სიმღერების ავტორი ჰანა, აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი, აღიარებული პროდიუსერი ტეო როსი შიზოფრენიის დიაგნოზით მკურნალობის კურსს წყვეტს. ჰანა კრებს მეგობრების ჯგუფს, რათა დაედევნოს ტეოს ლოს ანჯელესში, სადაც ის გლამურული, ფერადი ცხოვრებით ცხოვრობს და დააბრუნოს ის კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად.
ჭეშმარიტი დანაშაულის ანთოლოგია, რომელიც დაფუძნებული ამავე სახელწოდების პოდკასტზე, მოგვითხრობს ინტერიერის დიზაინერის დებრა ნეუელის რომანზე ჯონ მიჰანთან, სიმპატიურ და რომანტიკულ ქალთა გულთამპყრნელთან, რომელიც დებრას თავს დააკარგვინებს და თავის ტყუილების ბადეში გააბამს.
ცოდვების ქალაქის ბნელ ქუჩებში დუაიტი აპირებს შური იძიოს ქალზე,რომელმაც მას უღალატა. მისი სახელია ევა ლორდი, ამ დროს კი ნენსი ცდილობს შეეგუოს დეტექტივი ჰარტიგანის სიკვდილს.
პირველკურსელი სმიტი მთელ დროს უსაქმურობაში ატარებს თავის არტისტულ და სარკასტულ მეგობარ სტელასთან ერთად. ბისექსუალური სმიტის ფიქრები მეამბოხე სულის ლამაზმანი ლონდონით და მეზობელი სერფერი ტორით არის დაკავებული.
გამოტყდით, რომ ყველას გდომებიათ სასწაულმოქმედი ჩაიდანი გქონოდათ საწოლის ქვეშ, რომელიც პირველი სურვილისთანავე იძლევა ფულს?! მაგრამ ვინ იცის, რის გავლა უწევს მილიონერს?მდიდრებიც ტირიან.ფულის გულისთვის სადამდე შეიძლება შეტოპონ ახალგაზრდა წყვილმა ჯონმა და ელისმა?
ელიტური სკოლა-ინტერნატის კედლებს მიღმა, მოცურავეთა გუნდის წევრი გოგონები უბრალოდ კი არ ვარჯიშობენ, არამედ აღმერთებენ თავიანთ იდუმალ და ქარიზმატულ მასწავლებელს - მის ჯის. სკოლაში ახალი მოსწავლე ჩამოდის ესპანეთიდან, სახელად ფიამა. მასწავლებლის ყურადღება მასზე გადადის.
1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს.