დამპლური თამაშები / Game Night

GEO
ENG
RUS
GAME NIGHT
დამპლური თამაშები
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით "დამპლურ თამაშებს" აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს. თამაშში ქულები არ გროვდება, წესები არ არსებობს, მეგობრები ვერ ხვდებიან ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იქნება მათ ცხოვრებაში... ან უკანასკნელი .
ტრეილერი
7.0
ალოჰა / Aloha

GEO
ENG
RUS
ALOHA
ალოჰა
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი სამხედრო კონსტრაქტორი უბრუნდება ძველ სიყვარულს, მაგრამ, მოულოდნელად საჰაერო სამხედრო ძალა გამოიძახებს…
ტრეილერი
5.4
ყველაფერი კარგად იქნება / Every Thing Will Be Fine

GEO
ENG
RUS
EVERY THING WILL BE FINE
ყველაფერი კარგად იქნება
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
ერთ დღეს, ოჯახური დაპირისპირების მერე, მწერალი სახელად ტომასი ქალაქის გარშემო მანქანას უყურადღებოდ ატარებდა და შემთხვევით ბავშვი მანქანის დარტყმის შედეგად მოკლა. შეძლებს ამის მერე ცხოვრების გაგრძელებას?
ტრეილერი
5.5
პატარა პრინცი / The Little Prince (Le Petit Prince)

GEO
ENG
RUS
THE LITTLE PRINCE (LE PETIT PRINCE)
პატარა პრინცი
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
სამყარო არ შეიძლება არსებობდეს ფანტაზიის ად თავგადასავლების გარეშე. ამ ჰიპოტეზაში დარწმუნებულია კეთილი მოხუცი - ავიატორი, მასთან მეზობლად დასახლდა ზედმეტად პედანტური დედა თავის წესიერ ქალიშვილთან ეთად.
ტრეილერი
7.8
საოცრებისკენ / To the Wonder

GEO
ENG
RUS
TO THE WONDER
საოცრებისკენ
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
მარინა და ნილი მონ-სენტ-მიშელიდან ოკლაჰომაში ბრუნდებიან, სადაც პრობლემები იწყება. ნილი რომანს აჩაღებს ჯეინთან, მარინა კი ქმარს ჩარლისთან ღალატობს. ორივე მათგანი დასხმარებლად მიმართავს მოძღვარ ქუანთინს, რომელიც პირადი ცხოვრების არქონის გამო იტანჯება და მთლიანად ჩაფლულია თავისი მრევლის ცხოვრებაში.
ტრეილერი
5.9
ნამდვილი დეტექტივი / True Detective
სეზონი 3 - სერია 10

GEO
ENG
RUS
TRUE DETECTIVE
ნამდვილი დეტექტივი
60 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი მოგვითხრობს დეტექტივების ცხოვრებაზე, მათ ყოვედღიურობაზე, გამოძიებაზე, საიდუმლოებებზე, რომელთა გახსნასაც ხანდახან ათწლეულები სჭირდება. სერიალის ყველა სეზონში მოთხრობილია ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟებით.
ტრეილერი
9.0
ცაცია / Southpaw

GEO
ENG
RUS
SOUTHPAW
ცაცია
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
მოკრივე ბილი ჰოუპს შესანიშნავი ცხოვრება ჰქონდა: ჩემპიონის წოდება, ლამაზი ცოლი და საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ცოლი დაიღუპა, რინგზე დისკვალიფიკაცია მიიღო, დაეკისრა ვალები და სასამართლომ ჩამოართვა მამობის უფლება. ახლა ჰოუპმა უნდა დაიბრუნოს ჩემპიონის სტატუსი და ქალიშვილი. ყველაფერს მისი ცნობილი მარცენა ჰუკი გადაწყვეტს.
ტრეილერი
7.4
ფიცი / The Vow

GEO
ENG
RUS
THE VOW
ფიცი
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი (მაკადამსი) და ლეო (ტატუმი) ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი.
ტრეილერი
6.8
შუაღამე პარიზში / Midnight In Paris

GEO
ENG
RUS
MIDNIGHT IN PARIS
შუაღამე პარიზში
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა.
ტრეილერი
7.7
შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში / Sherlock Holmes: A Game of Shadows

GEO
ENG
RUS
SHERLOCK HOLMES: A GAME OF SHADOWS
შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში
2 საათი 9 წუთი
მოკლე აღწერა
ახალი უნიჭიერესი ბოროტმოქმედი პროფესორი მორიარტი, ისეთივე ჭკვიანია,როგორც შერლოკ ჰოლმსი და გამოჩენილ დეტექტივთან უპირატესობაც კი აქვს. როცა ავსტრიის პრინცს მოკლულს იპოვნიან,ნივთმტკიცებულებების მიხედვით სჩანს, რომ ეს თვითმკვლელობაა,მაგრამ ჰოლმსი გამორიცხვის მეთოდით დაადგენს,რომ ეს მხოლოდ მორიარტის მიერ შექმნილი გამოცანის ერთი პატარა ნაწილია.
ტრეილერი
7.5
დიდი თამაში / State of Play

GEO
ENG
RUS
STATE OF PLAY
დიდი თამაში
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
სიმპათიური, თავის თავში დარწმუნებული კონგრესმენი სტივენ კოლინზი თავისი პოლიტიკური პარტიის მომავალია. მან თავდაცვითი ხარჯების კონტროლის კომიტეტის თავმჯომარის საპატიო თანამდებობა მიიღო. მთელი ყურადღება ამომავალ ვარსკვლავზეა მიპყრობილი, ის მომავალ საარჩევნო კამპანიაში თავისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გახდეს, მაგრამ ამ დროს მხეცურად კლავენ მის საყვარელ ქალს და სტივენის ცხოვრებაში საიდუმლოებების გამომჟღავნების ეტაპი დგება.
ტრეილერი
7.1
დროში მოგზაურის ცოლი / The Time Traveler's Wife

GEO
ENG
RUS
THE TIME TRAVELER'S WIFE
დროში მოგზაურის ცოლი
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
გენეტიკური დაავადების შედეგად, სიმპათიური ბიბლიოთეკარი ჰენრი დეტემბლი შემთხვევით დროში გადაინაცვლებს. იგი ხვდება მისი სასიყვარულო ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში, სადაც მას ულამაზესი მსახიობი, კლერ ებშაირი უყვარდა.
ტრეილერი
7.1
შერლოკ ჰოლმსი / Sherlock Holmes

GEO
ENG
RUS
SHERLOCK HOLMES
შერლოკ ჰოლმსი
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.
ტრეილერი
7.6
დოქტორი სტრეინჯი / Doctor Strange

GEO
ENG
RUS
DOCTOR STRANGE
დოქტორი სტრეინჯი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
მას შემდეგ რაც მისი კარიერა განადგურდა, ბრწყინვალე მაგრამ ქედმაღალი ექიმი ახალ გამოწვევას იღებს ცხოვრებაში, როდესაც ჯადოქარი მას მფარველობაში აიყვანს და წვრთნის, რათა სამყარო დაიცვას ბოროტებისაგან.
ტრეილერი
7.5
სტოუნების ოჯახი / The Family Stone

GEO
ENG
RUS
THE FAMILY STONE
სტოუნების ოჯახი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
სტოუნების ოჯახი განსხვავდება 'იშვიათი ურთიერთობით და ურთიერთგაგებით. მაგრამ როცა საყვარელი შვილი ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი გადაწყვეტს ახალგარზრდებს განუცხადოს თავისი უარყოფითი აზრი მომავალი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. ევერეტი და მერედიტი მიმართავენ ევერეტის დას ჯულის, თუმცა ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას. სიტუაციას არანაირად არ გააადვილებს ყრუ ძმა–გეი ტედიც, იმის მიუხედავადაც, რომ მხოლოდ ის, ევერეტის გარდა, არ განიცდის მერედიტის მიმართ ზიზღის გრძნობას.
ტრეილერი
6.3
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: ცეცხლოვანი საგას ისტორია / Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga

GEO
ENG
RUS
EUROVISION SONG CONTEST: THE STORY OF FIRE SAGA
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: ცეცხლოვანი საგას ისტორია
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
ლარსსა და სიგრიტს, ამბიციურ და ენთუზიასტ მუსიკოსებს, შესაძლებლობა მიეცამათ თავიანთი ქვეყანა წარმოადგინონ მოფლიოს უმნიშვნელოვანეს სიმღერის კონკურსზე. ამით მათ შესაძლებლობაც ეძლევათ, ისიც დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი ოცნებისათვის ღირს ბრძოლა.
ტრეილერი
6.7
ცუდი გოგონები / Mean Girls

GEO
ENG
RUS
MEAN GIRLS
ცუდი გოგონები
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
კენდი ხერონმა მთელი თავისი ბავშვობა აფრიკაში გაატარა თავის მშობლებთან–ბოტანიკოსებთან, და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი იცის წესის "გადარჩება ყველაზე ძლიერის" შესახებ. მაგრამ ჯუნლების კანონი მთლიანად გადახედვას დაექვემდებარება, როდესაც ის 15 წლის ასაკში პირველად მოხვდება ჩვეულებრივ სკოლაში და შეუყვარდება ყველაზე ცბიერი გოგონას ყოფილი შეყვარებული.
ტრეილერი
7.0
წითელი თვალი / Red Eye

GEO
ENG
RUS
RED EYE
წითელი თვალი
1 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი. შემთხვევითი შეხვედრა აეროპორტში. ორმხრივი სიმპატია. საბოლოო ჯამში კი რეისი № 1019 დროზე ჩამოფრინდება, მაგრამ შესაძლოა ერთი მგზავრის გამოკლებით. ლიზა რიზერტს ყოველთვის ეშინოდა ფრენა, მაგრამ შიში ავიაფრენის წინ - ეს არაფერია მასთან შედარებით რის გადატანაც მას მოუხდა. მის სიმპატიური მეზობელი აღმოჩნდება დაუნდობელ ბოროტმოქმედი, რომელიც აპირებს გოგოს გამოყენებას ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობისთვის. მას ემუქრებიან მამის მკვლელობით, ის თვითმფრინავშია და მას სხვა გამოსავალი არ აქვს.
ტრეილერი
6.5
ქორწილების ჩამშლელები / Wedding Crashers

GEO
ENG
RUS
WEDDING CRASHERS
ქორწილების ჩამშლელები
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
ჯონმა და მისმა მეგობარმა ჯერემიმ შესანიშნავად იციან როგორ გამოიყენონ ქალბატონების ოცნებები და იმედები თავიანთ საკეთილდღეოდ. მათი ძირითადი საქმიანობა ქორწილების ჩაშლაა, მაგრამ როდესაც ჯონი კლერს შეხვდება, ის გაიგებს თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულის ტკენა.
ტრეილერი
7.0
ყურადღების ცენტრში / Spotlight

GEO
ENG
RUS
SPOTLIGHT
ყურადღების ცენტრში
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა და გაზეთ THE BOSTON GLOBE-ის მიერ განხორციელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. ჟურნალისტთა გუნდი იძიებდა ბოსტონის მიტროპოლიის საქმიანობას, რომლის დროსაც პედოფილიის სერიოზული ფაქტებს მიაგნეს. გამოძიების ავტორებმა შეძლეს დამტკიცება, რომ სასულიერო პირებს ქალაქის არქიეპისკოპოსი მფარველობდა. აგორდა სერიზული სკანდალი, ეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობა, ბოსტონის ეკლესიამ მილიონობით კომპენსაცია გადაიხადა და რამდენიმე ათეული ტაძარი დაიხურა.
ტრეილერი
8.1