თავდახსნა / Emancipation

GEO
ENG
RUS
EMANCIPATION
თავდახსნა
მოკლე აღწერა
მას შემდეგ, რაც შავკანიან მონას, სახელად პიტერს, თითქმის სასიკვდილოდ ცემეს სასტიკი ზესამხედეველი, ის ლუიზიანას პლანტაციიდან ცივსისხლიან მონადირეებს გაურბის და მიემართება ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც ირიცხება მოკავშირეთა არმიაში და იბრძვის მონობის გაუქმებისთვის. ფილმი დაფუძნებულია გაქცეული მონის, გორდონის ნამდვილ ამბავზე. 1863 წელს მთელ მსოფლიოში გამოქვეყნდა გორდონის შიშველი ზურგის ფოტოები, რომლებზეც იყო აღბეჭდილი, მისი ზედამხედველის მიერ მიყენებული საშინელი ჭრილობები, რაც აბოლიციონიზმის მოძრაობის სიმბოლო და ამერიკელი მონა-მფლობელების სისასტიკის დამადასტურებელი გახდა.
ტრეილერი
0.0
გადარჩენილი / The Survivor

GEO
ENG
RUS
THE SURVIVOR
გადარჩენილი
2 საათი 9 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი, პოლონელი ებრაელი მოკრივის ჰარი ჰაფტის შესახებ, სადაც ის იძულებული იყო სხვა პატიმრებთან ერთად მონაწილეობა მიეღო სასიკვდილო გლადიატორულ კრივში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტკივნეული მოგონებებითა და დანაშაულის გრძნობით დატანჯული, ჰარი მთელი ძალებით ცდილობს კრივის ლეგენდის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა გამოიყენოს, რათა კვლავ იპოვოს თავისი პირველი სიყვარული…
ტრეილერი
6.8
ჰასტლი / Hustle

GEO
ENG
RUS
HUSTLE
ჰასტლი
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
სპორტული დრამა, წარუმატებელი პროფესიონალური კალათბურთის სკაუტის სტენლი შუგარმენის შესახებ, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოუთმენლად ელის თავისი ღირსების აღდგენას. სტენლი თავის შესაძლო ხსნას მადრიდის გარეუბანში მდებარე პარკში თამაშის დროს შემთხვევით აღმოჩენილ, მოყვარულ კალათბურთელ ბო კრუსში პოულობს, რომელსაც ნამდვილი ესპანელი კალათბურთელი ხუანჩო ერნანგომესი თამაშობს. შედეგად, ახალი მიზნით შეპყრობილი, მთავარი გმირი ბოს ამერიკაში ჩამოყვანას და NBA-ში სათამაშოდ მის მომზადებას თავის ამოცანად აქცევს, რადგან თვლის, რომ მიუხედავად მისი რთული წარსულისა ორივეს შეუძლია ამის მიღწევა.
ტრეილერი
7.4
კონტრაქტორი / The Contractor

GEO
ENG
RUS
THE CONTRACTOR
კონტრაქტორი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
არმიაში მსახურობა ჯეიმს რიდის ოცნება იყო, ხოლო მწვანე ბერეტი კი სიამაყის საგანი, მაგრამ დაჭრის შემდეგ მან არმიაში დაბრუნება ვერ შეძლო: მშვიდ საზოგადოებაში ის საკუთარ თავს ვერ ხედავს, ხოლო ჯანმრთელობის შენარჩუნება კი მედიკამენტებით უწევს და როდესაც მას ძველი საქმისთვის ხელის კიდევ ერთხელ მოკიდების შანსი უჩნდება, ყოფილი ჯარისკაცი ამ შანსს ხელიდან არ უშვებს, მაგრამ ახლა არჩევანი, თუ ვისკენ მიმართავს იარაღს, სრულიად მასზეა დამოკიდებული.
ტრეილერი
5.7
მატარებელი იუმასკენ / 3:10 to Yuma

GEO
ENG
RUS
3:10 TO YUMA
მატარებელი იუმასკენ
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი ბანდიტის - ბენ ვეიდის დაპატიმრების შემდეგ, მისი ბანდა ადგილობრივი მოსახლეობის მუქარა-დაყაჩაღებას განაგრძობს. სამოქალაქო ომის ვეტერანი და რანჩოს მფლობელი - დენ ევანსი თანახმაა ჩუმად გადაიყვანოს ბენი უახლოესი ქალაქის რკინიგზის სადგურზე, საიდანაც მატარებელი იუმასკენ მიემგზავრება. როდესაც ისინი უახლოეს სასტუმროში ჩერდებიან, ირკვევა, რომ საიდუმლო გამჟღავნდა.
ტრეილერი
7.7
არ დატოვო კვალი / Leave No Trace

GEO
ENG
RUS
LEAVE NO TRACE
არ დატოვო კვალი
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
უილი და ტომი, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, თვლიან რომ ჯობია წვიმის წყალი დალიონ და ბუნების საჩუქრებით იკვებონ, ვიდრე ადამიანების გარემოცვაში იცხოვრონ. მაგრამ საზოგადოებრივ მიწაზე ცხოვრება იკრძალება და მას შემდეგ რაც მათ რეინჯერები და სოც-მუშაკები აღმოაჩენენ საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სამოგზაუროდ წასვლა მოუწევთ.
ტრეილერი
7.2
გალვესტონი / Galveston

GEO
ENG
RUS
GALVESTON
გალვესტონი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ბოსთან ძალადობრივი შეჯახების შემდეგ, როი პოულობს პროსტიტუტს, რომლის შეშინებული თვალებიც აღმოჩნდება გადაწყვეტილების მიღების ბიძგი. მას ტან მიჰყავს გოგონა გალვესტონში, სადაც მოულოდნელობები გარდაუვალია.
ტრეილერი
6.1
ვარკრაფტი / Warcraft

GEO
ENG
RUS
WARCRAFT
ვარკრაფტი
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
საუკუნეების მანძილზე მაგია და დაუძლეველი კედლები იცავდა ადამიანებს თავდახსმებისგან, მაგრამ ბოროტებამ გაიღვიძა, რომელიც დამარცხებული და დავიწყებული იყო. სამეფოს ცენტრში გაიხსნა პორტალი და ამოუცნობი არსებების რასამ წალეკა აზეროტის მიწა. ასე დაიწყო მოვლენები, რომლებმაც შეიძლება სამყაროს ბედი შეცვალოს.
ტრეილერი
6.9
ნებისმიერ ფასად / Hell or High Water

GEO
ENG
RUS
HELL OR HIGH WATER
ნებისმიერ ფასად
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
ამ საქმეში გამოუცდელი ძმები მოახერხებენ რამოდენიმე ბანკის გაძარცვას. იმ ბანკებისა რომლებიც დიდი ხანია უღმერთოდ ატყუებენ თავინთ კლიენტებს. ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს შერიფი მარკუსი...
ტრეილერი
7.6
გადარჩენილი / Lone Survivor

GEO
ENG
RUS
LONE SURVIVOR
გადარჩენილი
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
ეს ფილმი არის წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის "წითელი ფრთები" შესახებ, რომელიც რეალურად ჩატარდა რვა წლის წინ და სრული ჩავარდნით დასრულდა. ძირითადი მიზანი იყო გაენადგურებინა თალიბების ლიდერი სახელად აჰმად შახი. ოპერაციის დასრულების შემდეგ ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ერთადერთი ადამიანი სპეცდანაყოფიდან.
ტრეილერი
7.5
ისინი წმინდანები არ არიან / Ain't Them Bodies Saints

GEO
ENG
RUS
AIN'T THEM BODIES SAINTS
ისინი წმინდანები არ არიან
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
1970 წელი, ტეხასი, სამი ახალგაზრდა ბანდიტი ალყაშემორტყულია, ისინი მძიმედ დაჭრიან ერთ-ერთ პოლიციელს. ბანდის მეთაური, ბობ მალდონი, დანაშაულს თავის თავზე იღებს, მაშინ როცა გასროლა მისმა შეყვარებულმა რუთმა მოახდინა.
ტრეილერი
6.4
მექანიკოსი / The Mechanic

GEO
ENG
RUS
THE MECHANIC
მექანიკოსი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
"მექანიკოსი"- არტურ ბიშოპი უნაკლო ქილერია, რომელიც მუშაობის დროს ყოველთვის იცავს წესებს - "სუფთად" და "უკვალოდ". მაგრამ როდესაც მას, მის აღმზრდელს და ახლო მეგობარს-ჰარის უპირისპირებენ,იგი ცუდ მდგომარეობაში ვარდება.
ტრეილერი
6.6
კონტრაბანდა / Contraband

GEO
ENG
RUS
CONTRABAND
კონტრაბანდა
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
საკუთარი სიძის ნარკობარონისაგან დასაცავად, ყოფილი კონტრაბანდისტი პანამაში მიემგზავრება,რომ მილიონი დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები გადმოიტანოს.
ტრეილერი
6.5
გამართლება / Rampart

GEO
ENG
RUS
RAMPART
გამართლება
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური სკანდალი დატრიალებული ლოს ანჯელესის პოლიციის სპეციალურ განყოფილებაში, რომელშიც ორმოცდაათზე მეტი ოფიცერი წარდგა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, კორუფციასთან და თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.ოფიცერი, რომელიც შემთხვევით ჩათრეულ იქნა ამ საქმეშე, ცდილობს აღადგინოს მისი კარგი სახელი და რეპუტაცია.
ტრეილერი
5.8
პანდორუმი / Pandorum

GEO
ENG
RUS
PANDORUM
პანდორუმი
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
კოსმოსური ხომალდის გუნდის ორი წევრი მიტოვებულ ხომალდზე იღვიძებს და წარმოდგენა არა აქვთ რამდენი ხანი იყვნენ უგონოდ ან რატომ მოხვდნენ იქ. ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ მარტოები სულაც არ არიან და რომ სინამდვილე ბევრად უფრო საშიშია ვიდრე მათ წარმოედგინათ.
ტრეილერი
6.8
შიკრიკი / The Messenger

GEO
ENG
RUS
THE MESSENGER
შიკრიკი
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
აშშ-ს არმიის სერჟანტი უილ მონტგომერი დაბრუნდა ერაყიდან და ახალი მოვალეობა გაუჩნდა – მან დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებს პირადად უნდა აცნობოს, რომ მათი მეუღლეები ფრონტიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებიან. ძნელია "სიკვდილის მოციქულის" ეთიკური დილემის წარმოდგენა, რადგან სერჟანტ მონგომერის ერთ-ერთი ქვრივის მიმართ გრძნობები გაუჩნდა.
ტრეილერი
7.1
საუკეთესო დრო / The Finest Hours

GEO
ENG
RUS
THE FINEST HOURS
საუკეთესო დრო
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს მაშველების შესახებ, რომლებიც საზარელ შტორმში გაემართებიან შუაზე გაგლეჯილ გემზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად.
ტრეილერი
6.8
30 დღიანი ღამე / 30 Days of Night

GEO
ENG
RUS
30 DAYS OF NIGHT
30 დღიანი ღამე
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ალიასკაზე ზამთარში დღე ღამისაგან დიდად არ განსხვავდება, მხოლოდ სიბნელეა და ასე გრძელდება მთელი თვე. ამაში გასაკვირი არაფერი იყო მანამ, სანამ სიბნელიდან არ გამოჩნდნენ ბოროტი ძალები და ვამპირები, რომლებიც შიშს თესავდნენ პატარა ქალაქში.
ტრეილერი
6.6