შავი პანტერა 2: ვაკანდა სამუდამოდ / Black Panther: Wakanda Forever

GEO
ENG
RUS
BLACK PANTHER: WAKANDA FOREVER
შავი პანტერა 2: ვაკანდა სამუდამოდ
2 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
2018 წლის ფილმის “შავი ავაზა“ სიქველი და Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ოცდამეათე ფილმი, რომელშიც მოქმედება “შურისმაძიებლები 4: დასასრულის“ მოვლენების შემდეგ ვითარდება, სადაც ახლა ვაკანდას მოსახლეობას მოუწევს ახალი ძალებით ბრძოლა თავიანთი სამეფოს გადასარჩენად. ნაკიამ, შურიმ, ოკოიემ, მაბაკუმ, რამონდამ და CIA-ს აგენტმა, როსიმ სოლიდარობა და გუნდური სულისკვეთება უნდა გამოვლენონ, რათა ძლიერ მოწინააღმდეგებს, დოქტორ დუმს და ატლანტელებს დაუპირისპირდნენ, რომლებსაც მათზე ბევრად უფრო მოწინავე ტექნოლოგია აქვთ, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ ვაკანდას უცხოპლანეტური ტექნოლოგიები მიიტაცონ.
ტრეილერი
0.0
ცხრა დღე / Nine Days

GEO
ENG
RUS
NINE DAYS
ცხრა დღე
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
დრამა, რომელშიც მოვლენები პარალელურ განზომილებაში ვითარდება და უდაბნოში მცხოვრები უილის შესახებ მოგვითხრობს. მის სახლში ჯერ არშობილი ხუთი ადამიანის სული მიდის, რათა ტესტირება გაიარონ და დედამიწაზე დაბადების შანსი მიიღონ. ცხრა დღის განმავლობაში უილი თითოეულ მათგანს ამოწმებს, მაგრამ მას მხოლოდ ერთის არჩევა შეუძლია. გამარჯვებული რეალურ სამყაროში ახალშობილად გახდომის ნანატრი შესაძლებლობით დაჯილდოვდება, ხოლო დანარჩენები არსებობას შეწყვეტენ. მაგრამ მალე უილი სხვა კანდიდატებისგან განსხვავებული ემის სულის სახით საკუთარი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება...
ტრეილერი
7.6