გამოჩენა / Showing Up

GEO
ENG
RUS
SHOWING UP
გამოჩენა
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა თანამედროვე მოქანდაკის, ლიზი კარის ნათელი პორტრეტი მისი დაგეგმილი პერსონალური გამოფენის წინ, რომელმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს მისი ცხოვრება. მთავარი გმირი მთელი ძალებით ცდილობს დააბალანსოს თავისი ქაოტური შემოქმედებითი ცხოვრება ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ყოველდღიურ დრამასთან, რომელიც ჩამოყალიბებული ცხოვრების ქაოსიდან შთაგონებას იღებს თავისი ხელოვნებისთვის…
ტრეილერი
7.0
თეთრი ხმაური / White Noise

GEO
ENG
RUS
WHITE NOISE
თეთრი ხმაური
2 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
ნოა ბაუმბახის ამავე სახელწოდების სატირული რომანის ეკრანიზაცია. ერთდროულად მხიარული და შემზარავი, ლირიკული და აბსურდული, ბანალური და აპოკალიფსური ამბავი თანამედროვე ამერიკული ოჯახის შესახებ. სანამ მშობლები და ბავშვები მთელი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ კონფლიქტებს, ისინი ასევე იკვლევენ სიყვარულისა და სიკვდილის უნივერსალურ საიდუმლოებებს და სვავენ კითხვებს, როგორ გახდნენ ბედნიერები ასეთ არასტაბილურ სამყაროში. უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ გლედნი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს შეისწავლის, დაქორწინებულია ბაბეტზე და ჰყავს ოთხი თინეიჯერი შვილი, ყველაფერ ამასთან ერთად, მათ გარდაუვალ სიკვდილზე შემაშფოთებელი ფიქრები და შიში არ ტოვებთ. ერთ დღეს ეს შიში მძაფრდება, როდესაც ჯეკი “ჰაერის ტოქსიკური მოვლენის” – კატასტროფული სარკინიგზო ავარიის შესახებ გაიგებს, რომელიც ათავისუფლებს ქიმიურ მომწამვლელ გაზს მის მშობლიურ ქალაქში.
ტრეილერი
0.0