დაურეკე ჯეინს / Call Jane

GEO
ENG
RUS
CALL JANE
დაურეკე ჯეინს
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1968 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც სანამ ქალაქი და ქვეყანა ძალადობრივი პოლიტიკური აჯანყების ზღვარზეა, ქალაქგარეთ მცხოვრები დიასახლისი ჯოი თავის ქმართან და ქალიშვილთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. ჯოი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება – ის დაორსულდა, თუმცა ამას მის ჯანმრთელობაზე სავალალო შედეგები მოჰაქვს. შედეგად, ის სამედიცინო დახმარების მიღებას ცდილობს, მაგრამ სახელმწიფო საავადმყოფოები მას უარს ეუბნებიან, რადგან ქვეყანაში აბორტი უკანონოა. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში მთავარი გმირი არალეგალურ ფემინისტურ ორგანიზაციას აღმოაჩენს, რომელიც ფარულად ეხმარება ქალებს უსაფრთხო აბორტების ხელმისაწვდომობით და ამ პროცესში მის ცხოვრებას ცვლიან.
ტრეილერი
0.0
საოცრებებით სავსე სამყარო / Wonderstruck

GEO
ENG
RUS
WONDERSTRUCK
საოცრებებით სავსე სამყარო
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
ბენისა და როუზის ისტორია, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობენ და მათ გარშემო არსებულ სამყაროს ვერ ეგუებიან. ბენი ცდილობს მამა იპოვოს, როუზის ფიქრები კი მხოლოდ ერთი იდუმალი მსახიობის გარშემო ტრიალებს. ერთხელ ბედი მათ იმ მიუღწეველის საძებნელად წასვლას უბიძგებს, რომელიც ასე აკლიათ ცხოვრებაში.
ტრეილერი
6.2
ქეროლი / Carol

GEO
ENG
RUS
CAROL
ქეროლი
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
მოქმედება 1950-იანი წლების ნიუ იორკში ვითარდება. ორი განსხვავებული წრის წარმომადგენელი მყოფი ქალი სიყვარულის აგონიაში არიან. ახალგაზრდა ტერეზი მანჰეტენის უნივერსალურ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს და ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაზე ოცნებობს, როდესაც მომხიბლავ ქალს ხვდება, რომელიც ხელსაყრელად, მაგრამ უსიყვარულოდაა დაქორწინებული. ისინი იმწამსვე უგებენ ერთმანეთს და უწყინარ პირველ შეხვედრას მათ შორის ღრმა კავშირი ცვლის.
ტრეილერი
7.2
ბანაკი X-Ray / Camp X-Ray

GEO
ENG
RUS
CAMP X-RAY
ბანაკი X-Ray
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
ქალი სახელად კოული შეემატება ა.შ.შ.-ს შეიარაღებული ძალებს და მსახურობისას მოხვდება, მსოფლიოს ალბათ, ყველაზე საშინელ ადგილას - გუანტანამოს სამხედრო ტყვეების ციხეში. კოული იქ გაიცნობს პატიმარს სახელად ალი, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე რვა წელია ზის და გადაწყვეტს თავი დააღწევინოს მას იქედან.
ტრეილერი
6.9