ამერიკელ ამანდას საერთოდ არ უმართლებს კაცებში. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ის შვებულებაში ინგლისელ აირისს ხვდება, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს. ერთმანეთის დასახმარებლად, გოგონები გადაწყვიტავენ სახლები გაცვალონ - ამანდა ახლა ინგლისში იცხოვრებს, აირისი კი ამერიკაში.
ჯულიანა პოტერი და მაიკლ ნილი პირობას დებენ, რომ თუ 28 წლამდე სიყვარული არ ეწვევათ ერთმანეთზე დაქორწინდებიან. ცხოვრების საუკეთესო ეტაპი, სტუდენტობისას დადებული ფიცი და მეგობრული შეხვედრები. ახლოვდება 28 წელი, მაიკლი უკვე დაქორწინებას აპირებს, ოღონდ არა ჯულიანზე. ქორწილამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, არადა, ჯულიანი ახლა ხვდება, რომ საყვარელ ადამიანს საბოლოოდ კარგავს.
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც სჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე, რომ ჩვენი გმირი ქალბატონი, ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურს. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...
სარას და ბრაიანს ორ შვილთან ერთად იდეალური ცხოვრება აქვთ. მაგრამ მალე ისინი საშინელ ამბავს გაიგებენ და თავიანთი ქალიშვილის გადასარჩენად რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მათი გადაწყვეტილება მორალურ და ეთიკურ კითხვებს წარმოშობს და სასამართლო პროცესიც იწყება, რომელიც ამ ოჯახის ერთიანობას შეარყევს.
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება.
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?
საშუალო კლასების მასწავლებელი, ელიზაბეტ ჰასლი ცხოვრობს გლამურული ცხოვრებით - დადის სამსახურში, როგორც წვეულებაზე და ფიქრობს მკერდის გადიდებაზე. მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის უეცრად გაწყვეტის შემდეგ, მისი ცხოვრების სტილი იცვლება. ამას იგი თავიდან ვერ აცნობიერებს. მაგრამ, როდესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის, ის თავს კარგავს და იწყებს ნადირობას ფულზე.
არტურის და ნორმას ქორწინება დანგრევის პირასაა: ისინი მუდამ ჩხუბობენ, თან ახალგაზრდა ოჯახი ფინანსურ სირთლეებს განიცდის. მოულოდნელად მეუღლეები ყუთის მფლობელები გახდებიან, რომელსაც ღილაკი აქვს. მათ აუხსნიან, რომ თუ კი დააჭერენ ღილაკს, ისინი მაშინათვე 200 000 დოლარს მიიღებენ. მხოლოდ ერთი წვრილმანი არსებობს – ყოველი დაჭერის დროს – სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება.
გაქცეული წყვილის მომხიბლავი და ზოგჯერ სასიკვდილოდ საშიში თავგადასავალი, სადაც არაფერი და არავინ სინამდვლეში არ არის ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით სჩანს.
ამერიკის ყველაზე ძლიერი საიდუმლო იარაღი კვლავ მოქმედებაშია! ჩარლის ანგელოზები მზად არიან ახალი გმირობების ჩასადენად! ამ ჯერად მთავარი ბოროტმოქმედი პრაქტიკულად თვალმომჭრელია. ის ლამაზი და სექსუალურია, მას ყვალაფრი ეხერხება - სერფინგი, მოტორბოლები. გოგოებს გაუჭირდებათ გატაცებული ვერცხლის სამაჯურების პოვნა. ეს უბრალოდ სამკაული კი არ არის, არამედ ინფორმაციის მატარებლები, რომლებზეც მიკროტექსტით ამობეჭდილია მოწმეთა დაცვის ფედერალური პროგრამის მონაწილეების სახელები და მისამართები. დილამშვიდობისა, ანგელოზებო!
1863 წელი. ფილმში სჩანს, რომ ამსტერდამ ველონი ახლანდელი მანჰეტენის ახლომდებარე უბანში ბრუნდება, რომ შური იძიოს ბანდის ფსიქოპატ მეთაურ ბილი ყასაბზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მამამისი მოკლა. მის მხარეზე ქურდების დაჯგუფების მთელი ჯარია. ველონი იბრძვის შურისძიებისა და მშვიდობის აღსადგენად.
გულკეთილი კაციჭამია - გოლიათი და მისი ერთგული მეგობარი, ენაჭარტალა ვირი მშვენიერი პრინცესას გადასარჩენად მიემართებიან, რომელიც მოჯადოებულ ციხე-კოშკშია გამომწყვდეული.
კეილ ფიშერის ცხოვრებაში სანატრელი წამი დგება - როგორც იქნა მომხიბვლელ ლორაზე ქორწინდება. ქორწილამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მანამდე კი კეილი მეგობრებთან ერთად ლას-ვეგასში დაუვიწყარ წვეულებას აწყობს. დაპატიჟებული სტუმრები, გაუთვალისწინებელი ინციდენტები და აურზაურში გადაზრდილი წვეულება.