კონტრაქტორი / The Contractor

GEO
ENG
RUS
THE CONTRACTOR
კონტრაქტორი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
არმიაში მსახურობა ჯეიმს რიდის ოცნება იყო, ხოლო მწვანე ბერეტი კი სიამაყის საგანი, მაგრამ დაჭრის შემდეგ მან არმიაში დაბრუნება ვერ შეძლო: მშვიდ საზოგადოებაში ის საკუთარ თავს ვერ ხედავს, ხოლო ჯანმრთელობის შენარჩუნება კი მედიკამენტებით უწევს და როდესაც მას ძველი საქმისთვის ხელის კიდევ ერთხელ მოკიდების შანსი უჩნდება, ყოფილი ჯარისკაცი ამ შანსს ხელიდან არ უშვებს, მაგრამ ახლა არჩევანი, თუ ვისკენ მიმართავს იარაღს, სრულიად მასზეა დამოკიდებული.
ტრეილერი
5.7
ბარბარა / Barbara

GEO
ENG
RUS
BARBARA
ბარბარა
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
1980 წლის ზაფხული. მომხიბვლელ ბარბარას, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობს და პროფესიით ექიმია ქვეყნის დატოვების შესახებ განაცხადის შეტანის გამო, საცხოვრებლად პროვინციაში აგზავნიან. თავისუფალ სამყაროში მას ელის შეყვარებული, რომელმაც უკვე შეიმუშავა ბალტიის ზღვით მისი ნავით გაქცევის გეგმა. მანამდე კი ბარბარა სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ ცხოვრობს და მუშაობს საავადმყოფოში პედიატრიულ განყოფილებაში, სადაც თავის კოლეგა ანდრესთან ერთად კოლონიიდან გამოქცეული ახალგაზრდას დახმარებას ცდილობს, რომელიც ამ რეჟიმის მკვეთრი ოპონენტია.
ტრეილერი
7.2
ჩვენ ვართ ღამე / We Are the Night

GEO
ENG
RUS
WE ARE THE NIGHT
ჩვენ ვართ ღამე
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
ერთხელ ღამით, 18 წლის ლენას უკბენს ლუიზა, რომელიც ქალ-ვამპირთა ტრიოს ლიდერია. ლენა ტკბება ახალი ცხოვრებით, მაგრამ ერთხელაც მას ახალგაზრდა ტომი შეუყვარდება, რომელიც პოლიციელია. ლენამ უნდა გააკეთოს არჩევანი, უკვდავ სიყვარულსა და უკვდავად ყოფნას შორის.
ტრეილერი
6.3
ელემენტარული ნაწილაკები / The Elementary Particles

GEO
ENG
RUS
THE ELEMENTARY PARTICLES
ელემენტარული ნაწილაკები
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ელემენტარული ნაწილაკები წარმოადგენს მიშელ უელბეკის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციას.ბრუნო და მიქაელი ნახევარ ძმები არიან. მათ ჰიპი დედას მხოლოდ სექსუალური სიამოვნება აინტერესებდა, რამაც შედეგად ბიჭების ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. მიკრობიოლოგი მიქაელი ოცნებობს ადამიანების ახალი რასის - ანდროიდების შექმნაზე, ამ უკანასკნელს გენებთან ურთიერთობა უკეთ გამოსდის ვიდრე ქალებთან. ბრუნო კი საროსკიპოების ხშირი სტუმარია. მიუხედავად ამისა ორივე ნახულობს თავის ნამდვილ სიყვარულს. მიქაელი ყოფილ კლასელს - ანაბელს, ბრუნო კი სექსუალურ კრისტინას, რომელიც კურორტზე გაიცნო.
ტრეილერი
6.6