ჰიტმენი გაწვრთნეს როგორც მაღალპროფესიონალი მკვლელი. მისი მთავარი იარაღი ცივსისხლიანობა და თავისი საქმის უზომო სიყვარულია. 47 – ორი უკანასკნელი ციფრია შტრიხ-კოდზე, რომელიც მის თავზეა ამოტვიფრული და ამასთანავე მისი ერთადერთი სახელა. მაგრამ მონადირე იქცევა მსხვერპლად მაშინ, როდესაც 47 პოლიტიკურ ინტრიგებში იქნება გახვეული.
ფილმი მოგვითხრობს მოვლენებზე, რომელიც მას შემდეგ ვითარდება, რაც ვატიკანიდან იკარგება ეგზორციზმის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამ მოულოდნელი რელიგიური ფენომენის სანახავად მსოფლიო მზად არ არის. საქმე 83-ჯ მოპარულია...
მთავრობის ყოფილი აგენტის ცხოვრება ინგრევა, როდესაც მას ბრალი ედება მკვლელობში, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიციის ინსპექტორის მეშვეობით ფილმის მთავარი გმირი ცდილობს თვალყური ადევნოს ნამდვილ მკვლელს.
მოვლენები ვითარდება ახლო მომავალში. კერძო ციხეებში პატიმრებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად მოუწევთ ჭიდილი სხვა პატიმრებთან სატელევიზიო შოუში.კარლ ლუკასმა ოთხი რბოლა მოიგო და ერთიღა დარჩა თავისუფლების მოსაპოვებლად.ლუკასს და მის გუნდს სხვა ციხეში გადაიყვანენ და ახლა რბოლა მას უდაბნოში მოუწევს.
თუკი სამყარო მოულოდნელად საშინელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, ერთადერთი ადამიანი, ვინც სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს - ითან ჰანტია. ამჯერად იგი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გაართმეს თავს შეუძლებელ მისიას და პლანეტას მომაკვდინებელი ვირუსუსაგან დაიხსნის.