ჩემს მეხსიერებაში / The I Inside

GEO
ENG
RUS
THE I INSIDE
ჩემს მეხსიერებაში
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
საიმონ კაბლი იღვიძებს საავადმყოფოს საწოლზე, შეცბუნებული და ორიენტაცია დაკარგული. ის მალე იგებს ექიმებისგან, რომ ამნეზია აქვს და არ შეუძლია გაიხსენოს მისი ცხოვრების უკანასკნელი ორი წელი. ის იწყებს გამოძიებას თუ რა მოხდა და ნელა უახლოვდება თავის ამოუცნობ წარსულს.
ტრეილერი
6.1
მისტერ არავინ / Mr. Nobody

GEO
ENG
RUS
MR. NOBODY
მისტერ არავინ
2 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
მისტერ არავინ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ჰყავს ცოლი ელისი და სამი შვილი, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს რეალობა ქრება, იგი 2092 წელს 120 წლის ასაკში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მოხუცი და ამავე დროს ერთადერთი მოკვდავი ადამიანია მსოფლიოში, სადაც აღარავინ კვდება. მას ეს დიდად არ აწუხებს. იგი თავის თავს ერთადერთ კითხვას უსვამს: იცხოვრა თუ არა სწორი ცხოვრებით, უყვარდა თუ არა ის ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა, და ჰყავდა თუ არა ის შვილები, რომლებიც უნდა ჰყოლოდა. ახლა მისი მიზანი სწორი პასუხის პოვნაა.
ტრეილერი
7.9
ჰიმერა / Splice

GEO
ENG
RUS
SPLICE
ჰიმერა
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
მეცნიერები, ელიზა და კლაივი უგულებელყოფენ მორალურ-ეთიკურ ნორმებს, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს და სინთეზს უკეთებენ ადამიანის და ცხოველის დნმ-ს. ექსპერიმენტის შედეგად ქვეყანას მოევლინა გოგონა, შემდეგში ქალი-ჰიმერა. როგორც აღმოჩნდა შემქმნელებს მასთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ, რომელიც მათი სიცოცხლისთვის საშიშია.
ტრეილერი
5.8
მიცვალებულთა განთიადი / Dawn of the Dead

GEO
ENG
RUS
DAWN OF THE DEAD
მიცვალებულთა განთიადი
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
მაშინ, როდესაც ამერიკას მილიონობით გარდაცვლილი უტევს, გადარჩენილ ადამიანთა პატარა ჯგუფი თავშესაფარს ეძებს. ისინი ცდილობენ ქალაქიდან გაიქცნენ და თავი უსაფრთხო კუნძულს შეაფარონ. ფილმი წარმოადგენს 1978 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქს.
ტრეილერი
7.3
ჩემი ცხოვრება უჩემოდ / My Life Without Me

GEO
ENG
RUS
MY LIFE WITHOUT ME
ჩემი ცხოვრება უჩემოდ
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ყავს, უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში, რომლის კარებში ის დღისიდაც ვერ გაბედავდა შესვლას. მის მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავამდყოფობაზე აცნობებენ, და რომ მას მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა. ენი გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ტრეილერი
7.6
საშინელებათა ხილვები / Go

GEO
ENG
RUS
GO
საშინელებათა ხილვები
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია. დილით მომხიბვლელი მოლარე - რონა გაიცნობს უცნაურ წყვილს, დღისით თავის მეგობარს გირაოდ ტოვებს, საღამოს კი გზისპირა თხრილში აღმოჩნდება. ნარკოდილერი - საიმონის დღე მანქანის საბარგულში იწყება, გრძელდება სასტუმროს ნომერში ორ ქალთან ერთად და მთავრდება ლას ვეგასის ქუჩურ რბოლებში. ზაკი და ადამი საათობით ეხმარებიან პოლიციას და ყველა დანარჩენს ხელს უშლიან უშლიან, რისთვისაც საღამოს წილად ხვდებათ კანონის შეშლილ დამცველთან ვახშამი. განსხვავების მიუხედავად, სამივე ისტორიას ერთნაირად მოულოდნელი ფინალი აქვს.
ტრეილერი
7.3