სიყვარულის ბალადა / Sikvarulis Balada

GEO
ENG
RUS
SIKVARULIS BALADA
სიყვარულის ბალადა
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას... დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული.
ტრეილერი
0.0
ცელქი ბავშვები - ოპერაცია ახალი წელი / Naughty Kids: Operation New Year

GEO
ENG
RUS
NAUGHTY KIDS: OPERATION NEW YEAR
ცელქი ბავშვები - ოპერაცია ახალი წელი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი და ცელქი და-ძმა მშობლებთან ერთად საახალწლო მოგზაურობაში წასვლას აპირებენ, თუმცა ტურისტულ სააგენტოში მოწყობილი მორიგი აურზაურის გამო მათ მშობლები დასჯიან და საახალწლო მოგზაურობის მაგივრად არქეოლოგ ბაბუასთან ახალი წლის გასატარებლად დატოვებენ.
ტრეილერი
4.6
რა მოხდა კიევში / Guli +

GEO
ENG
RUS
GULI +
რა მოხდა კიევში
1 საათი 18 წუთი
მოკლე აღწერა
ოთხი მეგობარი უიქენდის გასატარებლად გუდაურში წასვლას გადაწვეტს, თუმცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დროსტარება, უცნაურ და დაუვიწყარ თავგადასავლად შემოუტრიალდებათ. მეგობრები მეორე დღეს იღვიძებენ კიევში და ვერაფრით იხსენებენ რა მოხდა წინა ღამით. მათი ცხოვრება დანგრევის პირასაა, რადგან მათ დაკარგეს ბავშვობის მეგობარი და საქართველოს ნაკრების მეკარე – გიორგი ლორია, რომელსაც რამდენიმე საათში უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ეროვნულ ნაკრებში.
ტრეილერი
5.5
ანოს და ვანოს თავგადასავალი / The Adventures of Ano & Vano

GEO
ENG
RUS
THE ADVENTURES OF ANO & VANO
ანოს და ვანოს თავგადასავალი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი და–ძმის,ანოსა და ვანოს საზაფხულო თავგადასავალს მოგვითხრობს. დასაწყისში ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი ყველა დროის მსოფლიოს ხალხების ზღაპრების წიგნი გაუჩინარდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველა ზღაპრის წიგნიდან ქრება ნახატები, ნაწერები და ჩნდება ცალთვალა ბოროტი პერსონაჟის პორტრეტი. სწორედ ამ დროს,იწყება სოფელში დასასვენებლად წასული ანოსა და ვანოს ზღაპრული მოგზაურობა ფანტასტიკურ სამყაროში, რომლებსაც მეგზურობას ოჩოპინტრე გაუწევს.
ტრეილერი
6.9
ოცნების ქალაქი / Ocnebis Qalaqi

GEO
ENG
RUS
OCNEBIS QALAQI
ოცნების ქალაქი
1 საათი 9 წუთი
მოკლე აღწერა
თუკი სასიყვარულო ოცნება ახალი წლის ღამეს არ ახდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია! ამ მარტივ ჭეშმარიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროსა და ნინის სიყვარულის ისტორია, რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში გათამაშდება.
ტრეილერი
4.4