ბეკა და სემი / Merry & Gay

GEO
ENG
RUS
MERRY & GAY
ბეკა და სემი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
დიდი ოცნებების ასასრულებლად, პატარა ქალაქში მდებარე თავისი სახლიდან წასვლის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობმა ბეკამ წარმატება პოპულარულ მიუზიკლში მიაღწია. ხოლო, მისი საშუალო სკოლის შეყვარებული სემი რჩება ნეშვილში, სადაც ბარმენად მუშაობს და ცდილობს გატეხილი გულის გამთელებას. ახლა, მრავალი წლის შემდეგ, საშობაოდ სახლში დაბრუნებულ ბეკას წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ მისი სასიყვარულო ცხოვრება ცენტრალური ადგილს დაიკავებს. იდეალური წყვილის გაერთიანების შესაძლებლობის გაჩენით, წყვილის მშობლები მათი გაერთიანების გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც მალე კონტროლიდან გამოდის. რადგან, ბეკა შეიძლება მზად იყოს გაერთიანებისთვის, მაგრამ სემი არ არის მზად, კვლავ გასცეს თავისი გული.
ტრეილერი
0.0
მამა და ჯარისკაცი / Tirailleurs

GEO
ENG
RUS
TIRAILLEURS
მამა და ჯარისკაცი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება, რომელიც შორეულ სენეგალსაც შეეხება, როდესაც საფრანგეთის არმია ერთ-ერთ სოფელში შეიჭრება, რომლებიც დიდი ომისთვის ახალგაზრდებს ძალით გაიწვევნ ჯარში და მათ უცხო ქვეყნისთვის უაზრო ბრძოლებში საბრძოლველად გაიტაცებენ. შედეგად, ადგილობრივი მწყემსი ბაკარი დიალო მოხალისედ ხდება ჯარისკაცი, რათა თავის 17 წლის ვაჟთან ტიერნოსთან ერთად იცხოვროს და დაიცვას, სადაც ისინი მთელი ძალებით ცდილობენ ფრონტის ხაზიდან თავის დაღწევას, მაგრამ პატრული ყველა აღმოჩენილ დეზერტირს ადგილზე ხვრეტს. როცა თეთრკანიანი ფრანგი ლეიტენანტი ტიერნოს მისი ახლო წრის ნაწილად აქცევს, ახლგაზრდა გმირი იწყებს მამის წყენას, რადგან ის თავის მხრივ სარგებლობს ახალი ძალით, რომელიც მოჰყვა მის ახალ თანამდებობას.
ტრეილერი
5.2
მარველის მთვარის გოგონა და დინოზავრი ეშმაკი / Marvel’s Moon Girl and Devil Dinosaur

GEO
ENG
RUS
MARVEL'S MOON GIRL AND DEVIL DINOSAUR
მარველის მთვარის გოგონა და დინოზავრი ეშმაკი
მოკლე აღწერა
Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პოპულარულ კომიქსებზე დაფუძნებული ანიმაციური სერიალი, რომელიც მოგვითხრობს 13 წლის სუპერგენიალური გოგონას ლუნელა ლაფაიეტის, რომელსაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში და მისი 10 ტონიანი მეგობარი ტირანოზავრის, დინოზავრი ეშმაკის თავგადასავლების შესახებ, რომელიც ეს უკანასკნელი შორეული წარსულიდან მოვიდა აწმყოში. მას შემდეგ, რაც ლუნელა შემთხვევით მიიყვანს დინოზავრ-ეშმაკს დღევანდელ ნიუ-იორკში, გმირები საბოლოოდ ერთიანდებიან, რათა დაიცვან ქალაქის ქვემო ისტ-საიდი საფრთხისგან.
ტრეილერი
0.0
წმინდა მიწაზე / On Sacred Ground

GEO
ENG
RUS
ON SACRED GROUND
წმინდა მიწაზე
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
2016 წელს ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე ინდიელთა რეზერვაციის, სტენდინგ-როკის ტერიტორიაზე გამავალი Dakota Access-ის მილსადენის მშენებლობის დროს მომხდარ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი, რომელიც მოგვითხრობს ჟურნალისტი დენიელის, და ომის ვეტერანისა და ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ელიოტის შესახებ, რომლებიც საკამათო მილსადენის მშენებლობისას საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან. აშშ-ს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პროტესტისა და ინდიელ ტომებთან შეტაკების დროს, გმირები სხვადასხვა გზებით მიდიან
ტრეილერი
0.0
ეშმაკის შეთქმულება / The Devil Conspiracy

GEO
ENG
RUS
THE DEVIL CONSPIRACY
ეშმაკის შეთქმულება
მოკლე აღწერა
მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა და წარამტებუმლა ბიოტექნოლოგიურმა ლაბორატორიამ საბოლოოდ შეძლო დიდი ისტორიული და გავლენიანი ფიგურების კლონირება მხოლოდ დნმ-ის ერთი წვეთით. მას შემდეგ ისინი აწყობენ მიქელანჯელოს, გალილეოს და ვივალდის კლონების ფარულ აუქციონებს იმ ფასებში, რომლის ყიდვა მხოლოდ ჯეფ ბეზოსის და ილონ მასკის ნაირ მდიდრებს შეუძლიათ, ყველაფერი შეიცვლება. მაგრამ ეს ლაბორატორია არის სატანისტური კულტის ხელში, რომელმაც ახლახან მოიპარა ტურინის სუდარა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უბრალოდ მოიპარეს ქრისტეს დნმ… მალე ჯოჯოხეთი იწყება.
ტრეილერი
0.0
წითელი კურდღელი / Ride On

GEO
ENG
RUS
RIDE ON
წითელი კურდღელი
მოკლე აღწერა
კასკადიორი ლაო ლუ ძლივს ირჩენს თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საყვარელ ცხენზე, მეტსახელად “წითელი კურდღელი”. ლაო უხალისოდ სთხოვს დახმარებას თავის გაუცხოებულ ქალიშვილს და მის იურისტ მეგობარ ბიჭს, როდესაც მას აცნობებენ, რომ მისი ცხენი შეიძლება აუქციონზე გაიყვანონ მისი ვალების დასაფარად. მაგრამ მოულოდნელად, ლაო და მისი ცხენი გახდებიან მედიის მყისიერი სენსაცია, როცა მათი რეალური ბრძოლა ვალების შემგროვებლებთან ხდება ვირუსული. შედეგად, მთავარი გმირი თავისი კასკადირის კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანის მეორე შანს მიიღებს.
ტრეილერი
0.0
ბოლო გარიგება / The Last Deal

GEO
ENG
RUS
THE LAST DEAL
ბოლო გარიგება
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, შავ ბაზრზე მოვაჭრე ახალგაზრდა მარიხუანას დილერის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს ბოლო საქმის განხორციელებას, სანამ მის ბიზნეს გაანადგურებენ, როდესაც მარიხუანა ლეგალური გახდება ქვეყანაში…
ტრეილერი
0.0
ცელქი წიწილა / Interrupting Chicken

GEO
ENG
RUS
INTERRUPTING CHICKEN
ცელქი წიწილა
მოკლე აღწერა
ანიმაციური სერიალი, ახალგაზრდა წიწილას, სახელად პაიპერის შესახებ, რომელსაც ერთი ცუდი ჩვევა აქვს – თხრობის შეწყვეტა! ყოველ ჯერზე, როცა პაიპერი ამბავს ისმენს, მას არ შეუძლია ხელი არ შეუშალოს, არ დასვას კითხვები და ნება მისცეს თავის ფანტაზიას, როდესაც ის ცდილობს შეავსოს დეტალები, გამოიცნოს რა მოხდება შემდეგ ან გადავიდეს მოქმედებაში, რათა გადაარჩინოს მდგომარეობა…
ტრეილერი
0.0
გველების დედოფალი / The Serpent Queen

GEO
ENG
RUS
THE SERPENT QUEEN
გველების დედოფალი
მოკლე აღწერა
დრამატული მინი-სერიალი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქალის, ეკატერინე მედიჩის ცხოვრებისა და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ. 1533 წელს 14 წლის ობოლი ეკატერნინე თხოვდება საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ვაჟ ანრი დე ვალუაზე, სადაც ქორწინება, განსაკუთრებით იმ დროისთვის, საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდება, რადგან ეკატერინე ჩეულებრივი ადამიანი იყო. მაგრამ მისი ბიძის, პაპ კლემენტეს წყალობით, ის სამეფო ოჯახის წევრი გახდება. თუმცა, ეკატერინეს ოცნებები ბედნიერ ქორწინებაზე ნადგურდება, როდესაც ის მათი ქორწილის ღამეს აღმოაჩენს, რომ მისი ახალი ქმარი მასზე ორჯერ უფროს ქვრივზე, დიანა დე პუატიეზე არის შეყვარებული. შედეგად, როცა მისი გულუბრყვილო იმედები ინგრევა და მომავალი მოულოდნელად გაურკვეველი, ხოლო დაორსულების იმედი მცირე ხდება, ეკატერინემ სწრაფად უნდა გაარკვიოს, ვის შეუძლია ენდოს, რომელსაც ახლა მოუწევს ისწავლოს გადარჩენა საკუთარი ეშმაკობისა და სისასტიკის ხარჯზე და აჯობოს ყველას ვინც არ აფასებს მის გადაწყვეტილებას.
ტრეილერი
0.0
ამერიკელი ჟიგოლო / American Gigolo

GEO
ENG
RUS
AMERICAN GIGOLO
ამერიკელი ჟიგოლო
მოკლე აღწერა
1980 წლის ამავე სახელწოდების საკულტო ფილმზე დაფუძნებული დრამატული სერიალი, არასწორი სასჯელისგან 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ჯულიან კეის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს თავი დაიმკვიდროს ლოს-ანჯელესის თანამედროვე სექს-ინდუსტრიაში, სადაც ასევე იმედოვნებს, რომ გაერთიანდება თავის ერთადერთ სიყვარულთნ, მიშელთან. ამავე დროს, დეტექტივი სანდეი ეძებს სიმართლეს იმ მკვლელობის შესახებ, რომელმაც მთავარი გმირი წლების წინ ციხეში გააგზავნა, რომლის დროსაც დეტექტივი ბევრად უფრო დიდ შეთქმულებას ავლენს.
ტრეილერი
0.0
ქალი-ჰალკი / She-Hulk: Attorney at Law

GEO
ENG
RUS
SHE-HULK: ATTORNEY AT LAW
ქალი-ჰალკი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ბრწყინვალე ადვოკატი, ჯენიფერ უოლტერსი – მეცნიერის, ბრუს ბანერის ბიძაშვილია, რომელიც ერთ დღეს მისი შერიფი მამის გვერდით აღმოჩნდება, როცა ეს უკანასკნელი კრიმინალებს ებრძოდა, და მოულოდნელად სასიკვდილოდ დაიჭრება. ერთადერთი, ვინც გოგონას სწრაფად გადაარჩინა მოახერხა სისხლის გადასხმით, იყო ბრიუსი. მისმა რადიოაქტიურმა სისხლმა ჯენიფერს მისნაირი შესაძლებლობები მიანიჭა: გაბრაზების მომენტში ის სასტიკ ქალ-ჰალკად გადაიქცევა. დროთა განმავლობაში ჯენიფერი მწვანე მონსტრის სხეულში საკუთარი თავის კონტროლს საწავლობს და მიხვდება, როგორ გამოიყენოს თავისი ძალა მშვიდობიანი მიზნებისთვის.
ტრეილერი
5.2
მე ვარ გრუტი / I Am Groot

GEO
ENG
RUS
I AM GROOT
მე ვარ გრუტი
მოკლე აღწერა
Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი ფანტასტიკური სერიალი, გალაქტიკის მცველების წევრის, ხის მსგავსი ჰუმანოიდისა და რაკეტას თანამზრახველი პატარა გრუტის (ვინ დიზელი) შესახებ, რომელშიც თითოეული სერია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება პატარა გრუტი გალაქტიკაში, სადაც ის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობებში მიდის ახალ და უჩვეულო პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც მთავარ გმირს მუდმივად უსიამოვნებებში ხვევენ.
ტრეილერი
6.8
მანქანები გზაზე / Cars on the Road

GEO
ENG
RUS
CARS ON THE ROAD
მანქანები გზაზე
მოკლე აღწერა
ანიმაციურ ფრენჩაიზზე “მანქანები“ დაფუძნებული ანიმაციური სერიალი, რომელშიც მოვლენები ანთროპომორფული მოლაპარაკე მანქანებით სავსე სამყაროში ვითარდება და ყველა დროის ცნობილი მრბოლელის, ლეგენდარული ელვა მაქუინის და მის საუკეთესო მეგობარის, მატერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთად მოგზაურობენ მთელ ქვეყანაში, სადაც გმირები სხვადასხვა სახიფათო სიტუაციებში აღმოჩნდებიან, როგორიცაა დინოზავრების მსგავსი მანქანების დევნა.
ტრეილერი
ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები / Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore

GEO
ENG
RUS
FANTASTIC BEASTS: THE SECRETS OF DUMBLEDORE
ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები
მოკლე აღწერა
პროფესორი ალბუს დამბლდორი შეიტყობს, რომ ძლევამოსილი ბნელი ჯადოქარი ჰელერტ გრინ-დე-ვალდი მსოფლიოზე გაბატონებას გეგმავს. ის ხვდება, რომ მას მარტო ვერ შეაჩერებს, ამიტომაც დამბლდორი დამხარებას ნიუთ სალამანდერს სთხოვს, რომელიც გამოჩენილი ჯადოქრებისგან და ერთი მამაცი მცხობელი მაგლისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ჩაუდგება სათავეში. მათ წინ სახიფათო მოგზაურობა და გრინ-დე-ვალდის მომხრეებთან დაპისპირება მოუწევთ. საინტერესოა, რა როლი აქვს დამბლდორს ამ მისიაში?
ტრეილერი
6.4
იურული სამყარო 3: დომინიონი / Jurassic World: Dominion

GEO
ENG
RUS
JURASSIC WORLD: DOMINION
იურული სამყარო 3: დომინიონი
მოკლე აღწერა
სამეცნიერო ფანტასტიკური ფრენჩაიზის დასკვნითი ნაწილი დინაოზავრების შესახებ, რომლებიც გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით გაჩნდებიან შორეულ კუნძულზე. 2018 წლის “იურიული სამყარო 2: დაცემული სამეფო“ მოვლენების შემდეგ, დინოზავრები მთელ პლანეტაზე გავრცელდებიან, რაც საგრძნობლად შეცვლის მოსოფლიოს, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან მათთან ერთად იცხოვრონ ან მოკვდენ. დინოზავრების შექმნის ტექნოლოგია, ნებისმიერი ტექნოლოგიის ღია წყარო გახდება, ახლა ჰენრი ვუ ერთადერთი არ არის, ვინც მას ფლობს. შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დინოზავრების შექმნა, რომლებიც გადაშენებულ წინაპრებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე InGen კლონები. კლერ დირინგი და ოუენ გრედი, ახალგაზრდა მეისი ლოკვუდზე ზრუნავენ, და პასუხისმგებლობას იზიარებენ ყველაფერ მომხდარზე. მაგრამ სამმა ადამიანმა, რომელბიც ისლა ნუბლარზე და ისლა სორნზე იმყოფებოდნენ, კლერს და ოუნეს უნდა უჩვენონ, რომ სიცოცხლემ იპოვა გზა იმ ადგილისკენ, სადაც დინოზავრებს შეუძლიათ გამრავლება, ცხოვრება და განვითარება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სხვა პრეისტორიული ცხოველები უკვე გზაში არიან. როდესაც ახალგაზრდა მეისის დინო-ბრაკონიერები გაიტაცებენ, ოუენი და კლერი მის მოსაძებნად და გადასარჩენად მიდიან. მათი თავაგადასავალი გმირებს გლობალური კორპორაციის მიერ, შესაძლო საშინელი პროგრამით მართულ, დინოზავრების საარსებო გარემოში მიიყვანს, რომელსაც ალან გრანტი და ელი სატლერი იკვლევენ.
ტრეილერი
6.3
ვიკინგი / The Northman

GEO
ENG
RUS
THE NORTHMAN
ვიკინგი
2 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
პრინც ამლეტს მამის მკვლელობისთვის შურისძიება სწყურია და სამეფოს დაბრუნებას გეგმავს, რომელიც კანონიერად მას ეკუთვნის.
ტრეილერი
7.2
გაუჩინარებული / Last Seen Alive

GEO
ENG
RUS
LAST SEEN ALIVE
გაუჩინარებული
მოკლე აღწერა
ვილი სპანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, რომელსაც თავისი მომავალი ყოფილი მეუღლე ლიზა მისი მშობლების სახლში მიჰყავს, როდესაც ლიზა იდუმალებით მოცულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ ქრება ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სასოწარკვეთილი ვილი მისი მეუღლის პოვნის უიმედო მცდელობაში ადგილობრივ პოლიციას და ლიზას მშობლებს ჩარევს, მაგრამ დრო გადის და მასზე ეჭვები ჩნდება. შედეგად, მთავარი გმირი საკუთარ გამოძიებას იწყებს და ქალაქის კრიმინალურ ქვესკნელში ეშვება.
ტრეილერი
5.6
10 უდიდესი შეცდომა, რომელიც DCEU-მ დაუშვა / 10 Biggest Mistakes The DCEU Has Ever Made

GEO
ENG
RUS
10 Biggest Mistakes The DCEU Has Ever Made
10 უდიდესი შეცდომა, რომელიც DCEU-მ დაუშვა
11 წუთი
მოკლე აღწერა
ვიდეოში იხილავთ იმის განხილვას, თუ რა 10 უდიდესი შეცდომა დაუშვეს DC Extended Universe-ის შემქმნელებმა კინოსამყაროს მშენებლობისას.
ტრეილერი
მტაცებლის 15 ყველაზე მძლავრი იარაღი / 15 Strongest Predator Weapons Ranked

GEO
ENG
RUS
15 STRONGEST PREDATOR WEAPONS RANKED
მტაცებლის 15 ყველაზე მძლავრი იარაღი
მოკლე აღწერა
რამდენიმე თვის წინ "მტაცებლის" სერიის ახალი ფილმის - "ნანადირევის" პრემიერა შედგა, რომელიც კინომოყვარულებმა დადებითად მიიღეს. ამ ვიდეოში ვისაუბრებ, ამ სუპერძლიერი უცხოპლანეტელი მონსტრის შეიარაღების შესახებ.
ტრეილერი
ვარსკვლავები, რომელთა სახელებს არასწორად ვამბობთ / 15 Celebrity Names You Have Been Saying Wrong This Whole Time

GEO
ENG
RUS
15 CELEBRITY NAMES YOU HAVE BEEN SAYING WRONG THIS WHOLE TIME
ვარსკვლავები, რომელთა სახელებს არასწორად ვამბობთ
მოკლე აღწერა
ზოგიერთი ცნობილი ადამიანის სახელის წარმოთქმა რთულია, ხოლო ზოგიერთ მათგანს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, თუ როგორ სურს ჟღერდეს მისი სახელი. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ იმ სელებრითებზე, რომელთა სახელებსაც უკვე წლებია არასწორად ვამბობთ.
ტრეილერი
რა დაემართა DCEU-ს? / What's Happening With The DCEU?

GEO
ENG
RUS
What's Happening With The DCEU?
რა დაემართა DCEU-ს?
მოკლე აღწერა
DC Film-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ჯერ ჰენრი კევილი გაათავისუფლა სუპერმენის როლისგან, შემდეგ "ქალი-საოცრება 3-ის" გამოშვებაზე თქვა უარი, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ "შავი ადამის" გაგრძელებასაც აღარ გამოუშვებს. ვიდეოში მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია DC-ს კინოსამყარო ახლა და რას უნდა მომავალში მათგან.
ტრეილერი
ინდიანა ჯონსის მთლიანი თაიმლაინის აღწერა / Indiana Jones: The Complete Timeline Explained

GEO
ENG
RUS
INDIANA JONES: THE COMPLETE TIMELINE
ინდიანა ჯონსის მთლიანი თაიმლაინის აღწერა
მოკლე აღწერა
ძალიან მალე "ინდიანა ჯონსის" ახალი ფილმი გამოვა, რომლის რეჟისორი პირველად არა სტივენ სპილბერგი, არამედ ჯეიმს მენგოლდი იქნება. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეხსენებინა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სათავგადასავლო ფილმის თაიმლაინი.
ტრეილერი

GEO
ENG
RUS
THE ENDING OF M3GAN EXPLAINED
"მეგანის" დასასრულის ახსნა
გამოშვების წელი: 2023
მოკლე აღწერა
ადამიანი მანქანის წინააღმდეგ - გადაღეჭილი თემაა კინემატოგრაფიაში, მაგრამ კინემატოგრაფიას არ ახსოვს მეგანის მსგავსი მანქანა. დღევანდელ ვიდეოში 2023 წლის პირველი ჰორორის დასასრულის შესახებ ვისაუბრებთ და აგიხსნით, თუ რას უნდა ველოდოთ გაგრძელებისგან.
ტრეილერი
როგორი უნდა იყოს The Last of Us-ის ქასტი სინამდვილეში? / What The Cast Of The Last Of Us Should Really Look Like

GEO
ENG
RUS
What The Cast Of The Last Of Us Should Really Look Like
როგორი უნდა იყოს The Last of Us-ის ქასტი სინამდვილეში?
მოკლე აღწერა
HBO-ს უახლესი ჰიტი - The Last of Us-ი ამავე სახელწოდების შედევრალურ თამაშს ეფუძნება. როდესაც სერიალის სამსახიობო შემადგენლობა გამოცხადდა ბევრს ქასტი მოეწონა, ხოლო ბევრს კი არა. ვიდეოში ჩვენ სწორედ, რომ სერიალის სამსახიობო შემადგენლობაზე გავაკეთებთ აქცენტს და შევადარებთ მას თამაშის პერსონაჟებს.
ტრეილერი
უერთმანეთოდ / Time Apart

GEO
ENG
RUS
TIME APART
უერთმანეთოდ
1 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც დისტანცირებული ურთიერთობისას სები უჩინარდება, მეგობარი გოგო ნინა მის გარეშე ცხოვრებას ისწავლობს.
ტრეილერი
4.5
ცუდი თერაპია / Bad Therapy

GEO
ENG
RUS
BAD THERAPY
ცუდი თერაპია
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
წყვილი ეძებს ჯუდი სმოლს, ქორწინების კონსულტანტს, თუმცა ის გაცილებით მეტია ვიდრე ერთი შეხვედრით ჩანს.
ტრეილერი
4.4
სასტიკი მკვლელი / Black Hearted Killer

GEO
ENG
RUS
BLACK HEARTED KILLER
სასტიკი მკვლელი
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
After the tragic death of their daughter, Julie and Dennis decide to donate her organs. When the recipient, Vera, contacts Julie and Dennis to tell them how grateful she is to have their daughter's heart, she starts to cross their boundaries.
ტრეილერი
5.2
ამისთვის ხუთდოლარიანი მაქვს / I Got Five on it 3

GEO
ENG
RUS
I GOT FIVE ON IT 3
ამისთვის ხუთდოლარიანი მაქვს
1 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
ბარნის და მისი მეგობრების გიჟური თავგადასავლები გრძელდება. სანამ ბარნი სასემინარო სკოლაშია, ოსკარი და ჯიმი სამკურნალო დაწესებულებიდან გარბიან. ამავდროულად, ბარნის მტრები ციხიდან გამოდიან და სამაგიეროს გადახდას ცდილობენ.
ტრეილერი
5.3
მტრის ხაზი / Enemy Lines

GEO
ENG
RUS
ENEMY LINES
მტრის ხაზი
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული და ომისგან განადგურებული პოლონეთიდან თავზეხელაღებულ მეომართა ჯგუფი სასიკვდილო მისიის შესასრულებლად იგზავნება მტრის ხაზში, რათა სარაკეტო ტექნიკის სპეციალისტი ნაცისტებისგან გამოიხსნან.
ტრეილერი
4.5
საიდუმლო სიყვარული / A Secret Love

GEO
ENG
RUS
A SECRET LOVE
საიდუმლო სიყვარული
1 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
სიყვარული 1947 წელს. ორი ქალი: პეთ ჰენშელი და პროფესიონალი ბეისბოლის მოთამაშე ტერი დონაჰიუ იწყებენ 65 წლიან სასიყვარულო მოგზაურობასა და ცრურწმენების გადალახვას.
ტრეილერი
7.9
ჯერი სენფილდი: 23 საათი მოსაკლავად / Jerry Seinfeld: 23 Hours to Kill

GEO
ENG
RUS
JERRY SEINFELD: 23 HOURS TO KILL
ჯერი სენფილდი: 23 საათი მოსაკლავად
1 საათი
მოკლე აღწერა
კომიკოსი ჯერი სენფილდი ნიუ იორკის თეატრში მონაწილეობს . სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ცხოვრების აზრი, თუმცა თეატრში შესაძლოა ბევრი სასაცილო რამ მოხდეს.
ტრეილერი
6.7
ადამიანების ზოოპარკი / Human Zoo

GEO
ENG
RUS
HUMAN ZOO
ადამიანების ზოოპარკი
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
მიმდინარეობს ტელე შუს პირდაპირი ტრანსლაცია , სადაც ადამიანები დროს ებრძვიან და მარტოობაში რჩებიან. ის , ვინც ყველაზე დიდხანს გაძლებს სახლში ერთი მილიონი დოლარით დაბრუნდება.
ტრეილერი
2.0
ჩემი ისტორია / Becoming

GEO
ENG
RUS
BECOMING
ჩემი ისტორია
1 საათი 29 წუთი
მოკლე აღწერა
ეს არის დოკუმენტური ფილმი ყოფილი პირველი ლედის მიშელ ობამას შესახებ.
ტრეილერი
6.8
დილრუკ ჯაისინია: გასართობების ნაკრები / Dilruk Jayasinha: Bundle of Joy

GEO
ENG
RUS
DILRUK JAYASINHA: BUNDLE OF JOY
დილრუკ ჯაისინია: გასართობების ნაკრები
1 საათი
მოკლე აღწერა
შრი ლანკაში დაბადებული დილრუკ ჯაისინია ავსტრალიაში ყველაზე მოთხოვნადი ჰედლაინერია. დილრუკი ცნობილია შოუებში თავისი პოზიტივით და ადამიანების განსაკუთრებული გახალისების უნარით.
ტრეილერი
6.3
რკინის გულის ისტორია / Ironheart Origins

GEO
ENG
RUS
IRONHEART ORIGIN
რკინის გულის ისტორია
გამოშვების წელი: 2022
მოკლე აღწერა
ამ ახალგაზრდა შურისმაძიებლების წევრს წარმომავლობის გასაოცარი ისტორია აქვს. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ იქცა რირი უილიამსი ახალგაზრდა გენიოსი და როგორ შექმნა თავისი რკინის კოსტუმი.
ტრეილერი
სუპერმენის ყველა ვერსიის შეფასება / Every Superman Ranked

GEO
ENG
RUS
EVERY SUPERMAN RANKED
სუპერმენის ყველა ვერსიის შეფასება
მოკლე აღწერა
ვიდეოში თქვენ იხილავთ სუპერმენის ყველა ვერსიის შედარებას და გაიგებთ, თუ პოპულარული გმირის, რომელი ვერსიაა ყველაზე ძლიერი.
ტრეილერი
როგორი შეიძლება იყოს MCU-ს ფანტასტიკური ოთხეული? / What The MCU’s Fantastic Four Movie Could Look Like

GEO
ENG
RUS
WHAT THE MCU'S FANTASTIC FOUR MOVIE COULD LOOK LIKE
როგორი შეიძლება იყოს MCU-ს ფანტასტიკური ოთხეული?
მოკლე აღწერა
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Marvel-ი ფანტასტიური ოთხეულის შესახებ სოლო-ფილმს გადაიღებდა. ვიდეოში თქვენ გაიგებთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ფანტასტიური ოთხეული Marvel-ის კინოსამყაროში და რას უნდა ველოდოთ მომავალი ბლოკბასტერისგან.
ტრეილერი
საუკუნის 20 უდიდესი ტელეკროსოვერი / Top 20 TV Crossovers of the Century

GEO
ENG
RUS
TOP 20 TV CROSSOVERS OF THE 21ST CENTURY
საუკუნის 20 უდიდესი ტელეკროსოვერი
მოკლე აღწერა
ამ ტელეკროსოვერებმა 2000 წლიდან რამდენიმე შესანიშნავი სერიალი გააერთიანეს, თუმცა სიაში არ შედიან სპინ-ოფები. ვიდეოში მოხვდნენ "მტაცებელთა ქალაქი", "ბრუკლინი 9-9", "ახალი გოგო" და ა.შ.
ტრეილერი
10 ყველაზე არასტანდარტული სუპერგმირული ფილმი / Top 10 Unconventional Superhero Movies

GEO
ENG
RUS
TOP 10 UNCONVENTIONAL SUPERHERO MOVIES
10 ყველაზე არასტანდარტული სუპერგმირული ფილმი
გამოშვების წელი: 2022
მოკლე აღწერა
ჩვენ ყველამ ვიცით ბეტმენი, სუპერმენი, შურისმაძიებლები და ა.შ; მაგრამ არსებობენ სუპერგმირები, რომელთა შესახებ არაერთი საინტერესო ფილმია გამოსული, მაგალითად ზორო, ნიღაბი, ყვავი და ა.შ. ამ ვიდეოში ჩვენ სწორედ, რომ მათ შესახებ ვისაუბრებთ.
ტრეილერი
20 სისულელე, რომელიც ვარსკვლავებმა თქვეს / Top 20 DUMBEST Things Said By Celebrities

GEO
ENG
RUS
TOP 20 DUMBEST THING SAID BY CELEBRITIES
20 სისულელე, რომელიც ვარსკვლავებმა თქვეს
მოკლე აღწერა
ამ ვიდეოში თქვენ იხილავთ და მოისმენთ ცნობილი ადამიანების მიერ ნათქვამ უაზრი, სასაცილო და იდიოტურ კომენტარებს სხვადასხვა თემებზე. სიაში ნახსენებია გვინეტ პელტროუ, ჯეიდენ სმიტი, ბრიტნი სპირსი, 50 ცენტი და ა.შ.
ტრეილერი
10 გადაწყვეტილება, რომელმაც ფილმი გააფუჭა / Top 10 Decisions That Ruined the Movie

GEO
ENG
RUS
Top 10 Decisions That Ruined the Movie
10 გადაწყვეტილება, რომელმაც ფილმი გააფუჭა
მოკლე აღწერა
იხილეთ იმ ფილმების ჩამონათვალი, რომელიც რეჟისორების, პროდიუსერების, თუ სცენარისტების მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა დაღუპეს.
ტრეილერი
20 ყველაზე ცუდი სუპერგმირული ანიმაციური სერიალი / Top 20 Worst Animated Superhero Shows of All Time

GEO
ENG
RUS
TOP 20 WORST ANIMATED SUPERHERO SHOWS OF ALL TIME
20 ყველაზე ცუდი სუპერგმირული ანიმაციური სერიალი
მოკლე აღწერა
ამ ვიდეოში იხილავთ იმ ანიმაციურ სუპერგმირულ სერიალებს, რომლებმაც ზედმეტად ღრმად შეტოპეს და მათ საერთო სუპერგმირულთან ცოტა თუ ჰქონდათ.
ტრეილერი
ჯადოსნური ფლეიტა / The Magic Flute

GEO
ENG
RUS
THE MAGIC FLUTE
ჯადოსნური ფლეიტა
მოკლე აღწერა
ერთ დღეს, ავსტრიის ალპებში მდებარე მოცარტის ლეგენდარული სკოლა-ინტერნატის 17 წლის სტუდენტი ტიმი, მრავალსაუკუნოვან საიდუმლო პორტალს აღმოჩენს, რომელსაც ის მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტის” ფანტასტიკურ სამყაროში გადაჰყავს, სადაც ხვდება მზაკვარ ფრინველთა მტაცებელს პაპაგენოს, რომლის დახმარებითაც მას ახლა უწევს ყოველ ღამე სახიფათო თავგადასავლების გავლა, რათა გაათავისუფლოს პრინცესა პამინა პრინც სარასტროს კლანჭებისგან.
ტრეილერი
0.0
კლერკები 3 / Clerks III

GEO
ENG
RUS
CLERKS III
კლერკები 3
მოკლე აღწერა
კომედიური საგის დასასრული ახალგაზრდა რენდელ გრეივსის შესახებ, რომელსაც გულის შეტევის გადატანის შემდეგ ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება უჩნდება. შედეგად, მთავარი გმირი მისი მეგობრების, დანტეს, ელიასის, ჯეის და მდუმარე ბობის დახმარებით ნიუ-ჯერსში მდებარე თავის სადღეღამისო მაღაზიაში მუშაობის და მათი ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებას გადაწყვეტს, რომელშიც ეს ყველაფერი დაიწყო…
ტრეილერი
0.0
ბეტმენი და სუპერმენი: სუპერ შვილების ბრძოლა / Batman and Superman: Battle of the Super Sons

GEO
ENG
RUS
BATMAN AND SUPERMAN: BATTLE OF THE SUPER SONS
ბეტმენი და სუპერმენი: სუპერ შვილების ბრძოლა
მოკლე აღწერა
11 წლის სუპერმენის შვილი ჯონათან კენტი აღმოაჩენს, რომ მასაც აქვს ზეშესაძლებლობები, ამიტომ ნახევრად კრიპტონელი ახალგაზრდა გმირი სუპერგმირებისა და სუპერბოროტმოქმედების რთულ სამყაროში აღმოჩნდება, რომელიც ახლა ბოროტი უცოხპლანეტური ძალის, ცნობილი როგორც “სტარო”, თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ეს არის რბოლა დროსთან, რადგან ჯონათანმა თავისი ძალები უნდა გააერთიანოს ბეტმენის მკვლელად ქცეულ შვილთან, დემიან უეინს, რათა გადაარჩინოს მათი მამები და პლანეტა.
ტრეილერი
0.0
კუ-ნინძების აღზევება: ფილმი / Rise of the Teenage Mutant Ninja Turtles: The Movie

GEO
ENG
RUS
RISE OF THE TEENAGE MUTANT NINJA TURTLES: THE MOVIE
კუ-ნინძების აღზევება: ფილმი
მოკლე აღწერა
2018 წლის სერიალის “კუ-ნინძების აღზევება” ფინალიდან ორი წლის შემდეგ, კუ-ნინძები და მათი მისტიკური ძალები სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც იდუმალი უცხო წარსულიდა მოდის საშინელი გაფრთხილებით. ახლა ლეონარდო იძულებულია უხელმძღვანელოს თავის ძმებს რაფაელოს, დონატელოს და მიქელანჯელოს ბრძოლაში, რათა გადაარჩინოს სამყარო დაუნდობელი უცხოპლანეტელი არსებისგან, რომელიც წარმოუდგენელი ქაოსის მოწყობას აპირებს.
ტრეილერი
0.0
ამერიკა ლამაზია / America the Beautiful

GEO
ENG
RUS
AMERICA THE BEAUTIFUL
ამერიკა ლამაზია
49 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტური სერიალი, დედამიწის შესახებ, რომელიც გვიყვარს, და რომელსაც, როგორც ვფიქრობთ ვიცნობთ. ჩვენ გვგონია, რომ ამერიკის თვალწარმტაცი პეიზაჟები და ველური ბუნება მარადიულია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. მისი უნიკალური გეოგრაფია ბუნების ძალებს უკიდურესობამდე მიჰყავს, რომელიც აყალიბებს და ფორმას უცვლის დედამიწას და სთავაზობს სიცოცხლის ახალ გამოწვევებს…
ტრეილერი
8.6
კუნგ-ფუ პანდა: დრაკონის რაინდი / Kung Fu Panda: The Dragon Knight

GEO
ENG
RUS
KUNG-FU PANDA: THE DRAGON KNIGHT
კუნგ-ფუ პანდა: დრაკონის რაინდი
მოკლე აღწერა
როდესაც იდუმალი ორი დედოფალა მძლავრი იარაღის მოპოვებას გადაწყვეტს, რომელსაც შეუძლია მთელი სამყარო გაანადგუროს, ლეგენდარული მეომარი პანდა პო იძულებულია დატოვოს თავისი სახლი, რათა მისი რეპუტაციის აღდგენისთვის და სამართლიანობისთვის იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო, რომელშიც მას პარტნიორობას გაუწევს ინგლისელი რაინდი, სახელად მოხეტიალე მახვილი. ეს ორი შეუსაბამო მეომარი ერთად იწყებენ ეპიკურ თავგადასავალს, რათა პირველებმა იპოვონ ჯადოსნური იარაღი და იხსნან სამყარო განადგურებისგან.
ტრეილერი
0.0
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი / Queen Charlotte: A Bridgerton Story

GEO
ENG
RUS
QUEEN CHARLOTTE: A BRIDGERTON STORY
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი
50 წუთი
მოკლე აღწერა
2020 წლის სერიალის “ბრიჯერტონი“ პრიკველი, ახალგაზრდა დედოფალის, შარლოტას დიდებისკენ, ძალაუფლებისკენ და ლედი უისტლდაუნის ვინაობის გამოვლენის მისი მისწრაფებების შესახებ, რომელიც მოგვითხრობს შარლოტასა და მეფე ჯორჯ III-ის დიდ სასიყვარულო ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიწვია მან სოციალური ცვლილება მაღალი საზოგადოების სამყაროს შექმნით, რომელიც ბრიჯერტონის გმირებმა მემკვიდრეობით მიიღეს…
ტრეილერი
0.0
ნადირობა / Heon-teu

GEO
ENG
RUS
HEON-TEU
ნადირობა
2 საათი 11 წუთი
მოკლე აღწერა
ჟაშუშური თრილერი, ჩრდილოეთ კორეელი ჯაშუშის ძებნაზე სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის რიგებში 1980-იან წლებში, როდესაც სამხედრო დიქტატურა თავის პიკს მიაღწევს, შიდა და საგარეო საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებს ჩრდილოეთ კორეელი ჯაშუშის გამოვლენა დაევალებთა. როცა ჯაშუში იწყებს საიდუმლო მონაცემების მოპოვებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თითოეულ განყოფილებას დაევალება ერთმანეთის გამოძიება. ამ დაძაბულ სიტუაციაში, თუ ისინი ვერ იპოვიან ბოროტმოქმედს, შეიძლება თავად აღმოჩნდნენ ციხეში. გმირები თანდათან იწყებენ სიმართლის გამოვლენას და იგებენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მკვლელობის წარმოუდგენელ შეთქმულებას.
ტრეილერი
7.1
უცნაური: ელ იანკოვიჩის ისტორია / Weird: The Al Yankovic Story

GEO
ENG
RUS
WEIRD: THE AL YANKOVIC STORY
უცნაური: ელ იანკოვიჩის ისტორია
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული კომედია, გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის და პოპ-კულტურის ხატის, უცნაური ელ იანკოვიჩის ნაყოფიერი კარიერის შესახებ, რომელიც იანკოვიჩის ცხოვრების ყველა ასპექტს იკვლევს, დაწყებული დიდების მწვერვალამდე მისი სწრაფი აღზევებით ისეთი ადრეული ჰიტებით, როგორიცაა “Eat It” და “Like a Surgeon”, დამთავრებული ცნობილ ადამიანებთან მისი მღელვარე სასიყვარულო ურთიერთობებით და გარყვნილი ცხოვრების წესით. ფილმს მაყურებელი მართლაც წარმოუდგენელ მოგზაურობაში მიჰყავს ყველა დროის უდიდესი მუსიკალური ლეგენდის იანკოვიჩის ცხოვრებაში და კარიერაში, რომელსაც გაყიდული აქვს 12 მილიონზე მეტი ალბომი.
ტრეილერი
7.4
ძვირფასო ზოი / Dear Zoe

GEO
ENG
RUS
DEAR ZOE
ძვირფასო ზოი
2 საათი
მოკლე აღწერა
ფილიპ ბირდის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული ამბავი 15 წლის ტესის შესახებ, რომელსაც დანაშაულის გრძნობა ტანჯავს მას შემდეგ, რაც 11 სექტემბერის ტერორისტული თავდასხმების დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უმცროსი ნახევარდა, ზოი დაკარგა. თუმცა, როდესაც ოჯახი წარმოუდგენელ დანაკარგს ებრძვის, ახალგაზრდა გმირი მხარდაჭერას მოულოდნელი ადამიანებისგან, მისი ბიოლოგიური მამისგან და მეზობლისგან იღებს. ზოი წერილს წერს თავის დას, რომელშიც მისი სიკვდილის შემდეგ მას თავისი ცხოვრების შესახებ უყვება. ის უზიარებს მას თავის განცდებს, უახლეს ამბებს და მათ ოჯახში არსებულ ვითარებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ტესი წერს, არის მისი დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ვერ უმკლავდება.
ტრეილერი
8.3
შავი პანტერა 2: ვაკანდა სამუდამოდ / Black Panther: Wakanda Forever

GEO
ENG
RUS
BLACK PANTHER: WAKANDA FOREVER
შავი პანტერა 2: ვაკანდა სამუდამოდ
2 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
2018 წლის ფილმის “შავი ავაზა“ სიქველი და Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ოცდამეათე ფილმი, რომელშიც მოქმედება “შურისმაძიებლები 4: დასასრულის“ მოვლენების შემდეგ ვითარდება, სადაც ახლა ვაკანდას მოსახლეობას მოუწევს ახალი ძალებით ბრძოლა თავიანთი სამეფოს გადასარჩენად. ნაკიამ, შურიმ, ოკოიემ, მაბაკუმ, რამონდამ და CIA-ს აგენტმა, როსიმ სოლიდარობა და გუნდური სულისკვეთება უნდა გამოვლენონ, რათა ძლიერ მოწინააღმდეგებს, დოქტორ დუმს და ატლანტელებს დაუპირისპირდნენ, რომლებსაც მათზე ბევრად უფრო მოწინავე ტექნოლოგია აქვთ, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ ვაკანდას უცხოპლანეტური ტექნოლოგიები მიიტაცონ.
ტრეილერი
0.0
ფაბელმენები / The Fabelmans

GEO
ENG
RUS
THE FABELMANS
ფაბელმენები
2 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
სტივენ სპილბერგის ნახევრად ავტობიოგრაფიული დრამა, რომელიც რეჟისორის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არიზონაში გატარებული თავისი ბავშვობის მოვლნებზე, ასევე მის მშობლებთან და და-ძმებთან მოგონებებზე არის დაფუძნებული, სანამ ის მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი გახდებოდა. ახალგაზრდა მთავარი გმირი სემ ფაბელმენი აღმოაჩენს დამანგრეველ ოჯახურ საიდუმლოს და იკვლევს, თუ როგორ გვეხმარება კინოს ძალა დავინახოთ სიმართლე საკუთარი თავის და ერთმანეთის შესახებ.
ტრეილერი
8.4
აკრძალული ფილმების ათეული / Top 10 Banned Action Movies

GEO
ENG
RUS
TOP 10 ACTION MOVIES
აკრძალული ფილმების ათეული
გამოშვების წელი: 2022
მოკლე აღწერა
ვიდეოში იხილავთ იმ ექშენ ფილმების ათეულს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის პოლიტიკური, ძალადობრივი და სექსუალური კონტენტის გამო მსოფლიოს მინიმუმ ერთ ქვეყანაში აკრძალეს.
ტრეილერი
ბეტმენის 10 ყველაზე ძლიერი ვერსია / Top 10 Most Powerful Versions of Batman

GEO
ENG
RUS
TOP 10 MOST POWERFUL VERSIONS OF BATMAN
ბეტმენის 10 ყველაზე ძლიერი ვერსია
გამოშვების წელი: 2022
მოკლე აღწერა
ვიდეოში იხილავთ ბეტმენის 10 ყველაზე ძლიერ ვერსიას, როდესაც ბნელ რაინდს მოუწია გამხდარიყო, ის ვინც არასოდეს ყოფილა.
ტრეილერი
კინოვარსკვლავები, რომლებიც არ იცოდით, რომ გარდაიცვალნენ / 10 Movie Stars You Didn't Know Were Dead

GEO
ENG
RUS
10 MOVIE STARS YOU DIDN'T KNOW WERE DEAD
კინოვარსკვლავები, რომლებიც არ იცოდით, რომ გარდაიცვალნენ
გამოშვების წელი: 2022
მოკლე აღწერა
ამ ცნობილ ადამიანებს ბევრი იცნობს, მაგრამ საინტერესოა რამდენმა მათგანმა იცის, რომ ისინი დიდიხანია გარდაცვლილები არიან. ამ ვიდეოში სწორედ ასეთი სელებრითების შესახებ ვისაუბრებთ.
ტრეილერი