სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს.
ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა.