ოფიციალური საიდუმლოებები / Official Secrets

GEO
ENG
RUS
OFFICIAL SECRETS
ოფიციალური საიდუმლოებები
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.
ტრეილერი
7.3
კუნძული / The Isle

GEO
ENG
RUS
THE ISLE
კუნძული
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
1840 წელს, შოტლანდიის ყველაზე მიყრუებულ მხარეს, კიდევ ერთი გემი განიცდის კატასტროფას. სამი გადარჩენილი ადამიანი უცნაურ კუნძულზე აღმოჩნდება. ისინი იქ შეხვდებიან ოთხს ადგილობრივ ბინადარს, რომლებიც გადარჩენას პირდებიან, თუმცა დაზარალებულების თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება...
ტრეილერი
6.8