ფილმის მთავარი გმირები წყვილი პოლი და ოდრი , ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებს განიცდიან. ისინი მხოლოდ იმდენს გამოიმუშავებენ, რამდენიც არსებობისთვის სჭირდებათ. ამავე დროს ისინი პლანეტის მოსახლეობით გადატვირთვის მომსწრენიც არიან. ნორვეგიელი მეცნიერები იწყენებ პროექტზე მუშაობას, რომელიც მათ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. მალე ისინი შექმნიან უნიკალურ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ადამიანების დაპატარავება . ამ მეთოდის წყალობით შესაძლებელი იქნება ჭარბი მოსახლეობისა და რესურსების ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრა. როდესაც პოლი და ოდრი ამის შესახებ შეიტყობენ გადაწყვეტენ პროექტში მიიღონ მონაწილეობა.
ბანკის ყოფილი კლერკი და მისი შყვარებული გაძარცვავენ საიკასაციო მანქანას და გაიტაცებენ 17 მილიონ დოლარს. მაგრამ გამოუცდელობის გამო ისინი ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებენ და სამხილს დატოვებენ დანაშაულის ადგილას.
ჟურნალ "LIFE"ს ფოტო მენეჯერი უცნაური ადამიანი, ის მუდმივად ოცნებაშია და ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის მიემგზავრება დაკარგული ნეგატივის საპოვნელად.
ფილმის სიუჟეტი მეგობერების ჯგუფის ირგვლივ ვითარდება,რომლებიც თავიანთ ბავშვებიან მეგობრებს აკვირდებიან და გადაწყვიტავენ რომ თავადაც ჰყავდეთ შვილები ,ოღონდ სხვა ადამინებთან სასიყვარულო ურთიერთობებიც ჰქონდეთ.
ყოფილი ოპერატიული სპეც მუშაკი მაკგრუბერი უნდა დაბრუნდეს იმისათვის,რომ მისი დაუძინებელი მტერი, დიტერ ფონ ქუნთი დაამარცხოს. მას ატომური ომის წამოწყება და ვაშინგტონის განადგურება აქვს განზრახული.
ენის აწეწილი ცხოვრება აქვს, მაგრამ როდესაც გაარკვევს, რომ მისი ბავშვობის მეგობარი დანიშნულია,ის ვალდებულია მისი მეჯვარე იყოს. მისი გულგატეხილობის და სევდის მიუხედავად ის ყველაფერს აკეთებს, რომ მეგობრის ქორწილმა იდეალურად ჩაიაროს.
იკინგს მეგობარი დრაკონი კვლავ ეხმარება. ისინი დრაკონების კუნძულს აღმოაჩენენ, რომლებიც ჯერ არავის მოუთვინიერებია. მათ იკინგისა და მისი მეგობრებისათვის ბევრი სიურპრიზი აქვთ.
ბოლო 60 წლის მანძილზე კოსმოსში მოგზაური ჭკვიანი პოლი სრულიად საიდუმლო სამხედრო ბაზაში გამოკეტეს, მსოფლიო ლიდერებს მისი არსებობა გაანდეს. როდესაც იგი ხვდება,რომ ის უსარგებლოა, საწამებელი მაგიდა კი შორს აღარ არის, პოლი გაიქცევა. საბედნიეროდ იგი ორ დედამიწელს შეხვდება, რომლებიც მზად არიან შეიფარონ და გადაარჩინონ .
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.
თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. თეოდორის გასაკვირად, მალე ოპერაციულ სისტემასა და მას შორის რომანი იწყება.
"ყველაფერი საუკეთესო" - სასიყვარულო ისტორიაა და ამავე დროს ნიუ-იორკში მომხდარი ერთერთი ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობის ამბავია,რომელიც ახალ ფაქტებზე,სასამართლო პროცესის ჩანაწერებზე და სხვადასხვა სპეკულაციებზე დაყრდნობით, ერთი ოჯახის სიყვარულის, ვნებისა და დანაკარგის შესახებ მოგვითხრობს.
ეს არის საუკეთესო მეგობრების , ბარბისა და სტარის ისტორია , რომლებიც პატარა სოფლიდან პირველად მიდიან დასასვენებლად ვისტა დელ მარში , სადაც მალევე გადახდებათ თავგადასავლები , შეიცნობენ სიყვარულს და შეხვდებიან ბოროტმოქმედს , რომელსაც ქალაქში ყველას მოკვლა უნდა.
ერინ გილბერტი და აები ბერგმანი საიდუმლო ავტორები წიგნისა მოჩვენებები არის ნამდვილი. რამდენიმე წლის წინ გილბერტი პრესტიჟულ მამულში ასწავლიდა კოლუმბიაში, მაგრამ მისი წიგნი ხელახლა გახდება მიზეზი აკადემიის მხრიდან დაცინვის გადატანისა. გილბერტი ერთიანდება ბირგმანთან და სხვებთან სამყაროს გადარჩენის მიზნით, როცა მოჩვენებები შეიჭრებიან მანჰეტენში.
უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.
მინი 15 წლის გოგონაა, 1970-იანი წლების სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის ძალიან ცნობისმოყვარეა, ჩვეულებრივი თინეიჯერია, მაგრამ თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ დედამისის ბოიფრენდთან სძინავს.