სამარიტელი / Samaritan

GEO
ENG
RUS
SAMARITAN
სამარიტელი
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
Mythos Comics-ის ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომანებზე დაფუძნებული ფანტასტიკური დრამა, რომელშიც მოვლენები სუპერ ბოროტმოქმედთან ეპიკურ დაპირისპირებაში ქალაქის უდიდესი მფარველის, სუპერ გმირი “სამარიტელის” სავარაუდო “დაცემიდან” 20 წლის შემდეგ ვითარდება, რომელიც საშინელი ტრაგედიით დასრულდა, რის შემდეგაც “სამარიტელი” გაუჩინარდა. შედეგად, ქალაქს კრიმინალი იპყრობს, ხოლო მისი მოსახლეობა შიშში ცხოვრობს. როდესაც ახალი საფრთხე ჩნდება, პატარა ბიჭი სემ კლირი გარდაცვლილად მიჩნეული სუპერ გმირის ძებნას გადაწყვეტს, როცა გაიგებს, რომ ის შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ცხოვრობდეს. მის ძებნას ახალგაზრდა სემი მოხუც სტენლი კომინსკისთან მიჰყავს, და იმ დროს, როცა თითქმის ყველა ამ მამაკაცს უბრალოდ ადამიანად მიიჩნევს, სემი მის ბნელ სამყაროში იმედს ხედავს, და ბიჭს არ სურს ამის დათმობა. ახლა სემი ცდილობს თავისი ოდესღაც საყვარელი გმირი დააბრუნოს ბრძოლის ველზე, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, აღმოაჩენს, რომ სამარიტელის დანაშაულთან ბრძოლის დღეები შეიძლება სამუდამოდ დასრულდეს.
ტრეილერი
5.8
სიმაღლეებზე / In the Heights

GEO
ENG
RUS
IN THE HEIGHTS
სიმაღლეებზე
2 საათი 23 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის ვაშინგტონის უკიდურესი ჩრდილეოთით - „ვაშინგტონის გორაკები“ - ერთ სამეზობლოში მცხოვრები სრულიად განსხვავებული ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის ცენტრში უსნავია, ღვინისა და სურსათის მაღაზიის მეპატრონე, რომელიც კარის მეზობელს, ასაკოვან კუბელ მოხუც ქალბატონს უვლის, გვერდით მდებარე სილამაზის სალონში მომუშავე გოგონაზეა შეყვარებული და ოცნებობს ლატარიაში მოიგოს და თავისი მშობლიური დომიკის რესპუბლიკაში გაიქცეს. ამასობაში კი ნინა, უსნავის ბავშვობის მეგობარი, შინ ბრუნდება პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასიხარული ამბებით თავისი მშობლებისათვის, რომლებმაც მთელი ცხოვრების დანაზოგი შვილის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას მოახმარეს. საბოლოო ჯამში, უსნავი და ამ ახლო სამეზობლოს მაცხოვრებლები ასე თუ ისე ხვდებიან, რას ნიშნავს იყო საკუთარ სახლში.
ტრეილერი
7.3
სუპერცხოველების ლიგა / DC League of Super-Pets

GEO
ENG
RUS
DC LEAGUE OF SUPER-PETS
სუპერცხოველების ლიგა
მოკლე აღწერა
ძაღლი კრიპტო სუპერმენის საუკეთესო მეგობარია, რომელიც ისეთივე არამიწიერ შესაძლებლობებს ფლობს, როგორსაც მისი პატრონი. ისინი მეტროპოლისში კრიმინალს ერთად მამაცურად ებრძვიან, მაგრამ როდესაც სუპერმენს და სამართლიანობის ლიგის სხვა წევრებს უცნობი ბოროტმოქმედები იტაცებენ, კრიპტოს ახალი დამხმარეების მომზადება უწევს, რომლებთან ერთადაც მას სუპერმენის და მასთან ერთად მსოფლიოს გადარჩენა უწევს.
ტრეილერი
0.0
შესანიშნავი წყვილი / The Perfect Match

GEO
ENG
RUS
THE PERFECT MATCH
შესანიშნავი წყვილი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
ტერენს ჯეი, ფლეიბოია რომელსაც სჯერავს რომ არ არსებობს სასიყვარულო ურთიერთობები. მისი ორი საუკეთესო მეგობარი დონალდ ფეისონი და რობერტ სი რაილი ნიძლავს დაუდებენ რომ თუ კი ერთი თვეს გაატარებს გოგონასთან,მაშინ შეეძლება სასიყვარულო ურთიერთობების უგულებელყოფა. ჩარლი თავიდან უარზეა, სანამ ის არ შეხვდება ულამაზეს და საიდუმლოებებით მოცულ ევას. თავიდან ისინი თავისუფლ ურთიერთობაზე თანმხდებიან, მაგრამ როგორც ჩანს ჩარლის უფრო მეტი უნდა.
ტრეილერი
4.9