ამსტერდამი / Amsterdam

GEO
ENG
RUS
AMSTERDAM
ამსტერდამი
მოკლე აღწერა
ამერიკელი რეჟისორის და სცენარისტის, დეივიდ ოუენ რასელის ისტორიული დრამა, რომელშიც მოვლენები 1930-იან წლებში ვითარდება და სამი ახალგაზრდა მეგობრის – ექიმის, მედდას და იურისტის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მკვლელობის მოწმეები გახდებიან, მაგრამ მოულოდნელად თავად აღმოჩნდებიან მთავარი ეჭვმიტანილები. მალე გმირები ერთ-ერთ ყველაზე საზარელ შეთქმულებას გამოავლენენ ამერიკის ისტორიაში.
ტრეილერი
0.0
მეოცე საუკუნე / 1900
სეზონი 1 - სერია 2

GEO
ENG
RUS
1900
მეოცე საუკუნე
150 წუთი
მოკლე აღწერა
1900 წლის, ერთ შესანიშნავ დილას, იტალიის პროვინცია ემილიაში იბადება ორი ბიჭი. ოლმო - მრავალშვილიანი, მაგრამ ძალიან ღარიბი ოჯახის კიდევ ერთი შენაძენია. ალფრედო კი მდიდარი ოჯახის შვილია. მიუხედავად ასეთი სოციალური მდგომარეობის სხვაობისა ბიჭები არა მარტო დამეგობრებას, არამედ ამ მეგობრობის მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებას ახერხებენ. ისინი ევროპის რთული წლების ბავშვები არიან, ხოლო მათი ზრდასრულობის წლები ჰიტლერის ეპოქას ემთხვევა. იცვლება საზოგადოების საუკუნის თადარიგი, ხალხი სოციალისტებისგან სულ უფრო მეტს იგებს საკუთარი უფლებების შესახებ, მუსოლინი ხელთ იგდებს ძალაუფლებას. ცვლილებების ქარი ემილიას პროვინციაშიც იჭრება.
ტრეილერი
7.7
ბრაზილია / Brazil

GEO
ENG
RUS
BRAZIL
ბრაზილია
2 საათი 12 წუთი
მოკლე აღწერა
სემ ლოური - პაწაწინა ნაწილია, უზარმაზარი დაჟანგული ტოტალიტარული მომავლის სახელმწიფოს ბიუროკრატიულ მანქანაში. სემი სცდილობს უსიამოვნებაში არ გაეხვიოს, მაგრამ ერთხელაც მან საბუთში შეცდომა შენიშნა, რომელსაც შეეძლო უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება გამოეწვია, გადაწყვეტს ამ შეცდომის გამოსწორებას.
ტრეილერი
8.0
ტაქსის მძღოლი / Taxi Driver

GEO
ENG
RUS
TAXI DRIVER
ტაქსის მძღოლი
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
რობერტ დე ნირო ასრულებს ტრევის ბიკლის - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანის როლს, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს.
ტრეილერი
8.3
ჯეკი ბრაუნი / Jackie Brown

GEO
ENG
RUS
JACKIE BROWN
ჯეკი ბრაუნი
2 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
ჯეკი ბრაუნი ბორტგამცილებელია, რომელსაც თავისი იარაღით მოვაჭრე ბოსის ნაღდი ფულის კონტრაბანდაზე გამოიჭერენ. როდესაც პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გამოყენებით მისწვდნენ მის ბოსს, იგი თავისი გირაოს თავმდებთან ერთად, ფულის დასაკუთრების გეგმას შეიმუშავებს. ფილმი გადაღებულია ელმორ ლეონარდის რომანის "რომის კოქტეილის" მიხედვით.
ტრეილერი
7,5
შეყვარებულები / Falling in Love

GEO
ENG
RUS
FALLING IN LOVE
შეყვარებულები
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
დაქორწინებული ქალი და მამაკაცი საშობაო საჩუქრების საყიდლებზე ხვდებიან ერთმანეთს შემდეგ მათი შემთხვევითი შეხვედრები გრძელდება მატარებელში, რომლითაც ყოველდღე სამსახურში დადიან. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, რაც სირთულეებს წარმოშობს ოჯახებში.
ტრეილერი
6.5
ნათლია: ნაწილი მეორე / The Godfather: Part II

GEO
ENG
RUS
THE GODFATHER: PART II
ნათლია: ნაწილი მეორე
3 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
კორლეონეს კლანს სათავეში დონ ვიტოს უმცროსი ვაჟი, მაიკლი ჩაუდგა. იგი ოჯახურ ბიზნესს უძღვება, აძლიერებს და აფართოვებს თავისი კლანის გავლენას. ფილმი პარალელურად მოგვითხრობს დონ ვიტო კორლეონეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ.
ტრეილერი
9.0
უკან დასაბრუნებელი გზა / The Comeback Trail

GEO
ENG
RUS
THE COMEBACK TRAIL
უკან დასაბრუნებელი გზა
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
ხარბი პროდიუსერი მაქს ბარბერი გადაწყვეტს სახიფათო ახალი ფილმი გადაიღოს. ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის , რომ მთავარი მსახიობი მოკლას და დაზღვევის ფული მიიღოს , მაგრამ როცა როლზე დიუკ მონტანას დაამტკიცებს , წარმოდგენაც კი არ აქვს , რომ მოხუცი მამაკაცი ,რომელიც ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა , კამერების წინაშე ასე წარსდგება. ფილმის გადაღებები ისე კარგად მიმდინარეობს , რომ მსახიობის მოკვლა მაქსს უკვე შეუძლებლად ეჩვენება . ეს ფილმი მაქსის კარიერის მწვერვალი გახდება.
ტრეილერი
5.6
ბილწი ბაბუ / Dirty Grandpa

GEO
ENG
RUS
DIRTY GRANDPA
ბილწი ბაბუ
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
სექსუალური სურვილების მქონე ბაბუა თავის შვილიშვილს სთხოვს გაყვეს ერთდღიან მოგზაურობაში, როგორც ჩანს ეს გასეირნება შვილიშვილის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ტრეილერი
6.9
ქვის ხელები / Hands of Stone

GEO
ENG
RUS
HANDS OF STONE
ქვის ხელები
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
ლეგენდარული რობერტო დურანი და არანაკლებ ლეგენდარული მწვრთნელი რეი არსელი ცვლიან ერთმანეთის ცხოვრებას
ტრეილერი
6.6
ძარცვა / Heist

GEO
ENG
RUS
HEIST
ძარცვა
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
მამას შვილის მკუნალობის ხარჯები არ გააჩნია. ბოლო გზა რჩება, ხარბ თანამშრომელთან ერთად კაზინო გაძარცვოს. როცა ყველაფერი აირევა, იძულებული გახდებიან ავტობუსი გაიტაცონ.
ტრეილერი
6.1
ომი ბაბუასთან / The War with Grandpa

GEO
ENG
RUS
THE WAR WITH GRANDPA
ომი ბაბუასთან
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
პიტერი აღელვებულია ფაქტით, რომ ბაბუა საცხოვრებლად მის ოჯახთან გადმოდის. ბაბუას მის ოთახს უთმობენ, რის გამოც პიტერს სხვენში უწევს გადანაცვლება. მართალია ბაბუა ძალიან უყვარს, თუმცა თავისი ოთახის დაბრუნება სურს და სხვა გზა აღარ აქვს, მეგობრებთან ერთად ათასგვარ გეგმებს აწყობს, რომ ბაბუას ოთახის დატოვება აიძულოს, თუმცა ბაბუა გაცილებით უფრო გამჭრიახია ვიდრე პიტერი ფიქრობს.
ტრეილერი
5.6
გადამწყვეტი მატჩი / Grudge Match

GEO
ENG
RUS
GRUDGE MATCH
გადამწყვეტი მატჩი
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ორ ყოფილ ბოქსიორზე, რომლებიც დაბრუნდნენ რინგზე ფინალური მატჩისთვის, რომელიც გადაწყვეტს მათ შორის ყველაფერს და წერტილს დაუსვავს მათ კონკურენციას.
ტრეილერი
6.4
დიდი ქორწილი / The Big Wedding

GEO
ENG
RUS
THE BIG WEDDING
დიდი ქორწილი
1 საათი 29 წუთი
მოკლე აღწერა
თანამედროვე ოჯახის ისტორია, რომლის წევრებიც ცდილობენ უქმეებზე გადაიხადონ ქორწილი, რაც შეიძლება მათთვის კრახით დასრულდეს. ყველას გასაკვირად დიდი ხნის გაშორებული დონი და ელი გრიფინები იძულებულები არიან მოაჩვენონ თავი ხალხს ბედნიერად საკუთარი შვილის ქორწილის ხათრით.
ტრეილერი
5.6
სთოუნი / Stone

GEO
ENG
RUS
STONE
სთოუნი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ციხის ზედამხედველის – ჯეკის ცხოვრება კოშმარად გადაიქცა. სამაგალითო მეოჯახე და "კეთილი" პოლიციელი დამნაშავეებს პატიმრობიდან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. სთოუნი – მკვლელია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და გათავისუფლების არანაირი შანსი არ აქვს. ის ყველაფერზე მიდის, რათა თავისუფლება დაიბრუნოს, ჯეკი კი მისი უკანასკნელი იმედია. სთოუნის მშვენეირი ცოლი აცდუნებს ჯეკს. ახლა ის საშინელი არჩევანის წინაშე დგას: ან მანიაკი გაათავისუფლოს ციხიდან, ან ოჯახს გაუნადგურებენ. და რაც უფრო ცდილობს ხაფანგიდან თავის დაღწევას, მით მეტად ებმება მასში.
ტრეილერი
5.4
უკანასკნელი ვეგასი / Last Vegas

GEO
ENG
RUS
LAST VEGAS
უკანასკნელი ვეგასი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ბილი, პედი, არჩი და სემი მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ. ბილი, როგორც იქნა გადაწყვეტს ცოლი მოიყვანოს და ქორწინებამდე წვეულების გასამართავად მეგობრებთან ერთად გასართობად მიემგზავრება ლას-ვეგასში.
ტრეილერი
6.6
მკვლელობის სეზონი / Killing Season

GEO
ENG
RUS
Killing Season
მკვლელობის სეზონი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორიაა ბოსნიის ომის ვეტერანებზე - ამერიკელზე და სერბზე. ევროპის მოვლენებიდან განვლო ბევრმა წელმა და ისინი აწყობენ საკუთარ მესამე მსოფლიო ომს ანგარშისწორებისთვის
ტრეილერი
5.4
უსაზღვრო / Limitless

GEO
ENG
RUS
LIMITLESS
უსაზღვრო
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
ტრეილერი
7.4
იყო ფლინი / Being Flynn

GEO
ENG
RUS
BEING FLYNN
იყო ფლინი
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
მას შემდეგ რაც ოც წელს გადააბიჯა ახალგაზრდა ბიჭი ბოსტონში სხვადასხვა უსახლკაროთა თავშესაფარში მუშაობს, სადაც იგი ხშირად მის ბრწყინვალე და ამავდოულად პრობლემატურ მამას აწყდება.
ტრეილერი
6.4
შერკინება / Heat

GEO
ENG
RUS
HEAT
შერკინება
2 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.
ტრეილერი
8.2
ერთხელ ამერიკაში / Once Upon a Time in America

GEO
ENG
RUS
ONCE UPON A TIME IN AMERICA
ერთხელ ამერიკაში
3 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.
ტრეილერი
8.4
შოუ იწყება / Showtime

GEO
ENG
RUS
SHOWTIME
შოუ იწყება
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ორ მეწყვილე პოლიციელზე, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ისინი იძულებულნი არიან ერთად ახალ სატელევიზიო შოუში მიიღონ მონაწილეობა.
ტრეილერი
5.5
წარმატების 15 წუთი / 15 Minutes

GEO
ENG
RUS
15 MINUTES
წარმატების 15 წუთი
2 საათი
მოკლე აღწერა
დეტექტივი ედი ფლემინგი ცდილობს შეაჩეროს აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული ორი კრიმინალი ოლეგი და ემილი, რომლებიც ნიუ-იორკში იპარავენ ვიდეოკამერას და იწყებენ მათი ჩადენილი მკვლელობების გადაღებას, რათა იშოვნონ ბევრი ფული და მოიპოვონ პოპულარობა.
ტრეილერი
6.1
იმედის სხივთა კრებული / Silver Linings Playbook

GEO
ENG
RUS
Silver Linings Playbook
იმედის სხივთა კრებული
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
მეუღლის წასვლის შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.იგი გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს.თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი.ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა.
ტრეილერი
7.7
პროფესიონალი / Killer Elite

GEO
ENG
RUS
KILLER ELITE
პროფესიონალი
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
ბრიტანეთის ყოფილ ძალოვან მებრძოლს მოუწევს დაივიწყოს წყნარი და მოცულობითი სამსახურიდან გათავისუფლებულის ცხოვრება, როცა მისი საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდება საფრთხეში.
ტრეილერი
6.5
სიყვარულის სახელმძღვანელო 3 / The Ages of Love

GEO
ENG
RUS
THE AGES OF LOVE
სიყვარულის სახელმძღვანელო 3
2 საათი 5 წუთი
მოკლე აღწერა
რობერტო ახალგაზრდა ამბიციური ადვოკატია, რომელსაც ცოლად სარა მოჰყავს. მისი მთელი ცხოვრება იდეალურად არის დაგეგმილი. მივლინების დროს იგი მიკოლს გაიცნობს, გოგონას ტოსკანის პატარა სოფლიდან. ამის შემდეგ კი ყველაფერი რთულდება...rn ფაბიო ოცი წლის განმავლობაში იდეალური ქმარი იყო, იქამდე სანამ წვეულებაზე ელიანას გაიცნობდა, რომელიც მოულოდნელობებით აღსავსე საბედისწერო ქალია... rnადრიანი ამერიკელი ისტორიის მასწავლებელია, რომელიც განქორწინების შემდეგ რომში ჩადის. მისი მეგობარი კონსიერჟის, აუგუსტოს ქალიშვილი კი მას სიმშვიდეს ურღვევს და გულში ცეცხლს დაუნთებს.
ტრეილერი
5.9
ირლანდიელი / The Irishman

GEO
ENG
RUS
THE IRISHMAN
ირლანდიელი
3 საათი 29 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…
ტრეილერი
8.2
წითელი შუქი / Red Lights

GEO
ENG
RUS
RED LIGHTS
წითელი შუქი
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
პარანორმალური მოვლენების ორი მკვლევარი, დოქტორ მარგარეტ მათესონი და მისი ახალგაზრდა ასისტენტი ტომ ბაქლი ყველაზე უცნაურ მეტაფიზიკურ მოვლენას სწავლობენ, რომ მისი სიცრუე დაამტკიცონ. ამასობაში, ლეგენდარული ბრმა ნათელმხილველი საიმონ სილვერი 30 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდება და ორთოდოქსული მეცნიერებისა და სკეპტიკოსებისათვის დიდ პრობლემებს შექმნის. ტომ ბაქსლის საოცრად იზიდავს სილვერის იდუმალი ფიგურა და რაც უფრო უახლოვდება მას, მით უფრო იცვლება მისი შეხედულებები.
ტრეილერი
6.2
ოჯახი / The Family

GEO
ENG
RUS
THE FAMILY
ოჯახი
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
მანზონების მაფიოზური ოჯახი მოწმეთა დაცვის პროგრამით საცხოვრებლად გადადის ნორმანდიაში, საფრანგეთში. ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და შვილები ცდილობენ ახალ ქვეყანას შეეჩვიონ და ძველი ჩვევები დაივიწყონ, თუმცა ეს იმაზე რთულია ვიდრე ეგონათ.
ტრეილერი
6.3
მაჩეტე / Machete

GEO
ENG
RUS
MACHETE
მაჩეტე
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
სენატორზე თავდასხმისას, გამოცდილი ქილერი მაჩეტე აღმოაჩენს, რომ თავად არის სნაიპერის სამიზნე. ის შემთხვევით გაურბის სიკვდილს და იგებს, რომ დამქირავებლებმა გაწირეს. ახლა მისი მიზანი შურისძიებაა.
ტრეილერი
6.6
ყველა კარგად არის / Everybody's Fine

GEO
ENG
RUS
EVERYBODY'S FINE
ყველა კარგად არის
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
ქვრივი რომელიც ხვდება, რომ მისი კავშირი ოჯახთან მისი ცოლის დახმარებით ხდებოდა, ზრდასრულ შვილებთან ურთიერთობის აღდგენას გადაწყვეტს.
ტრეილერი
7.1
პატარა ფაკერები / Little Fockers

GEO
ENG
RUS
LITTLE FOCKERS
პატარა ფაკერები
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
10 წელი და 2 პატარა ფაკერი დასჭირდა გრეგს იმისათვის, რომ სიმამრ ჯეკს შეგუებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გრეგი ფარმაცევტულ კომპანიაში იწყებს მუშაობას, ჯეკის ეჭვები სიძის მიმართ ისევ ბრუნდება. ახლოვდება ტყუპების დღეობა და გრეგმა უნდა დაამტკიცოს ვინ არის მთავარი ოჯახში.
ტრეილერი
5.5
ჯოკერი / Joker

GEO
ENG
RUS
JOKER
ჯოკერი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული ამბავი ქალაქ გოთემის ყველაზე საშიში, მოუხელთებელი და მანიპულატორი ბოროტმოქმედის ჯოკერის და მისი აქამდე უცნობი წარსულის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, შეშლილ და სასტიკ მანიაკად. მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება. 
ტრეილერი
9.4
ტყუილების ოსტატი / The Wizard of Lies

GEO
ENG
RUS
THE WIZARD OF LIES
ტყუილების ოსტატი
2 საათი 13 წუთი
მოკლე აღწერა
ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა.
ტრეილერი
6.8
მოძღვარი / The Good Shepherd

GEO
ENG
RUS
THE GOOD SHEPHERD
მოძღვარი
2 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
ედუარდ უილსონი, მამამისის თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე, თავის ქალის და ძვლების ორგანიზაციის წევრი და იელის უნივერსიტეტის სტუდენტი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ახალგაზრდა კაცია, რომელიც აფასებს ღირსებას და კეთილგონიერებას. საქმისადი თავდადება მას ძვირად დაუჯდება,ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს იდეალები და საკუთარი ოჯახიც კი.
ტრეილერი
6.7
დამალობანა / Hide and Seek

GEO
ENG
RUS
HIDE AND SEEK
დამალობანა
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
დაქვრივებული მამა ცდილობს თავის ქალიშვილთან, რომელიც დანაკლისს ძლიერ განიცდის, ურთიერთობა მოაგვაროს. გოგონას გამოგონილი მეგობარი ჰყავს. თანდათან ეს მეგობრობა მეტად საშიში ხდება, მეგობარი კი სულ უფრო რეალური.
ტრეილერი
5.9
ზვიგენების ამბავი / Shark Tale

GEO
ENG
RUS
SHARK TALE
ზვიგენების ამბავი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ზვიგენთა მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა. მთავარი ეჭვმიტანილი, ოსკარი, დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა.
ტრეილერი
6.0
სხვა / Godsend

GEO
ENG
RUS
GODSEND
სხვა
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
ადამი, ჯესის და პოლის რვა წლის შვილი, თავის დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაიღუპა. ექიმი რიჩარდი, სპეციალისტი გენეტიკაში, შესთავაზებს თავის ყოფილ სტუდენტს, ჯესის, შვილის კლონირებას. სამყაროს ჯანმრთელი და ბედნიერი ადამი მოევლინა. მაგრამ მას მერე, როცა ადამს რვა წელი შეუსრულდება სხვისი შიშები და მოგონებები აწუხებს!
ტრეილერი
4.8
ანგარიში / The Score

GEO
ENG
RUS
THE SCORE
ანგარიში
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
ხანში შესული პროფესიონალი ქურდი თავს ანებებს კრიმინალურ ცხოვრებას და დარჩენილი წლების მშვიდად გატარებას გეგმავს, მაგრამ ახალგაზრდა მეგობარი უკანასკნელ საქმეზე წასასვლელად დაიყოლიებს.
ტრეილერი
6.8
გაანალიზე ის / Analyze That

GEO
ENG
RUS
ANALYZE THAT
გაანალიზე ის
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
მაფიოზი პოლ ვიტი კვლავ დაჭერილია და როდესაც ციხიდან გამოდის ფსიქოლოგიურ კონსულტაციას საჭიროებს. ბუნებრივია დახმარებისთვის იგი მის ფსიქოანალიტიკოსს, დოქტორ ბენს მიაკითხავს და აღმოაჩენს,რომ სობელს თავად სჭირდება დახმარება.
ტრეილერი
5.9
მკვლელობის უფლება / Righteous Kill

GEO
ENG
RUS
RIGHTEOUS KILL
მკვლელობის უფლება
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
უცნობი შურისმაძიებელი მკვლელი კლავს დამნაშავეებს, რომლებიც მართლმსაჯულებას გაექცნენ. ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დევიდ ფისკს და ტომას კოვანს ავალებენ. მაგრამ მკვლელის მოულოდნელი მოქმედება უფრო მეტად აბნევს გამოძიებას, რის შემდეგაც მეწყვილეები ეჭვქვეშ ხვდებიან. ახლა მათ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ნამდვილი მკვლელი უნდა მოძებნონ, რათა საკუთარი თავიდან მოიხსნან ბრალდება.
ტრეილერი
6.0
ბრონქსის ისტორია / A Bronx Tale

GEO
ENG
RUS
A BRONX TALE
ბრონქსის ისტორია
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
განგსტერი სანი, დიდი კაცია ბრონკსის კვარტალში, სადაც პატარა კოლოჯეროს ოჯახი ცხოვრობს. პატარა ბიჭუნა შემთხვევით მკვლელობის მოწმე აღმოჩნდა, რომელიც სანიმ ჩაიდინა. მან მკვლელი პოლიციასთან არ ჩაუშვა. და სწორედ აქ დაიწყო კოლოჯეროს მეგობრობა მაფიოზთან.
ტრეილერი
7.8
გაანალიზე ეს / Analyze This

GEO
ENG
RUS
ANALYZE THIS
გაანალიზე ეს
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ნიუ-იორკის ყველაზე გავლენიანი განგსტერი თავისი ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად ექიმს მიმართავს. მათი ურთიერთობა თანდათან უცნაურ მეგობრობაში გადაიზრდება.
ტრეილერი
6.7
ჯოი / Joy

GEO
ENG
RUS
JOY
ჯოი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
ერთი ოჯახის ოთხი თაობის ქალების ისტორია. ოჯახის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული ბიზნეს დინასტიის ფუძემდებელია.
ტრეილერი
6.6
სტაჟიორი / The Intern

GEO
ENG
RUS
THE INTERN
სტაჟიორი
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს ოსტინის კომპანიაში…
ტრეილერი
7.1
მაგარი ბიჭები / Goodfellas

GEO
ENG
RUS
GOODFELLAS
მაგარი ბიჭები
2 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ბიჭი ბავშვობიდან აღმერთებს განქსტერებს, და მისი ერთადერთი ოცნებაა გახდეს ისეთვე მაგარი. მისი ოცნება ახდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფრის საფასური უნდა გადაიხადო.
ტრეილერი
8.7