მისტერ ჯონსი / Mr. Jones

GEO
ENG
RUS
MR.JONES
მისტერ ჯონსი
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, უელსელი ჟურნალისტის, გარეტ ჯონსის შესახებ, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს. თუმცა, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდება, რადგან დიდი დეპრესია კაპიტალიზმის სამყაროს, და მასთან ერთად ჯონსის იმედისმომცემ კარიერას გაანადგურებს. უახლეს მოვლენებ იგი მოსკოვში მიჰყავს, რათა ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე დაწეროს და სტალინთან ინტერვიუს აღებას ეცადოს. აქ ის ბრიტანელ ჟურნალისტს, ადა ბრუკს გაიცნობს, რომელიც მას სასტიკ საბჭოთა რეჟიმზე უამბობს. და გარეტი, სასიკვდილო საფრთხეების მიუხედავად, თავის ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს. სსრკ-ს სპეცსამსახურებისგან მალულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე სიმართლეს ავლენს: გოლოდომორი, მკაცრი ცენზურა, შეთქმულება და მასობრივი რეპრესიები. მთავარი გმირი ღმერთისგან მივიწყებულ უკრაინაში ჩადის, სადაც საყოველთაო შიმშილს ხედავს, რომლის მიზეზიც საბჭოთა იმპერიის ინდუსტრიალიზაცია იყო. ლონდონში დაბრუნებული, ჯონსი ამ ყველაფერზე, რაც მან იქ ნახა, სტატიას აქვეყნებს…
ტრეილერი
6.9
თეთრი პრინცესა / The White Princess
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
THE WHITE PRINCESS
თეთრი პრინცესა
58 წუთი
მოკლე აღწერა
როგორც იქნა ინგლისში მშვიდობამ დაისადგურა.ტახტზე პრინცესა ელისაბედია იორკიდან, მაგრამ ეს სიმშვიდე დროებითი აღმოჩნდა. ჩრდიოლეთით გამოჩნდა ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ პრინცესას ძმაა.
ტრეილერი
7.6