კაცი, სახელად ოტო / A Man Called Otto

GEO
ENG
RUS
A MAN CALLED OTTO
კაცი, სახელად ოტო
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ფრედერიკ ბაკმანის ცნობილი რომანის “კაცი, სახელად უვე” ადაპტაცია, კაპრიზული, გაღიზიანებული და სასტიკად მკაცრი ქვრივი ოტოს (ტომ ჰენქსი) შესახებ, რომელიც მთელ მის სამეზობლოს ქორივით თვალს ადევნებს და მათ თავისი ურყევი წესების შესაბამისად აცხოვრებს. და ზუსტად მაშინ, როცა იზოლირებული და გულით მარტოსული მთავარი გმირი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს ცოლის დაკარგვას, რომელმაც თითქმის მთლიანად დაკარგა სიცოცხლის ნაპერწკალი, სიკვდილს გადაწყვეტს, მოულოდნელად წარმოუდგენელ მეგობრობას ქმნის თავის ახალ მეზობლებთან. შედეგად, ოტო ნელ-ნელა ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ ცვლილების გზა ადვილი არ არის, როდესაც ძველი ჩვევები ძნელად კვდება.
ტრეილერი
0.0
სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა 2 / Spider-Man: Across the Spider-Verse

GEO
ENG
RUS
SPIDER-MAN: ACROSS THE SPIDER-VERSE
სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა 2
მოკლე აღწერა
2018 წლის ანიმაციური ფილმის “ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმა“ სიქველი, ნიუ-იორკში მცხოვრები შავკანიანი მოზარდის მაილზ მორალესის შესახებ, რომელიც შემთხვევით მუტირებული ობობას მიერ დაკბენის შემდეგ ზეშესაძლებლობებს შეიძენს და კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლი სუპერ გმირი – ადამიანი-ობობა გახდება. ახლა ბრუკლინელი მაილზ მორალესი ახალგაზრდა ქალ-ობობასთან, გვენ სტეისთან და ადამიანი-ობობების ახლა გუნდთან ერთად ეპიკური თავგადასავალებით სავსე მოგზაურობაში მიდის მულტისამყაროში, რომლებსაც ყველაზე ძლიერ ბოროტმოქმედთან დაპირისპირება მოუწევთ.
ტრეილერი
0.0
ღამე მუზეუმში: კაჰმუნრა კვლავ აღდგება / Night at the Museum: Kahmunrah Rises Again

GEO
ENG
RUS
NIGHT AT THE MUSEUM: KAHMUNRAH RISES AGAIN
ღამე მუზეუმში: კაჰმუნრა კვლავ აღდგება
1 საათი 17 წუთი
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო ფრენჩაიზის “ღამე მუზეუმში” ანიმაციური გაგრძელება, რომელიც მოგვითხრობს აურზაურის შესახებ, რომლებიც ყოველ ღამე ხდება ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში, როდესაც მზე ჩადის. ნიკ დეილის საზაფხულო სამუშაო, როგორც მუზეუმის ღამის დარაჯი, რთული სამუშაოა საშუალო სკოლის მოსწავლისთვის, მაგრამ ის მიჰყვება მამის კვალს და გადაწყვეტილი აქვს, რომ არ დაანებოს თავი სამუშაოს. საბედნიეროდ, მან იცის მუზეუმის უძველესი პლანშეტის შესახებ, რომელიც აცოცხლებს ყველაფერს მზის ჩასვლისას, და ახალგაზრდა გმირი სიამოვნებით ხვდება თავის ძველ მეგობრებს, მათ შორის ჯედედიას, ოქტავიუსს და საკაგავეას. მაგრამ როდესაც მანიაკალური მმართველი ფარაონი კაჰმუნრა გაიქცევა და ეგვიპტის ქვესკნელს გახსნის, საიდანაც მის მკვდრების არმიას გაანთავისუფლებს, ნიკმა უნდა შეაჩეროს შეშლილი ფარაონი და გადაარჩინოს მუზეუმი ერთხელ და სამუდამოდ.
ტრეილერი
0.0
თაობა “ვი” / Gen V

GEO
ENG
RUS
GEN V
თაობა “ვი”
50 წუთი
მოკლე აღწერა
ფანტასტიკური სერიალის “ბიჭები“ სპინ-ოფი, რომელშიც მოვლენები ამერიკაში ერთადერთ კოლეჯში ვითარდება, სადაც მხოლოდ სუპერშესაძლებლობების მქონე სტუდენტები სწავლობენ. სასწავლო დაწესებულებას აკონტროლებს სუპერ გმირების წარმოების კომპანია Vought International. ჰორმონალური ქარიშხლებით გარშემორტყმული ახალგაზრდა “სუპერები” ყოველდღიურად “შიმშილის თამაშების” სტილის ტესტებს გადიანა, ამოწმებენ თავიან ფიზიკურ, მორალურ და სექსუალურ საზღვრებს და ეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო კონტრაქტებისთვის ქვეყნის უდიდეს ქალაქებში.
ტრეილერი
0.0
მაფიის დედა / Mafia Mamma

GEO
ENG
RUS
MAFIA MAMMA
მაფიის დედა
მოკლე აღწერა
კრისტინი, გარეუბანში მცხოვრები ტიპიური ამერიკელი დედაა კოლეჯში შესვლის სურვით შეპყრობილი ვაჟით და მოღალატე ქმრით. თუმცა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ბაბუის გარდაცვალების საშინელ ამბავს გაიგებს და მიღებს შეთავაზებას მისი უახლოესი მრჩეველისგან, რომელზედაც მას არ შეუძლია უარი თქვას – მემკვიდრეობით მიიღოს იტალიის მაფიის იმპერიის მიერ მართვადი საოჯახო ბიზნესი. მთავარი გმირი გადაწყვეტს იტალიაში წასვლას, სადაც მალევე გებულობს სიმართლეს, როცა მკვლელები ჩაშლიან მისი ბაბუის დაკრძალვას. მას შემდეგ რაც მას აცნობებენ, რომ ახლა ის ბოსია, კრისტინის შიში იპყრობს და მთელი ძალებით ცდილობს იმპერიის მართვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის არც ისე სასიამოვნოა. ისინი გამუდმებით ცდილობენ მის მოკვლას, მას საშინლად აღიზიანებს მოჭრილი ხელები, ხოლო დიდი გარიგებების ადგილას კექსები მიაქვს, რის შედეგად გარშემომყოფებს ეჭვი ეპარებათ მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაციის მომავალზე.
ტრეილერი
0.0
დაუპატიჟებელი სტუმრები საშობაო წვეულებაზე / Christmas Party Crashers

GEO
ENG
RUS
CHRISTMAS PARTY CRASHERS
დაუპატიჟებელი სტუმრები საშობაო წვეულებაზე
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც ორი ახალგაზრდა თაღლითი ხვდება ერთი და იმავე მილიონერის საშობაო წვეულების ჩაშლის შემდეგ, ისინი თანხმდებიან, რომ ერთად იმუშაონ ერთმანეთის “მისიის” შესასრულებლად. მაგრამ ახალგაზრდა გმირებმა არ იციან, რომ იპოვიან იმაზე მეტს, ვიდრე ფული და დიდებაა, რომელიც შეიძლება ერთმანეთს შესთავაზონ – ნამდვილი სიყვარული…
ტრეილერი
9.7
სადღესასწაულო ჰარმონია / Holiday Harmony

GEO
ENG
RUS
HOLIDAY HARMONY
სადღესასწაულო ჰარმონია
მოკლე აღწერა
მომღერალი/სიმღერების ავტორი გეილი თავისი ოცნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს და მოგზაურობაში მიდის, ჯერ მხოლოდ ოკლაჰომამდე ჩასული, მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი მოგზაურობა, ბიუჯეტი, იმედები და ყველაფერი დანარჩენი დაიმსხვარა. შობის ღამეს iHeartRadio-ზე მისი საოცნებო გამოსვლამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, იგი იღებს ადგილობრივი ჯერემის რჩევას და თავის ჯგუფში იღებს ბავშვებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საშობაო ღონისძიებაზე გამოვლენ. შედეგად, გეილი და ჯერემი უახლოვდებიან ერთმანეთს, მაგრამ თუ ის აპირებს თავისი ცხოვრებისეული ოცნების ასრულებას, მას მოუწევს ჯერემის და ქალაქის დატოვება, რომლებიც შეიყვარა.
ტრეილერი
0.0
მაგიური მაიკის უკანასკნელი ცეკვა / Magic Mike’s Last Dance

GEO
ENG
RUS
MAGIC MIKE'S LAST DANCE
მაგიური მაიკის უკანასკნელი ცეკვა
მოკლე აღწერა
2015 წლის ფილმის “სუპერ მაიკი XXL” გაგრძელება სტრიპტიზის მოცეკვავე ახალგაზრდა მამაკაცის, მაიკ ლეინის (ჩენინგ ტატუმი) შესახებ, რომელიც დიდი ხნის პაუზის და წარუმატებელი საქმიანი გარიგების შემდეგ, რის გამოც იგი გაკოტრდა და დაიწყო მუშაობა ბარმენად ფლორდაში, ისევ ბრუნდება სცენაზე. ბოლო გაბრწყინების იმედით, მაიკი მიემგზავრება ლონდონში, სადაც მდიდარი ქალბატონისგან მაცდუნებელ წინადადებას ღებულობს, რომელზეც უარს ვერ იტყვის. ახლა როდესაც ყველაფერი სასწორზეა, მთავარ გმირს მოუწევს საკუთარი თავის მოყვანა იდეალურ ფორმაში, მაგრამ შეძლებს ის ამის გაკეთებას?
ტრეილერი
0.0
ღრეობა 2 / The Binge 2: It’s A Wonderful Binge

GEO
ENG
RUS
THE BINGE 2: IT'S A WONDERFUL BINGE
ღრეობა 2
მოკლე აღწერა
2020 წლის კომედიის “ღრეობა“ სიქველი, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება, როდესაც ყველანაირი ალკოჰოლის და ნარკოტიკის მოხმარება აიკრძალება, გარდა ერთი დიდებული დღისა, რომელიც ცნობილია როგორც “ღრეობა”… მათი პირველი ღრეობიდან მრავალი წლის შემდეგ, ჰეგსი, ენდრიუ, სარა და კიმი აწყდებიან თინეიჯერული სრულწლოვანების რეალობას, რადგან ყოველწლიური ღრეობის დღეს შობის ღამეს გადაიტანენ. ახლა ამ ქაოსის ფონზე, ჰაგსი გეგმავს სარასთვის ხელის თხოვნას, ხოლო ენდრიუ ოჯახთან და შეყვარებულ კიმისთან რთულ ურთიერთობის დალაგებას. გადარჩებიან ისინი ამ სადღესასწაულო სეზონზე?
ტრეილერი
0.0
მამაჩემი თავებზე მონადირეა / My Dad the Bounty Hunter

GEO
ENG
RUS
MY DAD THE BOUNTY HUNTER
მამაჩემი თავებზე მონადირეა
22 წუთი
მოკლე აღწერა
მძაფრსიუჟეტიანი ანიმაციური კომედია, მთელ გალაქტიკაში ყველაზე მაგარი თავებზე მონადირეს შესახებ, რომელსაც აქვს სამართებელივით ბასრი უნარები, მაგრამ ასევე ერთი საიდუმლო – დედამიწაზე მყოფ მის ოჯახს წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ის სინამდვილეში. ასე რომ, როდესაც მისი ორი შვილი შემთხვევით მიდის ღია კოსმოსში და მის ბოლო მისიას ამტვრევენ, მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ მათი უბრალო მამის სამუშაო სულაც არ არის მოსაწყენი. სახიფათო უცხოპლანეტელებთან დაპირისპირების და ლაზერული ბრძოლების სიუხვეს, ოჯახი უკიდურესობამდე მიჰყავს. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როცა გმირების თავგადასავლების შესახებ დედა გაიგებს…
ტრეილერი
0.0
პინოქიო / Pinocchio

GEO
ENG
RUS
PINNOCHIO
პინოქიო
მოკლე აღწერა
1940 წლის ამავე სახელწოდების მულტფილმის კინოადაპტაცია, რომელიც თავად იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის 1883 წლის წიგნზე “პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი” არის დაფუძნებული. მოხუცი ოსტატი ჯეპეტო (ტომ ჰენქსი), ერთ საღამოს ვარსკვლავს სურვილის ასრულებას სთხოვს, რომ მისი ლამაზი თოჯინა პინოქიო ნამდვილი ბავშვი გახდეს. იმ ღამეს ლურჯი ფერია პინოქიოს აცოცხლებს და ჰპირდება, რომ გადააქცევს ნამდვილ ბიჭუნად, თუ ის იქნება გულადი და სამართლიანი და სთხოვს მას გამოიჩინოს გამბედაობა, სიკეთე და თავგანწირვა, რომელსაც ფერია მისი მეგზურის და “სინდისის” სახით მაწანწალა ჭრიჭინა ჯიმინის მიუჩენს. ამით იწყება პინოქიოს რთული მოგზაურობა.
ტრეილერი
0.0
ფოკუს პოკუსი 2 / Hocus Pocus 2

GEO
ENG
RUS
HOCUS POCUS 2
ფოკუს პოკუსი 2
მოკლე აღწერა
1993 წლის ფილმის გაგრძელება სამი ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომლებიც შემთხვევით ათავისუფლებენ 29 წლიანი წყევლისგან სამ ალქაჯ დას, ვინიფრედი, სარა და მერი სანდერსონებს თანამედროვე სალემში, რის შედეგადაც დები კვლავ ბრუნდებიან ჩენს სამყაროში ჰელოუინის წინ, მოზარდების დაუდევრობის გამო, სადაც ისინი ახალ ქაოს თესავენ. ახლა ახალგაზრდა გმირები უნდა გაერთაინდნენ და გაარკვიონ, როგორ შეაჩერონ ბოროტი ალქაჯები…
ტრეილერი
0.0
კარგად ვარ / I’m Totally Fine

GEO
ENG
RUS
I'M TOTALLY FINE
კარგად ვარ
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ვენასა მარტო მიდის მოგზაურობაში, რათა წესრიგში მოიყვანოს საკუთარი ცხოვრება მისი საუკეთესო მეგობრის ჯენიფერის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ თავის მოვლის მისი არდადაგები თავდაყირა დადგება, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ახლახანს გარდაცვლილი ჯენიფერი დგას მის სამზარეულოში და აცხადებს, რომ უცხოპლანეტელია. შედეგად, ისინი ერთად ატარებენ მომდევნო 48 საათს გართობაში და უკეთეს დღეების გახსენებაში…
ტრეილერი
0.0
რიმინი / Rimini

GEO
ENG
RUS
RIMINI
რიმინი
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ორი მამაკაცი, ორი ძმა, მათი ბავშვობის სახლი. ისინი მათი გარდაცვლილ დედის სადღეგრძელოს სვამენ, მათ ის სასაფლაოზე მიჰყავთ. შემდეგ გმირები ისევ მიდიან, უბრუნდებიან რეალურ ცხოვრებას. ერთი რუმინეთში, რათა გააგრძელოს ცხოვრება, მეორე რიმინში, რათა გააგრძელოს ოცნებები ძველ ოცნებაზე. მაგრამ ადრე თუ გვიან წარსული ორივეს თავს ახსენებს…
ტრეილერი
7.0
ჩემი მეზობელი ადოლფი / My Neighbor Adolf

GEO
ENG
RUS
MY NEIGHBOR ADOLF
ჩემი მეზობელი ადოლფი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
სამხრეთ ამერიკა, 1960 წელი. ჰოლოკოსტს გადარჩენილი მარტოხელა და გულფიცხი მამაკაცი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ მისი ახალი მეზობელი სხვა არავინაა, თუ არა ადოლფ ჰიტლერი. შედეგად, მთავარი გმირი იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას, რათა დაამტკიცოს თავისი ბრალდება, მაგრამ როდესაც მტკიცებულებები ჯერ კიდევ არადამაჯერებელი ჩანს, პოლსკი იძულებულია მტერთან ურთიერთობაში შევიდეს, რომ მოიპოვოს მყარი მტკიცებულებები.
ტრეილერი
7.2
სასტიკი ღამე / Violent Night

GEO
ENG
RUS
VIOLENT NIGHT
სასტიკი ღამე
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
საშობა ექშენ-კომედია, ელიტარული დაქირავებული ბოროტმოქმედების ჯგუფის შესახებ, რომლებიც შობის ღამეს მდიდარი ოჯახის ვილაში შიჭრებიან, სადაც ისინი ყველას მძევლად აიყვანენ. მაგრამ მოულოდნელად ცივსისხლიანი ბოროტმოქმედების გეგმები თავდაყირა დადგება, როდესაც მათ მებრძოლი სანტა კლაუსი დაუპირისპირდება, რომელიც ეს უკანასკნელი მთელი ძალებით ცდილობს ოჯახის გადარჩენას.
ტრეილერი
6.8
უცნაური სამყარო / Strange World

GEO
ENG
RUS
STRANGE WORLD
უცნაური სამყარო
მოკლე აღწერა
ორიგინალური სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი ლეგენდარული მკვლევარების – კლეიდების ოჯახის მომავალი მოგზაურობის შესახებ, რომლებიც ფანტასტიკური არსებებით დასახლებულ უცნობ და საშიშ სამყაროში მიდიან, სადაც ისინი ვერ წყვეტენ ჩხუბს და კამათს, რის შედეგადაც გმირების განსხვავებები საფრთხეს შეუქმნის მათ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან მისიას…
ტრეილერი
0.0
მკვლელები / Slayers

GEO
ENG
RUS
SLAYERS
მკვლელები
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ინტერნეტ სუპერვარსკვლავები ფლინი და ჯული იდუმალი განდგომილი მილიარდერის, ბევერლი რეკტორის სასახლეში მოხვდებიან, მაგრამ ისინი მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ სასახლე საშინლად ბოროტი ვამპირის ბუნაგია, სადაც ახლა ახალგაზრდა გმირების გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ცნობილი ონლაინ გეიმერის, კარას და ძველი სკოლის ვამპირებზე მონადირის, ელიოტის დახმარება…
ტრეილერი
0.0
სლამბერლენდი / Slumberland

GEO
ENG
RUS
SLUMBERLAND
სლამბერლენდი
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
11 წლის ნემა შუქურაში ცხოვრობს მამასთან, პიტერთან ერთად, რომელმაც მას ნაოსნობა ასწავლა. სამწუხაროდ, ერთ ღამეს ზღვაში ქარიშხლის დროს პიტერი კვდება. შედეგად, ახალგაზრდა გმირს საცხოვრებლად მის გაუცხოებულ ბიძასთან, ფილიპთან აგზავნიან, რომელიც მოსაწყენია და არ ჰგავს პიტერს. მოულოდნელად ნემა სიზმარში მისტიკურ სამყაროს სახელად “სლამბერლენდს” აღმოაჩენს, სადაც ის უცნაურ არსებას ფლიპის ხვდება, რომელიც ამტკიცებს, რომ წლების წინ პიტერთან ერთად სხვა ადამიანების ძილში მოგზაურობდნენ და ახლა მან იცის, როგორ შეიძლება მისი მამის დაბრუნება. ამრიგად, ნემა გადაწყვეტს თავგადასავალებით სავსე მოგზაურობაში წავიდეს ფლიპთან ერთად.
ტრეილერი
0.0
მენიუ / The Menu

GEO
ENG
RUS
THE MENU
მენიუ
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…
ტრეილერი
7.6
რეიმონდი და რეი / Raymond & Ray

GEO
ENG
RUS
RAYMOND & RAY
რეიმონდი და რეი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ნახევარძმები რეი და რეიმონდი კვლავ ერთიანდებიან მათი გაუცხოებული მამის დაკრძალვაზე, რომლებსაც ყოველთვის უჭირდათ მკაცრ მამასთან ცხოვრება, რის შედეგადაც მათ გულებში ბრაზი და ტკივილი დაგროვდა. მაგრამ ამის მიუხედავად, გმირებს არ დაუკარგავთ იუმორის გრძნობა და მისი დაკრძალვა მათ შესაძლებლობას აძლევს ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი. მათგან განსხვავებით, ყველა, ვინც მათ მამას იცნობდა, აშკარად აღფრთოვანებული იყვნენ მის მიმართ, მათ შორის მისი ყოფილი შეყვარებული ლუსია, მისი მედდა კირა და დაკრძალვაზე მყოფი მღვდელი.
ტრეილერი
8.1
მთხოვე ცეკვა / Ask Me to Dance

GEO
ENG
RUS
ASK ME TO DANCE
მთხოვე ცეკვა
მოკლე აღწერა
ჯეკი პროგრამისტი და შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ სიყვარულში უიღბლოა. ჯილი გრაფიკული დიზაინერი და მშვენიერი გოგონაა, თუმცა ისიც უიღბლოა. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ერთად ყოფნა უწერიათ. ერთ ღამეს ჯეკი და ჯილი ცალ-ცალკე ხვდებიან ბოშას, რომელიც ეუბნება მათ, რომ წლის ბოლოს შუაღამემდე შეხვდებიან მათი ცხოვრების სიყვარულს, რომლამდეც მხოლოდ ხუთი დღე დარჩა. ათვლა იწყება და გმირები ერთი მეორეზე უარესი და მხიარული პაემნების სერიებში იძირებიან. ყოველ ჯერზე ისინი თითქმის არასოდეს ტოვებენ ერთმანეთთან შეხვედრას. ახალი წლის ღამე ახლოვდება. ახდება თუ არა ბოშას წინასწარმეტყველება?
ტრეილერი
0.0
ზაზუნა და გრეტელი / Hamster & Gretel

GEO
ENG
RUS
HAMSTER & GRETEL
ზაზუნა და გრეტელი
11 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური სერიალი, მხიარული მამაცი გოგონას, გრეტელის, მის ზედმეტად მზრუნველი უფროსი ძმის, კევინის და გრეტელის შინაური ზაზუნის, სახელად ზაზუნას შესახებ. მათ დაბადების დღეს, და-ძმას კოსმოსური უცხოპლანეტელებისგან უნდა მიეღოთ ზეშესაძლებლობები, მაგრამ კევინისთვის განკუთვნილი ძალა შემთხვევით გადადის ზაზუნაში. ამის შემდეგ, ისინი სუპერგმირულ დუეტს ქმნიან. ახლა კევინმა უნდა გაარკვიოს, როგორ იმუშაოს გრეტელთან და ზაზუნასთან, რათა დაიცვან თავიანთი ქალაქი იდუმალი საფრთხეებისგან.
ტრეილერი
6.5
საქორწილო სეზონი / Wedding Season

GEO
ENG
RUS
WEDDING SEASON
საქორწილო სეზონი
45 წუთი
მოკლე აღწერა
კომედიური თრილერი, რომელიც ახალგაზრდა ქეითისა და სტეფანის რომანტიკული ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ ქეითის ქორწილში და რომანს გააბავენ, მიუხედავად იმისა, რომ ქეთის უკვე ჰყავს საქმრო. საზარელი ქორწილიდან ორი თვის შემდეგ, როდესაც გოგონას ახალ ქმარს და მთელ მის ოჯახს მოკლავენ, პოლიცია ფიქრობს, რომ ეს სტეფანმა გააგეთა. სტეფანი ქირობს, რომ ეს ქეითიმ გააკეთა. ქითი ფიქრობს, რომ ეს მისმა ყოფილმა ქმარმა გააკეთა. სინამდვილეში არავინ იცის, სადა მარხია ძაღლის თავის.
ტრეილერი
6.6
კოლეჯი / High School

GEO
ENG
RUS
HIGH SCHOOL
კოლეჯი
1 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი კანადელი მიმღერალი ტყუბი დების, ტეგან და სარა კუინების ამავე სახელწოდების ბეტსელერზე დაფუძნებული კომედიური დრამა, რომელიც საკუთარი თავის პოვნის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოგზაურობა კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც გყავს ტყუპი და, რომლის ბრძოლა და თავის აღმოჩენა ასე მჭიდროდ იმიტირებს შენსას. 1990-იანი წლების გრანჟისა და რევის ფონზე, სერიალი აერთიანებს ტყუპი დების პარალელურ და კონფლიქტურ მოგონებებს, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულ სამყაროებში გაიზარდნენ.
ტრეილერი
0.0
რა შუაშია ამასთან სიყვარული? / What’s Love Got to Do with It?

GEO
ENG
RUS
WHAT'S LOVE GOT TO DO WITH IT?
რა შუაშია ამასთან სიყვარული?
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
რომანტიკული კომედია, ახალგაზრდა რეჟისორი ზოის და ექიმი კაზიმის შესახებ, რომლებიც ერთმანეთის მეზობლად გაიზარდნენ. ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდათ სამყაროში ყველაფრის, მათ შორის სიყვარულისა და ქორწინების ცნებების მიმართ. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა კაზიმი მშობლების მიერ არჩეულ უცნობ გოგონაზე დაქორწინებას გადაწყვეტს. შედეგად, ზოი, რომელიც სასოწარკვეთილი განიცდის იდეების ნაკლებლობას თავისი შემდეგი ფილმისთვის, გადაწყვეტს ინდოეთში გადაიღოს დოკუმენტური ფილმი ბავშვობის მეგობარ კაზიმის ქორწილის შესახებ, მაგრამ მათ შორის გრძნობები ჩნდება.
ტრეილერი
8.9
როცა ყვირილი იწყება / When the Screaming Starts

GEO
ENG
RUS
WHEN THE SCREAMING STARTS
როცა ყვირილი იწყება
1 საათი 28 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც დოკუმენტალისტ ნორმან გრეისმიტს მიიწვევენ სერიული მკვლელის, ეიდენ მენდელის სახლში, ის ფიქრობს, რომ იპოვა დოკუმენტური ფილმის თემა, რომელიც გადაარჩენს მის წარუმატებელ კარიერას. ეიდენს სისხლითა და დიდებით გაჟღენთილი ოცნება აქვს. ის ადოკუმენტირებს თავის მცდელობას გახდეს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი. დოკუმენტური ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად, ეიდანი ცდილობს მისი ოცნება რეალობად აქციოს და მკვლელობის მსგავსი სურვილებით შეპყრობილი დამახინჯებული სულების ბანდას კრებს, მაგრამ მალევე ხვდება, რომ სისხლით გაჟღენთილი მისი კულტის ზოგიერთი წევრი შეიძლება მასზე მეტად იყოს გატაცებული მკვლელობებით და ქაოსით.
ტრეილერი
5.4
ეი ჯეი ფიქრის ლეგენდარული ცხოვრება / The Storied Life of A.J. Fikry

GEO
ENG
RUS
THE STORIED LIFE OF A.J. FIKRY
ეი ჯეი ფიქრის ლეგენდარული ცხოვრება
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
გაბრიელ ზეივინის ამავე სახელწოდების ბეტსელერზე დაფუძნებული კომედიური დრამა, ცოტა ხნის წინ დაქვრივებული ეი ჯეი ფიქრის შესახებ, რომლის ცხოვრება ისე არ წარიმართება, როგორც ის ელოდა, რომელიც საბოლოოდ ემოციურ და ფინანსურ ფსკერზე აღმოჩნდება. მთავარი გმირი მარტო ცხოვრობს, მისი წიგნის მაღაზია კრიზის განიცდის, ხოლო მისი ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ქონება, ლექსების კრებული, მოიპარეს. მაგრამ როდესაც იდუმალი შეფუთვა ჩნდება, ეი ჯეის თავისი ცხოვრების, სიყვარულისა და ყველაფრის ახლებურად დანახვის მეორე შანსი ეძლევა.
ტრეილერი
0.0
უბედური შემთხვევა 2 / Accident Man 2

GEO
ENG
RUS
ACCIDENT MAN 2
უბედური შემთხვევა 2
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
2018 წლის მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური კომედიის “უბედური შემთხვევა“ გაგრძელება პროფესიონალი და ცივსისხლიანი ქილერის, მაიკ ფელონის ასევე, ცნობილი როგორც “უბედური შემთხვევა” შესახებ, რომელმაც ამჯერად მსოფლიოში საუკეთესო მკვლელები უნდა დაამარცხოს, რათა დაიცვას მაფიის ბოსის უმადური შვილი, გადაარჩინოს მისი ერთადერთი მეგობრის სიცოცხლე და აღადგინოს ურთიერთობა მანიაკალურ მამასთან.
ტრეილერი
0.0
ქონება / The Estate

GEO
ENG
RUS
THE ESTATE
ქონება
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც დები მეისი და სავანა გაიგებენ, რომ მათი მდიდარი დეიდა ჰილდა სასიკვდილოდ არის დაავადებული, ისინი ამას ხედავენ, როგორც შესაძლებლობას მიიღონ მისი მემკვიდრეობა და გადაარჩინონ მათი მომაკვდავი კაფე. შედეგად, გმირები გადაწყვეტენ თავიანთი ურთიერთობის გაუმჯობესებას. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როცა დეიდის მამულში მისვლისას მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ოჯახში მარტო ისინი არ იბრძვიან ჰილდას სიმდიდრისთვის.
ტრეილერი
0.0
მუსოლინის გაძარცვა / Rapiniamo il Duce

GEO
ENG
RUS
RAPINIAMO IL DUCE
მუსოლინის გაძარცვა
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
მილანი, 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ქალაქი ნანგრევებშია. ომის ქაოსში იზოლა შავი ბაზრის მეფე გახდა. გადარჩენა მისი ერთადერთი მიზანია, რომელსაც თავის ადამიანებთან ერთად ხელთ ჩაუვარდება დაშიფრული შეტყობინება და აღმოაჩენს, რომ ბენიტო მუსოლინიმ დამალა თავისი უზარმაზარი საგანძური მილანში, სანამ ის ელოდება შვეიცარიაში გაქცევას და ამით სახრჩობელისგან თავის არიდებას. შედეგად, მთავარი გმირი ხელიდან არ უშვებს ისტორიაში ყველაზე ამბიციური ძარცვის შესაძლებლობას და ქმნის გაბედულ ჯგუფს, რათა მოიპაროს ლეგენდარული საგანძური.
ტრეილერი
0.0
ღამეს თვალები აქვს / Attachment

GEO
ENG
RUS
ATTACHMENT
ღამეს თვალები აქვს
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
მაია, დანიელი ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ებრაელი აკადემიკოსი დიდი ბრიტანეთიდან, ლეა შეუყვარდება. მაგრამ როდესაც ლეას იდუმალი კრუნჩხვები ემართება, მაია წუხს, რომ მათი მშფოთვარე რომანი შეიძლება დასრულდეს და გადაწყვეტს, ლეას გაჰყვეს ლონდონში მდებარე სახლში. იქ მაია ხვდება თავის ახალ მეზობელს: ლეას დედას, ჰანას. ძლევამოსილი, ერთი შეხედვით რელიგიური და ძალიან ფარული ქალი, ჰანა ეწინააღმდეგება მაიას ყველა მცდელობას, მოიგოს მისი გული. და როდესაც მაია შენობაში უცნაურ ფენომენებს შეამჩნევს, ის იწყებს ეჭვს, რომ ჰანას საიდუმლოებები შეიძლება ბევრად უფრო ბნელი იყოს, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინა.
ტრეილერი
6.4
ბარდო, ერთი მუჭა სიმართლის ცრუ ქრონიკა / Bardo, False Chronicle of a Handful of Truths

GEO
ENG
RUS
BARDO FALSE CHRONICLE OF A HANDFUL OF TRUTHS
ბარდო, ერთი მუჭა სიმართლის ცრუ ქრონიკა
2 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ნახევრად ავტობიოგრაფიული კომედია, წარმატებული ჟურნალისტისა და კინორეჟისორის შესახებ, რომელიც მშობლიურ მექსიკაში ბრუნდება და ეგზისტენციალურ კრიზისში აღმოჩნდება. სილვერიო მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მიღების შემდეგ ის ბრუნდება მექსიკაში, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოგზაურობა მასში ეგზისტენციალური კრიზისის გამომწვევი გახდება. მისი მოგონებები და შიშები გავლენას ახდენს აწმყოზე და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შედეგად, ის დაბნეულობისა და გაკვირვების გრძნობით ივსება. სილვერიო ებრძვის თავის ვინაობას, ოჯახურ ურთიერთობებს, მისი მოგონებების სიგიჟეს და შემდგომში თავისი ქვეყნის წარსულსა და ახალ რეალობას.
ტრეილერი
6.7
როზალინი / Rosaline

GEO
ENG
RUS
ROSALINE
როზალინი
მოკლე აღწერა
უილიამ შექსპირის კლასიკური რომანის “რომეო და ჯულიეტას” ახალი და კომედიური ვერსია, რომელიც ჯულიეტას ახალგაზრდა ბიძაშვილის და რომეოს ყოფილი შეყვარებულის, როზალინის თვალით დანახული ჯულიეტას და რომეოს სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. როდესაც რომეო ხვდება ჯულიეტას, გულგატეხილი როზალინი იწყებს მათ დევნას, გეგმავს ცნობილი რომანის დაშლას და რომეოს დაბრუნებას…
ტრეილერი
0.0
უიკენდზე / For the Weekend

GEO
ENG
RUS
FOR THE WEEKEND
უიკენდზე
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
მეგობრების ჯგუფი დაბადების დღის წვეულების აღნიშვნით ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მოულოდნელად, ერთ-ერთი უჩინარდება და ამით თითოეული მათგანის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება.
ტრეილერი
4.0
ჰოლი სტუმრად / Holly Slept Over

GEO
ENG
RUS
HOLLY SLEPT OVER
ჰოლი სტუმრად
1 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
ეს არასტანდარტული კომედია მოგვითხრობს ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობაში პრობლემების შესახებ, მათი მეგობრებისა შესახებ, და იმ დაძაბულობის შესახებ, რაც ერთი ძველი უნივერსიტეტელი მეგობრის მათთან ერთი კვირით დარჩენას მოჰყვება.
ტრეილერი
5.5
მოხუცთა თავშესაფარი / Maison de retraite

GEO
ENG
RUS
MAISON DE RETRAITE
მოხუცთა თავშესაფარი
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
მხიარული ამბავი ახალგაზრდა პატიმარს, რომელიც იძულებულია მოხუცთა თავშესაფარში იმუშაოს და შეშლილი მოხუცების ჯგუფს შორის მეგობრობის შესახებ, რომლებიც ერთად აწყობენ გაქცევას. ციხის თავიდან აცილების მიზნით, 30 წლის მილანი იძულებულია მოხუცთა თავშესაფარში 300 საათი იმუშაოს. მთავარი გმირი აცნობიერებს, რომ ეს ციხეზე უკეთესია და იწყებს თავისი მოვალეობების შესრულებას, სადაც სწრაფად პოულობს საერთო ენას სტუმრებთან, რადგან პენსიონერები მას ისე ექცევიან, როგორც საკუთარ შვილიშვილს. როდესაც მილანი გაიგებს, რომ ხელმძღვანელობა მოხუცების ფულს ფლანგავს, ის გადაწყვეტს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ჭკუა ასწავლოს და მოხუც მეგობრებს გაქცევის ორგანიზებაში ეხმარება.
ტრეილერი
5.6
ბავშვები და მანქანები / Firebuds

GEO
ENG
RUS
FIREBUDS
ბავშვები და მანქანები
23 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური სერიალი, პატარა მაშველი ბავშვების გუნდის და სახანძრო მანქანების შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოვლენები ვითარდება ფანტასტიკურ სამყაროში, სადაც მოლაპარაკე მანქანები ცხოვრობენ, მუშაობენ და თამაშობენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართავენ მათ, როდესაც ისინი ერთიანდებიან მათ მეგობრებთან და გუნდურად მუშაობენ თავიანთი საზოგადოების დასახმარებლად. ადაიანები და მანქანები ერთად მიდიან თავგადასავალში, რომლის დროსაც აღმოაჩენენ რას ნიშნავს იყო გმირი.
ტრეილერი
0.0
საყვარელი შეხვდერა / Meet Cute

GEO
ENG
RUS
MEET THE CUTE
საყვარელი შეხვდერა
მოკლე აღწერა
რას გააკეთებდით, რომ შეგეძლოთ დროში მოგზაურობა თქვენს საყვარელ ადამიანებთან, განკურნოთ მათი ტრავმები, მოაგვაროთ პრობლემები და აქციოთ ისინი იდეალურ პარტნიორად? როდესაც შეილა და გერი ერთმანეთს ხვდებიან, ეს ერთი ნახვით სიყვარული აღმოჩნდება. მაგრამ მლევე ხდება ცნობილი, რომ მათი ჯადოსნური პაემანი სულაც არ იყო ბედისწერა. შეილას აქვს დროის მანქანა, და მათ კვლავ და კვლავ ერთმანეთი უყვარდებათ. თუმცა, როცა იდეალური ღამე არასდროს არის საკმარისი, შეილა გარის წარსულში მიემგზავრება, რათა ის სრულყოფილ მამაკაცად აქციოს.
ტრეილერი
0.0
შემდეგი ნაბიჯი / En corps

GEO
ENG
RUS
EN CORPS
შემდეგი ნაბიჯი
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
26 წლის ელიზა შესანიშნავი პრიმა-ბალერინაა. მაგრამ შოუს დროს ის მძიმე ტრავმას მიიღებს და გაიგებს, რომ ამიერიდან ვეღარ იცეკვებს. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, რადგან ახლა ელიზას მოუწევს საკუთარი თავის აღდგენის სწავლა… იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ გოგონას არ სურს შეეგუოს ბედს და მიატოვოს ცეკვა. პარიზში დაგეგმილ შეხვედრებს და განცდებს, იმედგაცრუებებს და იმედებს შორის, ელიზა დაუახლოვდება თანამედროვე ცეკვების ჯგუფს და გადაწყვეტ ძალები მოსინჯოს. შედეგად, ცეკვის ეს ახალი საშვალება მას საშუალებას მისცემს იპოვოს როგორც ახალი იმპულსი, ასევე ცხოვრების ახალი გზა.
ტრეილერი
7.3
გაუმართაობა / Glitch

GEO
ENG
RUS
GLITCH
გაუმართაობა
1 საათი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა გოგონა ჰონგ ჯი-ჰე გავლენიანი კავშირების მქონე მდიდარი ოჯახიდანაა. სწორედ თავისი ოჯახური კავშირების გამო არის დასაქმებული და მუდმივი სამსახური აქვს, რომლის მეგობარი ბიჭი ოთხი წლის წინ მოულოდნელად გაუჩინარდა. ჰო ბო-რა “ამო”-ს დამკვირვებელთა საზოგადოების წევრია, რომელიც იყენებს კლავიატურას იარაღად, რათა დაეხმაროს გოგონას გაუჩინარებული მეგობარი ბიჭის ძებნაში. შედეგად, ახალგაზრდა გმირები ველური შეთქმულების შესახებ საშინელ სიმართლეს გამოავლელენ.
ტრეილერი
0.0
მოჯადოვებული 2 / Disenchanted

GEO
ENG
RUS
DISENCHANTED
მოჯადოვებული 2
მოკლე აღწერა
პირველი ფილმის “მოჯადოვებული” მოვლენებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, ჟიზელი, რობერტი და მორგანი გადადიან ახალ სახლში მონროვილის გარეუბანში, სადაც საზოგადოებას მეთვალყურეობს მალვინა მონრო, რომელსაც აქვს ბოროტი ზრახვები ოჯახის მიმართ. როდესაც პრობლემები წარმოიქმნება, ჟიზელი იწყებს ოცნებას, რომ მათი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსოს. შედეგად, შელოცვა უკუშედეგს გამოიწვევს და ახლა ჟიზელი ჩქარობს გადაარჩინოს თავისი ოჯახი და სამშობლო, ანდალასიას სამეფოში, სანამ საათი შუაღამეს ჩამოკრავს.
ტრეილერი
0.0
სანტა კლაუსები / The Santa Clauses

GEO
ENG
RUS
THE SANTA CLAUSES
სანტა კლაუსები
44 წუთი
მოკლე აღწერა
2006 წლის ფილმის “სანტა კლაუსი 3” გაგრძელება სკოტ კელვინის შესახებ, რომელიც უახლოვდება თავის 65 წლის იუბილეს და ხვდება, რომ სამუდამოდ სანტა ვერ იქნება. შედეგად, ის იწყებს სანტას მოვალეობების დაკარგვას, და, რაც მთავარია, მას ჰყავს ოჯახი, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ნორმალურ სამყაროში ცხოვრებით, განსაკუთრებით მისი ორი ვაჟი, რომელთაგანაც ერთი გაიზარდა ილინოისში, ხოლო მეორე პოლუსში. მრავალ ელფთან, შვილთან და ოჯახთან ერთად, სკოტი აპირებს სანტას შესაფერისი შემცვლელის პოვნას და თან ოჯახს ამზადებს ახალი თავგადასავლებისთვის პოლუსის სამხრეთით.
ტრეილერი
0.0
ჩემი ვაჟი ჰანტერი / My Son Hunter

GEO
ENG
RUS
MY SON HUNTER
ჩემი ვაჟი ჰანტერი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ცხოვრების წესის და სკანდალური ბიზნეს ურთიერთობების, სექსის, პროსტიტუციის, ნარკოტიკების, ქრონიზმის, ფულის გათეთრების, მეტი სექსის, ასევე ლეპტოპი ჯოჯოხეთიდან, ჩინელი ჯაშუშების, უკრაინელი “ბიზნესმენების”, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, დიდი ბიჭის, კიდევ უფრო მეტი სექსის, დამატებითი ნარკოტიკების და…ოჯახის შესახებ. მოულოდნელად, ჰანტერი აღმოაჩენს, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს, არასწორ ადგილას, არასწორ ადამიანებთან ერთად, როდესაც ხვდება გულუბრყვილო ახალგაზრდა სტრიპტიზიორს. გრეის ანდერსონმა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის შესახებ, მაგრამ დაჩქარებულ კურსს გადის, რადგან უფრო და უფრო უახლოვდება პრეზიდენტ ბაიდენის შვილს. ფილმი პირდაპირ გვიჩვენებს ჰანტერს, მის კორუმპირებულ საქმიან ურთიერთობებს, მამასთან ურთიერთობას და ცხოვრების წესს, რომელიც როკ-ვარსკვლავებს შეშურდებათ.
ტრეილერი
8.1
უენდელი და უაილდი / Wendell and Wild

GEO
ENG
RUS
WENDELL & WILD
უენდელი და უაილდი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
საშინელებათა შავი კომედია, ორი მზაკვარი დემონი-ძმის, უენდელი და უაილდი სანდერსების შესახებ, რომლებიც ჯოჯოხეთიდან გარბიან და ახლა იძულებულნი არიან თავიანთ მოსისხლე მტრებს – დემონების გამდევნელ მონაზონ დებს, ჰელებს და მათ ორ თანაშემწე – თინეიჯერ-გოთებს, კეტის და რაულის დაუპირისპირდნენ…
ტრეილერი
0.0
ჩემი დრო / Me Time

GEO
ENG
RUS
ME TIME
ჩემი დრო
5.0
მოკლე აღწერა
ექშენ-კომედია, ახალგაზრდა ერთგული მამის სონის (კევინ ჰარტი) შესახებ, რომელიც მრავალი წელი შინ ჯდომის შემდეგ პირველად პოულობს დროს თავისთვის, როდესაც მოულოდნელად მისი ცოლი და შვილები წავლენ. შედეგად, მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ აიწყვიტოს, და წვეულებების მოყვარულ თავის ძველ საუკეთესო მეგობართან ჰეკისთან (მარკ უოლბერგი) ერთიანდება, რომლებიც ერთად ატარებენ ველურ უიკენდს, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
ტრეილერი
5.0
სუპერ ვინ? / Superwho?

GEO
ENG
RUS
SUPERWHO?
სუპერ ვინ?
1 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა მსახიობი სედრიკი, რომელიც უიღბლობას ებრძვის, როგორც ჩანს, განწირულია მთელი ცხოვრება ხელმოცარული იყოს. ის განადგურებულია, რადგან მეგობარმა გოგონამ მიატოვა. მისმა საკუთარმა მამამ, დამ და მეგობრებმაც კი დაკარგეს რწმენა იმისა, რომ მას შეუძლია გააკეთოს რაიმე ღირებული. შემდეგ, საბოლოოდ, ის სუპერგმირი “ბადმენის” მთავარი როლის, გაუთავებელი დაღმავალის სპირალიდან გამოსვლის და მამის პატივისცემის მიღების შანს მიიღებს. მაგრამ მას ბედი ისევ გაწირავს, როდესაც გადასაღები მოდნიდან კოსტუმით წასული, სედრიკი ავარიაში მოყვება, სადაც კარგავს მეხსიერებას და იღვიძებს დარწმუნებული, რომ ის მისიაში მყოფი ნამდვილი სუპერგმირია. შედეგად, რეალური თავგადასავლებისა და საფრთეების წინაშე აღმოჩენილი, მისი ბუნება რთულ გამოცდას გადის. თუმცა, აქვს თუ არა მას ის, რაც საჭიროა ბოროტების ძალებთან საბრძოლველად, ჩვენ შორის ყველაზე სუსტთა დასაცავად და ცუდი ბიჭების დასამარცხებლად? თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ გადაწყვიტოთ გახდეთ გმირი, რომ აღარაფერი ვთქვათ სუპერგმირი… განსაკუთრებით ისეთი, როგორიც სედრიკია!
ტრეილერი
6.1
სევდის სამკუთხედი / Triangle of Sadness

GEO
ENG
RUS
TRIANGLE OF SADNESS
სევდის სამკუთხედი
2 საათი 27 წუთი
მოკლე აღწერა
ფოტომოდელები კარლი და იაია მოგზაურობენ მოდის სამყაროში და იკვლევენ თავიანთი ურთიერთობის საზღვრებს. გმირებს მდიდრულ იახტაზე დაპატიჟებენ, სადაც მაღალი წრის საზოგადოებისა, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების და სუპერ მდიდარი მგავრების, რუსი ოლიგარქის, ბრიტანელი იარაღით მოვაჭრის და თავისებური ალკოჰოლიკი კაპიტანის მონაწილეობით წვეულება გაიმართება. მაგრამ ქარიშხალი იწყება, და ვახშმის დროს მგზავრებს მძიმე ზღვის ავადმყოფობა სძლევს. შედეგად, კრუიზი კატასტროფულად მთავრდება. კარლი და იაია მილიარდერების ჯგუფთან და გემის ერთ-ერთ დამლაგებელთან ერთად აღმოჩნდებიან უკაცრიელ კუნძულზე. იერარქია მოულოდნელად თავდაყირა დგება, რადგან დამლაგებელი ერთადერთია, ვინც თევზაობა იცის.
ტრეილერი
7.8
ჩემი საუკეთესო მეგობრის ეგზორციზმი / My Best Friend’s Exorcism

GEO
ENG
RUS
MY BEST FRIEND'S EXORCISM
ჩემი საუკეთესო მეგობრის ეგზორციზმი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1988 წელს ვითარდება და კოლეჯის მეორეკურსელი გოგონების, ების და გრეტჰენის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეოთხე კლასიდან მეგობრობენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც საღამოს შიშველი ბანაობა კატასტროფულად არასწორად წარიმართება, გრეტჰენი იწყებს სხვაგვარად მოქცევას… ის კაპრიზული და გაღიზიანებული ხდება. და უცნაური რამ ხდება ყოველთვის, როცა ის მის გვერდითაა. გამოძიებას ები გამაოგნებელ აღმოჩენამდე მიჰყავს, და იმ დროს, როცა მათი ამბავი საზარელ დასასრულს მიაღწევს, გმირების ბედს ერთი კითხვა განსაზღვრავს: არის თუ არა მათი მეგობრობა საკმარისად ძლიერი ეშმაკის დასამარცხებლად?
ტრეილერი
0.0
კარგი სახლი / The Good House

GEO
ENG
RUS
THE GOOD HOUSE
კარგი სახლი
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ენი ლირის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კომედიური დრამა, ახალი ინგლისის მკვიდრი რეალტორის და სალემის ჯადოქრების შთამომავლის, ჰილდი გუდის შესახებ, რომელსაც ძალიან უყვარს მისი ღვინო და საიდუმლოებები, რომლის ორად გაყოფილი ცხოვრება ნგრევას იწყება მაშინ, როდესაც იგი აღადგენს რომანს თავის სკოლის ძველ შეყვარებულთან ფრენკ გეტჩელთან და სახიფათოდ იხლართება ერთი ადამიანის უგუნურ საქციელში. დიდი ხნის ფარული ემოციებისა და ოჯახური საიდუმლოებების აღორძინებით, ჰილდი უბიძგებს ანგარიშსწორებისკენ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ერიდებოდა: საკუთარ თავს.
ტრეილერი
7.1
ნიანგი ლაილი / Lyle, Lyle, Crocodile

GEO
ENG
RUS
LYLE LYLE CROCODILE
ნიანგი ლაილი
მოკლე აღწერა
ბერნარდ ვაბერის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანის ადაპტაცია ნიუ-იორკში მცხოვრები ნინაგი ლაილის შესახებ, რომელიც პრიმის ოჯახს ყოველდღიურ საქმეებში ეხმარება და მეზობლების შვილებთან თამაშობს. მაგრამ ერთ-ერთ მეზობელს არ მოსწონს ეს მდგომარეობა, რადგან მას მიაჩნია, რომ ლაილის ადგილი ზოოპარკშია. უბრალოდ, მისტერ გრამპს და მის კატებს ძალიან არ უყვართ ნიანგები, და ახლა ლაილმა უნდა აჩვენოს თავისი საუკეთესო მხარე და დაუმტკიცოს ყველას, რომ ის არც ისე ცუდია, როგორც სხვები ფიქრობენ.
ტრეილერი
0.0
დამსჯელები / Do Revenge

GEO
ENG
RUS
DO REVENGE
დამსჯელები
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
ჰიჩკოკისეული შავი კომედია, უფროსკლასელი მეამბოხე გოგონების, დრეას და ელეონორას შესახებ, რომლებიც ურთიერთმტრობას ივიწყებენ და ძალებს აერთიანებენ, რათა შური იძიონ მათზე, რომლებმაც დაანგრიეს მათი ცხოვრება და რეპუტაცია, რომელთა შორისაა ქალი და ქალთმოძულე ფარისევლი ბიჭი, რომლებიც ახალგაზრდა გმირებს სურთ, რომ ცოცხლად “დაწვან”. ისინი ასევე განიხილავენ ფრაზის “შურისძიების” გრამატიკულ არსს, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს წინადადების აგებულებაში.
ტრეილერი
0.0
სამოთხე: გზად ბედნიერების ქვეყნისკენ / Hebeun: haengbokui nararo

GEO
ENG
RUS
HEBEUN: HAENGBOKUI NARARO
სამოთხე: გზად ბედნიერების ქვეყნისკენ
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
1997 წლის გერმანული ფილმით “კაკუნი სამოთხის კარზე” შთაგონებული კორეული დრამა, სასიკვდილო სენით დაავადებული ნამ-სიკის შესახებ, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო მკურნალობა, რომლის საშვალებაც მას არ აქვს. ამიტომ ცოცხალი, რომ დარჩეს, ის საავადმყოფოდან საავადმყოფოში მოგზაურობს და წამლებს იპარავს. როდესაც მძიმე შაკიკითა და კრუნჩხვებით დაავადებული პატიმარი მამაკაცი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ, ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მას ორ კვირაზე ნაკლები სიცოცხლე დარჩა. შედეგად, პატიმარი გაქცევას გადაწყვეტს და ნამ-სიკისთან ერთაინდება, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან თავიანთი ბედნიერების საპოვნელად.
ტრეილერი
6.4
აივი და ბინი / Ivy & Bean

GEO
ENG
RUS
IVY & BEAN
აივი და ბინი
56 წუთი
მოკლე აღწერა
ენი ბეროუზის საბავშვო ბესტსელერების სერიების ადაპტაცია, ახალგაზრდა მეზობელი გოგონების, მშვიდი, მოაზროვნე და დაკვირვებული აივის და მხიარული, ბობოქარი და უშიშარი ბინის შესახებ, რომლებსაც არასოდეს უფიქრიათ, რომ მეგობრები გახდებოდნენ. თუმცა, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, მით უფრო მეტად იგებენ, რომ ერთი შეხედვით განსხვავებული ადამიანები შეიძლება გახდნენ საუკეთესო მეგობრები. როდესაც ბინი გაიგებს, რომ აივი ჯადოსნურ შესაძლებლობას ფლობს, ისინი ერთიანდებიან, რათა ბინის უფროს დას შეულოცონ, რომელიც აიძულებს მას ცეკვას… სამუდამოდ!
ტრეილერი
0.0
თეთრი ხმაური / White Noise

GEO
ENG
RUS
WHITE NOISE
თეთრი ხმაური
2 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
ნოა ბაუმბახის ამავე სახელწოდების სატირული რომანის ეკრანიზაცია. ერთდროულად მხიარული და შემზარავი, ლირიკული და აბსურდული, ბანალური და აპოკალიფსური ამბავი თანამედროვე ამერიკული ოჯახის შესახებ. სანამ მშობლები და ბავშვები მთელი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ კონფლიქტებს, ისინი ასევე იკვლევენ სიყვარულისა და სიკვდილის უნივერსალურ საიდუმლოებებს და სვავენ კითხვებს, როგორ გახდნენ ბედნიერები ასეთ არასტაბილურ სამყაროში. უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ გლედნი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს შეისწავლის, დაქორწინებულია ბაბეტზე და ჰყავს ოთხი თინეიჯერი შვილი, ყველაფერ ამასთან ერთად, მათ გარდაუვალ სიკვდილზე შემაშფოთებელი ფიქრები და შიში არ ტოვებთ. ერთ დღეს ეს შიში მძაფრდება, როდესაც ჯეკი “ჰაერის ტოქსიკური მოვლენის” – კატასტროფული სარკინიგზო ავარიის შესახებ გაიგებს, რომელიც ათავისუფლებს ქიმიურ მომწამვლელ გაზს მის მშობლიურ ქალაქში.
ტრეილერი
0.0
სიყვარულით ვიქტორი / Love, Victor
სეზონი 3 - სერია 3

GEO
ENG
RUS
LOVE, VICTOR
29 წუთი
მოკლე აღწერა
კრიკვუდის სკოლის ახალი მოსწავლე საკუთარი თავის აღმოსაჩენად მიემგზავრება. მას სახლში პრობლემები აქვს , ის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სექსუალურ ორიენტაციაში, ამიტომ დასახმარებლად საიმონს დაუკავშირდება.
ტრეილერი
8.3
ჰოფერი და სიბნელის ზღარბი / Chickenhare and the Hamster of Darkness

GEO
ENG
RUS
CHICKENHARE AND THE HAMSTER OF DARKNESS
ჰოფერი და სიბნელის ზღარბი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები ჯადოსნურ სამყაროში ვითარდება და ახალგაზრდა მთავარი გმირის ჰოფერ ჩიქენსონის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ნახევრად ქათამი და ნახევარად კურდღელი დაიბადა, რომელსაც ცნობილი ავანტიურისტი კურდღელი – მეფე არტური იშვილებს. როდესაც არტურის, ბოროტი ძმა ჰაროლდი ციხიდან გაიქცევა, რათა ყოვლისშემძლე ბნელი ზაზუნა იპოვოს და ამით მისი ძმა ტახტიდან ჩამოაგდოს, ჰოფერი გადაწყვეტს მას ხელი შეუშალოს. მისი ერთგული მსახური სარკასტული კუს, არჩისა და საბრძოლო ხელოვნების ექსპერტი მყრალას, მეგის მხარდაჭერით, ახალგაზრდა გმირი ეპიკური თავგადასავლბით სავსე მოგზაურობაში მიდის, სადაც მრავალ მხიარულ დაბრკოლებას აწყდება.
ტრეილერი
6.5
ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი / Chip 'n' Dale Rescue Rangers

GEO
ENG
RUS
CHIP 'N' DALE RESCUE RANGERS
ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი
მოკლე აღწერა
ციყვების შესახებ გადაღებული ორიგინალი ტელესერიალის დასრულებიდან 30 წელი გავიდა. ჩიპი და დეილი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ იმ სამყაროში, სადაც ადამიანები და ანიმაციური პერსონაჟები ერთმანეთს ემეზობლებიან. მანამ სანამ კლასიკური ანიმაციების პერსონაჟების თავის გატანას ცდილობენ, კომპიუტერული ანიმაცია პოპულარობის პიკზე იმყოფება. ციყვები კვლავ უნდა გაერთიანდნენ, რომ თავიანთი ძველი მეგობარი გადაარჩინონ, სანამ ის საავტორო უფლებების დარღვევის მსხვერპლი არ გახდა.
ტრეილერი
0.0
გამოსასწორებელი მატყუარა / Menteur

GEO
ENG
RUS
MENTEUR
გამოსასწორებელი მატყუარა
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
2019 წლის ამავე სახელწოდების კანადური კომედიის ფრანგული რიმეიკი, 35 წლის ჯერომის შესახებ, რომელიც იახტების გამყიდველია ნიცაში. მაგრამ თუ მოუსმენთ, თავისუფალ დროს ჯერომი ასევე არის ასტრონავტი, კარატეს მსოფლიო ჩემპიონი და მის სამყაროს ახლო მეგობარი. სინამდვილეში, ჯერომი პათოლოგიური მატყუარაა: ის ატყუებს ყველას, რომლისაც არავის სჯერა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის მას მეტი სიცრუის დაგროვებაში. შედეგად, მის ოჯახს და მეგობრების ყელში ამოუვათ მისი ყოველდღიური ტყუილები და ყველაფერს აკეთებენ მისი დამოკიდებულების შესაცვლელად. მაგრამ მთავარი გმირი სულ უფრო და უფრო ღრმად იძირება სიცრუეში, სანამ ერთ დღეს მას ღვთაებრივი წყევლა არ დაატყდება თავს: მოულოდნელად მისი ყველა ტყუილი ცოცხლდება! ხოლო შემდეგ მისთვის ნამდვილი კოშმარი იწყება.
ტრეილერი
4.8
გაწითლება / Turning Red

GEO
ENG
RUS
TURNING RED
გაწითლება
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ანიმაციური კომედია, 13 წლის მეი ლის შესახებ, რომელიც მის პრობლემებსა და მოსიყვარულე დედის ქალიშვილს შორის ორად იხლიჩება. მაგრამ საკუთარ სხეულში, ინტერესებსა და ურთიერთობებში ცვლილებების გარდა, მეი ლი კიდევ ერთი ძალიან უცნაური თვისების წინაშე აღმოჩნდება. ყოველთვის, როდესაც იგი ძალიან ღელავს, მაშინვე გიგანტურ წითელ პანდაად იქცევა.
ტრეილერი
7.1