პარალელური დედები / Parallel Mothers

GEO
ENG
RUS
PARALLEL MOTHERS
პარალელური დედები
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
ორი ესპამენლი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანაონს ამას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
ტრეილერი
7.1
ვესტსაიდური ისტორია / West Side Story

GEO
ENG
RUS
WEST SIDE STORY
ვესტსაიდური ისტორია
-
მოკლე აღწერა
სიუჟეტი გოგონას და ბიჭის სიყვარულის შესახებ გვიყვება, რომლებსაც ერთად ყოფნა იმიტომ არ შეუძლია, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანდების წევრები არიან.
ტრეილერი
0.0
გაქცევა სასწრაფოთი / Ambulance

GEO
ENG
RUS
AMBULANCE
გაქცევა სასწრაფოთი
მოკლე აღწერა
ავადმყოფი მეუღლის გადასარჩენად ომის ვეტერან უილ შარპს ფული სჭირდება. ის დასახმარებლად თავის კრიმინალ ძმას, დენის მიმართავს, რომელიც უილს ბანკის გაძარცვას სთავაზობს. ბანკში შეჭრის შემდეგ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ამიტომაც ძმებს სასწრაფო დახმარების მანქანის გატაცება მოუწევთ, რომელშიც თან ორი მძევალის ზის - ექიმი და დაჭრილი პოლიციელი.
ტრეილერი
6.2
იქორწინე ჩემზე / Marry Me

GEO
ENG
RUS
MARRY ME
იქორწინე ჩემზე
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
პოპ-დივა კეტ ვალდეზი და მისი საქმრო ბასტიანი წლის ყველაზე განხილვადი წყვილია, მათ ყველა ნაბიჯს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, მაგრამ დაქორწინებამდე რამდენიმე წამით ადრე კეტი გაიგებს, რომ ბასტიანმა მას უღალატა. სანამ მისი სამყარო ინგრევა, კეტი შემთხვევით უცნობ, ერთ ჩვეულებრივ მათემატიკის მასწავლებელს შეამჩნევს და გიჟურ გადაწყვეტილებას მიიღებს - მასზე იქორწინოს.
ტრეილერი
0.0
უღმერთო / No Man of God

GEO
ENG
RUS
NO MAN OF GOD
უღმერთო
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, უცნაური და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტ ბილ ჰაგმაიერსა და სერიული მკვლელის ტედ ბანდის შორის განვითარდა, როდესაც 1980 წელს ბანდი სიკვდილმისჯილთა კამერაში იმყოფებოდა…
ტრეილერი
7.0
კოდა / CODA

GEO
ENG
RUS
CODA
კოდა
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
გლოსტერი, მასაჩუსეტსის შტატი. სმენადაქვეითებულთა ოჯახი მეთევზეობას ეწევა. 17 წლის რუბი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელსაც ესმის - ის თავის მშობლებს და ძმას თევზის ჭერაში ეხმარება. ის სკოლის მომღერალთა გუნდს უერთდება, სადაც ხვდება, რომ სიმღერა უყვარს. გუნდის მასწავლებელი რუბის ურჩევს მუსიკალურ სკოლაში სიარულზე იფიქროს და ახლა გოგონამ არჩევანი უნდა გააკეთოს ოჯახსა და ახალ ოცნებას შორის.
ტრეილერი
8.1
მაგიის კონტროლის საიდუმლო სააგენტო / Secret Magic Control Agency

GEO
ENG
RUS
SECRET MAGIC CONTROL AGENCY
მაგიის კონტროლის საიდუმლო სააგენტო
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ჯადოქრების კონტროლის საიდუმლო სააგენტო აგზავნის თავის ორ საუკეთესო აგენტს, ჰანსელს და გრეტელს, ბოროტი ჯადოქრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ტრეილერი
6.2
მომავალი მსოფლიო / The World to Come

GEO
ENG
RUS
THE WORLD TO COME
მომავალი მსოფლიო
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1850-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ოლქში ვითარდება და ფერმაში მცხოვრები ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის ებიგეილის და დაიერის შესახებ მოგვითხრობს. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილი ნელი დიფტერიით გარდაიცვალა, რის შემდეგაც დამწუხრებული მშობლები შვებას დღიურის მუდმივ შევსებაში პოულობენ. გაზაფხულის დადგომისთანავე ებიგეილი ტალის გაიცნობს, რომელმაც მეუღლესთან, ფინისთან ერთად ღორების მოსაშენებელი ფერმა იქირავა. თავდაპირველად ქალები მხოლოდ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაზე საუბრობენ, თუმცა მოგვიანებით მიხვდებიან რომ ერთმანეთში მონათესავე სულები აღმოაჩინეს. ისინი ფარულ რომანტიკულ ურთიერთობას იწყებენ, რაც ორივეს ცხოვრებაში არსებულ სიცარიელეს სრულფასოვნად ავსებს.
ტრეილერი
6.2
ქენდიმენი / Candyman

GEO
ENG
RUS
CANDYMAN
ქენდიმენი
0 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ჩიკაგოელი მანიაკის, ქენდიმენის შესახებ, რომელიც ადამიანებს ღამ-ღამობით სარკიდან ხოცავს.
ტრეილერი
0.0
ტიკ, ტიკ...ბუმ! / tick, tick...Boom!

GEO
ENG
RUS
TICK, TICK...BOOM!
ტიკ, ტიკ...ბუმ!
მოკლე აღწერა
1990 წელი. ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯონი ნიუ-იორკის ერთ-ერთი დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს. ის პარალელურად მიუზიკლ "სუპერბიას" წერს, რომელიც როგორც თვითონ თვლის მომავალში ბროდვეის ჰიტად იქცევა და მას სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯონის ცხოვრებაში ყველაფერი რთულად. მისი შეყვარებული სიუზანი ლოდინისგან დაიღალა, სანამ ბოიფრენდი წარმატებას მიაღწევს, ხოლო უახლოესმა მეგობარმა კი ოცნებები დაივიწყდა მუშაობა პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. ჯონი მალე 30 წლის გახდება და ის ნერვიულობას იწყებს, რომ წლები ტყუილაზე დაკარგა.
ტრეილერი
7.8
ცეცხლი / Fire

GEO
ENG
RUS
FIRE
ცეცხლი
2 საათი 11 წუთი
მოკლე აღწერა
საგმირო ისტორია მეხანძრეებსა და მაშველებზე. რასაც ჩვენ ვაჟკაცურ მოქმედებას ვუწოდებთ, მათთვის მხოლოდ ჩვეულებრივი რუტინაა. ისინი თვალებში უყურებენ სასიკვდილო საფრთხეს და არ უშინდებიან რისკს. როდესაც გასაჭირში მყოფ ხალხს არავინ ჰყავს, ვინც მათ დაეხმარება, მაშველები ბუნების უმოწყალო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან.
ტრეილერი
7.0
ალქაჯი ბლერიდან / The Blair Witch Project

GEO
ENG
RUS
THE BLAIR WITCH PROJECT
ალქაჯი ბლერიდან
1 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
1994 წლის ოქტომბერში სამი სტუდენტი-კინომატოგრაფისტი დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს გაუჩინარდნენ მერილენდის შტატის ტყეებში. ერთი წლის შემდეგ მათ მიერ გადაღებული მასალები იპოვეს.
ტრეილერი
6.4
დიდებული ვიღაც / Someone Great

GEO
ENG
RUS
SOMEONE GREAT
დიდებული ვიღაც
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
მუსიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი თავის საოცნებო სამსახურს იშოვნის და სან ფრანცისკოში გადადის საცხოვრებლად, როდესაც მისი ბოინფრენდი, რომელთანაც 9 წლის ურთიერთობა აკავშირებს, გამოუცხადებს, რომ ტოვებს. ამ ტკივილის გასადატანად ორ მეგობართან ერთად გიჟურ თავგადასავალს მოიწყობს ნიუ იორკში.
ტრეილერი
6.2
პროფილი / Profile

GEO
ENG
RUS
PROFILE
პროფილი
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი საფარქვეშ მომუშავე ბრიტანელი ჟურნალისტის ემი უიტაკერის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც სოციალურ ქსელებში ISIS-ის მიერ ახალგაზრდა ევროპელი ქალების გადაბირების საქმის გამოძიებას და ტერორისტების გამოაშკარავებას გადაწყვეტს. შედეგად, მთავარი გმირი მელოდი ნელსონის ფსევდონიმით ფეისბუქის ახალ პროფილს და ქსელში ახლახან ისლამ მიღებული, ქალის სურათს ქმნის. მალე ემის სირიიდან ISIS-ის მებრძოლი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ბილელი უკავშირდება და ისინი ერთმანეთთან რეგულარულად საუბარს იწყებენ, ცოტა ხნის შემდეგ, ემის ნამდვილი რომანტიკული გრძნობები უჩნდება ბილელის მიმართ.
ტრეილერი
6.8
დიუნი / Dune

GEO
ENG
RUS
DUNE
დიუნი
2 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
კაცობრიობა შორეულ პლანეტებზე დასახლდა, ხოლო ტერიტორიებისთვის ბრძოლას კი სხვადასხვა ძლევამოსილი ოჯახები აწარმოებენ. დაპირისპირების ეპიცენტრი უდაბური პლანეტა არაქისია. იქ გიგანტური ჭიაყელები ბინადრობენ, ხოლო გამოქვაბულებში კი მოხეტიალე ფრიმენები იმალებიან, მაგრამ პლანეტა მდიდარია სანელებელია, ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერება სამყაროშ. ის ვინც არაქისს აკონტროლებს, აკონტროლებს სანელებელს, ხოლო ის ვინც სანელებელს აკონტროლებს, აკონტროლებს სამყაროსაც.
ტრეილერი
8.1
მატრიცა: აღდგომა / The Matrix: Resurrections

GEO
ENG
RUS
THE MATRIX: RESURRECTIONS
მატრიცა: აღდგომა
2 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
საკულტო ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილი, მზაკვრული კომპიუტერული სისტემის “მატრიცა”-ს შესახებ, რომელმაც დედამიწაზე კონტროლი დაამყარა, და ახლა კაცობრიობას ენერგიის წყაროდ იყენებს. მთავარი გმირი ნეო რომელმაც, როგორც ჩანს, სრულიად დაივიწყა მატრიცას არსებობა, რეგულარულად სტუმრობს ფსიქიატრს ხშირი და უცნაური სიზმრების გამო. ის ასევე ხვდება ტრინიტის კაფეში, მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ ცნობენ. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც იდუმალი მამაკაცი ნეოს წითელ და ლურჯ აბებს შეთავაზებს წარწერით: ფრენის დროა.
ტრეილერი
5.7
თეთრი გველი 2: მწვანე გველი / White Snake II: The Tribulation of the Green Snake

GEO
ENG
RUS
WHITE SNAKE 2: THE TRIBULATION OF THE GREEN SNAKE
თეთრი გველი 2: მწვანე გველი
2 საათი 11 წუთი
მოკლე აღწერა
შეყვარებულის გადარჩენის მცდელობისას თეთრ გველს დასთან ერთად ბუდისტ ფაჰაი უპირისპირდება, მაგრამ შედეგად მას შთანთქავს ბერის მიერ გამოძახებული ლეიფენი ჰანჯოუდან. მწვანე გველი იფიცებს, რომ დის გამო შურს იძიებს, მას განადგურების შელოცვა ხვდება, მაგრამ არ კვდება, არამედ უცნაურ ადგილას ხვდება სახელწოდებით ასურავილში. ქალაქი პოსტაპოკალფისურს გავს, მასში მწვანე გველის მაგია არ მოქმედებს, სამაგიეროდ საფრთხე ყველა ფეხის ნაბიჯზე არის. გოგონას უზარმაზარი ხარი ესხმის თავს, თუმცა მის გადარჩენას შეიარაღებული უცნობი ახერხებს. ახლა მწვანე გველს იმ სამყაროში გადარჩენა მოუწევს, რომელიც სავსეა არამხოლოდ კრიმინალური ელემენტებითა, არამედ ამ ადგილას უცნაური კატაკლიზმებიც ხდება.
ტრეილერი
6.8
თეთრი გველი / White Snake

GEO
ENG
RUS
WHITE SNAKE
თეთრი გველი
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
უკვე მრავალი წელია დემონი თეთრი გველი ჯადოსნურ ბაღში მედიტირებს და ცდილობს შინაგან სიცარიელეს გაუმკლავდეს. მისი და, მწვანე გველი მას ნეფრიტის თმის სამაგრს აძლევს და მოგონებები ბრუნდება.
ტრეილერი
7,1
არამზადა / Rogue

GEO
ENG
RUS
ROGUE
არამზადა
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ამ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ბრძოლაში მეგან ფოქსი ახალ როლში გვევლინება, როგორც ბრძოლებში გამობრძმედილი დაქირავებული მებრძოლი ო’ჰარა. მან ჯარისკაცთ რაზმს უნდა უხელმძღავანელოს ერთი სერიოზილი მისიის შესრულებისას: უნდა დაიხსნან შორეულ აფრიკაში ტყვეობაში მყოფი მძევლები. მაგრამ როდესაც მისია ჩავარდება, ო’ჰარას რაზმს აჯანყებულთა ბანდასთან სასტიკი, სისხლისმღვრელი დაპირისპირება მოუწევს.
ტრეილერი
4.0
ლეკვების პატრული: ფილმი / PAW Patrol: The Movie

GEO
ENG
RUS
PAW PATROL: THE MOVIE
ლეკვების პატრული: ფილმი
1 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
საბავშვო მულტსერიალზე “ლეკვების პატრული” დაფუძნებული სრულმეტრაჟიანი ანიმაცირი ფილმი, მაშველი ლეკვების პატრულის შესახებ, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ ყველას. როდესაც ლეკვების პატრულის მთავარი მეტოქე, ჰამდინგერი თავგადასავლების ქალაქის მერი გახდება და ქაოსის თესვას დაიწყებს, რაიდერი და ყველასთვის საყვარელი გმირი ლეკვები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგებიან.
ტრეილერი
6.5
კოსმოსური ჯემი 2: ახალი მემკვიდრეობა / Space Jam: A New Legacy

GEO
ENG
RUS
SPACE JAM: A NEW LEGACY
კოსმოსური ჯემი 2: ახალი მემკვიდრეობა
-
მოკლე აღწერა
ამერიკული კალათბურთის თანმედროვე ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი შვილთან ერთად ეპიკურ მოგზაურობას წამოიწყებს. ეს ვირტუალური თავგადასავალი, რომელსაც ორი სამყაროს გიჟური არევა გამოიწვევს – მოგვითხრობს, თუ რამდენად შორს არიან წამსვლელი მშობლები, რომ შვილებთან ურთიერთობა დაალაგონ. ლებრონი და მისი უმცროსი ვაჟი დომი, რომელიც ვიდეო თამაშების დეველოპერობაზე ოცნებობს, ბოროტი ხელოვნური ინტელექტის ციფრული სამყაროს ხაფანგში აღმოჩნდებიან. და ახლა იმისათვის, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ, ლებრონმა სრულიად არადისციპლინირებულ გუნდს უნდა უხელმძღვანელოს, და კალათბურთის უდიდესი ვარსკვლავების ციფრული ვერსიების წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს. სპორტსმენის ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული შეჯიბრია.
ტრეილერი
0.0
სკუბი-დუ! ხმალი და სკუბი / Scooby-Doo! The Sword and the Scoob

GEO
ENG
RUS
SCOOBY-DOO! THE SWORD AND THE SCOOB
სკუბი-დუ! ხმალი და სკუბი
1 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
შეგი შემთხვევით ამოიღებს ქვიდან ექსკალიბურს რათა ყველი გაჭრას. ასე, რომ არავინ იცის , ვინ არის მისი ახალი მართველი. ლეგენდარული ჯადოქარი მერილინი კამელოტის ტახტის მფლობელის გამოსარკვევად ორთაბრძოლებს გამოაცხადებს , ჩვენი გმირები კი ცდილობენ ტურნირი მოიგონ.
ტრეილერი
6.3
უკანასკნელი დუელი / The Last Duel

GEO
ENG
RUS
THE LAST DUEL
უკანასკნელი დუელი
2 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
ნორმანდიელი რაინდი ჟან დე კარუჟი ომიდან დაბრუნების შემდეგ იგებს, რომ მისმა მეზობელმა და მტერმა ჟაკ ლე გრიმ მისი მეუღლე მარგარიტი გააუპატიურა, თუმცა ლე გრის ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, ქალის სიტყვების არავის სჯერა და კარუჟი დასახმარებლად პირადად საფრანგეთის მეფეს კარლ VI მიმართავს. ყველა მოწმის მოსმენის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა, რომ კოფნლიქტი ბრძოლით უნდა გადაწყდეს. დაპირისპირებით არამხოლოდ ლე გრის და კარუჟის ბედი წყდება, არამედ ამ უკანასკნელის ცოლისაც. ქმრის მარცხის შემთხვევაში ის კოცონზე ცრუ ბრალდების გამო უნდა დაწვან.
ტრეილერი
7.7
ჩემპიონად დაბადებული / Born a Champion

GEO
ENG
RUS
BORN A CHAMPION
ჩემპიონად დაბადებული
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
მიკი კელის, ბრაზილიურ ჯიუ-ჯითსუში შავი ქამრის მფლობელი ერთერთი პირველი ამერიკელს, ყველაფერს ჩამოაშორებენ რაც უყვარდა და არასანქცირებულ შერეულ საბრძოლო ხელოვნების ტურნირში მიაღებინებენ მონაწილეობას.
ტრეილერი
7.0
დიდი გამყინვარება: ბაკ უაილდის თავგადასავლები / The Ice Age Adventures of Buck Wild

GEO
ENG
RUS
THE ICE AGE ADVENTURES OF BUCK WILD
დიდი გამყინვარება: ბაკ უაილდის თავგადასავლები
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტის მთავარი გმირი ცალთვალა ქრცვინი ბაკია, რომელიც ქრეშთან და ედისთან ერთიანდება. ისინი ერთად დინოზავრების სამყაროში ახალი თავგასავლების საძიებლად მიემგზავრებიან.
ტრეილერი
4.5
კოშმარული ხეივანი / Nightmare Alley

GEO
ENG
RUS
NIGHTMARE ALLEY
კოშმარული ხეივანი
მოკლე აღწერა
თაღლითი სტენ კარლაილი ქალ-ფსიქიატრთან ერთიანდება, რომ ადამიანები მოატყუოს, თითქოსდა მას მათი აზრების წაკითხვა შეუძლია.
ტრეილერი
0.0
ცივი ძაღლი / Dog

GEO
ENG
RUS
DOG
ცივი ძაღლი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ბრიგსი გარდაცვლილი მეგობრის ნაგაზთან ერთად ძაღლის პატრონის დასაფლავებაზე მიდის.
ტრეილერი
6.5
ჩვენ ვართ ლეგიონი / We Are Legion: The Story of Hacktivists

GEO
ENG
RUS
WE ARE LEGION
ჩვენ ვართ ლეგიონი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
აქტივისტების ისტორიაში მოთხრობილია მსოფლიოს რადიკალ აქტივისტთა სამოქალაქო აქტივობებზე.
ტრეილერი
7.2
გატეხილი გულების გალერეა / The Broken Hearts Gallery

GEO
ENG
RUS
THE BROKEN HEARTS GALLERY
გატეხილი გულების გალერეა
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
რა იქნებოდა ყველა ურთიერთობიდან რომელშიც ყოფილხარ, სუვენირი დაგეტოვებინა? ნიუ – იორკში მცხოვრები 20 წელს გადაცილებული უნიკალური გოგონას, ლუსის ისტორია, რომელიც სამხატვრო გალერეაში ასისტენტად მუშაობს და ამავდროულად ძალიან ემოციური ადამიანია. უკანასკნელ მეგობარ ბიჭთან მწარე გამოცდილების შემდეგ, ლუსი გადაწყვეტს გააკეთოს სივრცე იმ ნივთებისთვის, რომელიც ურთიერთობებიდან რჩება.
ტრეილერი
6.3
ავა / Ava

GEO
ENG
RUS
AVA
ავა
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და გაწაფულია ყველაზე უფრო გახმაურებულ მკვლელობებში. როდესაც ერთერთი საქმე სახიფათოდ ჩავარდება, ავას საკუთარი თავის გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.
ტრეილერი
5.4
სიბრმავე  / Blindness

GEO
ENG
RUS
BLINDNESS
სიბრმავე
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
უსახელო ქალაქს სიბრმავის აუხსნელმა ეპიდემიამ შეუტია და მხოლოდ ექიმის მეუღლემ შეინარჩუნა ხედვის უნარი. რამდენ ხანს გასტანს ეს არავინ იცის. ფილმი წარმოადგენს ჟოზე სარამაგოს ნაწარმოების ეკრანიზაციას.
ტრეილერი
6.6
წინა ღამით სოჰოში / Last Night in Soho

GEO
ENG
RUS
LAST NIGHT IN SOHO
წინა ღამით სოჰოში
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
ფსიქოლოგიური თრილერი, დიზაინერის კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდა გოგონას ელაიზას შესახებ, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში ლონდონში 1960-იან წლებში აღმოჩნდება, სადაც მისი შემოქმედებითი გზის სათავეში მყოფ საყვარელ მომღერალს სენდის შეხვდება. მაგრამ 60-იანი წლების ლონდონი სულაც არ არის ისეთი, როგორიც მთავარ გმირს წარმოედგინა. მას ეჩვენება, რომ დრო ნაწილებად იშლება, რასაც ის მძიმე შედეგებამდე მიჰყავს.
ტრეილერი
7.2
ძვლების მემკვიდრეობა / Legacy in the Bones

GEO
ENG
RUS
LEGACY IN THE BONES
ძვლების მემკვიდრეობა
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
პამპალონა. ბასაჯაუნის დანაშაულების ერთი წლის შემდეგ ცხრა თვის ორსული ინსპექტორი ამაია სალაზარი საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებას ელოდება ჯეისონ მედინას წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია საკუთარი შვილიშვილის გატაცებასა და მკვლელობაში. თუმცა პროცესის წინ მედინას შენობის საპირფარეშოში ვენებგადაჭრილს იპოვიან, ჯიბეში მინიშნებით, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვაწერია -,,ტარტალო“.
ტრეილერი
6.3
მიიღე ბურთი, გადაეცი ბურთი / Take the Ball Pass the Ball: The Making of the Greatest Team in the World

GEO
ENG
RUS
TAKE THE BALL PASS THE BALL: THE MAKING OF THE GREATEST TEAM IN THE WORLD
მიიღე ბურთი, გადაეცი ბურთი
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
„მიიღე ბურთი, გადაეცი ბურთი“ ეს არის ოდესმე არსებული ყველაზე უფრო დიდი საფეხბურთო გუნდის ისტორია. ოთხი წლის განმავლობაში გუარდიოლას ბარსამ უჩვენა ფეხბურთის ისტორიის მანძილზე უდიდესი ფეხბურთი, რომელიც მთელი მსოფლიოს ფანებს აღაფრთოვანებდა. 2008 -2012 წლების მოვლენების ამ ექსკლუზიურ, პირველწყარო ანგარიშში ნაჩვენებია გუარდიოლა- მაურინოიოს მწვავე მეტოქეობა, აბიდალის დაბრუნება კიბოს დამარცხების შემდეგ და ევროპის თასის ხელთპყრობა, ასევე ნახავთ თუ როგორ კინაღამ უარი თქვა ბარსამ 13 წლის მესიზე, შემდგომში მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელზე.
ტრეილერი
8.0
ქილერის ცოლის მცველი / The Hitman's Wife's Bodyguard

GEO
ENG
RUS
THE HITMAN'S WIFE'S BODYGUARD
ქილერის ცოლის მცველი
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
ცხოვრებამ მაიკლ ბრაისი საკმარისად დატანჯა, ამიტომაც მან მცველის კარიერა დაესრულებინა. ფსიქოთერაპევტმა მაიკლს მშვიდ კურორტზე წიგნით და მუსიკის პლეილისტით წასვლა ურჩია, მაგრამ მას მსოფლიოში ყველაზე შეშლილი წყვილი აქაც კი პოულობს: მსოფლიო დონის ქილერი და უსიამოვნებების ნამდვილი მაგნიტი დარიუს კინქეიდი და მისი მეუღლე სონია. მათზე კრიმინალური სინდიკატი ნადირობს, ამიტომაც მაიკლი გვერდზე დარჩენას ვეღარ შეძლებს, ის იძულებულია ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს და მცველი გახდეს. ამჯერად ქილერის ცოლის!
ტრეილერი
6.1
იბიცა / Ibiza

GEO
ENG
RUS
IBIZA
იბიცა
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
სექსუალური ორთოპედი და მისი მეგობარი გოგონა თავის მოზარდ შვილებთან ერთად, იბიცაზე, დაუვიწარი დასვენების დღეების მოსაწყობად მიემგზავრებიან.
ტრეილერი
5.0
კლიფორდი - დიდი, წითელი ძაღლი / Clifford the Big Red Dog

GEO
ENG
RUS
CLIFFORD THE BIG RED DOG
კლიფორდი - დიდი, წითელი ძაღლი
მოკლე აღწერა
გიგანტური ძაღლი კლიფორდი ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობს. ის ჯერ კიდევ ლეკვობაში კემპმა იპოვა. კლიფორდი წარმოუდგენელი ზომების გახდა და ის ახლა გოგონასთან და გოგონას ბიძასთან ერთად სიხარბის ძალებს უნდა დაუპირისპირდნენ.
ტრეილერი
6.0
მე შევხვდი გოგონას / I Met a Girl

GEO
ENG
RUS
I MET A GIRL
მე შევხვდი გოგონას
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
მონდომებული მუსიკოსი იწყებს ეპიკურ, მოგზაურობას ქვეყნის მასშტაბით, რათა იპოვოს თავისი ოცნების ქალი, რომელიც მთელ მის გონებას დაიპყრობს.
ტრეილერი
6.1
მოგონება / Reminiscence

GEO
ENG
RUS
REMINISCENCE
მოგონება
-
მოკლე აღწერა
კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის მთელი მაიამი წყლის ქვეშ აღოჩნდება. მარტოხელა მეცნიერი ნიკ ბანისტერი გონების მკვლევარია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარსულის ბნელ და მიმზიდველ სამყაროში მოგზაურობს და თავის კლიენტებს დაკარგული მოგონებების აღდგენაში ეხმარება. მაიამის ჩაძირული სანაპირო ზოლის გარეუბანში მცხოვრები ნიკის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალება, როდესაც იგი მის ახალ იდუმალ კლიენტს მეის შეხვდება. ის, რაც დაკარგული მოგონების მარტივი ძებნით იწყება საშიშ აკვიატებად და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეი გაუჩინარდება, სიმართლის დასადგენად, ბანისტერი წარსულის ბნელ სამყაროში იძირება და მოულოდნელად სასტიკ შეთქმულებას გამოავლენს.
ტრეილერი
0.0
მეშვიდე დღე / The Seventh Day

GEO
ENG
RUS
THE SEVENTH DAY
მეშვიდე დღე
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
სახელგანთქმული ეგზორცისტი ახალბედა მღვდელს შეეკვრება თავისი წვრთნის პირველ დღეს. როდესაც ისინი დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთში ღრმად ჩაეფლობიან, ბოროტისა და კეთილის გამყოფი ხაზები წაიშლება, საკუთარი დემონები კი თავს იჩენს.
ტრეილერი
4.5
მითხარი შენი ფასი? / How Much Do You Love Me?

GEO
ENG
RUS
HOW MUCH DO YOU LOVE ME?
მითხარი შენი ფასი?
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
ფრანგი რეჟისორის ბერტრან ბილერის ფილმი სილამაზეზე, სექსზე და სიყვარულზე. ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც ფრანსუას გაუმართლა და ლატარიაში ორი მილიონი ევრო მოიგო. ახლა მას თავისი ძველი ოცნების განხორციელება შეუძლია.
ტრეილერი
5.7
გაქცევა მოგადიშოდან / Escape from Mogadishu

GEO
ENG
RUS
ESCAPE FROM MOGADISHU
გაქცევა მოგადიშოდან
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, რომელშიც მოვლენები 1990-იან წლებში სომალის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში, მოგადიშოში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საელჩოების თანამშრომლების საშიში გაქცევის მცდელობის დეტალებს ასახავს, რომლებიც კონფლიქტის დროს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იზოლირებული და კავშირის გარეშე აღმოჩენილი, სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები და მათი ოჯახის წევრები ტყვიებისა და ჭურვების წვიმის ქვეშ მოხვდებიან. ერთ ღამეს ჩრდილოეთ კორეის საელჩოს სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები დახმარების თხოვნით მიმართავენ, რომლებსაც ერთი მიზანი ქონდათ – მოგადიშოდან გაქცევა.
ტრეილერი
7.2
მეიერ ლანსკი / Lansky

GEO
ENG
RUS
LANSKY
მეიერ ლანსკი
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
დეივიდ სთოუნი, ცნობილი, მაგრამ წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს. პენსიაზე გასული განგსტერი მთავარ გმირს თავბრუდამხვევ ამბავს უყვება და კრიმინალური სინდიკატის ცნობილი ბოსის სახით თავისი ცხოვრების შესახებ წარმოუდგენელ სიმართლეს უმხელს. ათწლეულების განმავლობაში, ხელისუფლება ცდილობდა ლანსკის დამალული ქონებისთვის მიეგნო. შედეგად, ეს მათი უკანასკნელი შანსია დაიჭირონ განგსტერი სიკვდილის წინ; მაგრამ ლანსკი, როგორც ყოველთვის, ერთი ნაბიჯით უსწრებს FBI-ის, აგზავნის მათ გიჟურ რბოლაში, სადაც ის სამართალდამცავებს ყოველ ნაბიჯზე კვლავ უსწრებს და ჯობნის.
ტრეილერი
6.3
გასაქცევი ოთახიდან: ჩემპიონთა ტურნირი / Escape Room: Tournament of Champions

GEO
ENG
RUS
ESCAPE ROOM: TOURNAMENT OF CHAMPIONS
გასაქცევი ოთახიდან: ჩემპიონთა ტურნირი
1 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
ახალი თავი საშინელებების შესახებ, რომელიც ერთგვარი გადარჩენის სასიკვდილო თამაშის შიგნით ვითარდება. ექვსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, რომლებმაც სასიკვდილო თამაშში გადარჩენა მოახერხა, ისევ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდებიან ჯოჯოხეთურ თამაშში. ამჯერად მათ კიდევ უფრო საშინელი გამოცდები ელით, სადაც დავალებები უფრო რთული და დაუნდობელი, ხოლო გადარჩენის შანსი ნულის ტოლფასი გახდა…
ტრეილერი
6.3
ფატომი / Fathom

GEO
ENG
RUS
FATHOM
ფატომი
1 საათი 26 წუთი
მოკლე აღწერა
ორი ბიოლოგის ისტორია, რომლებიც ვეშაპების ენის გაშიფვრას გადაწყვეტენ.
ტრეილერი
5.7
ნინძა-ბავშვი / Ninjababy

GEO
ENG
RUS
NINJABABY
ნინძა-ბავშვი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ასტრონავტი, ტყისმცველი, მულტიპლიკატორი. ახალგაზრდა რაკელს კიდევ უამრავი სხვა გეგმა აქვს და მათში არ შედის დედობა. ურჩევნია წვეულებებზე იაროს, დალიოს ან ნარკოტიკები მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ ტუალეტში გაატაროს საათები. მაგრამ, ფაქტს ვერ უარყოფ. მისი ბრალია თუ... ბავშვის?
ტრეილერი
7.3
დრამერი და მეთვალყურე / The Drummer and the Keeper

GEO
ENG
RUS
THE DRUMMER AND THE KEEPER
დრამერი და მეთვალყურე
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
როკ-ჯგუფის ბიპოლარ დრამერსა და ასპერგერის სინდრომით დაავადებულ მოზარდს შორის მოულოდნელი მეგობრობა ყალიბდება.
ტრეილერი
7.1
აილა: ომის ქალიშვილი / Ayla: The Daughter of War

GEO
ENG
RUS
AYLA: THE DAUGHTER OF WAR
აილა: ომის ქალიშვილი
2 საათი 5 წუთი
მოკლე აღწერა
In 1950, amid-st the ravages of the Korean War, Sergeant Süleyman stumbles upon a half-frozen little girl, with no parents and no help in sight. Frantic, scared and on the verge of death, this little girl captures the heart of Süleyman, who risks his own life to save her, smuggling her into his Army base and out of harms way. Not knowing her name and unable to communicate with her, Süleyman names her Ayla, in reminiscence of the moon on the fateful night during which they met. The two form an instantaneous and inseparable bond, and Ayla, almost effortlessly, brings an uncanny joy to the Turkish brigade in the grip of war. As the war comes to a close however, Süleyman's brigade is told that they will be returning home. Süleyman cannot bear abandoning Ayla, and does everything within his power to take her with him. After repeated failure, he is forced to give Ayla to an orphanage, but doesn't give up on the hope of one day reuniting with her. Will the two ever get back together?
ტრეილერი
8.5
მთვარის დაცემა / Moonfall

GEO
ENG
RUS
MOONFALL
მთვარის დაცემა
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
იდუმალ ძალას მთვარე მისი ორბიტიდან გადაჰყავს და მას დედამიწისკენ მოძრაობას აიძულებს, რაც პლანეტაზე კატაკლიზმების პროვოცირებას ახდენს. მსოფლიო განასგურების პირას აღმოჩნდება, მაგრამ შეჯახებამდე რამდენიმე დღით ადრე, NASA–ში მომუშავე ყოფილი ასტრონავტი ჯო ფაულერი დარწმუნებულია, რომ მას ამ კატასტროფის თავიდან აცილების და კაცობრიობის გადარჩენის გასაღები აქვს, თუმცა ცოტას სჯერა ფაულერის, გარდა მისი ყოფილი კოლეგის, ბრაიან ჰარპერის და შეთქმულების თეორეტიკოსის კ. ჰასუმენის. შედეგად, გმირები დედამიწაზე ტოვებენ ყველას, ვინც მათ უყვართ, და შეუსრულებელ უკანასკნელ მისიაში მიდიან კოსმოსში, სადაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ჩვენი მთვარე ისეთი არ არის ის, როგორიც ჩვენ გვონია.
ტრეილერი
5.3
ცუდი საქციელი / Misbehaviour

GEO
ENG
RUS
MISBEHAVIOUR
ცუდი საქციელი
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი, სადაც მოვლენები 1970 წელს ლონდონში “მის მსოფლიოს” სილამაზის პოპულარული მე–20 კონკურსისი დროს ვითარდება, რომლის წამყვანი აშშ-იდან კომედიის ლეგენდა, ბობ ჰოუპი იყო. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის უკმაყოფილო აქტივისტთა ჯგუფი და ფემინისტი სალი ალექსანდერი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სილამაზის კონკურსი ქალებს ამცირებს, კარგად მოფიქრებული საბოტაჟის გეგმის შემუშავებას გადაწყვეტენ. შედეგად გმირები ერთ ღამეში ცნობილები გახდებიან, როდესაც კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ჩაშლიან, როლმის აუდუტორია 100 მილიონ მაყურებელს შეადგენდა. ხოლო როდესაც მაუწყებლობა განახლდება, კონკურსის გამარჯვებული მოულოდნელად არა შვედი ფავორიტი, არამედ პირველი შავკანიანი ქალი, მის გრენადა გახდება, რომელმაც მის მსოფლიო ტიტული მიიღო.
ტრეილერი
6.3
მისფიტსი / The Misfits

GEO
ENG
RUS
THE MISFITS
მისფიტსი
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
მკაცრი რეჟიმის ფედერალური ციხეც კი ვერ შეაკავებს ბრწყინვალე საერთაშორისო ქურდს, რიჩარდ პეისს. სამართალდამცავებისგან მისი გაბედული გაქცევა, იმით მთავრდება, რომ მას “მისფიტსის” სახელით ცნობილი თანამედროვე რობინ ჰუდელების ჯგუფი შეიპყრობს, რომელსაც ექსცენტრული და ქარიზმატული რინგო ხელმძღვანელობს. იდუმალი ჯგუფი პეისს ძარცვის ერთად დაგეგმვას სთავაზობს. მათ უნდა მოიპარონ მილიონობით ოქროს ზოდი, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ციხეში ინახება, რომელსაც თაღლითი ბიზნესმენი შულცი ფლობს და მთელს მსოფლიოში ტერორისტული ჯგუფების დასაფინანსებლად იყენებს. ფულის გარდა, პეისს შურისძიება სურს შულცზე, რადგან სწორედ მის გამო იმყოფებოდა ციხეში.
ტრეილერი
4.1
კრუიზი ჯუნგლებში / Jungle Cruise

GEO
ENG
RUS
JUNGLE CRUISE
კრუიზი ჯუნგლებში
2 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
ველური ბუნების მკვლევარ ლილი ჰოუტონს ამაზონის ჯუნგლებში წასვლა სურს, რომ ლეგენდარული ხე იპოვოს, რომელსაც სამხრეთ ამერიკული ინდიური ტომების გადმოცემების თანახმად მაგიური საკმურნალო თვისებები აქვს. ლილისთან ერთად მოგზაურობაში მისი ძმა მაკგრეგორი და კრუიზის თბომავალის კაპიტანი ფრენკი მიდიან. ჯუნგლებში მოგზაურებს არამხოლოდ ამაზონის ფლორის და ფაუნის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან, არამედ ხაფანგები, რომლებიც კონკურენტი ექსპედიციის წევრებმა დააყენეს. 
ტრეილერი
6.6
უუპს! თავგადასავალი გრძელდება / Ooops! The Adventure Continues

GEO
ENG
RUS
OOOPS! THE ADVENTURE CONTINUES
უუპს! თავგადასავალი გრძელდებ
1 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
სხვადასხვა ცხოველებით სავსე ნოეს კიდობანი ღია ზღვაში მიცურავს, რომლის ბორტზე საუკეთესო მეგობრები ფინი და ლეა იმყოფებიან. მაგრამ რამდენიმე კვირა ხმელეთისგან შორს მყოფი ცხოველები საკვები მარაგის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან, რამაც შეიძლება ხორციჭამია და ბალახიჭამია ცხოველებს შორის დროებითი მშვიდობა ნებისმიერ წამს დაარღვიოს. თუმცა, მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, გმირებს უკანასკნელ საკვებ მარაგებთან ერთად შემთხვევით ზღვაში გადაყრიან. შედეგად, ლეა, ფინი და მათი ახალი მეგობარი ჟელი შორეულ კუნძულზე მოხვდენიან, და ახლა სანამ მრისხანე ვულკანის საფრთხის ქვეშ, ჰარმონიაში მცხოვრები უცნაური არსებით სავსე კოლონიაში ფინი გონზე მოდის, მან დროის, მოქცევების და საშინელი მიწისძვრების წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი ოჯახი, მეგობრები და მთელი კოლონია სრული განადგურებისაგან უნდა გადაარჩინოს.
ტრეილერი
6.2
ბინდი - კურტიზანთა სკოლა / Demimonde

GEO
ENG
RUS
DEMIMONDE
ბინდი - კურტიზანთა სკოლა
1 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
უნგრეთი, 1910-იანი წლები. ახალგაზრდა კურტიზანი ელიზა კინოში გაბრწყინებაზე ოცნებობს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მამაკაცების გულების გატეხვით არის დაკავებული. მის ბადეში ეხვევიან, როგორც მდიდრები, ასევე დამწყები რომანტიკოსი პოეტები. როჟი ელიზას ძველი მეგობარი და ფინანსისტია, რომელიც მას ხან ემეგობრება, ხან კი ეკონკურენტება. კატო ახალგაზრდა მოსამსახურეა, რომელიც ამ მდიდრულ სახლში სარეკომენდაციო წერილის გარეშე მოხვდა, თუმცა მას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები და ტრადიციული ხედვები აქვს მამაკაცის და ქალის სასიყვარულო ურთიერთობებზე. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაება ამ სამი ქალის ისტორია საშინელი დანაშაულის შემდეგ.
ტრეილერი
7.2
მოხეტიალე ქაოსი / Chaos Walking

GEO
ENG
RUS
CHAOS WALKING
მოხეტიალე ქაოსი
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ტოდი ჰიუტი დედამიწელების მიერ კოლონიზებულ შორეულ პლანეტაზე მდებარე ქალაქ პრენტისტაუნში ერთადერთი ბიჭია. კაცობრიობის გადარჩენის ახალი იმედის პლანეტაზე, კოლონისტები “ხმაურით” დაინფიცირდებიან, რის შედეგადაც ყველა ქალი უკვალოდ გაუჩინარდება, ხოლო გადარჩენილი მამაკაცები ერთმანეთის აზრების დანახვას და მოსმენას ისწავლიან. მოულოდნელად ტოდი სხვების აგრესიულ და საეჭვო აზრების ხმაურში მკაფიოდ არჩევს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები მისგან რაღაცას მალავენ – რაღაც იმდენად საშინელს, რომ ჰიუტი იძულებულია გაიქცეს. თუმცა, როგორ და სად უნდა გაიქცე, როცა შენს მდევრებს შენი ყოველი ფიქრი ესმით? დევნისგან თავის დაღწევისას გმირი უცნაურ არსებას შეხვდება – გოგონას, რომლის აზრებიც ტოდს არ ესმის. ვინ არის ის? რატომ არ გაანადგურა ვირუსმა? ახლა ჰიუტის ყველაფრის დავიწყება მოუწევს რათა გაარკვიოს ვინ არის სინმადვილეში.
ტრეილერი
5.8
007: სიკვდილის დრო არ არის / No Time to Die

GEO
ENG
RUS
NO TIME TO DIE
007: სიკვდილის დრო არ არის
2 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ჯეიმს ბონდმა სამსახური დატოვა. თუმცა მისი სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა - ფელიქს ლაითერმა, ძველმა მეგობარმა დაზვერვიდან, დახმარება სთხოვა, რამაც ბონდი ახალი, სახიფათო ტექნოლოგიებით შეიარაღებული საიდუმლოებით მოცული ბოროტმოქმედის კვალზე გაიყვანა...
ტრეილერი
0.0