უდიპლომო სასიძო / Udiplomo Sasidzo

GEO
ENG
RUS
UDIPLOMO SASIDZO
უდიპლომო სასიძო
1 საათი 11 წუთი
მოკლე აღწერა
ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს
ტრეილერი
7.4
ვერის უბნის მელოდიები / Veris ubnis melodiebi

GEO
ENG
RUS
VERIS UBNIS MELODIEBI
ვერის უბნის მელოდიები
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
მედროგე პავლეს გოგონები, მარო და თამრო ბალეტის სკოლაში სწავლაზე ოცნებობენ, მაგრამ ღარიბ პავლეს სწავლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მრეცხავი ვარდო გოგონების დახმარებას გადაწყვეტს – მდიდარ ვაჭარს, აღა-გეურქას ხბოს, შეშას და ძვირფას ქურქს მოპარავს, გოგონებს სახლსაც გაუთბობს და "ტანც-კლასის" ფულსაც გადაუხდის. ვარდოს ქურდობისთვის საპყრობილეში ჩასვამენ, მაგრამ მის მხარდასაჭერად მრეცხავები გაიფიცებიან და მალე მთელ ქალაქს ჭუჭყი მოედება. პოლიცმაისტერი იძულებული ხდება ვარდო გაათავისუფლოს და პავლეს გოგონები "ტანც-კლასში" ჩაარიცხინოს.
ტრეილერი
7.6