უდიპლომო სასიძო / Udiplomo Sasidzo

GEO
ENG
RUS
UDIPLOMO SASIDZO
უდიპლომო სასიძო
1 საათი 11 წუთი
მოკლე აღწერა
ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს
ტრეილერი
7.4
გიორგი სააკაძე

GEO
ENG
RUS
გიორგი სააკაძე
2 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში უდგას გიორგი სააკაძე, ის თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ და ქართლის მეფეს, ლუარსაბ II–ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ თვლიან, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს მას შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს გადასცემენ. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.
ტრეილერი
0.0