ტარი / Tár

GEO
ENG
RUS
TÁR
ტარი
2 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები კლასიკური მუსიკის ინტერნაციონალურ სამყაროში ვითარდება და ცნობილი კომპოზიტორის და პიანისტის ლიდია ტარის (კეიტ ბლანშეტი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბერლინის ორკესტრის პირველი ქალი დირიჟორი გახდება. ლიდიას სულ რამდენიმე დღე დარჩა იმ სიმფონიის ჩაწერამდე, რომელიც მას მისი შთამბეჭდავი კარიერის მწვერვალზე აიყვანს. ტარას საოცრად ჭკვიანი და მომხიბვლელი ექვსი წლის ნაშვილები ქალიშვილი პეტრა მთავარი გმირის ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს. და როდესაც გარკვეული ელემენტები თითქოს შეთქმულებას აწყობენ ლიდიას წინააღმდეგ, ახალგაზრდა გოგონა მნიშვნელოვან ემოციურ მხარდაჭერას უწევს თავის მებრძოლ დედას.
ტრეილერი
8.1
ტროა / Troy

GEO
ENG
RUS
TROY
ტროა
2 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
გვიანი ბრინჯაოს ხანა, 1250 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტი იწყება, მას შემდეგ რაც ტროელი პრინცი, პარისი, სპარტის დედოფალ ელენეს დაარწმუნებს, რომ ქმარი მენელაოსი მიატოვოს და გაჰყვეს მას ტროაში. როდესაც მენელაოსი შიტყობს, რომ მისი ცოლი ტროელებმა წაიყვანეს, იგი თავის ძმას აგამენონს მის დასაბრუნებლად დახმარებას სთხოვს. აგამემნონი ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას დაინახავს და ორმოცდათი ათასი ბერძენი ათასი ხომალდით ტროასკენ გაემართება. აქილევსის დახმარებით ბერძნებს ძალუძთ ეომონ აქამდე დაუმარცხებელ ტროელებს, მაგრამ მათ როგორმე უნდა შეაჩერონ ჰექტორი, ტროელი პრინცი. მათი საბრძოლო შერკინებები და ბედისწერის წინასწარმეტყველებანი მთელ ფილმს გასდევს. ფილმი გადაღებულია ვოლფგან პეტერსენის მიერ, ჰომეროსის "ილაიდის" მიხედვით .
ტრეილერი
7.2