ფილმი მოგვითხრობს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შესახებ. ფილმში დანახულია მოვლენები ამერიკელი ჟურნალისტის, მისი ოპერატორის და ქართველი მოქალაქეების თვალით.
სამეცნიერო კვლევებს, რომლებსაც აწარმოებდნენ გერმანელები მეორე მსოფლიო ომის დროს უკვდავი ჯარისკაცების შესაქმნელად, არ ჩაუვლია უკვალოდ. ჩვენს დროშიც ნატოს მებრძოლები წაწყდომიან გერმანელ ზომბი–ჯარისკაცებს. მათთან გამკლავება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგანან ფილმის მთავრი გმირები– იპოვონ და მოსპონ თავად პირველწყარო ამ კვლავ გაცოცხლებული არმიის, რომელიც მსოფლიოს ემუქრება მეოთხე რეიხით.
მოუხელთებელი პრინცი (ჯეიკ ჯილენჰაალი) იძულებულია იდუმალ პრინცესას (ჯემა არტერტონი) შეუერთდეს. ერთად ისინი იბრძვიან ბნელი ძალების წინააღმდეგ, იმისათვის რომ დაიცვან ღმერთების საჩუქარი - ხანჯალი, რომლითაც შესაძლებელია დროის ქვიშის გახსნა, მის მფლობელს კი დროის მართვა და მსოფლიოს დაპყრობა შეეძლება. შექმნილია იგივე სახელწოდების ვიდეო თამაშის მიხედვით.
ორ პარალელურ სამყაროს - თანამედროვე ლონდონსა და ფუტურისტულ, ბედისწერით მართულ მეტროპოლისს - მინუაილ სითის შორის , ფრანკლინი შეთხზავს ზღაპარს ოთხი ადამიანის შესახებ, ხოლო თითოეული მათგანის ცხოვრება, ბედისწერით, რომანტიზმითა და ტრაგედიით ერთმანეთშია გადახლართული. როდესაც ეს სამყაროები ერთმანეთს შეეჯახება, მხოლოდ ერთი ტყვია გადაწყვეტს ოთხივე პერსონაჟის ბედს.
დაქირავებული მებრძოლებისგან შემდგარი ინტერნაციონალური რაზმი მეცნიერს საიდუმლო ბუნკერის ძებნისას აცილებს, რომელიც უღრან ტყეშია მიმალული აღმოსავლეთი ევროპის ერთერთ ქვეყანაში. საჭირო ოთხკუთხედამდე მისვლის შემდეგ, ყოფილი გამოცდილი მებრძოლები ადვილად პოულობენ ძებნის ობიექტს. ობიექტის გამოკვლევისას, რაზმი აღმოაჩენს საშინელ არსებას, რომელმაც გადარჩენა შეძლო. მონსტრს ემორჩილება უამრავი გერმანელი ზომბი–ჯარისკაცი... ცოცხლებს მხოლოდ ერთი ამოცანა რჩებათ შესასრულებელი: ამ საშინელი ადგილიდან გაღწევა!
ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებ. როდესაც სიმპსონმა პრინცი გაიცნო ის გათხოვილი იყო. თუ მეფეს მასზე დაქორწინება სურდა, მას ტახტზე უარი უნდა ეთქვა. მაგრამ მათ სიყვარულს ამანაც კი არ შეუშალა ხელი.
ბრიტანელი ინვესტიციების ბროკერი მემკვიდრეობით ბიძისგან მიიღებს პროვანსში მდებარე ციხე-კოშკსა და ვენახს, სადაც ბავშვობის დიდი ნაწილი აქვს გატარებული. აქ იგი წყნარ ცხოვრებას იპოვნის და ადგილმამულის განახლებას შეეცდება, რომ შემდეგ სარფიანად გაყიდოს.