პატარა ნიკოლია / Little Nicholas

GEO
ENG
RUS
LITTLE NICHOLAS
პატარა ნიკოლია
1 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
სადღაც მონმარტრსა და სენ-ჟერმენ-დე-პრეს შორის, მწერლები და კარიკატურისტები ჟან-ჟაკ სემპე და რენე გოსინი თავიანთი მეგობრობის, კარიერისა და იმედებითა და ოცნებებით სავსე ბავშვობის ამბებს მოგვითხრობენ, რომლებიც მათ დიდ თეთრ ფურცელზე აცოცხლებენ პატარა ცელქ ბიჭს, ნიკოლიას, რომელიც სკოლის ეზოში თამაშებიდან და ჩხუბებიდან დაწყებული, საზაფხულო ბანაკში ხუმრობებით და მეგობრული ურთიერთობებით დამთავრებული, მხიარული და გამდიდრებული ბავშვობა აქვს. იმ დროს როდესაც ნიკოლიას და მისი მეგობრების მხიარული თავგადასავლები ვითარდება, ახალგაზრდა გმირები მათი შემქმნელების სახელოსნოში იპარებიან და სვამენ კითხვებს.
ტრეილერი
7.1
ბავშვები და მანქანები / Firebuds

GEO
ENG
RUS
FIREBUDS
ბავშვები და მანქანები
23 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური სერიალი, პატარა მაშველი ბავშვების გუნდის და სახანძრო მანქანების შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოვლენები ვითარდება ფანტასტიკურ სამყაროში, სადაც მოლაპარაკე მანქანები ცხოვრობენ, მუშაობენ და თამაშობენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართავენ მათ, როდესაც ისინი ერთიანდებიან მათ მეგობრებთან და გუნდურად მუშაობენ თავიანთი საზოგადოების დასახმარებლად. ადაიანები და მანქანები ერთად მიდიან თავგადასავალში, რომლის დროსაც აღმოაჩენენ რას ნიშნავს იყო გმირი.
ტრეილერი
0.0
ბელი და სებასტიანი: ახალი თაობა / Belle et Sébastien: Nouvelle Génération

GEO
ENG
RUS
BELLE ET SÉBASTIEN: NOUVELLE GÉNÉRATION
ბელი და სებასტიანი: ახალი თაობა
მოკლე აღწერა
10 წლის სებასტიენი უხალისოდ ატარებს არდადეგებს მთაში ბებიასთან და დეიდასთან ერთად, რომელიც მათ ცხვრების მოვლაში ეხმარება, მაგრან ეს სრულიად უინტერესო ხდება ისეთი ქალაქელი ბიჭისთვის, როგორიც ის არის. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ახალგაზრდა გმირი უზარმაზარ ძაღლს, ბელის შეხვდება რომელსაც პატრონი ცუდად ეპყრობა. ახლა იგი მზად არის ყველაფერი გააკეთოს უსამართლობასთან საბრძოლველად და თავისი ახალი მეგობრის დასაცავად, რის შედეგადაც სებასტიანი ყველაზე გიჟურ ზაფხულ ატარებს მის ცხოვრებაში.
ტრეილერი
0.0
მოჯადოვებული 2 / Disenchanted

GEO
ENG
RUS
DISENCHANTED
მოჯადოვებული 2
მოკლე აღწერა
პირველი ფილმის “მოჯადოვებული” მოვლენებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, ჟიზელი, რობერტი და მორგანი გადადიან ახალ სახლში მონროვილის გარეუბანში, სადაც საზოგადოებას მეთვალყურეობს მალვინა მონრო, რომელსაც აქვს ბოროტი ზრახვები ოჯახის მიმართ. როდესაც პრობლემები წარმოიქმნება, ჟიზელი იწყებს ოცნებას, რომ მათი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსოს. შედეგად, შელოცვა უკუშედეგს გამოიწვევს და ახლა ჟიზელი ჩქარობს გადაარჩინოს თავისი ოჯახი და სამშობლო, ანდალასიას სამეფოში, სანამ საათი შუაღამეს ჩამოკრავს.
ტრეილერი
0.0
სანტა კლაუსები / The Santa Clauses

GEO
ENG
RUS
THE SANTA CLAUSES
სანტა კლაუსები
44 წუთი
მოკლე აღწერა
2006 წლის ფილმის “სანტა კლაუსი 3” გაგრძელება სკოტ კელვინის შესახებ, რომელიც უახლოვდება თავის 65 წლის იუბილეს და ხვდება, რომ სამუდამოდ სანტა ვერ იქნება. შედეგად, ის იწყებს სანტას მოვალეობების დაკარგვას, და, რაც მთავარია, მას ჰყავს ოჯახი, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ნორმალურ სამყაროში ცხოვრებით, განსაკუთრებით მისი ორი ვაჟი, რომელთაგანაც ერთი გაიზარდა ილინოისში, ხოლო მეორე პოლუსში. მრავალ ელფთან, შვილთან და ოჯახთან ერთად, სკოტი აპირებს სანტას შესაფერისი შემცვლელის პოვნას და თან ოჯახს ამზადებს ახალი თავგადასავლებისთვის პოლუსის სამხრეთით.
ტრეილერი
0.0
L.O.L. სიურპრიზი: ფილმი / L.O.L. Surprise: The Movie

GEO
ENG
RUS
L.O.L. SURPRISE: THE MOVIE
L.O.L. სიურპრიზი: ფილმი
47 წუთში
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა გოგონა მოულოდნელად პოპულარული თოჯინების კომპიუტერულ გრაფიკაში მოხვება. ანიმაციური სამყარო, სადაც ახლა ის უნდა დაეხმაროს მათ ფილმის გადაღებაში, რომელიც ახალ გარემოს სწრაფად ეგუება და იწყებს ახალი ფილმის გადაღებას. მას ბევრი რამ აქვს სასწავლი. და ამაში ის მარტო არ არის, რადგან მის გვერდით მისი მარიონეტული მეგობრები არიან. სპეცეფექტების, მწვანე ეკრანების, კასტინგის, კოსტიუმებისა და ხმის ეფექტების აღმოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი ასევე სწავლობს ცვლილებების შიშის დაძლევას, სანამ ახალ სახლში გადავა. აქ გოგონა მრავალი განსაცდელის წინაშე დეგბა და ეცნობა კინოგადაღების საოცრებებს.
ტრეილერი
3.6
ბლუბეკი / Blueback

GEO
ENG
RUS
BLUEBACK
ბლუბეკი
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
სანამ საზღვაო ბიოლოგი ები გემზე იმყოფება, რომელიც ავსტრალიის მარჯნის რიფების ნელ შლას შეისწავლის, მას ურეკავენ და ეუბნებიან, რომ დედამისმა გადაიტანა ინსულტი, რის გამოც მას არ შეუძლია ლაპარაკი. ები იწყებს თავისი ბავშვობის და იმ უზარმაზარი გავლენის შესახებ ფიქრს, რომელიც დედამ მოახდინა გოგონას მსოფლმხედველობაზე. მოგონებებში ჩვენ ვხვდებით თინეიჯერ ების, რომელიც თავდაჯერებულობასა და ცნობისმოყვარეობას ავლენს და ღრმად არის დაინტერესებული იმ ყურის დასაცავად, სადაც ისინი ცხოვრობენ. ადგილობრივ მეთევზესთან მხიარულ შეხვედრებს შორის, ის აგრძელებს კონტაქტს ლურჯ თევზთან, რომელსაც სიყვარულით ეძახის “ბლუბეკს”, რომელიც ხდება ოკეანის ყველა საოცრების შეხსენების მიზეზი და გზა ებისა და დედამისს შორის უფსკრულის გადასალახად.
ტრეილერი
0.0
უენდელი და უაილდი / Wendell and Wild

GEO
ENG
RUS
WENDELL & WILD
უენდელი და უაილდი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
საშინელებათა შავი კომედია, ორი მზაკვარი დემონი-ძმის, უენდელი და უაილდი სანდერსების შესახებ, რომლებიც ჯოჯოხეთიდან გარბიან და ახლა იძულებულნი არიან თავიანთ მოსისხლე მტრებს – დემონების გამდევნელ მონაზონ დებს, ჰელებს და მათ ორ თანაშემწე – თინეიჯერ-გოთებს, კეტის და რაულის დაუპირისპირდნენ…
ტრეილერი
0.0
ნიანგი ლაილი / Lyle, Lyle, Crocodile

GEO
ENG
RUS
LYLE LYLE CROCODILE
ნიანგი ლაილი
მოკლე აღწერა
ბერნარდ ვაბერის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანის ადაპტაცია ნიუ-იორკში მცხოვრები ნინაგი ლაილის შესახებ, რომელიც პრიმის ოჯახს ყოველდღიურ საქმეებში ეხმარება და მეზობლების შვილებთან თამაშობს. მაგრამ ერთ-ერთ მეზობელს არ მოსწონს ეს მდგომარეობა, რადგან მას მიაჩნია, რომ ლაილის ადგილი ზოოპარკშია. უბრალოდ, მისტერ გრამპს და მის კატებს ძალიან არ უყვართ ნიანგები, და ახლა ლაილმა უნდა აჩვენოს თავისი საუკეთესო მხარე და დაუმტკიცოს ყველას, რომ ის არც ისე ცუდია, როგორც სხვები ფიქრობენ.
ტრეილერი
0.0
ფოკუს პოკუსი 2 / Hocus Pocus 2

GEO
ENG
RUS
HOCUS POCUS 2
ფოკუს პოკუსი 2
მოკლე აღწერა
1993 წლის ფილმის გაგრძელება სამი ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომლებიც შემთხვევით ათავისუფლებენ 29 წლიანი წყევლისგან სამ ალქაჯ დას, ვინიფრედი, სარა და მერი სანდერსონებს თანამედროვე სალემში, რის შედეგადაც დები კვლავ ბრუნდებიან ჩენს სამყაროში ჰელოუინის წინ, მოზარდების დაუდევრობის გამო, სადაც ისინი ახალ ქაოს თესავენ. ახლა ახალგაზრდა გმირები უნდა გაერთაინდნენ და გაარკვიონ, როგორ შეაჩერონ ბოროტი ალქაჯები…
ტრეილერი
0.0
პინოქიო / Pinocchio

GEO
ENG
RUS
PINNOCHIO
პინოქიო
მოკლე აღწერა
1940 წლის ამავე სახელწოდების მულტფილმის კინოადაპტაცია, რომელიც თავად იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის 1883 წლის წიგნზე “პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი” არის დაფუძნებული. მოხუცი ოსტატი ჯეპეტო (ტომ ჰენქსი), ერთ საღამოს ვარსკვლავს სურვილის ასრულებას სთხოვს, რომ მისი ლამაზი თოჯინა პინოქიო ნამდვილი ბავშვი გახდეს. იმ ღამეს ლურჯი ფერია პინოქიოს აცოცხლებს და ჰპირდება, რომ გადააქცევს ნამდვილ ბიჭუნად, თუ ის იქნება გულადი და სამართლიანი და სთხოვს მას გამოიჩინოს გამბედაობა, სიკეთე და თავგანწირვა, რომელსაც ფერია მისი მეგზურის და “სინდისის” სახით მაწანწალა ჭრიჭინა ჯიმინის მიუჩენს. ამით იწყება პინოქიოს რთული მოგზაურობა.
ტრეილერი
0.0
აივი და ბინი / Ivy & Bean

GEO
ENG
RUS
IVY & BEAN
აივი და ბინი
56 წუთი
მოკლე აღწერა
ენი ბეროუზის საბავშვო ბესტსელერების სერიების ადაპტაცია, ახალგაზრდა მეზობელი გოგონების, მშვიდი, მოაზროვნე და დაკვირვებული აივის და მხიარული, ბობოქარი და უშიშარი ბინის შესახებ, რომლებსაც არასოდეს უფიქრიათ, რომ მეგობრები გახდებოდნენ. თუმცა, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, მით უფრო მეტად იგებენ, რომ ერთი შეხედვით განსხვავებული ადამიანები შეიძლება გახდნენ საუკეთესო მეგობრები. როდესაც ბინი გაიგებს, რომ აივი ჯადოსნურ შესაძლებლობას ფლობს, ისინი ერთიანდებიან, რათა ბინის უფროს დას შეულოცონ, რომელიც აიძულებს მას ცეკვას… სამუდამოდ!
ტრეილერი
0.0
მიტოვებული სახლი კონცხზე / Misaki no Mayoiga

GEO
ENG
RUS
MISAKI NO MAYOIGA
მიტოვებული სახლი კონცხზე
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
“მაეიგა” იაპონური ფოლკლორის მიხედვით მიტოვებული, მაგრამ კარგად მოვლილი სახლია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ზღვა და იგრძნოთ სითბო და ნოსტალგია. 17 წლის ობოლი გოგონა, რომელიც ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი სამყაროში, იწყებს ახალ ცხოვრებას სრულიად უცნობ ადამიანებთან…
ტრეილერი
6.8
ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი / Chip 'n' Dale Rescue Rangers

GEO
ENG
RUS
CHIP 'N' DALE RESCUE RANGERS
ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი
მოკლე აღწერა
ციყვების შესახებ გადაღებული ორიგინალი ტელესერიალის დასრულებიდან 30 წელი გავიდა. ჩიპი და დეილი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ იმ სამყაროში, სადაც ადამიანები და ანიმაციური პერსონაჟები ერთმანეთს ემეზობლებიან. მანამ სანამ კლასიკური ანიმაციების პერსონაჟების თავის გატანას ცდილობენ, კომპიუტერული ანიმაცია პოპულარობის პიკზე იმყოფება. ციყვები კვლავ უნდა გაერთიანდნენ, რომ თავიანთი ძველი მეგობარი გადაარჩინონ, სანამ ის საავტორო უფლებების დარღვევის მსხვერპლი არ გახდა.
ტრეილერი
0.0
მანქანები გზაზე / Cars on the Road

GEO
ENG
RUS
CARS ON THE ROAD
მანქანები გზაზე
მოკლე აღწერა
ანიმაციურ ფრენჩაიზზე “მანქანები“ დაფუძნებული ანიმაციური სერიალი, რომელშიც მოვლენები ანთროპომორფული მოლაპარაკე მანქანებით სავსე სამყაროში ვითარდება და ყველა დროის ცნობილი მრბოლელის, ლეგენდარული ელვა მაქუინის და მის საუკეთესო მეგობარის, მატერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთად მოგზაურობენ მთელ ქვეყანაში, სადაც გმირები სხვადასხვა სახიფათო სიტუაციებში აღმოჩნდებიან, როგორიცაა დინოზავრების მსგავსი მანქანების დევნა.
ტრეილერი
მე ვარ გრუტი / I Am Groot

GEO
ENG
RUS
I AM GROOT
მე ვარ გრუტი
მოკლე აღწერა
Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი ფანტასტიკური სერიალი, გალაქტიკის მცველების წევრის, ხის მსგავსი ჰუმანოიდისა და რაკეტას თანამზრახველი პატარა გრუტის (ვინ დიზელი) შესახებ, რომელშიც თითოეული სერია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება პატარა გრუტი გალაქტიკაში, სადაც ის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობებში მიდის ახალ და უჩვეულო პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც მთავარ გმირს მუდმივად უსიამოვნებებში ხვევენ.
ტრეილერი
6.8
გაწითლება / Turning Red

GEO
ENG
RUS
TURNING RED
გაწითლება
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური კომედია, 13 წლის მეი ლის შესახებ, რომელიც მის პრობლემებსა და მოსიყვარულე დედის ქალიშვილს შორის ორად იხლიჩება. მაგრამ საკუთარ სხეულში, ინტერესებსა და ურთიერთობებში ცვლილებების გარდა, მეი ლი კიდევ ერთი ძალიან უცნაური თვისების წინაშე აღმოჩნდება. ყოველთვის, როდესაც იგი ძალიან ღელავს, მაშინვე გიგანტურ წითელ პანდაად იქცევა.
ტრეილერი
7.1
კაცი ფუტკრის წინააღმდეგ / Man vs Bee
სეზონი 1 - სერია 9

GEO
ENG
RUS
MAN VS. BEE
კაცი ფუტკრის წინააღმდეგ
10 წუთი
მოკლე აღწერა

მოკლე ეპიზოდებისგან შემდგარი კომედიური სერიალი, მოუხერხებელი მამის ტრევორის (როუენ ატკინსონი) შესახებ, რომელსაც ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშებით, კლასიკური მანქანებით და საყვარელი ძაღლით სავსე, მდიდრული და ელეგანტური სასახლის დაცვა და მოვლა დაევალება. მაგრამ როდესაც სასახლეში მომაბეზრებელი და ცბიერი ფუტკარი გამოჩნდება, მთავარი გმირის ცხოვრებას აფსურდულ ქაოსად აქცევს. შეძლებს ტრევოტი ყველაფერის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას, თუ მათი მღელვარე მეტოქეობა სულ უფრო და უფრო კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს? ვინ გაიმარჯვებს ბრძოლაში უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ ამ დაპირისპირებაში ბევრი დაზარალდება.

ტრეილერი
6,9
ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები / Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore

GEO
ENG
RUS
FANTASTIC BEASTS: THE SECRETS OF DUMBLEDORE
ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები
მოკლე აღწერა
პროფესორი ალბუს დამბლდორი შეიტყობს, რომ ძლევამოსილი ბნელი ჯადოქარი ჰელერტ გრინ-დე-ვალდი მსოფლიოზე გაბატონებას გეგმავს. ის ხვდება, რომ მას მარტო ვერ შეაჩერებს, ამიტომაც დამბლდორი დამხარებას ნიუთ სალამანდერს სთხოვს, რომელიც გამოჩენილი ჯადოქრებისგან და ერთი მამაცი მცხობელი მაგლისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ჩაუდგება სათავეში. მათ წინ სახიფათო მოგზაურობა და გრინ-დე-ვალდის მომხრეებთან დაპისპირება მოუწევთ. საინტერესოა, რა როლი აქვს დამბლდორს ამ მისიაში?
ტრეილერი
6.4
მინიონები: გრიუს აღზევება / Minions: The Rise of Gru

GEO
ENG
RUS
MINIONS: THE RISE OF GRU
მინიონები: გრიუს აღზევება
მოკლე აღწერა
კომპიუტერული ანიმაციური კომედიის "MINIONS" გაგრძელება, სადაც მთავარ როლს კვლავ სტივ კარელი ახმოვანებს. ყველა თაღლითური ბოროტმოქმედების პატარა მხლებლებმა საბოლოოდ იპოვეს ახალი ოსტატი - მომავალი ბოროტმოქმედი გრუ. მართალია, სანამ ის პატარა ბიჭია, მხოლოდ ნამდვილ მზაკვრულ თავგადასავალზე ოცნებობს. ახლა მინიონები ეხმარებიან პატარა გრუს ყველაზე მოულოდნელი სისასტიკეების განხორციელებაში მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალ გზაზე.
ტრეილერი
0.0
ღამის წიგნაკები / Nightbooks

GEO
ENG
RUS
NIGHTBOOKS
ღამის წიგნაკები
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
საშინელებათა ისტორიების პატარა მოყვარული ბიჭუნა ალექსი გრძნეულის ტყვეობაში აღმოჩნდება და ახლა მან მას ეს ისტორიები უნდა მოუყვეს, თორემ ალექსი და მისი და გრძნეულის მიერ შექმნილ მოჯადოებულ სამყაროში სამუდამოდ დარჩებიან.
ტრეილერი
5.7
იღბალი / Luck

GEO
ENG
RUS
LUCK
იღბალი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო ანიმაციური ფენტეზი, მსოფლიოში ყველაზე უიღბლო გოგონას შესახებ, რომელიც ერთ დღეს აქამდე უნახავ იღბლისა და უიღბლობის ორგანიზაციას აღმოაჩენს, სადაც ახლა იგი უნდა გაერთიანდეს ჯადოსნურ არსებებთან, რათა გამოავლინოს ძალა, უფრო ძლიერი ვიდრე თავად იღბალი. შედეგად, იღბალსა და უიღბლობას შორის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ფარდა იხსნება, რომლებიც ფარულად მოქმედებენ ცოცხალი არსბების ყოველდღიურ ცხოვრებაზე…
ტრეილერი
6.3
ბაზ ლაითერი / Lightyear

GEO
ENG
RUS
LIGHTYEAR
ბაზ ლაითერი
მოკლე აღწერა
ლეგენდარული კოსმოსური რეინჯერის, ბაზ ლაითერის თავგადასავლების ისტორია.
ტრეილერი
0.0
იაკარი , გასაოცარი მოგზაურობა / Yakari, a Spectacular Journey

GEO
ENG
RUS
YAKARI, A SPECTACULAR JOURNEY
იაკარი , გასაოცარი მოგზაურობა
1 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
ტომი სამოგზაუროდ მზად არის , პატარა სიოუქს იაკარი კი პატარა ნათების კვალს გაყვება. გზად იაკარი დიდებულ არწივს შეხვდება , მის ტოტემის ცხოველს , რომელიც მას ფანტასტიკურ საჩუქარს , ლამაზ ბუმბულს მისცემს , რომელიც ცხოველებთან საუბრის საშუალებას აძლევს მას. ის სულ მარტო ცდილობს საშინელი ტყავზე მონადირეების შეჩერებას.
ტრეილერი
6.4
სამეფო სტილში / The Royal Treatment

GEO
ENG
RUS
THE ROYAL TREATMENT
სამეფო სტილში
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
ნიუ-იორკელი სტილისტი იზი მშვენიერი პრინცის ქორწილში მუშაობის შესაძლებლობას იღებს, მაგრამ მათ ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე უყვარდებათ. რას აირჩევენ: სიყვარულს თუ მოვალეობას?
ტრეილერი
5.2
დელფინის ამბავი 2 / Dolphin Tale 2

GEO
ENG
RUS
DOLPHIN TALE 2
დელფინის ამბავი 2
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის პირველი ნაწილის მოვლებნებიდან გავიდა რამოდენიმე წელი. უინტერის დედა გარდაიცვალა. უინტერი დარჩა მარტო, მაგრამ შეერთებული შტატების კანონების მიხედვით დელფინების შენახვა სათითაოდ აკრძალულია. ამიტომაც ჰოსპიტალის გუნდს მოუწევს მონახონ კომპანიონი უინტერისთვის.
ტრეილერი
6.4
ამაღლება / Risen

GEO
ENG
RUS
RISEN
ამაღლება
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიას სხეული
ტრეილერი
6.3
კოსმოსური ჯემი 2: ახალი მემკვიდრეობა / Space Jam: A New Legacy

GEO
ENG
RUS
SPACE JAM: A NEW LEGACY
კოსმოსური ჯემი 2: ახალი მემკვიდრეობა
-
მოკლე აღწერა
ამერიკული კალათბურთის თანმედროვე ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი შვილთან ერთად ეპიკურ მოგზაურობას წამოიწყებს. ეს ვირტუალური თავგადასავალი, რომელსაც ორი სამყაროს გიჟური არევა გამოიწვევს – მოგვითხრობს, თუ რამდენად შორს არიან წამსვლელი მშობლები, რომ შვილებთან ურთიერთობა დაალაგონ. ლებრონი და მისი უმცროსი ვაჟი დომი, რომელიც ვიდეო თამაშების დეველოპერობაზე ოცნებობს, ბოროტი ხელოვნური ინტელექტის ციფრული სამყაროს ხაფანგში აღმოჩნდებიან. და ახლა იმისათვის, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ, ლებრონმა სრულიად არადისციპლინირებულ გუნდს უნდა უხელმძღვანელოს, და კალათბურთის უდიდესი ვარსკვლავების ციფრული ვერსიების წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს. სპორტსმენის ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული შეჯიბრია.
ტრეილერი
0.0
ზღვის ურჩხული / The Sea Beast

GEO
ENG
RUS
THE SEA BEAST
ზღვის ურჩხული
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, რომელშიც მოვლენები იმ ეპოქაში ვითარდება, როდესაც საშინელი ურჩხულები დაცურავდნენ ზღვებში, ხოლო მონსტრებზე მონადირეები ცნობილი გმირები იყვნენ, და არავინ იყო ისე პატივსაცემი, როგორც დიდებული ჯეიკობ ჰოლანდი. ფილმი ახალგაზრდა გოგონას მეისი ბრამბლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯეიკობის გემზე იმალება, სადაც ყველაფერი, რაც ლეგენდარულმა ზღვის ურჩხულებზე მონადირემ იცოდა, თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გოგონა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ზღვის ურჩხულს დაუმეგობრდა ღია ზღვაში. შედეგად, გმირები მოულოდნელ კავშირს ქმნიან და ერთად იწყებენ ეპიკურ მოგზაურობას ამოუცნობ წყლებში, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც რუკა მთავრდება და იწყება ნამდვილი თავგადასავალი.
ტრეილერი
7.1
ცივი ძაღლი / Dog

GEO
ENG
RUS
DOG
ცივი ძაღლი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ბრიგსი გარდაცვლილი მეგობრის ნაგაზთან ერთად ძაღლის პატრონის დასაფლავებაზე მიდის.
ტრეილერი
6.5
დიდი გოგრა, ჩარლი ბრაუნი / It's the Great Pumpkin, Charlie Brown

GEO
ENG
RUS
IT'S THE GREAT PUMPKIN, CHARLIE BROWN
დიდი გოგრა, ჩარლი ბრაუნი
25 წუთი
მოკლე აღწერა
არაქისების კომპანია ჰელოუინს აღნიშნავს. ლაინუსი ელოდება, რომ მას საბოლოოდ დიდი გოგრა ეწვევა. ჩარლი ბრაუნი ჰელოუინის წვეულებაზე მიიწვიეს.
ტრეილერი
8.2
ეფლი, ჩემი თვალები / Apple of My Eye

GEO
ENG
RUS
APPLE OF MY EYE
ეფლი, ჩემი თვალები
1 საათი 24 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა გოგონამ ცხენით ჯირითისას შემთხვევის დროს მხედველობა დაკარგა. ჩარლსი, მთავარი მწვრთნელი , წვრთნის ეფლს, მინიატურულ ცხენს, რათა მისი თანამგზავრი და მხედველობის შემცვლელი იყოს.
ტრეილერი
5.6
ემბერ ბრაუნი / Amber Brown

GEO
ENG
RUS
AMBER BROWN
ემბერ ბრაუნი
მოკლე აღწერა
პაულა დანზიგერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ოჯახური კომედია, ახალგაზრდა გოგონას, ემბერ ბრაუნის შესახებ, რომელიც მშობლების განქორწინებისა და საუკეთესო მეგობრის წასვლის გამო მძიმე პერიოდებს განიცდის. მაგრამ მისი ხელოვნება, ვიდეო დღიური და ახალი მეგობარი ბრენდი, ახალგაზრდა გმირს აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი გრძნობები და აღმოაჩინოს სიკეთე მის გარშემო არსებულ სიყვარულში.
ტრეილერი
0.0
კუ-ნინძების აღზევება: ფილმი / Rise of the Teenage Mutant Ninja Turtles: The Movie

GEO
ENG
RUS
RISE OF THE TEENAGE MUTANT NINJA TURTLES: THE MOVIE
კუ-ნინძების აღზევება: ფილმი
მოკლე აღწერა
2018 წლის სერიალის “კუ-ნინძების აღზევება” ფინალიდან ორი წლის შემდეგ, კუ-ნინძები და მათი მისტიკური ძალები სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც იდუმალი უცხო წარსულიდა მოდის საშინელი გაფრთხილებით. ახლა ლეონარდო იძულებულია უხელმძღვანელოს თავის ძმებს რაფაელოს, დონატელოს და მიქელანჯელოს ბრძოლაში, რათა გადაარჩინოს სამყარო დაუნდობელი უცხოპლანეტელი არსებისგან, რომელიც წარმოუდგენელი ქაოსის მოწყობას აპირებს.
ტრეილერი
0.0
ჰერკულესი / Hercules

GEO
ENG
RUS
HERCULES
ჰერკულესი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
ანტიკური ბერძნული ღმერთების, ზევსისა და ჰერას ვაჟიშვილის, ლეგენდარული ჰერკულეის ისტორია ბავშვებისათვის გასაგები და სახალისო ფორმითაა გადმოცემული.
ტრეილერი
7.3
მომხიბვლელი პრინცი / Charming

GEO
ENG
RUS
CHARMING
მომხიბვლელი პრინცი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ყველა ოცნებობს პრინცზე, მითუმეტეს თუ ის მომხიბვლელია. გოგოები მზად არიან ყველაფერი დათმონ მისი ერთი ღიმილისთვის, თუმცა ამ ყველაფერს თან ბევრი უარყოფითი რამ ახლავს. გამართლება მალე წყევლაში გადაიზრდება და მშვენიერ პრინცს მხოლოდ სამი დღე რჩება იმისათვის, რომ სამეფო საკუთარი თავისგან იხსნას.
ტრეილერი
5.8
კრუიზი ჯუნგლებში / Jungle Cruise

GEO
ENG
RUS
JUNGLE CRUISE
კრუიზი ჯუნგლებში
2 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
ველური ბუნების მკვლევარ ლილი ჰოუტონს ამაზონის ჯუნგლებში წასვლა სურს, რომ ლეგენდარული ხე იპოვოს, რომელსაც სამხრეთ ამერიკული ინდიური ტომების გადმოცემების თანახმად მაგიური საკმურნალო თვისებები აქვს. ლილისთან ერთად მოგზაურობაში მისი ძმა მაკგრეგორი და კრუიზის თბომავალის კაპიტანი ფრენკი მიდიან. ჯუნგლებში მოგზაურებს არამხოლოდ ამაზონის ფლორის და ფაუნის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან, არამედ ხაფანგები, რომლებიც კონკურენტი ექსპედიციის წევრებმა დააყენეს. 
ტრეილერი
6.6
სკუბი-დუ! ხმალი და სკუბი / Scooby-Doo! The Sword and the Scoob

GEO
ENG
RUS
SCOOBY-DOO! THE SWORD AND THE SCOOB
სკუბი-დუ! ხმალი და სკუბი
1 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
შეგი შემთხვევით ამოიღებს ქვიდან ექსკალიბურს რათა ყველი გაჭრას. ასე, რომ არავინ იცის , ვინ არის მისი ახალი მართველი. ლეგენდარული ჯადოქარი მერილინი კამელოტის ტახტის მფლობელის გამოსარკვევად ორთაბრძოლებს გამოაცხადებს , ჩვენი გმირები კი ცდილობენ ტურნირი მოიგონ.
ტრეილერი
6.3
პრინცესას შეცვლა 2 / The Princess Switch: Switched Again

GEO
ENG
RUS
THE PRINCESS SWITCH: SWITCHED AGAIN
პრინცესას შეცვლა 2
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
როცა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, მან სწრაფად უნდა იმოქმედოს , სანამ წვეულებების მოყვარული ფიონა ყველა გეგმას ჩაუშლის.
ტრეილერი
5.6
დიდი გამყინვარება: ბაკ უაილდის თავგადასავლები / The Ice Age Adventures of Buck Wild

GEO
ENG
RUS
THE ICE AGE ADVENTURES OF BUCK WILD
დიდი გამყინვარება: ბაკ უაილდის თავგადასავლები
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტის მთავარი გმირი ცალთვალა ქრცვინი ბაკია, რომელიც ქრეშთან და ედისთან ერთიანდება. ისინი ერთად დინოზავრების სამყაროში ახალი თავგასავლების საძიებლად მიემგზავრებიან.
ტრეილერი
4.5
მოკლე ჩართვა 2 / Short Circuit 2

GEO
ENG
RUS
SHORT CIRCUIT 2
მოკლე ჩართვა 2
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
ბენ ჯარვი, წარმოშვებით ინდიელია, პროფესიით კი - რობოტების გამომგონებელი-კონსტრუქტორი, იძულებულია იმუშაოს ქუჩაში ვაჭრად. პირველ ფილმში ის მოხსნეს სამუშაოდან ინციდენტის მერე მისი შექმნილი რობოტის ნომერ ხუთი. ახლა ბენი სულ უფულოდ დარჩა, ის იძულებულია იცხოვროს პატარა ფურგონში და გააკეთოს სათამაშო რობოტები გააკეთოს გარეთ გასაყიდათ. ეს რობოტები ყველა ნომერ ხუთის ტყუპისცალივითაა, მაგრამ მხოლოდ დიზაინით. ნომერმა ხუთმა მაშინ მოკლე ჩართვის გამო მოიპოვა დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობა, ყველა ეს პატარები კი - მხოლოდ უსულოსათამაშჴებია. პატარა რობოტებმა ყურადღება მოიპყრეს ცნობილი სათამაშოების მაღაზიის თანამშრომელისგან და ის ბენს ხელსაყრელ წინადადებას სთავაზობს - შობისთვის მან უნდა ათასი ასეთი რობოტი ააწყოს და მაღაზიას მიყიდოს. ერთი ამერიკელი ურჩევს ბენს მიიღოს ეს წინადადება და პირდება დახმარებას შეკვეთის შესრულებაში. ბენი ხელშეკრულებას დებს. თავის კომპანიონთან ერთად ის გირაობს ცეხს და დამხმარეებს იწვევს. ნომერ ხუთიც ჩამოდის თავის შემქნელის და მეგობრის ბენის დასახმარებლად. ბენმა ამოირჩია შეუფერებელი სამუშაო ადგილი: ერთი სართულით ქვევით დამნაშევეების მთელი ჯგუფია. ისინი ბანკის მძარცველება არიან, ისინი თხრიან მიწისქვეშა გასასვლელს, რომელიც მათ პირდაპირ სამალავში მიიყვანს, სადაც ბრილიანტების კოლექცია ინახება. ბენის და მის დამხმარეების გამოჩენამ შეიძლება ჩაშალოს ძარცვისთვის მზადება, ამიტომაც ბოროტმოქმედები გადაწყვეტილებას მიიღებენ მოიშორონ არა სასურველი მეზობლები.
ტრეილერი
5.6
პლეზანტვილი / Pleasantville

GEO
ENG
RUS
PLEASANTVILLE
პლეზანტვილი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "მლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლაზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის
ტრეილერი
7.5
კუნგ-ფუ პანდა: დრაკონის რაინდი / Kung Fu Panda: The Dragon Knight

GEO
ENG
RUS
KUNG-FU PANDA: THE DRAGON KNIGHT
კუნგ-ფუ პანდა: დრაკონის რაინდი
მოკლე აღწერა
როდესაც იდუმალი ორი დედოფალა მძლავრი იარაღის მოპოვებას გადაწყვეტს, რომელსაც შეუძლია მთელი სამყარო გაანადგუროს, ლეგენდარული მეომარი პანდა პო იძულებულია დატოვოს თავისი სახლი, რათა მისი რეპუტაციის აღდგენისთვის და სამართლიანობისთვის იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო, რომელშიც მას პარტნიორობას გაუწევს ინგლისელი რაინდი, სახელად მოხეტიალე მახვილი. ეს ორი შეუსაბამო მეომარი ერთად იწყებენ ეპიკურ თავგადასავალს, რათა პირველებმა იპოვონ ჯადოსნური იარაღი და იხსნან სამყარო განადგურებისგან.
ტრეილერი
0.0
ლუკა / Luca

GEO
ENG
RUS
LUCA
ლუკა
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები იტალიის რივიერაზე მდებარე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და პატარა ბიჭის სახელად ლუკას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ნაყინით, მაკარონით და წყლის სკუტერით დაუვიწყარ ზაფხულს ატარებს. ლუკა ამ თავგადასავლებს თავის ახალშეძენილ საუკეთსო მეგობარს ალბერტოს უზიარებს, თუმცა მათი გართობის მიღმა ერთი დიდი საიდუმლო იმალება: ისინი სინამდვილეში ზღვის ურჩხულები არიან სხვა სამყაროდან და ოკეანის სირღმეებში ცხოვრობენ.
ტრეილერი
7.5
ტოლო ტოლო / Tolo Tolo

GEO
ENG
RUS
TOLO TOLO
ტოლო ტოლო
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
გაკოტრების შემდეგ, ჩეკო, აპულიელი მეწარმე, გაემგზავრება აფრიკაში, რათა გაერიდოს კრედიტორებს. ის სამუშაოს პოულობს ტურისტულ კურორტზე სადაც ხვდება იჯაბას ოფიციანტს, რომელსაც ძველი იტალიური ნეორეალისტური ფილმები უყვარს. როდესაც ტერორისტები თავს ესხმიან ამ ტერიტორიას, ჩეკოს სხვა გზა არ აქვს, გარდა მეგობრებთან ერთად მიგრაციისა.
ტრეილერი
5.8
გამოუსწორებელი რონი / Ron's Gone Wrong

GEO
ENG
RUS
RON'S GONE WRONG
გამოუსწორებელი რონი
მოკლე აღწერა
ნებისმიერ ბავშვს უნდა ჰყავდეს მეგობარი. ნამდვილი და არა შინაური ცხოველი. ასეთი კარგი მეგობარი შეიძლება მშვენიერი რობოტი იყოს, რომელსაც მოძრაობა და ლაპარაკი შეეძლება, მაგრამ მთავარია ჩართული იყოს ინტერნეტთან და თავის მფლობელს დაეხმაროს სოციალურ ქსელებში პუბლიკაციების გაკეთებაში და მოვლენების კურსში ამყოფოს. ასეთები ყველა სკოლის მოსწავლეს ჰყავს, გარდა მორიდებული ბარნისა, რომელიც ამის გამო საკუთარ თავს თანატოლებს შორის უცხოდ გრძნობს - მანამ, სანამ დაბადების დღეზე საჩუქარს არ მიიღებს, მაგრამ რობოტი სახელად რონი წუნდებული აღმოჩნდა და მისი ახალგაზრდა მფლობელი გადაწყვეტს, რომ თვითონ ასწავლოს მას ყველაფერი, რაც თვითონ იცის.
ტრეილერი
7.1
ცუდი ტიპები / The Bad Guys

GEO
ENG
RUS
THE BAD GUYS
ცუდი ტიპები
მოკლე აღწერა
მსოფლიოს ჯერ ასეთი გაწაფული ავანტურისტებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფება ჯერ არ უნახავს: მოხერხებული ქურდი მისტერ მგელი, სეიფების გამოცდილი გამტეხი მისტერ გველი, მასკირების ცივსისხლიანი ოსტატი მისტერ ზვიგენი, კუნთმაგარი მისტერ პირანია, ასევე უმაღლესი კლასის ჭკვიანი ჰაკერი მის ტარანტულა, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე ჭკვიანი კრიმინალებიც კი უშვებენ შეცდომებს. გარდაუვალ ციხეს, რომ გადაურჩნენ, ბანდის ხელმძღვანელი მისტერ მგელი რთულ გადაწყვეტილებას იღებს: "ცუდი ბიჭები" უკეთესობისკენ უნდა შეიცვალონ.
ტრეილერი
7.0
სიყვარული სახურავზე / Çati Kati Ask
სეზონი 2 - სერია 30

GEO
ENG
RUS
ÇATI KATI ASK
სიყვარული სახურავზე
32 წუთი
მოკლე აღწერა
ორი ახალგაზრდა თურქეთში ჩასვლის შემდეგ, მოულოდნელად ძალიან თბილ და დიდ ოჯახში აღმოჩნდებიან. მალე მათ სიყვარული ეწვევათ, რომელსაც ბევრი გამოცდა ახლავს თან...
ტრეილერი
8.4
კლიფორდი - დიდი, წითელი ძაღლი / Clifford the Big Red Dog

GEO
ENG
RUS
CLIFFORD THE BIG RED DOG
კლიფორდი - დიდი, წითელი ძაღლი
მოკლე აღწერა
გიგანტური ძაღლი კლიფორდი ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობს. ის ჯერ კიდევ ლეკვობაში კემპმა იპოვა. კლიფორდი წარმოუდგენელი ზომების გახდა და ის ახლა გოგონასთან და გოგონას ბიძასთან ერთად სიხარბის ძალებს უნდა დაუპირისპირდნენ.
ტრეილერი
6.0
ენკანტო / Encanto

GEO
ENG
RUS
ENCANTO
ენკანტო
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტი კოლუმბიის მთებში მცხოვრები ოჯახის შესახებ გვიყვება. ისინი იდუმალებით მოცულ ქალაქ ენკანტოში ბინადრობენ, რომელიც თვითონ ქალაქი ცოცხალია, ხოლო სახლები კი ჯადოსნური. ისტორიის მთავარი გმირი კი გოგონა მირაბელია, რომელიც ოჯახში საკუთარი ადგილის, ხოლო ცხოვრებაში კი საკუთარი მიზნის პოვნას ცდილობს.
ტრეილერი
7.3
მგელი და ლომი / The Wolf and the Lion

GEO
ENG
RUS
THE WOLF AND THE LION
მგელი და ლომი
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
ალმა, ნიუ-იორკელი 20 წლის პიანისტია, რომელიც კანადაში მდებარე შორეულ კუნძულზე მიფრინავს, სადაც მან ბავშვობა გაატარა, რათა ბაბუის დაკრძალვას დაესწროს, რომელმაც ის გაზარდა. თავის ფესვებთან კავშირის აღდგენისას გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად დაობლებულ მგლის ლეკვს და ვანკუვერის ცირკისთვის განკუთვნილ, დაკარგულ ლომის ბელს იპოვის. ცხოველების გადასარჩენად, ალმა მათ დატოვებას გადაწყვეტს, რომლებიც ერთად იზრდებიან და ძმებივით უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ გმირების იდეალური სამყარო იშლება, როდესაც მათი საიდუმლო გამჟღავნდება… ლომის ბელს იჭერენ და ცირკში აგზავნიან, ხოლო მგლის ლეკვი მეცნიერებს გამოსაკვლევათ მიჰყავთ. ახლა სამივეს წარმოუდგენელ და სახიფათო მოგზაურობაში წასვლა მოუწევს, რათა კვლავ იპოვონ ოჯახი.
ტრეილერი
6.0
დიდი გამყინვარება: სქრეთის ისტორიები / Ice Age: Scrat Tales
სეზონი 1 - სერია 6

GEO
ENG
RUS
ICE AGE: SCRAT TALES
დიდი გამყინვარება: სქრეთის ისტორიები
4 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური ფრენჩაიზის "დიდი გამყინვარება" მოკლემეტრაჟიანი მინი-სერიალი, უიღბლო ციყვის სკრატის შესახებ, რომელიც მამობის სიამოვნებასა და გაჭირვებას განიცდის, სადაც ახლა პრეისტორიულმა მღრღნელმა არა მხოლოდ უნდა ასწავლოს ბეიბი სკრატს გადარჩენა გამყინვარების ხანის მძიმე პირობებში, არამედ საკუთარ შვილთან ერთად იბრძოლოს სანუკვარი რკოს ფლობის უფლებისთვის…
ტრეილერი
7.8
უუპს! თავგადასავალი გრძელდება / Ooops! The Adventure Continues

GEO
ENG
RUS
OOOPS! THE ADVENTURE CONTINUES
უუპს! თავგადასავალი გრძელდებ
1 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
სხვადასხვა ცხოველებით სავსე ნოეს კიდობანი ღია ზღვაში მიცურავს, რომლის ბორტზე საუკეთესო მეგობრები ფინი და ლეა იმყოფებიან. მაგრამ რამდენიმე კვირა ხმელეთისგან შორს მყოფი ცხოველები საკვები მარაგის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან, რამაც შეიძლება ხორციჭამია და ბალახიჭამია ცხოველებს შორის დროებითი მშვიდობა ნებისმიერ წამს დაარღვიოს. თუმცა, მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, გმირებს უკანასკნელ საკვებ მარაგებთან ერთად შემთხვევით ზღვაში გადაყრიან. შედეგად, ლეა, ფინი და მათი ახალი მეგობარი ჟელი შორეულ კუნძულზე მოხვდენიან, და ახლა სანამ მრისხანე ვულკანის საფრთხის ქვეშ, ჰარმონიაში მცხოვრები უცნაური არსებით სავსე კოლონიაში ფინი გონზე მოდის, მან დროის, მოქცევების და საშინელი მიწისძვრების წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი ოჯახი, მეგობრები და მთელი კოლონია სრული განადგურებისაგან უნდა გადაარჩინოს.
ტრეილერი
6.2
დედამიწიდან გაქცევა / Escape from Planet Earth

GEO
ENG
RUS
ESCAPE FROM PLANET EARTH
დედამიწიდან გაქცევა
1 საათი 29 წუთი
მოკლე აღწერა
ასტრონავტი სკორჩ სუპერნოვა აღმოაჩენს, რომ ტყვედაა აყვანილი, როდესაც საშიშ უცხოპლანეტელთა პლანეტიდან სიგნალ SOS გამოეხმაურება.
ტრეილერი
5.9
მხსნელი რუბი / Rescued By Ruby

GEO
ENG
RUS
RESCUED BY RUBY
მხსნელი რუბი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის “უმართავი” ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს. ლეკვს სწრაფად იშვილებენ, თუმცა შემდეგ ხუთჯერ დააბრუნებენ. შედეგად, ლეკვის დაძინება გადაწყდება, მაგრამ ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიცერი დანიელ ო’ნილი რუბით იხიბლება, რომელიც ლეკვში პოტენციალს დაინახავს, და კინოლოგოდ გახდომის თავისი ოცნების ასრულებას გადაწყვეტს, ხოლო რუბისთვის ეს შეხვედრა ბედნიერი ცხოვრების დაწყების შანსი გახდება.
ტრეილერი
7.2
კარგ ხელში / In Good Hands

GEO
ENG
RUS
IN GOOD HANDS
კარგ ხელში
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
სასიკვდილო ავადმყოფობის დიაგნოზით, მარტოხელა დედა ხვდება მოხერხებულ ბაკალავრს, როდესაც ის ებრძვის თავისი თავქარიანი ექვსი წლის ბავშვის მომავალს.
ტრეილერი
5.6
სავანა / Savannah

GEO
ENG
RUS
SAVANNAH
სავანა
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
არისტოკრატ ვარდ ალენის 1900-იანი წლების რეალური ამბავი, რომელმაც დაარსა საქმიანი პარტნიორობა გათავისუფლებულ მონასთან კრისმას მოულტრესთან ერთად, ქვეყანაში აფროამერიკელების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების ფონზე.
ტრეილერი
5.8