დროში მოგზაურის ცოლი / The Time Traveler's Wife
სეზონი 1 - სერია 6

GEO
ENG
RUS
THE TIME TRAVELER'S WIFE
დროში მოგზაურის ცოლი
50 წუთი
მოკლე აღწერა
ამერიკელი მწერლის ოდრი ნიფენიგერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული რომანტიკული ფანტასტიკა, ჩიკაგოელი ბიბლიოთეკარის, ჰენრი დეტემბლის და მისი ახალგაზრდა მხატვარი მეუღლის, კლერ ებშირის შესახებ, რომელიც ქაღალდის ქანდაკებებს აკეთებს. კლერი ბედნიერია თავისი ქორწინებით, მაგრამ იძულებულია გაუძლოს მისი მეუღლის ხშირ და ხანგრძლივ არყოფნას. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰენრის გენეტიკური დაავადება აქვს, რაც მის დროში მოლოდნელ გადაადგილებებს იწვევს. როდესაც 20 წლის კლერი 28 წლის ჰენრის ხვდება ნიუბერის ბიბლიოთეკაში 1991 წელს, ჰენრის არასოდეს უნახავს იგი, მიუხედავად იმისა, რომ კლერი მას მთელი ცხოვრების მანძილზე იცნობდა.
ტრეილერი
7.3
სიკვდილი ნილოსზე / Death on the Nile

GEO
ENG
RUS
DEATH ON THE NILE
სიკვდილი ნილოსზე
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
აგათა კრისტის ერთ-ერთი ცნობილი დეტექტიური ნოველის ეკრანიზაცია ბრწყინვალე ბელგიელი დეტექტივის ერკიულ პუაროს შესახებ, რომელიც ეგვიპტეში ჩადის და მდიდრული თბომავალ “კარნაკით” ნილოსზე მიდის კრუიზში, სადაც მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრეს ლიტენს გაიცნობს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავისი უახლოესი მეგობრის ჟაკლინის საქმროზე გათხოვდა. მიტოვებული ჟაკლინი ახალდაქორწინებულებს უთვალთვალებს, რომელიც მალე მთავარი ეჭვმიტანილი გახდება, როდესაც ლიტენის ეგვიპტეში კრუიზის დროს გარდაცვლილს იპოვიან. დეტექტივი იძულებულია მდიდარი მემკვიდრის გარდაცვალება გამოიძიოს და თანდათანობით აცნობიერებს, რომ მკვლელობა ერთადერთი დანაშაული არ არის, რომელიც გემის ბორტზე იქნა ჩადენილი. მგზავრებს შორის ორი ქურდი, თაღლითი, რადიკალი კომუნისტი და საერთაშორისო ტერორისტი აღმოჩნდება, და სანამ პუარო ნამდვილი დამნაშავის გამოვლენას ცდილობს, გემზე სასტიკი ხოცვა გრძელდება.
ტრეილერი
6.5
მორგანი / Morgan

GEO
ENG
RUS
MORGAN
მორგანი
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
კორპორატიული რისკ მენეჯერი მორგანი გაემგზავრება განცალკევებულ საიდუმლო ფილიალში, რათა შეისწავლოს საშინელი კატასტროფის მიზეზები. ამ ყველაფერის მიზეზი , ერთი შეხედვით უდანაშაულო ადამიანია.
ტრეილერი
5.8
თაფლობისთვე / Honeymoon

GEO
ENG
RUS
HONEYMOON
თაფლობისთვე
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
პოლი და ბეა თაფლობისთვის გასატარებლად ტბისპირა სახლში მიდიან. ღამით პოლი ბეას პოულობს აფორიაქებულს და დაბნეულს. რაღაც იმაზე უფრო საშიში და იდუმალი ხდება ტყეში ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ტრეილერი
5.7