონდონის მერსა და სხვა არისტოკრატებს ელოდებიან, მაგრამ სუფრა 13 ადამიანზეა გაშლილი. დიასახლისი ცრურწმენის გამო მოსამსახურეს თხოვს შეურთდეს მათ. მარია სუფრასთან ინკოგნიტო რჩება, ის მდიდარ კოლექციონერს შეუყვარდება.
ტრეილერი
6.1
მორევი / Vortex

GEO
ENG
RUS
VORTEX
მორევი
2 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული ამბავი პროგრესირებადი ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი დედის შესახებ, რომლის მეუღლე საკუთარი გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე მთელი ძალებით ცდილობს თავის ცოლზე იზრუნოს, სადაც მათი ვაჟი პირადი პრობლემების მიუხედვად, ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს ორივეს. დროდადრო მოხუც დედას აქვს სიცხადის მომენტები, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ის არ ცნობს უახლოეს ადამიანებსაც კი. ერთ მომენტში იგი მის ზრდასრულ შვილს ეკითხება იმ კაცის შესახებ, რომელიც გამუდმებით ავიწროებს მას. და ეს კაცი მისი ქმარია.
ტრეილერი
7.5
მეკობრეები: უკანასკნელი სამეფო საგანძური / The Pirates: The Last Royal Treasure

GEO
ENG
RUS
THE PIRATES: THE LAST ROYAL TREASURE
მეკობრეები: უკანასკნელი სამეფო საგანძური
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო კომედია, რომელიც მამაცი მეკობრეების და ბანდიტების ავანტიურისტთა ჯგუფის შთამბეჭდავი ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბობოქარ ზღვაში მთელი ძალებით იბრძვიან კორეული დინასტიის, გორიოს სამეფო ოჯახის უკანასკნელი საგანძურის მოსაპოვებლად, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ჩოსონის დინასტიის დაარსების შემდეგ, სადაც გმირების თავგადასავლები იწყება მაშინ, როდესაც გორიოში თვითგამოცხადებული საუკეთესო ხმლის ოსტატი მუ-ჩი, მეკობრეთა გემის მფლობელს, ჰე-რანას შეხვდება.
ტრეილერი
6.0
ოპერაცია “ხორცის ფარში” / Operation Mincemeat

GEO
ENG
RUS
OPERATION MINCEMEAT
ოპერაცია “ხორცის ფარში”
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, როდესაც მოკავშირეები ოკუპირებულ ევროპაში ადოლფ ჰიტლერის ძალაუფლების შესუსტებას გადაწყვეტენ და სიცილიაზე სრულმასშტაბიან შეტევას დაგეგმავენ; მაგრამ ისინი შეუძლებელ ამოცანას გადააწყდებიან, თუ როგორ დაიცვან მასიური სამხედრო ძალების შეჭრა პოტენციური ხოცვა-ჟლეტისგან. შდეგად, ბრიტანეთის დაზვერვის ორი ოფიცერი ევან მონტაგუ და ჩარლზ ჩოლმონდელი გერმანიის უმაღლესი სარდლობის დეზინფორმაციისთვის ყველაზე შთამაგონებელ და წარმოუდგენელ სპეცოპერაციას შეიმუშავებენ, რომელიც 1943 წელს ყალბი დოკუმენტების და ერთი გვამის გამოყენებით განხორციელდა.
ტრეილერი
6.6
ჩვენი ბედნიერი არდადეგები / Our Happy Holiday

GEO
ENG
RUS
OUR HAPPY HOLIDAY
ჩვენი ბედნიერი არდადეგები
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
მერიონი და ბენი, ოცდაათი წლის, ერთმანეთს Tinder-ზე ხვდებიან. სულ ეს არის საერთო მათ შორის; მაგრამ საპირისპირო მხარეები იზიდავს ერთმანეთს და ისინი გადაწყვეტენ თავიანთი შეხვედრის დილით ერთად წავიდნენ დასასვენებლად, მიუხედავად მათი გარემოცვის რჩევისა. ისინი საბოლოოდ გაემგზავრებიან - ბულგარეთში, ნახევრად საოცნებო ადგილებისკენ: ბეირუთი მარიონისთვის, ბიარიცი ბენისთვის. ზუსტი გეგმის გარეშე და, როგორც მალე აღმოაჩენენ, სრულიად განსხვავებული წარმოდგენებით, თუ როგორი უნდა იყოს საოცნებო დღესასწაული.
ტრეილერი
5.9
იმედის ტყვეობაში / Hope Gap

GEO
ENG
RUS
HOPE GAP
იმედის ტყვეობაში
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ცოლ-ქმრის სტუმრობა თავიანთ ვაჟთან დრამატულად დამთავრდება, როდესაც მამა შვილს გამოუტყდება, რომ დედის მიტოვებას აპირებს.
ტრეილერი
6.7
ჭამა გადაშენების გზაზე / Eating Our Way to Extinction

GEO
ENG
RUS
EATING OUR WAY TO EXTINCTION
ჭამა გადაშენების გზაზე
1 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტური ფილმი კეიტ უინსლეტის გახმოვანებით, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები და წამყვანი მეცნიერები ეკოლოგიურ და კლიმატურ კრიზისებზე, ადამიანის კვების გავლენებზე მოგვითხრობენ, და სპეციალურად ფოკუსირდებიან მეცხოველეობაზე, რათა გადმოგვცენ “მძიმე სიმართლე” ჩვენი გლობალურად ცვალებადი გარემოს შესახებ.
ტრეილერი
7.6
მხოლოდ შენ / Only You

GEO
ENG
RUS
ONLY YOU
მხოლოდ შენ
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
ელენა და ჯეიკი შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს ახალი წლის ღამეს, კამათობენ ერთი და იგივე ტაქსის გამო. თუმცა, ტაქსის გაზიარების შემდეგ ცალკეული გზების გავლის ნაცვლად, ისინი იწყებენ ვნებიან ურთიერთობას.
ტრეილერი
6.7
იაკშა: დაუნდობელი ოპერაციები / Yaksha: Ruthless Operations

GEO
ENG
RUS
YAKSHA: RUTHLESS OPERATIONS
იაკშა: დაუნდობელი ოპერაციები
2 საათი 5 წუთი
მოკლე აღწერა
ჯაშუშური თრილერი, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის საგარეო ფილიალის ცივსისხლიანი დირექტორის კან-ინის შესახებ, რომელიც ჯაშუშებით სავსე ქალაქ შენიანში ფარული და უკიდურესად სახიფათო მისიების შესასრულებლად მისი საუკეთესო აგენტებით დაკომპლექტებულ “შავ გუნდს” ხელმძღვანელობს. კან-ინი ცნობილია იმით, რომ დაუნდობლად ახორციელებს ნებისმიერ ოპერაციას, რის გამოც მას ადამიანების შთანთქმელი სულის სახელი “იაკშა” შეარქვეს. ერთ დღეს სეულის ცენტრალური ოლქიდან მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, პროკურორი ჯინ-ჰუნი ჩადის ქალაქში, რათა შავი გუნდის საქმე გომოიძიოს, რომლის დროსაც გაიგებს, რომ მათი ნამდვილი მისია ეხება საქმეს, რომელსაც შეუძლია მთელი კონტინენტი შეარყიოს. ახლა მთავარ გმირს თავისი ყველა წყაროს გამოყენება მოუწევს. ამ ოპერაციებში ასევე სხვადასხვა სპეცსამსახურების აგენტებიც მონაწილეობენ.
ტრეილერი
6.2
ნაცრისფერი კაცი / The Gray Man

GEO
ENG
RUS
THE GRAY MAN
ნაცრისფერი კაცი
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
მარკ გრინის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელად ქცეული CIA-ს ყოფილი მაღალკვალიფიციური აგენტის კორტ ჯენტრის შესახებ, რომლის ნამდვილი ვინაობა არავისთვის არის ცნობილი, ოდესღაც სააგენტოს მთავარი სიკვდილის მანქანა იყო. მაგრამ როდესაც შემთხვევით გამოავლენს სააგენტოს ბნელ საიდუმლოებებს, ყველა სახის საიდუმლო საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაჯგუფების, მათ შორის მისი ყოფილი დამსაქმებლების სამიზნე გახდება. შედეგად, მისი ყოფილი კოლეგა ლოიდ ჰანსენი აგენტ დენი მირანდას დახმარებით იწყებს გლობალურ ნადირობას საერთაშორისო მკვლელებზე, რომელმაც მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა და ახლა არაფრის წინაშე არ შეჩერდება, რომ დაამარცხოს ჯენტრი.
ტრეილერი
6.5
ლაბირინთში / Into the Labyrinth

GEO
ENG
RUS
INTO THE LABYRINTH
ლაბირინთში
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
სამანტა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მოიტაცეს, ვლავ შოკშია რადგანაც ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი საავადმყოფოში. ფილმის ერთერთი პერსონაჟი ექიმი გრინია, რომელიც მსხვერპლთა გონებას შეისწავლის დანაშაულის გასაღების მიგნების მიზნით. გენკო კი კერძო დეტექტივია, რომელიც ასევე უდგას კვალში გამტაცებელს.
ტრეილერი
5.8