სელესტა და ჯესი სამუდამოდ / Celeste & Jesse Forever

GEO
ENG
RUS
CELESTE & JESSE FOREVER
სელესტა და ჯესი სამუდამოდ
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
სელესტა და ჯესი ინსტიტუტში შეხვდნენ ერთმანეთს და ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ისინი ერთნაერ ხუმრობებზე იციანიან, ერთმანეთის წინადადებებს ასრულებენ. მათი მეგობრებისთვის იდიალურ წყვილს წარმოადგენენ. დრო გავიდა, სელესტა საქმიანი ქალი და მწერალი გახდა, ჯესი კი ხელოვანი და მუდამ უმუშევარია. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გაყრა გადაწყვიტეს, თუმცა უერთამნეთოთ ვერ ძლებენ.
ტრეილერი
6.6
როგორც ბოსი / Like a Boss

GEO
ENG
RUS
LIKE A BOSS
როგორც ბოსი
1 საათი 23 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი სრულიად განსხვავებული იდეალების მქონე ორი საუკეთესო მეგობრის მია და მელის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სილამაზის კომპანიის ერთად შექმნას გადაწყვეტენ. მაგრამ მათი ურთიერთობები და ბიზნეს-პარტიორობა რთული გამოცდის წინაშე დადგება, როდესაც უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი, კლერ ლუნა გმირებს მათი ფირმის შესყიდვის მსხვილ გარიგებას შესთავაზებს. ერთ-ერთი მათგანი უფრო პრაქტიკულია და ბიზნეს-გეგმებზე ფიქრობს, ხოლო მეორეს სურს, რომ ბევრი ფული იშოვოს და მდიდრულად იცხოვროს. მოულოდნელად, ყველა განსხვავება, რომელიც მათ იდეალურ პარტნიორებად ქმნიდა, ისინი სასტიკ ომამდე მიჰყავს, რომელიც მათ ბიზნესს და პირად ურთიერთობებს საფრთხეს შეუქმნის.
ტრეილერი
4.2
თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე / For a Good Time, Call...

GEO
ENG
RUS
FOR A GOOD TIME, CALL...
თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე
1 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
ორი „ვითომ-მეგობარი“ ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში , მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა „ბინძურ“საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს.
ტრეილერი
6.0
შენ მერამდენე ხარ? / What's Your Number?

GEO
ENG
RUS
WHAT'S YOUR NUMBER?
შენ მერამდენე ხარ?
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ელი ნამდვილი თანამედროვე გმირია. ის ჭკვიანი, მომხიბლავი და რომანტიული გოგონაა, რომელიც ცდილობს გაიგოს თუ ვინაა სინამდვილეში და ვისთან უნდა დააკავშიროს ცხოვრება. მართალა მომავალი საუკეთესო კავალერის მოსაძებნად მას ჟურნალიდან სტატიამ უბიძგა, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანს ნიშნავს: ელის ცხოვრებაში ისეთი დრო დადგა, როცა არც ქმარი ჰყავს, არც სამუშაო აქვს და მისი ცხოვრებაც ისეთი არაა, როგორზეც ოცნებობდა. იგი გზაგასაყარზეა და ეს აიძულებს ჩაუფიქრდეს იმას, რომ შეიძლება უკანასნელი 10 წლის განმავლობაში მან რაღაც ან ვიღაც მნიშვნელოვანი გამოტოვა თავის ცხოვრებაში.
ტრეილერი
6.1
კატასტროფული არტისტი / The Disaster Artist

GEO
ENG
RUS
THE DISASTER ARTIST
კატასტროფული არტისტი
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. 10 წლის შემდეგ გრეგმა გამოაქვეყნა მემუარები, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი: დამწყები სიმპატიური მსახიობი გრეგი სამსახიობო კურსებზე გაიცნობს ექსცენტრიულ ტომი ვისეუს. ახალ მეგობრებს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, გარდა თვითგამოხატვის სურვილისა და მსახიობობისა, ამიტომ ისინი ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრებიან.
ტრეილერი
7.4