ლუდის დიდებული გარბენი / The Greatest Beer Run Ever

GEO
ENG
RUS
THE GREATEST BEER RUN EVER
ლუდის დიდებული გარბენი
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ჯოანა მოლის და ჯონ დონოჰიუს ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები 1967 წელს ვითარდება და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის 26 წლის ვეტერანის, ჯონ “ჩიკი” დონოჰიუს მეგობრობის, ერთგულებისა და თავგანწირვის შესახებ შთამბეჭდავ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ვიეტნამის ომში მყოფი მეზობელი მეგობრებისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც სრულიად წარმოუდგენელი: მარტო წავიდეს ფრონტის ხაზზე, რათა ჯარისკაცებს მათი საყვარელი ამერიკული ლუდის ქილა მიუტანოს. თუმცა, ის, რაც უწყინარ მოგზაურობად იწყება, სწრაფად გადაიქცევა სიცოცხლისთვის საშიშ თავგადასავლებად, როდესაც ჩიკი უპირისპირდება ამ საკამათო ომის რეალობას, ხოლო მისი გაერთიანება ბავშვობის მეგობრებთან უბიძგებს მას ზრდასრულობის სირთულეებისკენ და პასუხისმგებლობებისკენ.
ტრეილერი
6.8
შედეგი / The Fallout

GEO
ENG
RUS
THE FALLOUT
შედეგი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
უმაღლესი სკოლის მოსწავლე გოგონა, სახელად ვადა მის სკოლაში მომხდარი, ტრაგედიის შემდეგ თავის ცხოვრებაში რთული პერიოდის გადატანას, ტრაგედიისგან დატოვებული ფსიქოლოგიური ტრამის მოშუშებას, და ამავე დროს ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს. შედეგად ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან და ასევე მისი მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვლება…
ტრეილერი
7.0