შავი ჩიტი / Black Bird

GEO
ENG
RUS
BLACK BIRD
შავი ჩიტი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, კოლეჯის ფეხბურთის გმირისა და ვეტერანი პოლიციელის ვაჟის ჯიმი კინის შესახებ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან მინიმალური რეჟიმის ციხეში, სადაც მას ეძლევა არჩევანი – წავიდეს მკაცრი რეჟმის ციხეში და დაუმეგობრდეს ეჭვმიტანილ სერიულ მკვლელს, ლარი ჰოლს, ან დარჩება იქ, სადაც არის და სრულად მოიხადოს სასჯელი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. კინი სწრაფად ხვდება, რომ მისი ერთადერთი გამოსავალი არის სერიული მკვლელის აღიარება და იმის გარკვევა, თუ სად არის დაკრძალული რამდენიმე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, სანამ სასამართლო ჰოლის აპელაციას მიიღებს. მაგრამ მანიაკი მთავარ გმირთან ეშმაკურ ფსიქოლოგიურ თამაშს იწყებს.
ტრეილერი
0.0
მე, ტონია / I, Tonya

GEO
ENG
RUS
I, TONYA
მე, ტონია
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მოქმედება, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული , ხდება გასული ასწლეულის 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ტონია ჰარდინგს წარმატებული მოციგურავის კარიერა აქვს. მისი კარიერა სერიოზული საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ტონიას ყოფილი ქმარი გადაწყვეტს თავს დაესხას ტონიას მთავარ მოწინააღმდეგეს. RN1994 წელს ტონია და მისი ყოფილი ქმარი იპოვიან ადამიანს, რომელიც გასამრჯელოს სანაცვლოს მოწინააღმდეგეს ფეხს მოტეხავს. მიუხედავად წარმატებული გამოსვლისა, ტონია ცნობილი გახდება არა მისი მიღწევების, არამედ სკანდალური მოვლენის გამო.
ტრეილერი
7.5
ქუინპინსები / Queenpins

GEO
ENG
RUS
QUEENPINS
ქუინპინსები
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმიალური კომედია, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისის, კონის და მისი საუკეთესო მეგობრის, მეოცნებე ვიდეობლოგერის ჯოჯოს შესახებ, რომლებიც თავიანთ ჰობის მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
ტრეილერი
6.2
კრუელა / Cruella

GEO
ENG
RUS
CRUELLA
კრუელა
2 საათი 14 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ეგოისტი და ექსცენტრიული ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დალმატინელის ლეკვები საშინლად სძულდა და მათი ტყავისგან შეკერილ სამოსზე ოცნებობდა. თუმცა, ის ყოველთვის ასეთი არ იყო – 1970-იან წლებში მას ესტელა ერქვა, და ხულიგნებთან ერთად ლონდონის ქუჩებში ცხოვრობდა, სადაც ჩვენ დალმატინელების მიმართ ესტელას სიძულვილის წარმოშობის ნამდვილ მიზეზს ვიგებთ…
ტრეილერი
7.4