სადღესასწაულო ჰარმონია / Holiday Harmony

GEO
ENG
RUS
HOLIDAY HARMONY
სადღესასწაულო ჰარმონია
მოკლე აღწერა
მომღერალი/სიმღერების ავტორი გეილი თავისი ოცნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს და მოგზაურობაში მიდის, ჯერ მხოლოდ ოკლაჰომამდე ჩასული, მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი მოგზაურობა, ბიუჯეტი, იმედები და ყველაფერი დანარჩენი დაიმსხვარა. შობის ღამეს iHeartRadio-ზე მისი საოცნებო გამოსვლამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, იგი იღებს ადგილობრივი ჯერემის რჩევას და თავის ჯგუფში იღებს ბავშვებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საშობაო ღონისძიებაზე გამოვლენ. შედეგად, გეილი და ჯერემი უახლოვდებიან ერთმანეთს, მაგრამ თუ ის აპირებს თავისი ცხოვრებისეული ოცნების ასრულებას, მას მოუწევს ჯერემის და ქალაქის დატოვება, რომლებიც შეიყვარა.
ტრეილერი
0.0
სასახლე საშობაოდ / A Castle for Christmas

GEO
ENG
RUS
A CASTLE FOR CHRISTMAS
სასახლე საშობაოდ
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ცნობილი ამერიკელი მწერალის სოფი ბრაუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შოტლანდიაში მოგზაურობისას ძველი სასახლის ყიდვას გადაწყვეტს. მაგრამ შენობის მფლობელი, გაკოტრებული ჰერცოგი, სახელად მაილსი კატეგორიულად უარს ამბობს მისი სასახლის უცხოელზე მიყიდვაზე. სოფი უკან არ იხევს და ცდილობს კომპრომისის პოვნას და მოლაპარაკებას შეუპოვარ არისტოკრატთან. თანდათან მათი შეხლა-შემოხლა და კამათი სხვა რამეში გადაიზრდება.
ტრეილერი
5.5
შუაღამის ექსპრესი / The Midnight Meat Train

GEO
ENG
RUS
THE MIDNIGHT MEAT TRAIN
შუაღამის ექსპრესი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
ფოტოგრაფი ლეონი მის მეგობარ გოგონა მაიასთან ერთად ცხოვრობს. ისინი ფოტოხელოვნების ბიზნესში დამკვიდრებას ცდილობენ. მაია მის მეგობარ იურგისს დაუკავშირდება და ლეონისა და წარამატებული გალერეის მფლობელის, სიუზან ჰოფის შეხვედრას შეათანხმებს; სიუზანი ლეონის ნამუშევარს შეაფასებს და ურჩევს ფოტოების ხარისხი გამოასწოროს. გულგატეხილი ლეონი ღამის გასეირნებას მოაწყობს, რათა ახალი ფოტოები გადაიღოს. სწორედ ამ დროს იგი სამ პანკს აედევნება, რომლებიც მეტროსკენ მიდიან. ისინი თავს ესხმიან ახალგაზრდა ქალს, ლეონი ქალს დაიცავს, ხოლო პანკები გაქცევით უშველიან თავს. მეორე დღეს ლეონი იგებს, რომ ეს ქალი დაკარგულია. იგი პოლიციაში მიდის, მაგრამ დეტექტივი ლინ ჰადლი მის საჩივარს დიდად არ აქცევს ყურადღებას. ლეონი უცნობი ქალის ბედით შეპყრობილი გახდება, იგი მეტროს სადგურის დასათვალიერებლად მიდის,სადაც ვაგონში ყასაბს,სახელად მაჰაგონი დაინახავს და იეჭვებს, რომ სწორედ ისაა მკვლელი, ამიტომ ყველგან დაყვება და უთვალთვალებს.
ტრეილერი
6.1
ბეწვიანთა შურისძიება / Furry Vengeance

GEO
ENG
RUS
FURRY VENGEANCE
ბეწვიანთა შურისძიება
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
საკუთარ თავში დაჯერებული მშენებელი გეგმავს ორეგონის სიმშვიდის დარღვევას ექსკავატორებით – მაგრამ აღოაჩენს, რომ სამშენებლო გეგმების წინააღდეგ არამარტო ეკოლოგებს შეუძლიათ გამოსვლა, არამედ ცხოველებსაც.
ტრეილერი
3.8