ჰერკულესი / Hercules

GEO
ENG
RUS
HERCULES
ჰერკულესი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
ანტიკური ბერძნული ღმერთების, ზევსისა და ჰერას ვაჟიშვილის, ლეგენდარული ჰერკულეის ისტორია ბავშვებისათვის გასაგები და სახალისო ფორმითაა გადმოცემული.
ტრეილერი
7.3
ღირებულება / Worth

GEO
ENG
RUS
WORTH
ღირებულება
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა დ პენტაგონზე საშინელი თავდასხმების შემდეგ, ამერიკის კონგრესი ადვოკატსა და ცნობილ მედიატორს ქენეთ ფეინბერგს 11 სექტემბრის დაზარალებულთა კომპენსაციის ფონდის ხელმძღვანელად დანიშნავს. მას და მისი ფირმის ოპერაციების მენეჯერს კამილა ბაიროსს, ფინანსური რესურსების განაწილება ევალებათ ტრაგედიით დაზარალებულთათვის, თუმცა შეუძლებელი ამოცანის წინაშე დადგებიან - უნდა დაადგინონ სიცოცხლის ღირებულება, რათა დაეხმარონ ოჯახებს, ვინც აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადა. როდესაც ფეინბერგს აგიტატორ-აქტივისტ ჩარლზ ვულფთან ექნება კონფლიქტი, რომელიც ცოლის გარდაცვალებას გლოვობს, მისი თავდაპირველი ცინიზმი თანაგრძნობით შეიცვლება, რადგანაც გაიგებს რა არის ჭეშმარიტად ადამიანური ტრაგედია.
ტრეილერი
6.8
არგო / Argo

GEO
ENG
RUS
ARGO
არგო
2 საათი
მოკლე აღწერა
ირანში რევოლუციაა, ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს სპეციალისტს ევალება საკუთარი სიცოცხლის ფასად გაანთავისუფლოს ამერიკის საელჩოს ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც თავი კანადის საელჩოს შეაფარეს.
ტრეილერი
7.7
დადებითი მხარე / The Upside

GEO
ENG
RUS
THE UPSIDE
დადებითი მხარე
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ფილიპი მდიდარია, მაგრამ პარალიზებული და მასზე მუდმივად მზრუნველი პირი ესაჭიროება, რათა ნიუ იორკის პენტჰაუზში ყოველდღიურ რუტინას თავი გაართვას. გადაწყვეტს დელი დაიქირავოს, რომელიც არსებობისთვის იბრძვის და ამასთან ერთად, ყოფილ ქმართან შერიგებასა და პატარა შვილის დაბრუნებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან, სათუო მეგობრობა თანდათანობით მაინც გაღვივდება.
ტრეილერი
6.4