ჭეშმარიტი სული / True Spirit

GEO
ENG
RUS
TRUE SPIRIT
ჭეშმარიტი სული
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც დამწყები ახალგაზრდა მეზღვაური ჯესიკა უოტსონი გადაწყვეტს გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მარტო, შეუჩერებლად და დაუხმარებლად დედამიწის ირგვლივ ნავით იმოგზარებს, ბევრი ჩათვლის, რომ ახალგაზრდა გმირის მისია წარუმატებელი იქნება. მაგრამ მისი მწვრთნელისა და მენტორის, ბენ ბრაიანტისა და მისი მშობლების მხარდაჭერით, ჯესიკა მტკიცედ გადაწყვეტს გააკეთოს ის, რაც შეუძლებლად ითვლებოდა, რომელიც საბოლოოდ ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს მონაკვეთს გაივლის 210 დღის განმავლობაში.
ტრეილერი
0.0
ჰოლი სტუმრად / Holly Slept Over

GEO
ENG
RUS
HOLLY SLEPT OVER
ჰოლი სტუმრად
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
ეს არასტანდარტული კომედია მოგვითხრობს ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობაში პრობლემების შესახებ, მათი მეგობრებისა შესახებ, და იმ დაძაბულობის შესახებ, რაც ერთი ძველი უნივერსიტეტელი მეგობრის მათთან ერთი კვირით დარჩენას მოჰყვება.
ტრეილერი
5.5
სასიკვდილო ბრძოლა / Mortal Kombat

GEO
ENG
RUS
MORTAL KOMBAT
სასიკვდილო ბრძოლა
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
კოულ იანგი – თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა მებრძოლია, რომელიც ფულის გულისთვის წაგებას შეეგუა, არაფერი იცის თავისი მემკვიდრეობის და იმის შესახებ, თუ რატომ გააგზავნა მასზე სანადიროდ გარე სამყაროს იმპერეტორმა შანგ ცუნგიმ მისი საუკეთესო მებრძოლი, ძლევამოსილი კრიომანსერი საბ ზირო. ოჯახის უსაფრთხოებისთვის, კოული სპეცრაზმის მაიორის ჯექსონის, რომელსაც იგივე უცნაური დრაკონის ნიშანი აქვს, როგორც მას, რჩევით სონა ბლეიდის მოსაძებნად მიდის. მალე ის უხუცესი ღმერთისა და დედამიწის სამეფოს მფარველის, ლორდ რეიდენის ტაძარში აღმოჩნდება, რომელიც თავშესაფარს აძლევს მათ, ვინც ნიშანს ატარებს. აქ იანგი გამოცდილ მებრძოლებთნ ლიუ კანისთნ, კუნგ ლაოსთან და კანოსთნ ვარჯიშობს, რომლებიც სამყაროსთვის ბრძოლაში გარე სამყაროს მტრებთან დასაპირისპირებლად დედამიწის უდიდეს ჩემპიონებთან ერთად ემზადებიან. მაგრამ შეძლებს კოული საკუთარ თავში მისი სულის უზარმაზარი ძალის – არკანას დროულად გამოღვიძებას?
ტრეილერი
6.2