მოკვდე დოლარისთვის / Dead for A Dollar

GEO
ENG
RUS
DEAD FOR A DOLLAR
მოკვდე დოლარისთვის
1 საათო 54 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1897 წელს ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე ვითარდება და თავებზე მონადირის, მაქს ბორლანდის (კრისტოფ ვალცი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ნიუ-მექსიკოს მდიდარი ბიზნესმენისგან დავალებას იღებს, როდესაც მის მეუღლეს, რეიჩელს არმიის შავკანიანი დეზერტირი, ელაიჯა ჯონსი მძევლად აიყვანს. მაგრამ რეიჩელის პოვნის შემდეგ, მაქსი აღმოაჩენს, რომ რეიჩელი სულაც არ არის მძევალი: იგი შეგნებულად გაექცა მოძალადე ქმარს შეყვარებულ ელაიჯასთან. ეს მთავარ გმირს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შეასრულოს სამუშაო, რომლისთვისაც ის დაიქირავეს, ან დაეხმაროს რეიჩელს ქმრისგან თავის დაღწევაში. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მაქსის საძულველი მტერი, ბანქოს პროფესიონალი მოთამაშე და ბანდიტი ჯო კრიბინსი (უილემ დეფო), რომელიც მექსიკაში იმალება მას შემდეგ, რაც მაქსმა ციხეში გაგზავნა რამდენიმე წლის წინ. ახლა ჯოს დიდი ალბათობით შურისძიება სწყურია, და ეს დაბრკოლება გახდება მაქსისთვის, სანამ ის რეიჩელის პრობლემას აგვარებს.
ტრეილერი
0.0