ოფიციალური კონკურსი / Official Competition

GEO
ENG
RUS
OFFICIAL COMPETITION
ოფიციალური კონკურსი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
მილიარდერი ბიზნესმენი, ისტორიაში თავის კვალის დატოვებას და სენსაციური ფილმის გადაღებას გადაწყვეტს. ამისათვის იგი ცნობილ რეჟისორს ლოლა კუევასის, ჰოლივუდის გულთამპყრობელ მსახიობს ფელიქს რივეროს და რადიკალურ თეატრალურ მოღვაწეს ივან ტორესს ქირაობს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ გმირებს ერთდ მუშაობა არ შეუძლიათ. რივერო და ტორესი შეიძლება ძალიან ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ მათ კიდევ უფრო დიდი ეგო აქვთ. იმისათვის, რომ მათში თავმდაბლობის გრძნობა გააღვიძოს, ლოლას სულ უფრო შემოქმედებითი დავალებების მოფიქრება უწევს, რომლის მიზანია არამხოლოდ ერთმანეთის მიღება, არამედ საკუთარი მემკვიდრეობის გააზრება.
ტრეილერი
7.2
აგენტი 355 / The 355

GEO
ENG
RUS
THE 355
აგენტი 355
მოკლე აღწერა
ხუთი ქალი ერთად უპირისპირდება სახიფათო იარაღის მქონე გლობალურ ორგანიზაციას. გმირები ჯგუფს ქმნიან კოდური სახელწოდებით 355 და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რომ მსოფლიო ქაოსისგან იხსნან.
ტრეილერი
0.0
პარალელური დედები / Parallel Mothers

GEO
ENG
RUS
PARALLEL MOTHERS
პარალელური დედები
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
ორი ესპამენლი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანაონს ამას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
ტრეილერი
7.1
შობა / Noel

GEO
ENG
RUS
NOEL
შობა
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
შობა ნიუ-იორკში - წელიწადის ყველაზე შესანიშნავი პერიოდი. მთელ ქალაქში ათასობით საშობაო ნაძვის ხის შუქები ინთება. მაგრამ ზოგიერთისთვის ეს საკმარისი არაა. ისინი რაღაც არაჩვეულებრივს და ჯადოსნურს ელიან.
ტრეილერი
6.2
პაბლო ესკობარი / Loving Pablo

GEO
ENG
RUS
LOVING PABLO
პაბლო ესკობარი
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
კოლუმბიელი ჟურნალისტის , ვირჯინია ვალეხოს მემუარებზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს ვირჯინია ვალეხოსა და 80-იან წლებში ყველაზე ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ხანგრძლივ და არაერთგვაროვან რომანტიულ ურთიერთობაზე.
ტრეილერი
6.3
ზულენდერი 2 / Zoolander 2

GEO
ENG
RUS
ZOOLANDER 2
ზულენდერი 2
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა

"სამყაროს გარშემო უამრავ პოპ-ვარსკვლავს იდუმალ ვითარებაში კლავენ. მათ შორის არიან ჯასტინ ბიბერი, დემი ლოვატო, აშერი და ა.შ. ფეშენ პოლიციის სპეც აგენტი ვალენტინა ვალენსია დახმარებისთვის ერთ დროს წარმატებულ მოდელს, ახლა კი "განდეგილ კიბორჩხალას" დერეკ ზულენდერს მიმართავს დახმარებისთვის, რათა იდუმალი მკვლელობების საქმე გამოიძიოს. შეძლებს კი ის დანაშაულების ამოხსნას, როდესაც ერთადერთი სამხილი, პოპ ვარკვლავების მიერ სიკვდილის წინ გადაღებული უკანასკნელი სელფია?

ტრეილერი
4.7
ესპანეთის დედოფალი / The Queen of Spain

GEO
ENG
RUS
THE QUEEN OF SPAIN
ესპანეთის დედოფალი
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
ის გებელსის ალერსს გაექცა, მან ყოლივუდი დაიპყრო, მაგრამ ვერ გაუძლო დიდებას და სამშობლოში დაბრუნდა. მაკარენას ახალი ცხოვრების დაწყება სურს, ფილმში მონაწილეობაზე თანხმდება სადაც დედოფალი იზაბელა პირველის როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ წარსული მოსვენებას არ აძლევს.
ტრეილერი
5.1
კოკაინი / Blow

GEO
ENG
RUS
BLOW
კოკაინი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
რეალური გმირის, კოკაინის კონტრაბანდისტი ჯორჯ იანგის როლი ჯონი დეპმა ჩვეული ოსტატობით შეასრულა. იგი სიღარიბეს თავს აღწევს და ამერიკის ერთერთი უდიდესი ნარკოტიკებით მოვაჭრე ხდება.
ტრეილერი
7.6
თავი ღრუბლებში / Head in the Clouds

GEO
ENG
RUS
HEAD IN THE CLOUDS
თავი ღრუბლებში
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.
ტრეილერი
6.6
დედა / Ma Ma

GEO
ENG
RUS
MA MA
დედა
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
ეს არის ისტორია სიცოცხლისთვის მებრძოლ ქალზე, რომელსაც მკერდის სიმსივნეს დაუდგენენ. ნიჭიერი მასწავლებელი და საყვარელი დედა მაგდა, ძალას იკრეფს, რომ დაავადება დაამარცხოს და ბედნიერება მოიპოვოს.
ტრეილერი
6.4
მრჩეველი / The Counselor

GEO
ENG
RUS
THE COUNSELOR
მრჩეველი
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
იურისტი აღმოჩნდება ჩათრეული კრიმინალურ საქმეში, მან არ იცის როგორ მოახერხოს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა.
ტრეილერი
5.3
რომაული თავგადასავალი / To Rome with Love

GEO
ENG
RUS
TO ROME WITH LOVE
რომაული თავგადასავალი
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის სიუჟრტი ვითარდება რომანტიულ ქალაქ რომში. ფილმი შედგება ოთხი ნაწილისგან, რომელთაგან ორი იტალიურ ენაზე მოგვითხრობს იტალიელებზე და დანარჩენი ორი, ინგლისრენოვანი ეძღვნება ამერიკელებს.
ტრეილერი
6.3
ორჯერ დაბადებული / Twice Born

GEO
ENG
RUS
TWICE BORN
ორჯერ დაბადებული
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად პიეტრო სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა.
ტრეილერი
7.4
ვანილის ცა / Vanilla Sky

GEO
ENG
RUS
VANILLA SKY
ვანილის ცა
2 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?
ტრეილერი
6.9
ცხრა / Nine

GEO
ENG
RUS
NINE
ცხრა
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
ამპარტავანი, ეგოცენტრული რეჟისორი გვიდო კონტინი ძალღონეს არ იშურებს, რათა მისი უკანასკნელი ფილმის შინაარსი, ძირითადი აზრი და სცენარი მოიფიქროს. გადაღებების დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩა, გვიდო კი კვლავ სასოწარკვეთილი ითხოვს დახმარებას და აღმაფრენას საკუთარი ცოლისგან, საყვარლისგან, მუზისგან და დედისგან.
ტრეილერი
5.8
შეწყვეტილი ამბორი / Broken Embraces

GEO
ENG
RUS
BROKEN EMBRACES
შეწყვეტილი ამბორი
2 საათი 7 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს. საკუთარი ცხოვრების ტრაგედიას ის მხოლოდ 14 წლის შემდეგ ეგუება, როდესაც ახალგაზრდა დამხმარეს გადაუშლის გულს.
ტრეილერი
7.2
ელეგია / Elegy

GEO
ENG
RUS
ELEGY
ელეგია
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ელეგია – კოლეჯის მასწავლებლის დევიდ კეპეშისა და ნორჩი უმანკო კუბინელი კონსუელო კოსტილოს ურთიერთობების ამბავია.
ტრეილერი
6.8
კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე / Pirates of the Caribbean: On Stranger Tides

GEO
ENG
RUS
PIRATES OF THE CARIBBEAN: ON STRANGER TIDES
კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე
2 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
კაპიტან ჯეკის თავგადასავლები გრძელდება. ახლა მას თავისი წარსულიდან ქალთან მოუწევს შეხვედრა. ბოლომდე არ არის ნათელი მათი სიყვარული ნამდვილია, თუ ანჟელიკა თავს აჩვენებს, რომ შეყვარებულია და ამით სურს კაპიტან ჯეკთან ერთად მიაღწიოს სამუდამო ახალგაზრდობის წყარომდე. ანჟელიკა აიძულებს გმირს ავიდეს გემზე ”დედოფალი ანას შურისძიება”, რომელსაც საშინელი ბოროტმოქმედი ”შავი წვერი” მართავს. კაპიტან ჯეკმა აღარ იცის ვისი უფრო ეშინოდეს, საშინელი ბოროტმოქმედის, თუ თავისი ძველი მეგობრის.
ტრეილერი
6.6
გოთიკა / Gothika

GEO
ENG
RUS
GOTHIKA
გოთიკა
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
საავტომობილო ავარიის შემდეგ კრიმინალისტი ფსიქოლოგი (ჰოლი ბერი) ხვდება, რომ ფსიქიური პრობლემები აქვს. მას ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, მაგრამ თავად არაფერი ახსოვს. როდესაც იგი ცდილობს მეხსიერების აღდგენას და თანამშრომლების საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებას, შურისმაძიებელი სული მის ქმედებებს აკონტროლებს, რის შედეგადაც სხვები კიდევ უფრო რწმუნდებიან მის ბრალეულობაში.
ტრეილერი
5.8
ბანდიტი გოგოები / Bandidas

GEO
ENG
RUS
BANDIDAS
ბანდიტი გოგოები
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
მექსიკა. 1818 წელი. მომხიბვლელი მძარცველები - განათლებული ევროპელი და უხეში მექსიკელი - თავზარს სცემენ ველური დასავლეთის ბანკებს. ვერავინ უწევს წინააღმდეგობას მათ გამომგონებლობას და სიმამაცეს, მით უმეტეს მათ სილამაზეს.
ტრეილერი
5.7
ტკივილი და დიდება / Pain and Glory (Dolor y gloria)

GEO
ENG
RUS
PAIN AND GLORY (DOLOR Y GLORIA)
ტკივილი და დიდება
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
კინორეჟისორი სალვადორ მალო, კარიერის მიწურულს, განვლილ ცხოვრებას იხსენებს: დედა, საყვარლები, მსახიობები რომლებთანაც თანამშრომლობდა. სამოციენი წლები პატარა სოფელში, ოთხმოციანები მადრიდში და აწმყო, რომელშიც დაუძლეველ სიცარიელეს გრძნობს, უწევს რა თვალი გაუსწოროს საკუთარ მოკვდავ ბუნებას, უუნარობას გააგრძელოს ფილმების კეთება და განაცალკევოს ისინი საკუთარი ცხოვრებისგან. წარსულის გახსენება, შესაძლოა მის ერთადერთ ხსნად იქცეს.
ტრეილერი
7.8
ყველამ იცის / Everybody Knows

GEO
ENG
RUS
EVERYBODY KNOWS
ყველამ იცის
2 საათი 13 წუთი
მოკლე აღწერა
ლაურა, ბუენოს აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოაშკარავებს.
ტრეილერი
7.0