ამერიკელი მკვლელი / American Murderer

GEO
ENG
RUS
AMERICAN MURDER
ამერიკელი მკვლელი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, წვეულებების მეფედ ქცეული ქარიზმატული თაღლითის, ჯეისონ დერეკ ბრაუნის შესახებ, რომელიც თავის ექსტრავაგანტულ და მდიდრულ ცხოვრების წესს თაღლითობის სერიის საშუალებით აფინანსებდა. როდესაც მისი სახსრები იწურება და წარსული თავს ახსენებს, მთავარი გმირი თავის ყველაზე დახვეწილ გეგმას აწყობს და ამ პროცესში ხდება FBI-ის საუკეთესო ათეულში ყველაზე ცბიერი და მოუხელთებელი ძებნილი. შედეგად, ჯეისონზე FBI-ს ჯიუტი სპეციალური აგენტი ლენს ლეიზინგი იწყებს ნადირობას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჯეისონი გისოსებს მიღმა გამოამწყვდიოს.
ტრეილერი
0.0
მოჯადოვებული 2 / Disenchanted

GEO
ENG
RUS
DISENCHANTED
მოჯადოვებული 2
მოკლე აღწერა
პირველი ფილმის “მოჯადოვებული” მოვლენებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, ჟიზელი, რობერტი და მორგანი გადადიან ახალ სახლში მონროვილის გარეუბანში, სადაც საზოგადოებას მეთვალყურეობს მალვინა მონრო, რომელსაც აქვს ბოროტი ზრახვები ოჯახის მიმართ. როდესაც პრობლემები წარმოიქმნება, ჟიზელი იწყებს ოცნებას, რომ მათი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსოს. შედეგად, შელოცვა უკუშედეგს გამოიწვევს და ახლა ჟიზელი ჩქარობს გადაარჩინოს თავისი ოჯახი და სამშობლო, ანდალასიას სამეფოში, სანამ საათი შუაღამეს ჩამოკრავს.
ტრეილერი
0.0
კონკია / Cinderella

GEO
ENG
RUS
CINDERELLA
კონკია
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ახალი თამამი ხედვა კონკიას ტრადიციული ისტორიისა, რომელშიც ჩვენი გმირი – ახალგაზრდა ამბიციური გოგონაა, რომლის ოცნებები იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე სამყარო ამის საშუალებას იძლევა. თუმცა მისი საოცარი თანაშემწის ჯის დახმარებით მას შეუპოვრობის გამოვლენა და თავისი ოცნებების რეალობაში ასრეულება შეუძლია…
ტრეილერი
4.3
დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები / Uncut Gems

GEO
ENG
RUS
UNCUT GEMS
დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები
2 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.
ტრეილერი
8.1
შეეკითხე მტვერს / Ask the Dust

GEO
ENG
RUS
ASK THE DUST
შეეკითხე მტვერს
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.
ტრეილერი
5.8
გაყინული 2 / Frozen II

GEO
ENG
RUS
FROZEN II
გაყინული 2
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
გაყინულის მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია
ტრეილერი
7.0