კაკეგურუი: ტყუპები / Kakegurui Tsuin

GEO
ENG
RUS
KAKEGURUI TSUIN
კაკეგურუი: ტყუპები
24 წუთი
მოკლე აღწერა
ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებული, ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა, მერი საოტომე წარმატებით აბარებს სატრანსფერო გამოცდებს და იწყებს სიარულს კერძო აკადემიაში “ჰაკაო”, უმაღლესი კლასის ელიტარული სკოლა, რომელშიც იაპონიის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების შვილები სწავლობენ, სადაც აზარტული თამაშები სკოლის წესების ცენტრალური ნაწილი გახდა. საოტომე სწრაფად ეგუება სკოლის უცნაურ სისტემას და სწრაფად ემორჩილება აზარტული თამაშების მანიას. შედეგად, სოციალურ კიბეზე ასვლით შეპყრობილი, ახალგაზრდა გმირი მალევე ხდება ცნობილი თავისი განსაკუთრებული უნარებით.
ტრეილერი
6.6
საქორწილო სეზონი / Wedding Season

GEO
ENG
RUS
WEDDING SEASON
საქორწილო სეზონი
45 წუთი
მოკლე აღწერა
კომედიური თრილერი, რომელიც ახალგაზრდა ქეითისა და სტეფანის რომანტიკული ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ ქეითის ქორწილში და რომანს გააბავენ, მიუხედავად იმისა, რომ ქეთის უკვე ჰყავს საქმრო. საზარელი ქორწილიდან ორი თვის შემდეგ, როდესაც გოგონას ახალ ქმარს და მთელ მის ოჯახს მოკლავენ, პოლიცია ფიქრობს, რომ ეს სტეფანმა გააგეთა. სტეფანი ქირობს, რომ ეს ქეითიმ გააკეთა. ქითი ფიქრობს, რომ ეს მისმა ყოფილმა ქმარმა გააკეთა. სინამდვილეში არავინ იცის, სადა მარხია ძაღლის თავის.
ტრეილერი
6.6
კოლეჯი / High School

GEO
ENG
RUS
HIGH SCHOOL
კოლეჯი
1 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი კანადელი მიმღერალი ტყუბი დების, ტეგან და სარა კუინების ამავე სახელწოდების ბეტსელერზე დაფუძნებული კომედიური დრამა, რომელიც საკუთარი თავის პოვნის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოგზაურობა კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც გყავს ტყუპი და, რომლის ბრძოლა და თავის აღმოჩენა ასე მჭიდროდ იმიტირებს შენსას. 1990-იანი წლების გრანჟისა და რევის ფონზე, სერიალი აერთიანებს ტყუპი დების პარალელურ და კონფლიქტურ მოგონებებს, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულ სამყაროებში გაიზარდნენ.
ტრეილერი
0.0
ნარკო-წმინდანები / Narco-Saints

GEO
ENG
RUS
NARCO-SAINTS
ნარკო-წმინდანები
50 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, რომელშიც მოვლენები სამხრეთ ამერიკაში ვითარდება, სადაც მოქმედი კორეელი ნარკობარონი სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ყურადღებას მიიპყროობს, რომლებიც თავიანთ საიდუმლო ოპერაციაში დახმარებას სთხოვენ უბრალო მეწარმეს, რომელიც თავისი ბიზნესის გაფართოვების და გამდიდრების მიზნით სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სურინამის რესპუბლიკაში აღმოჩნდება. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია ნარკობარონის დაჭერის საიდუმლო ოპერაციას შეუერთდეს, მაგრამ მალე მხულებამდე იფლობა ნარკოდანაშაულის საშიშ სამყაროში.
ტრეილერი
7.4
მამაცები / The Brave Ones

GEO
ENG
RUS
THE BRAVE ONES
მამაცები
45 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები თანამედროვე სამხრეთ აფრიკის პარალელურ და ზებუნებრივ სამყაროში ვითარდება, რომელიც აფრიკული ღმერთებისა და ციური არსებების შესახებ მოგვითხრობს. ყოვლისშემძლე ქალღმერთი, ახალგაზრდა ქალად გადაიქცევა, რომელმაც ახლა უნდა გამოიყენოს თავისი ღვთაებრივი ძალები, რათა შეებრძოლოს თავის ძლევამოსილ მოწინააღმდეგეებს, შური იძიოს დის სიკვდილზე და დაიცვას თავისი ოჯახი განადგურებისგან.
ტრეილერი
0.0
პერიფერიული მოწყობილობა / The Peripheral

GEO
ENG
RUS
THE PERIPHERAL
პერიფერიული მოწყობილობა
50 წუთი
მოკლე აღწერა
უილიამ გიბსონის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფანტასტიკური სერიალი, რომელშიც მოვლენები ახლო მომავალში ვითარდება და სამხრეთ ამერიკაში მდებარე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ფლინ ფიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მუშაობს ადგილობრივ 3D ბეჭდვის მაღაზიაში და შოულობს საჭირო დამატებით ფულს ვირტუალური თამაშების თამაშით. ერთ ღამეს ის გარნიტურას იკეთებს და მოულოდნელად აღმოჩნდება ფუტურისტულ ლონდონში – გლუვ და იდუმალ სამყაროში. მაგრამ ეს არ ჰგავს არცერთ თამაშს, რომელიც მას მანამდე უთამაშია: ფლინი იწყებს იმის გააზრებას, რომ ეს არ არის ვირტუალური რეალობა… ეს რეალურია. ვიღაცამ ლონდონში, სამოცდაათი წლის შემდეგ, იპოვა გზა ფლინის სამყაროში. და რამდენადაც მიმზიდველი არ უნდა იყოს ლონდონი… ის ასევე საშიშია. როდესაც ფლინი ეძებს ვინ დააკავშირა მათი სამყაროები და რა მიზნით, მისი აქ ყოფნა სახიფათო ძალებს ამოქმედებს, რომლებიც გეგმავენ გაანადგურონ ფლინი და მისი ოჯახი საკუთარ სამყაროში.
ტრეილერი
0.0
ინსაიდერი / Inside Man

GEO
ENG
RUS
INSIDE MAN
ინსაიდერი
1 საათი
მოკლე აღწერა
აშშ-ში მდებარე ციხეში მყოფი სიკვდილმისჯილი პატიმარი ჯეფერსონ გრიფი სასოწარკვეთილი ეძებს ცოდვების გამოსყიდვას სიკვდილით დასჯის წინ. ახალგაზრდა ჟურნალისტი ბეტ დევენპორტი, რომელიც ინგლისში მატარებლით მგზავრობს, ეძებს სენსაციურ ამბავს. წყნარ პატარა სოფელში მცხოვრები მღვდელი ჰარი უოტლინგი მისი შვილის მათემატიკის მასწავლებელი ჯენის ფაიფი სადგურიდან სახლში მიჰყავს. ეს ოთხი გმირი სულ მალე საშინელი დილემის წინაშე აღმოჩნდება, რამაც შეიძლება ერთ-ერთი მათგანი მკვლელობამდე მიიყვანოს…
ტრეილერი
0.0
მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი / Dahmer – Monster: The Jeffrey Dahmer Story

GEO
ENG
RUS
DAHMER - MONSTER: THE JEFFREY DAHMER STORY
მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი
8 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
კრიმინალური სერიალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის, ჯეფრი დამერის შესახებ, რომელმაც სამ წელიწადში მოკლა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ. სერიალი უღრმავდება პოლიციის არაკომპეტენტურობასა და აპათიას, რამაც ვისკონსინის მკვიდრს საშუალება მისცა გაეგრძელებინა მკვლელობები წლების განმავლობაში, და ასახავს მინიმუმ 10 შემთხვევას, როდესაც დამერი თითქმის დააკავეს, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს. სერიალი ასევე ეხება თეთრკანიანთა პრივილეგიას, რადგან მოწესრიგებულმა და სიმპათიურმა თეთრკანიანმა ბიჭმა, არაერთხელ მიიღო ლმობიერება პოლიციელებისგან და მოსამართლეებისგან.
ტრეილერი
8.6
ნულიდან / From Scratch

GEO
ENG
RUS
FROM SCRATCH
ნულიდან
მოკლე აღწერა
ტემბი ლოკის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ რომანზე დაფუძნებული დრამატული სერიალი, ახალგაზრდა ამერიკელი სტუდენტის ემის შესახებ, რომელსაც შეუყვარდება სიცილიელი შეფ-მზარეული ლინო იტალიაში სწავლის დროს, ხოლო შემდეგ მასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას შეერთებულ შტატებში. გმირების მღელვარე რომანი ბევრ გაუთვალისწინებელ სირთულეს აწყდება, მათ შორის ოჯახურ ტრადიციებში განსხვავებებს. მაგრამ როდესაც ლინოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება, ორი ოჯახი ერთიანდება და ამტკიცებს, რომ სიყვარული არღვევს ყველა ზღვარს.
ტრეილერი
0.0
ალასკა დეილი / Alaska Daily

GEO
ENG
RUS
ALASKA DAILY
ალასკა დეილი
45 წუთი
მოკლე აღწერა
აილინი ფიცჯერალდი – გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც წარუმატებლობის შემდეგ ტოვებს თავის ნიუ-იორკულ მშფოთვარე ცხოვრებას და გადადის ალასკაში, რათა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, სადაც ეძებს ხსნას როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმეში მას შემდეგ, რაც შეუერთდება ქალაქის ყოველდღიურ გაზეთს ანკორიჯში. მისი პირველი დავალება: სენსაციის მოპოვებაა ჩახლართული საქმეზე სერიული მკვლელის შესახებ, რომელიც ნადირობს მკვიდრ ქალებზე.
ტრეილერი
0.0
ბავშვები და მანქანები / Firebuds

GEO
ENG
RUS
FIREBUDS
ბავშვები და მანქანები
23 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური სერიალი, პატარა მაშველი ბავშვების გუნდის და სახანძრო მანქანების შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოვლენები ვითარდება ფანტასტიკურ სამყაროში, სადაც მოლაპარაკე მანქანები ცხოვრობენ, მუშაობენ და თამაშობენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართავენ მათ, როდესაც ისინი ერთიანდებიან მათ მეგობრებთან და გუნდურად მუშაობენ თავიანთი საზოგადოების დასახმარებლად. ადაიანები და მანქანები ერთად მიდიან თავგადასავალში, რომლის დროსაც აღმოაჩენენ რას ნიშნავს იყო გმირი.
ტრეილერი
0.0
შანტარამი / Shantaram

GEO
ENG
RUS
SHANTARAM
შანტარამი
მოკლე აღწერა
გრეგორი დევიდ რობერტსის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ ბესტსელერზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, 1978 წელს ავსტრალიაში შეიარაღებული ძარცვების სერიაში ბრალდებული ყოფილი ნარკომანის, ლინი ფორდის შესახებ, რომელიც პატიმრობიდან თავის დაღწევას და ბომბეიში ახერხებს გაქცევას. ბედის ანაბარა, ოჯახისგან და მეგობრებისგან მოწყვეტილი, მთავარი გმირი ახალ ცხოვრებას პოულობს ინდოეთის ბარაკებში, ბარებსა და კრიმინალურ სამყაროში. მარტო უცნობ ქალაქში, ლინი მთელი ძალებით ცდილობს თავიდან აიცილოს პრობლემები, რომელსაც ის გაიქცა, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება ავღანეთში, სადაც პარტნიორობას უწევს მაფიის ბოსს, რომელიც რუსი კრიმინალების წინააღმდეგ იბრძვის. საბოლოოდ, მას შეუყვარდება იდუმალი ქალი, სახელად კარლა და ახლა მან უნდა გააკეთოს არჩევანი თავისუფლებასა და სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს შორის.
ტრეილერი
0.0
გაუმართაობა / Glitch

GEO
ENG
RUS
GLITCH
გაუმართაობა
1 საათი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა გოგონა ჰონგ ჯი-ჰე გავლენიანი კავშირების მქონე მდიდარი ოჯახიდანაა. სწორედ თავისი ოჯახური კავშირების გამო არის დასაქმებული და მუდმივი სამსახური აქვს, რომლის მეგობარი ბიჭი ოთხი წლის წინ მოულოდნელად გაუჩინარდა. ჰო ბო-რა “ამო”-ს დამკვირვებელთა საზოგადოების წევრია, რომელიც იყენებს კლავიატურას იარაღად, რათა დაეხმაროს გოგონას გაუჩინარებული მეგობარი ბიჭის ძებნაში. შედეგად, ახალგაზრდა გმირები ველური შეთქმულების შესახებ საშინელ სიმართლეს გამოავლელენ.
ტრეილერი
0.0
ქალის იარაღი / Armas De Mujer

GEO
ENG
RUS
ARMAS DE MUJER
ქალის იარაღი
მოკლე აღწერა
ოთხი ახალგაზრდა ქალი განიცდის ყველაზე საშინელ კოშმარს მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა მათი ქმრები ერთსა და იმავე კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირების გამო. მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული, ახალგაზრდა გმირები ახლა იძულებულები გახდებიან თავიანთი ძალები ყველაზე უჩვეულო გზით გააერთიანონ…
ტრეილერი
0.0
კვანტური ნახტომი / Quantum Leap

GEO
ENG
RUS
QUANTUM LEAP
კვანტური ნახტომი
45 წუთი
მოკლე აღწერა
თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დოქტორი სემ ბეკეტი შევიდა კვანტური ნახტომის ამაჩქარებელში და უკვალოდ გაუჩინარდა. შედეგად, პროექტის გადასატვირთად ახალი გუნდი იკრიბება, რომელსაც ხელმძღვანელობს ფიზიკოსი ბენ სონგი. თუმცა, ყველაფერი იცვლება, როდესაც ბენი არასანქცირებულ ნახტომს აკეთებს წარსულში, რის გამოც ახლა მისი გუნდი მთელი ძალებით ცდილობს საიდუმლო ამოხსნას, თუ რატომ გააკეთა მან ეს. მისი ნახტომების დროს ბენის გვერდით იმყოფება დაჯილდოებული ომის ვეტერანი ედისონი, რომელიც ჩანს ჰოლოგრამის სახით, რომლის დანახვა და მოსმენა მხოლოდ ბენს შეუძლია.
ტრეილერი
0.0
ვარსკვლავური ომები: ჯედაების ამბები / Star Wars: Tales of the Jedi

GEO
ENG
RUS
STAR WARS: TALES OF THE JEDI
ვარსკვლავური ომები: ჯედაების ამბები
15 წუთი
მოკლე აღწერა
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიალი, რომელიც მედია-ფრენჩაიზის “ვარსკვლავური ომების“ ნაწილი გახდება, რომლის თითოეული ეპიზოდი მოგვითხრობს პრიკველების ტრილოგიიდან სხვადასხვა ჯედაების ამბებს. პირველი სეზონის ექვსი ეპიზოდი იყოფა ორ “გზად”: პირველი მოგვითხრობს ასოკა ტანოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების შესახებ, ხოლო მეორე აღწერს გრაფი დუკუს ახალგაზრდობას მისი ბნელი ძალების მხარეზე გადასვლამდე…
ტრეილერი
0.0
სანტა კლაუსები / The Santa Clauses

GEO
ENG
RUS
THE SANTA CLAUSES
სანტა კლაუსები
44 წუთი
მოკლე აღწერა
2006 წლის ფილმის “სანტა კლაუსი 3” გაგრძელება სკოტ კელვინის შესახებ, რომელიც უახლოვდება თავის 65 წლის იუბილეს და ხვდება, რომ სამუდამოდ სანტა ვერ იქნება. შედეგად, ის იწყებს სანტას მოვალეობების დაკარგვას, და, რაც მთავარია, მას ჰყავს ოჯახი, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ნორმალურ სამყაროში ცხოვრებით, განსაკუთრებით მისი ორი ვაჟი, რომელთაგანაც ერთი გაიზარდა ილინოისში, ხოლო მეორე პოლუსში. მრავალ ელფთან, შვილთან და ოჯახთან ერთად, სკოტი აპირებს სანტას შესაფერისი შემცვლელის პოვნას და თან ოჯახს ამზადებს ახალი თავგადასავლებისთვის პოლუსის სამხრეთით.
ტრეილერი
0.0
ეს ინგლისია / This England

GEO
ENG
RUS
50 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული მინისერიალი, რომელშიც მოვლენები დაუნინგ-სტრიტზე მდებარე ბრიტანეთის სამთავრობო კაბინეტებში ვითარდება და გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ყველაზე დამანგრეველი მოვლენის მთელი ქვეყნის ისტორიაზე გავლენის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სათავეში ედგა პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც მოქმედებდა უპრეცედენტო დროში, გლობალური პანდემიის პირობებში. ყურადღების ცენტრში პანდემიის გავლენა და მეცნიერების, ექთნებისა და ექიმების რეაქციაა, რომლებიც დაუღალავად და გმირულად მუშაობდნენ ვირუსის შეკავებლად და დასაძლევად.
ტრეილერი
0.0
დედოფლები / Queens

GEO
ENG
RUS
QUEENS
დედოფლები
44 წუთი
მოკლე აღწერა
მუსიკალური დრამა, გაუცხოებული და ურთიერთობას მოწყვეტილი ოთხი ქალის ბრაიანას, ჯილის, ვალერიას და ნაომის შესახებ, რომლებიც ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, სახელწოდებით Nasty Bitch-ის სახით სცენაზე გამოდიოდნენ 1990-იან წლებში. ერთად, მათ არა მხოლოდ თავდაყირა დააყენეს ჰიპ-ჰოპ სამყარო, არამედ მიაღწიეს ლეგენდარულ სტატუსს თავიანთი მუსიკით. ახლა ეს ოთხი ქალი 40 წლისაა, რომლებიც გაერთიანებას გადაწყვეტენ, რათა დიდების და სიამაყის დაბრუნების შანსი მოიპოვონ, რომელიც მათ 90-იან წლებში ჰქონდათ, რამაც ისინი ლეგენდარული გახადა ჰიპ-ჰოპ სამყაროში. მაგრამ შეძლებენ თუ არა ყოფილი მეგა ვარსკვლავები ამ ამბიციური მიზნის მიღწევას?
ტრეილერი
6.2
ინგლისელი / The English

GEO
ENG
RUS
THE ENGLISH
ინგლისელი
მოკლე აღწერა
ეპიკური ვესტერნი, რომელშიც მოვლენები 1890 წელს ვითარდება და მოგვითხრობს შთამბეჭდავ ამბავს რასის, ძალაუფლებისა და სიყვარულის შესახებ. ინგლისელი არისტოკრატი ლედი კორნელია ლოკი ჩადის ველურ დასავლეთში, რათა შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც, მისი აზრით, მოკლა მისი შვილი. იქ ის ხვდება ყოფილ კავალერიის მზვერავს და პაუნის ტომის წარმომადგენელს, ელაი უიპის, რომელიც ოცნებებსა და სისხლზე აგებულ სასტიკ გარემოში მისი მეგზური გახდება. ისინი ერთად მიდიან საფრთხეებით სავსე მოგზაურობაში სასტიკ ქვეყანაში, სადაც გადაურჩებიან ბევრ დრამატულ მოვლენას და აღმოაჩენენ კავშირს ერთმანეთთან.
ტრეილერი
0.0
ეშმაკი ოჰაიოში / Devil in Ohio

GEO
ENG
RUS
DEVIL IN OHIO
ეშმაკი ოჰაიოში
1 საათი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული დარია პოლატინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც სატანისტური კულტიდან გაიქცევა. როდესაც თხუთმეტი წლის ჟიულ მატისი სკოლიდან სახლში ბრუნდება და სამზარეულოში მჯდომარე უცნობ გოგონას აღმოაჩენს, მისი ფსიქიატრი დედა აცნობებს, რომ მეი – მისი ერთ-ერთი პაციენტია და რამდენიმე დღე დარჩება სახლში, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებს ოჯახს. მალე მეი იცვამს ჟიულის ტანსაცმელს, იკავებს მის საძინებელს და მის შეყვარებულს ეფლირტავება. მეი კი წასვლას არ აპირებს. შემდეგ ყველაფერი იცვლება, როცა გაოცებული ახლგაზრდა გმირი მეის ზურგზე ამოკვეთილ პენტაგრამას შეამჩნევს. შედეგად, ჯიული აგროვებს მტკიცებულებებს და აღმოაჩენს, რომ მეი იდუმალ კულტს გადურჩა, რომელმაც ფესვები გაიდგა ახლომდებარე ქალაქში. და ახლა კულტი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, რომ მეი დაიბრუნოს.
ტრეილერი
0.0
ლუდიკი / Ludik

GEO
ENG
RUS
LUDIK
ლუდიკი
1 საათი
მოკლე აღწერა
მდიდარ აღმოსავლეთ პრეტორიაში მცხოვრები ოჯახის კაცი – დენიე ლუდიკი, ავეჯის წარმატებული გამყიდველია, რომელიც ასევე ბრილიანტის კონტრაბანდით არის დაკავებული. როდესაც მისი კონტრაბანდის ოპერაციის დეტალები სამხრეთ აფრიკულ მაფიამდე მიაღწევს და მისი ოჯახის წევრს გაიტაცებენ, დენიე იძულებულია გამოიყენოს თავისი ავეჯის ბიზნესი ცენტრალურ აფრიკაში იარაღის გადასატანად, რომელიც ამას თავისი იმპერიის გაფართოების შესაძლებლობად ხედავს. მისი ოჯახური ცხოვრების არეულობაში, მთავარი გმირის მონდომება და პრიორიტეტები გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან მას ოჯახის დაკარგვის, პატიმრობისა და სიკვდილს საფრთხე ემუქრება. როდესაც ის ცდილობს შეინარჩუნოს პირადი ურთიერთობები და ბიზნესი, დენიე უნდა დაეყრდნოს როგორც ძველ, ისე ახალ მოკავშირეებს გამარჯვებისთვის.
ტრეილერი
4.8
სიყვარულით ვიქტორი / Love, Victor
სეზონი 3 - სერია 3

GEO
ENG
RUS
LOVE, VICTOR
29 წუთი
მოკლე აღწერა
კრიკვუდის სკოლის ახალი მოსწავლე საკუთარი თავის აღმოსაჩენად მიემგზავრება. მას სახლში პრობლემები აქვს , ის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სექსუალურ ორიენტაციაში, ამიტომ დასახმარებლად საიმონს დაუკავშირდება.
ტრეილერი
8.3
დროის ბორბალი / The Wheel of Time
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
THE WHEEL OF TIME
დროის ბორბალი
60 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალის სიუჟეტი ერთ სოფელში მცხოვრები მეგობრების შესახებ გვიყვება, რომლებიც იძულებულები არიან ბოროტი ძალის - "ბნელის" მსახურებს გაექცნენ. გზაში მათ მაგიური ორდენის, აიზ სედაის წარმომადგენლები, მორეინი და ლანი ეხმარებიან. გმირებს ორდენის ციხესიმაგრემდე მიღწევა სურთ, თუმცა ფაქტი არაა, რომ მათ იქ მიიღებენ.
ტრეილერი
7.4
ქაღალდის სახლი: კორეა - ერთიანი ეკონომიკური ზონა / Money Heist: Korea - Joint Economic Area
სეზონი 1 - სერია 5

GEO
ENG
RUS
MONEY HEIST: KOREA - JOINT ECONOMIC AREA
ქაღალდის სახლი: კორეა - ერთიანი ეკონომიკური ზონა
მოკლე აღწერა
ამავე სახელწოდების ცნობილი ესპანური კრიმინალური სერიალის რიმეიკი, იდუმალი დახელოვნებული ოსტატის და ბრწყინვალე სტრატეგის, მეტსახელად “პროფესორის” შესახებ, რომელიც კორეის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან განსხვავებული შესაძლებლობების მქონე გამოცდილი ქურდების ჯგუფთან ერთად ისტორიაში ყველაზე უპრეცედენტო ძარცვის განსახორციელებას გეგმავს, რათა მოიპაროს ერთიანი კორეის ახლად შექმნილი ვალუტა. მაგრამ გმირების ძარცვის იდეალური გეგმა თავდაყირა დადგება, როდესაც ისინი მძევლებს აყვანენ, რაც მოულოდნელ მოვლენებს გამოიწვევს.
ტრეილერი
5.1
მართმსაჯულება / Yargi
სეზონი 3 - სერია 30

GEO
ENG
RUS
YARGI
მართმსაჯულება
36 წუთი
მოკლე აღწერა
ადვოკატი ჯეილინისა და პროკურორი ილგაზის გზები მაშინ იკვეთება, როდესაც მათ მკვლელობის საქმეზე მუშაობა ერთად მოუწევთ...
ტრეილერი
8.8
კარგი ადგილი / The Good Place
სეზონი 4 - სერია 10

GEO
ENG
RUS
THE GOOD PLACE
კარგი ადგილი
23 წუთი
მოკლე აღწერა
კარგი ადგილი, არის ის სადაც ვინმე თავს კარგად გრძნობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაიკლი არქიტექტორია. ელეონორა ჩადის კარგ ადგილას , მაგრამ იგი თვლის რომ ამ ადგილზე ყოფნას არ იმსახურებს. მაიკლის დახმარებით ელეონორა შეძლებს თავი დაანებოს მცდელობას დაიმსახუროს კარგ ადგილას ყოფნა.
ტრეილერი
8.1
კაცი ფუტკრის წინააღმდეგ / Man vs Bee
სეზონი 1 - სერია 9

GEO
ENG
RUS
MAN VS. BEE
კაცი ფუტკრის წინააღმდეგ
10 წუთი
მოკლე აღწერა

მოკლე ეპიზოდებისგან შემდგარი კომედიური სერიალი, მოუხერხებელი მამის ტრევორის (როუენ ატკინსონი) შესახებ, რომელსაც ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშებით, კლასიკური მანქანებით და საყვარელი ძაღლით სავსე, მდიდრული და ელეგანტური სასახლის დაცვა და მოვლა დაევალება. მაგრამ როდესაც სასახლეში მომაბეზრებელი და ცბიერი ფუტკარი გამოჩნდება, მთავარი გმირის ცხოვრებას აფსურდულ ქაოსად აქცევს. შეძლებს ტრევოტი ყველაფერის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას, თუ მათი მღელვარე მეტოქეობა სულ უფრო და უფრო კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს? ვინ გაიმარჯვებს ბრძოლაში უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ ამ დაპირისპირებაში ბევრი დაზარალდება.

ტრეილერი
6,9
წინდადება / The Offer
სეზონი 1 - სერია 2

GEO
ENG
RUS
THE OFFER
წინადადება
60 წუთი
მოკლე აღწერა
ოსკაროსანი პროდიუსერის ალბერტ ს. რუდის არასოდეს გამოვლენილი გამოცდილება ნათლიას (1972) გადაღების შესახებ.
ტრეილერი
8.6
მეორე მე / Another Self
სეზონი 1 - სერია 7

GEO
ENG
RUS
ANOTHER SELF
მეორე მე
55 წუთი
მოკლე აღწერა
სამი ახალგაზრდა მეგობარ გოგონა მიემგზავრება თურქეთის ზღვისპირა ქალაქ აივალიქიში, ხოლო შემდეგ საკუთარ შეცვლილ მომავალში, სადაც ისინი უკავშირდებიან თავიანთ სულიერ “მეს”, რომლებიც მოულოდნელად აწყდებიან გადაუჭრელ ტრავმებს მათი ოჯახების წარსულიდან…
ტრეილერი
6.1
გაიგონე ჩემი ხმა / Duy Beni
სეზონი 1 - სერია 11

GEO
ENG
RUS
DUY BENI
გაიგონე ჩემი ხმა
35 წუთ
მოკლე აღწერა
ეკიმი და მელტემი ორი ახალგაზრდა მოზარდია, რომლებიც დებივით არიან. ისინი ცხოვრობენ მოკრძალებული ცხოვრებით თავმდაბალ უბანში, მაგრამ ყოველთვის შურდათ მდიდარი ბავშვების, რომლებიც დადიან დოღრუს საშუალო სკოლაში, საშუალო სკოლა ექსკლუზიურად მდიდარი ოჯახების ბავშვებისთვის. ეკიმს, ბექირსა და აიშეს არჩევენ, რათა ახალი სტუდენტური ცხოვრება ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში დაიწყონ, მაგრამ ისინი მალე მიხვდებიან, რომ მათი ცხოვრება რეალურად გართულდება; მათ მოუწევთ ბრძოლა მდიდარ ბავშვებს შორის გადარჩენისთვის და გაკვირვებულები დაინახავენ, რომ მდიდრებს ძალიან განსხვავებული ცხოვრება აქვთ, ვიდრე წარმოედგინათ.
ტრეილერი
6.9
ალუბლების სეზონი / Season of Cherry
სეზონი 6 - სერია 14

GEO
ENG
RUS
SEASON OF CHERRY
ალუბლების სეზონი
45 წუთი
მოკლე აღწერა
ოიკუს ოცნებაა გახდეს წარმატებული სტილისტი. ის დედასთან და თავის პატარა ძმასთან გარეუბანში ცხოვრობს. მას შეუყვარდება თავისი საუკეთესო მეგობრის ბურკუს ძმა მითი, მაგრამ მითი მას სხვანაირად უყურებს. ერთ დღეს მითსაც შეუყვარდება თავისი მეგობარი სიემა ეს სიყვარული კი ყველაფერს შეცვლის.
ტრეილერი
6.4
პატარა საყვარელი მატყუარები / Pretty Little Liars
სეზონი 7 - სერია 20

GEO
ENG
RUS
PRETTY LITTLE LIARS
პატარა საყვარელი მატყუარები
45 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი ოთხ გოგონაზე მოგვითხრობს, რომლებიც მათი საუკეთესო მეგობრის, ელისონის გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ იკრიბებიან. შეხვედრის ადგილას მათ ხვდებათ შეტყობინება ანონიმით "ა", რომელმაც ყველა მათი საიდუმლო იცის.
ტრეილერი
7.5
დიადი / The Great
სეზონი 2 - სერია 9

GEO
ENG
RUS
THE GREAT
დიადი
52 წუთი
მოკლე აღწერა
მეთვრამეტე საუკუნის ავსტრიაში მცხოვრები დიდგვაროვანი ქალი იძულებულია არჩევანი საკუთარ პირად ბედნიერებასა და რუსეთის მომავალს შორის გააკეთოს, როდესაც ცოლად იმპერატორს მიჰყვება.
ტრეილერი
7.8
ცუდი სისხლი / Bad Blood
სეზონი 2 - სერია 8

GEO
ENG
RUS
BAD BLOOD
ცუდი სისხლი
45 წუთი
მოკლე აღწერა
კანადის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მაფიოზის ისტორია. ვიტო რიზუტო დამნაშავეთა ოჯახის ბოსი ცდილობს დაამყაროს სიმშვიდე მონრეალის კრიმინალურ სამყაროში. მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ რაც 2000-იან წლებში დააპატიმრებენ მრავალი წლის წინ რამოდენიმე მკვლელობაში მონაწილეობის გამო , მისი იმპერია ინგრევა.
ტრეილერი
7.5
ფრანკენშტეინის ქრონიკები / The Frankenstein Chronicles
სეზონი 2 - სერია 6

GEO
ENG
RUS
THE FRANKENSTEIN CHRONICLES
ფრანკენშტეინის ქრონიკები
45 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალში მოქმედება მე19ე საუკუნეში ხდება. ინსპექტორი ჯონ მარლოტი იძიებს მკვლელობათა სერიას, რომელშიც შეიძლება დამნაშავე იყოს მეცნიერი, რომელსაც მკვდრების გაცოცხლება შეუძლია.
ტრეილერი
7.4
ჩვეულებრივი ადამიანები / Normal People
სეზონი 1 - სერია 12

GEO
ENG
RUS
NORMAL PEOPLE
ჩვეულებრივი ადამიანები
25 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს მარიანასა და კონელის შესახებ, რომლებიც მართალია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ეკუთვნიან, მაგრამ ორივენი ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ და მათი რომანტიკული ცხოვრების გზებიც გადაიკვეთება.
ტრეილერი
8.5
ჭორიკანა / Gossip Girl (2021)
სეზონი 1 - სერია 11

GEO
ENG
RUS
GOSSIP GIRL
ჭორიკანა
58 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორია ახალი თაობის ნიუ იორკის კერძო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ჭორებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
ტრეილერი
რევოლუცია / Revolution
სეზონი 2 - სერია 22

GEO
ENG
RUS
REVOLUTION
რევოლუცია
45 წუთი
მოკლე აღწერა
მთელი თქვენი ცხოვრება დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე. რა მოხდება თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს ენერგია მიუწვდომელი გახდება? - მთელი სამყარო გადავარდა ბნელ საუკუნეებში. თვითმფრინავები ვარდებოდნენ ციდან, საავადმყოფოები აღარ ფუნქციონირებდნენ, კავშირგაბმულობა შეუძლებელი გახდა, არანაირი თანამედროვე ტექნოლოგია. რატომ? ვინ გასცემს პასუხს. კატასტროფის შემდეგ გავიდა 15 წელი, ცხოვრება წყნარი გახდა, ისეთი როგორიც იყო სამრეწველო რევოლუციამდე: ოჯახები ცხოვრობენ მიყრუებულ ქუჩებზე, მზის ჩასვლის შემდეგ ანთებენ სანთლებს. დაისადგურა სიმშვიდემ, მაგრამ ეს სიმშვიდე ნამდვილია თუ დროებითი?
ტრეილერი
6.7
ცხოველთა სამეფო / Animal Kingdom (2016)
სეზონი 6 - სერია 11

GEO
ENG
RUS
ANIMAL KINGDOM (2016)
ცხოველთა სამეფო
60 წუთი
მოკლე აღწერა

სერიალის მთავარი გმირია ჯოშუა ჯეი კოდი, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის სანაპირო ქალაქში გადადის საცხოვრებლად თავის ავტორიტეტულ ოჯახთან მას შემდეგ, რაც დედამისი ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვლება. ამ ოჯახში გაწევრიანება იმაზე სახიფათო და საშიში აღმოჩნდება ვიდრე მოელოდა.

ტრეილერი
8.1
ზღვის ლომები / Seal Team
სეზონი 5 - სერია 14

GEO
ENG
RUS
SEAL TEAM
ზღვის ლომები
43 წუთი
მოკლე აღწერა
ისინი საზღვაო ძალების ელიტა არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ ყველაზე რთული დავალებების შესრულება უწევთ: სამძებრო სამუშაოები, დივერსიული ოპერაციები და მძევლების დახსნაც კი. ეს ბიჭები მონაწილეობდნენ ნომერ პირველი ტერორისტის დაკავებაშიც, სწორედ მათი მადლოებლი უნდა იყოს მსოფლიო სადამ ჰუსეინის დაპატიმრებისათვის.
ტრეილერი
7.6
ადგილობრივი უცხოპლანეტელი / Resident Alien
სეზონი 2 - სერია 9

GEO
ENG
RUS
RESIDENT ALIEN
ადგილობრივი უცხოპლანეტელი
47 წუთი
მოკლე აღწერა
კოსმოსური ხომალდის დაზიანების შემდეგ იდუმალი უცხოპლანეტელი იძულებულია დედამიწაზე დარჩეს. ის მთელი ძალებით ცდილობს დედამიწის მკვიდრი გახდეს და უბრალო ადამიანებს შეერიოს, უცხოპლანეტელი შეინიღბვის მიზნით გარდაცვლილი კოლორადოელი ექიმის, ჰარი ვენდერშპიგლის ვინაობას ირგებს და პატარა ქალქში დასახლება, სადაც ნელ-ნელა დედამიწაზე მისი საიდუმლო მისიის მორალურ დილემასთან იწყებს ბრძოლას.
ტრეილერი
8.4
ლეგენდა / Destan
სეზონი 4 - სერია 13

GEO
ENG
RUS
DESTAN
ლეგენდა
35 წუთი
მოკლე აღწერა
ეპიკური სიყვარულის ისტორია აკიზსა და გოკ თეგინი ბათუგას შორის, რომელიც ერთი და იმავე ადამიანმა დააობლა...
ტრეილერი
8.1
წითელი ოთახი / Kirmizi Oda
სეზონი 7 - სერია 7

GEO
ENG
RUS
KIRMIZI ODA
წითელი ოთახი
35 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი მოგვითრხობ რეალურ ამბებს, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრილ ადამიანებზე. ამ ყველაფრის ნარატორად კი თავად ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი გვევლინება.
ტრეილერი
7.5
აზიზი / Aziz
სეზონი 4 - სერია 6

GEO
ENG
RUS
AZIZ
აზიზი
35 წუთი
მოკლე აღწერა
ფრანგი ლეიტენანტის მოკვლის შემდეგ, აზიზ პაიდარი იძულებულია დატოვოს თავისი დიდი სიყვარული, დილრუბა. მოვლენის დავიწყების შემდეგ აზიზი ისევ ქალაქში ბრუნდება.
ტრეილერი
6.7
ორვილი / The Orville
სეზონი 3 - სერია 8

GEO
ENG
RUS
THE ORVILLE
ორვილი
45 წუთი
მოკლე აღწერა
25 - ე საუკუნე. ეს ის დროა, როცა კაცობრიობას დაერხა. ჩვენს პლანეტაზე არ არის საკმარისი რაოდენობის სასიცოცხლო რესურსები. სასწრაფოდ საჭიროა ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა, რათა მათთან კონტაქტი დამყარდეს და გადარჩენისთვის ხელსაყრელი საშუალებების წვდომა მოხერხდეს, დედამიწელები, ბოლოს და ბოლოს - სხვა გონიერ არსებებთან კონტაქტზე გავიდნენ. ახლა საჭიროა დიდი კოსმოსური ხომალდის აგება, რომლის მეშვეობითაც, კოსმოსურ სივრცეს აითვისებენ. პროექტს სახელად ორვილი უწოდეს...
ტრეილერი
8.0
ქვიშის კაცი / The Sandman
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
THE SANDMAN
ქვიშის კაცი
50 წუთი
მოკლე აღწერა
ნილ გეიმანის გრაფიკულ კომიქსზე დაფუძნებული ფანტასტიკური სერიალი, ჯადოქარის როდერიკ ბერჯესის შესახებ, რომელიც ცდილობს დაიჭიროს სიკვდილი, რათა მარადიული სიცოცხლე მოიპოვოს, მაგრამ ნაცვლად ამისა, სიკვდილის უმცროს ძმას, ძილს დაიჭერს. თავისი უსაფრთხოების შიშით, ჯადოქარი მორფეის სახელით ცნობილ ძილის სამეფოს მბრძანებელს შუშის ბოთლში გამოკეტავს. 70 წლის შემდეგ ძილი გაქცევას ახერხებს. თუმცა, წლების განმავლობაში სამყარო ძალიან შეიცვალა, სადაც ახლა მორფეისს ახალ რეალობასთან შეგუება და თავისი დაკარგული ძალის მოძიება და დაბრუნება მოუწევს.
ტრეილერი
8.0
პარაზიტი - პრინციპი / Parasyte: The Maxim
სეზონი 1 - სერია 18

GEO
ENG
RUS
PARASYTE: THE MAXIM
პარაზიტი - პრინციპი
25 წუთი
მოკლე აღწერა
ისინი სიმშვიდეში და სიბნელეში ცხოვრობენ, ციდან წარმოიქმნენ და ადამიანის ხორცით იკვებებიან. ისინი პარაზიტები არიან, უცხო არსებები, რომლებიც უნდა შემოიჭრან და ხელში ჩაიგდონ ადამიანთა საცხოვრებელი, რათა თვითონ გადარჩნენ.
ტრეილერი
8.4
სამსახუროებრივი მოვალეობა / Line of Duty
სეზონი 6 - სერია 7

GEO
ENG
RUS
LINE OF DUTY
სამსახუროებრივი მოვალეობა
60 წუთი
მოკლე აღწერა
ახალი ბრიტანული სერიალი რომელიც მოგვითხრობს დეტექტივ სტივ არნოტზე, რომელიც გადაიყვანეს АС-12-ში, მას შემდეგ რაც ანტიტერორისტული ოპერაცია კრახით დასრულდა.
ტრეილერი
8.6
შენიღბული აგენტი / Gizli Saklı

GEO
ENG
RUS
GIZLI SAKLI
შენიღბული აგენტი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ნაზმა პოლიციის აკადემია ახლახან დაამთავრა და პოლიციის აკადემიის დამთავრების აღსანიშნავად დედამისი და ბიძა ადგილობრივებთან ერთად ვახშამს მართავენ. ამ ვახშმის დროს ნაზი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს საეჭვო ინციდენტს ამჩნევს და მაშინვე მიჰყვება ეჭვმიტანილს. ხანმოკლე დევნის შემდეგ ის იჭერს კაცს, რომელიც აღმოჩნდება კომისარი პამირი.
ტრეილერი
7.0
შენზე ლამაზი / Senden Daha Güzel

GEO
ENG
RUS
SENDEN DAHA GÜZEL
შენზე ლამაზი
1 საათი
მოკლე აღწერა
ეფსუნი, რომელიც დერმატოლოგად მუშაობს, მშვიდად ცხოვრობს ფერმაში მამასთან ერთად, გაზიანტეპის ერთ-ერთ სოფელში. დედამ მცირე ასაკში მიატოვა იგი. ეფსუნი გადავიდა სტამბულში და გახდა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლასტიკური ქირურგი. ეფსუნი მოულოდნელად იღებს ამბავს დედისგან, რომელიც მას 12 წლის ასაკიდან არ უნახავს...
ტრეილერი
7.1
რივერდეილი / Riverdale
სეზონი 6 - სერია 22

GEO
ENG
RUS
RIVERDALE
რივერდეილი
42 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი გვიყვება ყოველთვის მხიარულ მოზარდზე არჩი ენდრიუსსა და მის მეგობრებზე რივერდეილიდან. მეგობრები ცდილობენ გამოიძიონ პატარა ქალაქის მთელი სიბნელე და უცნაურობები, რომელიც მის საღესასწაულო ფასადების უკან იმალება.
ტრეილერი
6.9
ლეგენდა ვოქს მაქინაზე / The Legend of Vox Machina
სეზონი 1 - სერია 12

GEO
ENG
RUS
THE LEGEND OF VOX MACHINA
ლეგენდა ვოქს მაქინაზე
25 წუთი
მოკლე აღწერა
ისინი ჯიუტები არიან, ისინი დაქირავებულები არიან . ვოქს მაქინას მარტივი ფული და იაფი ალები უფრო აინტერესებს, ვიდრე რეალურად სამეფოს დაცვა. მაგრამ როდესაც სამეფოს ბოროტება ემუქრება, ეს ხმაურიანი ეკიპაჟი ხვდება, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ სამართლიანობის აღდგენა.
ტრეილერი
9.3
ჩემი ბედისწერის თამაში / Kaderimin Oyunu
სეზონი 3 - სერია 14

GEO
ENG
RUS
THE GAME OF MY DESTINY
ჩემი ბედისწერის თამაში
33 წუთი
მოკლე აღწერა
ასიე ახალგაზრდა ქალი და ორი შვილის დედაა, რომელმაც ახალგაზრდობაში გაიცნო ჯემალი, შეუყვარდა და ფარულად დაქორწიდნენ. წლების შემდეგ ჯემალი ჰელინ დემირხანთან რომანს იწყებს და როცა აღმოჩნდება, რომ ის ორსულადაა, მას და მდიდარ ცხოვრებას ირჩევს, ასიეს კი მარტო უწევს ორ შვილთან ერთად ცხოვრება.
ტრეილერი
6.1
ბოროტების სავანე / Resident Evil
სეზონი 1 - სერია 5

GEO
ENG
RUS
RESIDENT EVIL
ბოროტების სავანე
50 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილ საშინელებათა ფრენჩაიზზე დაფუძნებული სერიალი, რომელშიც მოვლენები სხვადასხვა დროში ვითარდება. 14 წლის დები ჯეიდი და ბილი ვესკერები ქალაქ ნიუ-რაკუნ-სიტიში გადადიან, სადაც ისინი ხვდებიან, რომ მათი მამა შესაძლოა მალავს ბნელ საიდუმლოებებს, რომლებსაც სამყაროს განადგურება შეუძლიათ. მომაკვდინებელი T-ვირუსის აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რომელმაც გლობალური აპოკალიფსი გამოიწვია, დედამიწაზე მხოლოდ 15 მილიონი ადამიანი დარჩება, ხოლო 6 მილიარდზე მეტი T-ვირუსით დაინფიცირდება. სბოლოოდ, ვირუსი ფარმაცევტული კორპორაციის “Umbrella”-ს საზარელ საიდუმლოს ავლენს. სერიალი ჯეიდის ამ სამყაროში გადარჩენის მცდელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახლა ოცდაათი წლისაა.
ტრეილერი
3.8
გულის იარა / Kalp Yarasi
სეზონი 4 - სერია 10

GEO
ENG
RUS
KALP YARASI
გულის იარა
33 წუთი
მოკლე აღწერა
ფერიტ სანკაკზადე ანტაკიას ერთ-ერთი კარგად ჩამოყალიბებული ოჯახის სანუკვარი მემკვიდრეა. მეორეს მხრივ, აიშე სტამბოლეში მცხოვრები ცოცხალი ახალგაზრდა გოგონაა. ფერიტი, რომელიც ვაროღლუს ოჯახის ქალიშვილზე, ჰანდეზე დაქორწინებას აპირებს, მისი ოჯახის არჩევანი, უპირისპირდება ფაქტებს ქორწილის წინ და მისი სამყარო თავდაყირა დგება. ღალატით შეძრწუნებული ფერიტის გზა აიშასთან გადაიკვეთება. ორი მათგანი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ რთულ ქორწინებაში აღმოჩნდნენ. ისტორია, რომელიც ვითარდება ანტაკიაში, ანტიკურ მიწაზე, რომელიც ცივილიზაციათა აკვანია, ნამდვილ სასიყვარულო ისტორიად იქცევა მეგობრობით, სიყვარულით, წარსულით, მომავლით და მოთმინებით გატაცებული.
ტრეილერი
6.6
სტამბულელი პატარძალი / Istanbullu Gelin
სეზონი 5 - სერია 24

GEO
ENG
RUS
ISTANBULLU GELIN
სტამბულელი პატარძალი
35 წუთი
მოკლე აღწერა
ახალი რძალი ხანდახან ვერ რიგდება დედამთილთან და ეს ოჯახის ერთი დიდი პრობლემა ხდება, სწორედ ახალ რძალზე და დედამთილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს ეს სერიალი.
ტრეილერი
6.7