ლუდის დიდებული გარბენი / The Greatest Beer Run Ever

GEO
ENG
RUS
THE GREATEST BEER RUN EVER
ლუდის დიდებული გარბენი
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ჯოანა მოლის და ჯონ დონოჰიუს ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები 1967 წელს ვითარდება და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის 26 წლის ვეტერანის, ჯონ “ჩიკი” დონოჰიუს მეგობრობის, ერთგულებისა და თავგანწირვის შესახებ შთამბეჭდავ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ვიეტნამის ომში მყოფი მეზობელი მეგობრებისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც სრულიად წარმოუდგენელი: მარტო წავიდეს ფრონტის ხაზზე, რათა ჯარისკაცებს მათი საყვარელი ამერიკული ლუდის ქილა მიუტანოს. თუმცა, ის, რაც უწყინარ მოგზაურობად იწყება, სწრაფად გადაიქცევა სიცოცხლისთვის საშიშ თავგადასავლებად, როდესაც ჩიკი უპირისპირდება ამ საკამათო ომის რეალობას, ხოლო მისი გაერთიანება ბავშვობის მეგობრებთან უბიძგებს მას ზრდასრულობის სირთულეებისკენ და პასუხისმგებლობებისკენ.
ტრეილერი
6.8
როზალინი / Rosaline

GEO
ENG
RUS
ROSALINE
როზალინი
მოკლე აღწერა
უილიამ შექსპირის კლასიკური რომანის “რომეო და ჯულიეტას” ახალი და კომედიური ვერსია, რომელიც ჯულიეტას ახალგაზრდა ბიძაშვილის და რომეოს ყოფილი შეყვარებულის, როზალინის თვალით დანახული ჯულიეტას და რომეოს სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. როდესაც რომეო ხვდება ჯულიეტას, გულგატეხილი როზალინი იწყებს მათ დევნას, გეგმავს ცნობილი რომანის დაშლას და რომეოს დაბრუნებას…
ტრეილერი
0.0
ინტერვალი / The In Between

GEO
ENG
RUS
THE IN BETWEEN
ინტერვალი
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
ტრეილერი
5.7