მა რეინი: ბლუზის დედა / Ma Rainey's Black Bottom

GEO
ENG
RUS
MA RAINEY'S BLACK BOTTOM
მა რეინი: ბლუზის დედა
1 საათი 34 წუთ
მოკლე აღწერა
პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ოგუსტ უილსონის ამავე სახელოწოდების ავტობიოგრაფიული პიესის ადაპტაცია, «ბლუზის დედის» სახელით ცნობილი ლეგენდარული მომღერლის, მა რეინის (ვიოლა დევისი), და ამბიციურ საყვირზე შემსრულებლის, ლივის (ჩედვიკ ბოუზმანი) შესახებ, რომელშიც მოვლენები 1927 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც უშიშარი და მგზნებარე რეინი ხმისჩამწერ სტუდიაში მორიგი ალბომის ჩასაწერად ემზადება, მაგრამ თავის თეთრკანიან მენეჯერთან და პროდიუსერთან მისი მუსიკის კონტროლისთვის ბრძოლას იწყებს. სანამ ჯგუფი სტუდიის რეპეტიციულ ოთახში მოვლენებს აკვირდება, ამბიციური ლივი მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მთავარი გმირის და მისი მუსიკოსი-კოლეგების ცხოვრების მსვლელობას.
ტრეილერი
7.1
მონაზონი / The Nun

GEO
ENG
RUS
THE NUN
მონაზონი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც ახალგაზრდა მონაზონი, რუმინეთის განცალკევებულ მონასტერში თავს იკლავს, ვატიკანი საქმის გამოსაძიებლად ადგილზე აგზავნის ბუნდოვანი წარსულის მქონე მამაოს და ახალბედას. ისინი არამხოლოდ სიცოცხლის გარისკვით, არამედ რწმენისა და საკუთარი სულების საფრთხის ქვეშ დაყენებით, წინ აღუდგებიან მონაზონში შემოჭრილ, დემონურ ბოროტ ძალებს. მონასტრის კედლები კი გახდება საშინელი ბრძოლის ველი ცოცხლებისა და დაწყევლილებისათვის.
ტრეილერი
5.5