გაძევება / The Banishing

GEO
ENG
RUS
THE BANISHING
გაძევება
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს მოჩვენებებით ყველაზე უფრო სავსე სახლზე ინგლისში.1930იან წლებში, ერთი ახალგაზრდა სასულიერო პირი, მისი მეუღლე და ქალიშვილი საცხოვრებლად გადადიან მამულში, სადაც საშინელი საიდუმლოება იმალება.
ტრეილერი
4.5
მონსტრების ოჯახი 2 / Monster Family 2

GEO
ENG
RUS
MONSTER FAMILY 2
მონსტრების ოჯახი 2
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
2017 წლის სათავგადასავლო ანიმაციური ფილმის “ბედნიერი ოჯახი“ მეორე ნაწილი უიშბონების ოჯახის შესახებ, რომლებიც მონსტრებზე მონადირე მილა სტარის ტყვეობიდან ბაბა იაგას და რენფილდის გასათავისუფლებლად, იძულებულნი არიან კვლავ ვამპირად, მონსტრ ფრანკენშტეინად, მუმიად და მაქციად გადაიქცნენ. გმირები თავიანთ შინაურ ღამურებთან ერთად იწყებენ მოგზაურობას მეგობრების გადასარჩენად, იჩენენ ახალ საშინელ ნაცნობებს და საბოლოოდ ხვდებიან, რომ არავინ არის სრულყოფილი, მაგრამ ყველა იმსახურებს ბედნიერების უფლებას.
ტრეილერი
4.7
მიუნხენი: ომის ზღვარზე / Munich: The Edge of War

GEO
ENG
RUS
MUNICH: THE EDGE OF WAR
მიუნხენი: ომის ზღვარზე
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1938 წლის შემოდგომაზე ვითარდება, როდესაც ევროპა ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ადოლფ ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიაში შესაჭრელად ემზადება და ბრიტანეთის მთავრობა, ნევილ ჩემბერლენის მეთაურობით, ევროპაში დაძაბული სიტუაციიდან უიმედოდ ეძებს გამოსავალს, რომელიც სტაბილურად უახლოვდება მსოფლიო ომს. შედეგად, გაზრდილ ზეწოლასთან დაკავშირებით, ორი მეგობარი – ბრიტანელი საჯარო მოხელე ჰიუ ლეგატი და გერმანელი დიპლომატი პოლ ფონ ჰარტმანი მიუნხენში საგანგებო კონფერენციაზე მიემგზავრებიან, სადაც პოლიტიკური დისკუსიის შუაგულში ყოფნისას, გმირები მოსალოდნელი კატასტროფის სრულ მაშტაბებს აცნობიერებენ, რომლის შეჩერებაც აღარ შეიძლება. როდესაც მოლაპარაკებები იწყება, ორი ძველი მეგობარი პოლიტიკური ხრიკების ქსელისა და ძალიან რეალური საფრთხის ცენტრში აღმოჩნდება.
ტრეილერი
6.9
საოცარი ახალი სამყარო / Brave New World
სეზონი 1 - სერია 9

GEO
ENG
RUS
BRAVE NEW WORLD
საოცარი ახალი სამყარო
48 წუთი
მოკლე აღწერა
ოლდოს ჰაქსლის ამავე სახელწოდების წიგნის სატელევიზიო ეკრანიზაცია, რომელშიც მოქმედება აპოკალიპტურ მომავალში მიმდინარეობს.
ტრეილერი
7.0
გერნსის წიგნებისა და კარტოფილის ნათალის ღვეზელის მოყვარულთა კლუბი / The Guernsey Literary & Potato Peel Pie Society

GEO
ENG
RUS
THE GUERNSEY LITERARY AND POTATO PEEL PIE SOCIETY
წიგნებისა და კარტოფილის ქერქისაგან გამომცხვარი ნამცხვრების მოყვარულთა კლუბი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან.
ტრეილერი
7.4
ბედნიერი ოჯახი / Happy Family

GEO
ENG
RUS
HAPPY FAMILY
ბედნიერი ოჯახი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
სიჟეტი იუშბოუნების ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელთაც ერთმანეთთან პრობლემები აქვთ. ერთ დროს ბედნიერი ოჯახი სტრესმა და ერთფეროვნებამ იქამდე მიიყვანა , რომ ერთმანეთს ვეღარ უგებენ. დედა ცდილობს სიტუაცია შეცვალოს და დაანახოს ოჯახის წევრებს, რომ ისინი ერთმანეთისათვის მნიშვნელოვანნი არიან.
ტრეილერი
4.7
ძილისპირული / Lullaby

GEO
ENG
RUS
LULLABY
ძილისპირული
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
ჯონატანი იგებს რომ მამა რომელიც დიდ ხანი არ უნახავს სასიკვდილოდ ავადაა. ის ბრუნდება და ოჯახთან ერთად ცდილობს ბოლო დღეები მამასთან ერთად გაატაროს.
ტრეილერი
6.2