რიმინი / Rimini

GEO
ENG
RUS
RIMINI
რიმინი
1 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ორი მამაკაცი, ორი ძმა, მათი ბავშვობის სახლი. ისინი მათი გარდაცვლილ დედის სადღეგრძელოს სვამენ, მათ ის სასაფლაოზე მიჰყავთ. შემდეგ გმირები ისევ მიდიან, უბრუნდებიან რეალურ ცხოვრებას. ერთი რუმინეთში, რათა გააგრძელოს ცხოვრება, მეორე რიმინში, რათა გააგრძელოს ოცნებები ძველ ოცნებაზე. მაგრამ ადრე თუ გვიან წარსული ორივეს თავს ახსენებს…
ტრეილერი
7.0
სასწაული / The Wonder

GEO
ENG
RUS
THE WONDER
სასწაული
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ემა დონაჰიუს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1862 წელს ირალნდიაში ვითარდება და ახალგაზრდა გოგონას ანა ო’დონელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წყვეტს ჭამას, მაგრამ სასწაულებრივად რჩება ცოცხალი და ჯანმრთელი, რის შედეგადაც მსოფლიო ფენომენად იქცევა. გოგონას ოთხი თვეა არ უჭამია, მაშინ როცა თავს ჯანმრთელად და ენერგიით სავსე გრძნობს. ინგლისელი მედდა ლიბ რაიტი მოდის პატარა სოფელში თერთმეტი წლის ანას დასაკვირვებლად. მასთან ერთად ათასობით ტურისტი და მომლოცველი იკრიბება გოგონას სანახავად, რომლებმაც უკვე შექმნეს “მშიერი გოგოს” კულტი.
ტრეილერი
7.2
ჩემი მეზობელი ადოლფი / My Neighbor Adolf

GEO
ENG
RUS
MY NEIGHBOR ADOLF
ჩემი მეზობელი ადოლფი
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
სამხრეთ ამერიკა, 1960 წელი. ჰოლოკოსტს გადარჩენილი მარტოხელა და გულფიცხი მამაკაცი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ მისი ახალი მეზობელი სხვა არავინაა, თუ არა ადოლფ ჰიტლერი. შედეგად, მთავარი გმირი იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას, რათა დაამტკიცოს თავისი ბრალდება, მაგრამ როდესაც მტკიცებულებები ჯერ კიდევ არადამაჯერებელი ჩანს, პოლსკი იძულებულია მტერთან ურთიერთობაში შევიდეს, რომ მოიპოვოს მყარი მტკიცებულებები.
ტრეილერი
7.2
მოცურავეები / The Swimmers

GEO
ENG
RUS
THE SWIMMERS
მოცურავეები
2 საათი 14 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი ახალგაზრდა სირიელი დების, იუსრა და სარა მარდინების შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან მამასთან ერთად ცურვაში ვარჯიშობდნენ, მაგრამ როდესაც 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომი გამწვავდება, მათი ოცნებები ოლიმპიურ ოქროზე თითქოს დაიმსხვრევა. თუმცა, ახალგაზრდა გმირები გარისკვას და სახიფათო მოგზაურობაში წასვლას გადაწყვეტენ ევროპაში. შედეგად, ბიძაშვილთან ერთად ისინი ჯერ ლიბანში, შემდეგ თურქეთში გარბიან და პატარა ნავში ჯდებიან, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთონ და ჩავიდნენ ევროპაში, რომლებიც უამრავი დაბრკოლების გადალახვას და უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილამდე მისვლას ახერხებენ. საბოლოოდ, მათი შემზარავი გამოცდილებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იუსრამ 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე იასპარეზა ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში.
ტრეილერი
7.2
თავდადება / Devotion

GEO
ENG
RUS
DEVOTION
თავდადება
2 საათი 18 წუთი
მოკლე აღწერა
გმირობის, მეგობრობისა და თავდადების ეპიკური ნამდვილი ამბავი, რომელშიც მოვლენები კორეის ომის დროს ვითარდება და აშშ-ს საჰაერო ძალების 32-ე გამანადგურებელი ესკადრილიის ორი მფრინავის, აფროამერიკელი ჯესი ბრაუნისა და თეთრკანიანი ტომ ჰადნერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მათი განსხვავებული წარმოშობის მიუხედავად, ომის შუაგულში მყოფები თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ ერთად ბრძოლას სწავლობენ. საერთო დივერსიული ოპერაციის შესრულებისას გმირები საუკეთესო მეგობრები გახდებიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრაუნის თვითმფრინავი მტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდება, მათ მეგობრობას მკაცრი გამოცდის გავალა მოუწევს.
ტრეილერი
6.0
ლუდის დიდებული გარბენი / The Greatest Beer Run Ever

GEO
ENG
RUS
THE GREATEST BEER RUN EVER
ლუდის დიდებული გარბენი
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ჯოანა მოლის და ჯონ დონოჰიუს ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები 1967 წელს ვითარდება და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის 26 წლის ვეტერანის, ჯონ “ჩიკი” დონოჰიუს მეგობრობის, ერთგულებისა და თავგანწირვის შესახებ შთამბეჭდავ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ვიეტნამის ომში მყოფი მეზობელი მეგობრებისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც სრულიად წარმოუდგენელი: მარტო წავიდეს ფრონტის ხაზზე, რათა ჯარისკაცებს მათი საყვარელი ამერიკული ლუდის ქილა მიუტანოს. თუმცა, ის, რაც უწყინარ მოგზაურობად იწყება, სწრაფად გადაიქცევა სიცოცხლისთვის საშიშ თავგადასავლებად, როდესაც ჩიკი უპირისპირდება ამ საკამათო ომის რეალობას, ხოლო მისი გაერთიანება ბავშვობის მეგობრებთან უბიძგებს მას ზრდასრულობის სირთულეებისკენ და პასუხისმგებლობებისკენ.
ტრეილერი
6.8
მან თქვა / She Said

GEO
ENG
RUS
SHE SAID
მან თქვა
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
New York Times-ის გამომძიებელი რეპორტიორების, ჯოდი კანტორის და მეგან ტის სექს-სკანდალზე დაფუძნებული ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაცია, რომელიც ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის ბნელ საიდუმლოებებს ავლენს. ფილმი ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალების მიმართ სასტიკი მოქცევის, სექსუალური ძალადობის, თავდასხმების, დევნის, ასევე მსახიობების, კოლეგების და სხვა გოგონების გაუპატიურების შესახებ მოგვითხრობს. როდესაც ჰარვი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, მან უარყო ყველა ბრალდება და თქვა, რომ ისინი ყალბი იყო. მაგრამ New York Times-ის ორი რეპორტიორი საქმის გმოძიებას აგრძელებს და სვამენ ბევრ კითხვას ძალადობასთან დაკავშირებით. გმირები მოძრაობა #metoo-ს წამოაყებენ, რაც ხელს უწყობს მსხვერპლთა ხმის გაძლიერებას. თუმცა, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ისტორიების გაშუქებისას, გმირები მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან.
ტრეილერი
0.0
ძვლები და სხვა დანარჩენი / Bones and All

GEO
ENG
RUS
BONES AND ALL
ძვლები და სხვა დანარჩენი
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
კამილა დეანჯელისის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია ახლგაზრდა შეყვარებული კანიბალების, მარენის და ლის შესახებ. 16 წლის ასაკში დედის გარეშე დარჩენილი მარენი მამის მოსაძებნად მოგზაურობაში მიდის, რომელსაც ის არ იცნობს. ახალგაზრდა გმირს სურს იყოს ადამიანი, რომლითაც ხალხი აღფრთოვანებულია და პატივს სცემს. მას სურს იყოს შეყვარებული. მაგრამ მისმა საიდუმლო და სამარცხვინო მოთხოვნილებებმა აიძულა იგი დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. მას სძულს საკუთარი თავი იმ ცუდის გამო, რაც მან გააკეთა. გზად გოგონა გატანჯულ მოხეტიალე ბიჭის, ლის ხვდება, რომლებიც ერთიანდებიან და თავის დასაცავად იძულებულნი არიან დაემალნონ მსოფლიოს. მაგრამ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ყველა გზა მიდის მათ შემზარავ წარსულამდე და ბოლო ბრძოლამდე, რომელიც გადაწყვეტს, გადარჩება თუ არა მათი სიყვარული.
ტრეილერი
6.5
ვაჟიშვილი / The Son

GEO
ENG
RUS
THE SON
ვაჟიშვილი
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
რეჟისორ ფლორიან ზელერის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი, რომელიც ოჯახური ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. მის ახალ პარტნიორთან, ემასთან და მათ შვილთან ერთად, ახალგაზრდა მამის პიტერის დატვირთული ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ყოფილი ცოლი კეიტი თავის მატყუარა, გაუცხოებულ და გაბორეტებულ თინეიჯერ ვაჟთან, ნიკოლასთან ერთად გამოჩნდება, რომელიც თვეებია სკოლას აცდენს. შედეგად, პიტერი მთელი ძალებით ცდილობს იყოს უკეთესი მამა და დაეხმაროს ვაჟიშვილს ოჯახური ბედნიერების ამ ინტიმურ და ინსტინქტურ მომენტებში. მაგრამ ნიკოლასის მძიმე მდგომარეობა ოჯახს საშიშ გზაზე აყენებს.
ტრეილერი
6.2
სამაშველო ოპერაცია ტაილანდის გამოქვაბულში / Thai Cave Rescue

GEO
ENG
RUS
THAI CAVE RESCUE
სამაშველო ოპერაცია ტაილანდის გამოქვაბულში
6 საათი
მოკლე აღწერა
წარმოუდგენელ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მინი-სერიალი, ტაილანდის ახალგაზრდული ფეხბურთის გუნდისა და მათი მწვრთნელის, რომელებიც მოხვდებიან ხაფანგში დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გამოქვაბულში, და მათი ოჯახების, ტაილანდელებისა და მთელი მსოფლიოდან მოხალისეების შთამბეჭდავი ძალისხმევის შესახებ, როდესაც ისინი ბუნებისა და დროის წინააღმდეგ მთელი ძალებით იბრძოდნენ.
ტრეილერი
7.8
უოკერი: ინდეპენდენსი / Walker: Independence

GEO
ENG
RUS
WALKER: INDEPENDENCE
უოკერი: ინდეპენდენსი
42 წუთი
მოკლე აღწერა
2021 წლის სერიალის “უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ პრიკველი, რომელშიც მოვლენები შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და მდიდარი წყვილის, უოკერების შესახებ მოგვითხობს, რომლებიც ბოსტონიდან დიდი მომავლის მქონე პატარა ქალაქ ინდეპენდენსში მიმგზავრებიან, სადაც მისტერ უოკერმა უნდა დაიკავოს შერიფის თანამდედობა. გზად წყვილის ფურგონს უცნობი თავს ესხმის და მთავრი გმირის ქმარს კლავს. მის ები უოკერი ინდიელების დახმარებით სასწაულებრივად ახერხებს გადარჩენას. ქალაში ჩასვლის შემდეგ, ის ხვდება მომხიბვლელ თაღლითს, ჰოიტის და გაიგებს, რომ მისი ქმარი ქალაქის ახალმა შერიფმა ტომ დევიდსონმა მოკლა. შედეგად, ები სთხოვს ჰოიტს, დაეხმაროს მას შურისძიებაში.
ტრეილერი
0.0
ენოლა ჰოლმსი 2 / Enola Holmes 2

GEO
ENG
RUS
ENOLA HOLMES 2
ენოლა ჰოლმსი 2
0.0
მოკლე აღწერა
სათავგადასავლო დეტექტივის “ელონა ჰოლმზი“ სიქველი, შერლოკ ჰოლმზის მეამბოხე მოზარდი დის ენოლა ჰოლმზის შესახებ, რომელიც თავისი პირველი საქმის გახსნის ტრიუმფის შემდეგ, მისი ცნობილი ძმის კვალს მიჰყვება და ხსნის საკუთარ სააგენტოს, სადაც ღარიბი გოგონასგან მისი დაკარგული დის პოვნის პირველ ოფიციალურ საქმეს იღებს. მაგრამ ეს საქმე მოსალოდნელზე ბევრად იდუმალი აღმოჩნდება, რადგან ენოლა სახიფათო ახალ სამყაროში იძირება. როდესაც საშიში შეთქმულების საიდუმლო გამოვლინდება, ახალგაზრდა დეტექტივს მისი მეგობრების და შერლკის დახმარება დასჭირდება.
ტრეილერი
0.0
მოთვალთვალე / The Watcher

GEO
ENG
RUS
THE WATCHER
მოთვალთვალე
50 წუთი
მოკლე აღწერა
მინი-სერიალი, რომელიც ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის მარია და დერეკ ბროდუსების ნამდვილი ამბავის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ნიუ-ჯერსის ქალაქგარეთ მდებარე საკუთარ საოცნებო სახლში გადასვლის შემდეგ, მალევე აღმოაჩენენ, რომ მათ მემკვიდრეობით მიიღეს კოშმარები, რადგან ისინი უცნაური მეზობლების, ბოროტი მუქარების და საშინელი წერილების დევნის ობიექტები გახდებიან…
ტრეილერი
0.0
მანიფესტი დასავლეთი / Manifest West

GEO
ENG
RUS
MANIFEST WEST
მანიფესტი დასავლეთი
მოკლე აღწერა
დრამატული ამბავი ათი წლის გოგონას შესახებ, რომლის ოჯახი ჩრდილოეთ ამერიკის ველურ ბუნებაში გადადის. ეს არის მათი მცდელობა დაიწყონ ახალი და ნორმალური ცხოვრება, აყვავდნენ მიწის ხარჯზე და გაექცნენ თანამედროვე საზოგადოების წნეხს. მაგრამ ოჯახში დაძაბულობა იზრდება, და ისინი ვერ გაექცევიან იმას, რაც მათ სახლში ხდება, რაც არ უნდა შორს ავიდნენ მთაზე…
ტრეილერი
0.0
სიყვარულის თამაში / Game of Love

GEO
ENG
RUS
GAME OF LOVE
სიყვარულის თამაში
მოკლე აღწერა
2021 წლის რომანტიკული დრამის “დრო ამოიწურა“ გაგრძელება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, ვივიენის და როის შესახებ, რომელთა სისყვარულის ისტორიას ახალგაზრდა გმირები მიჰყავს როის ბავშვობის სახლში სიცილიაში, რათა მოემზადონ საოჯახო ქონების გასაყიდად. ვიზიტის დროს იდუმალი ქალი ჩნდება და ვივიენს დაუმეგობრდება, რაც როის ძალიან გააღიზიანებს. შედეგად, დაძაბულობა მატულობს და საზღვრები იკვეთება, რადგან როის წარსულის საიდუმლოებები აიძულებს წყვილს შეხვდნენ თავიანთი ურთიერთობის ასპექტებს, რომლის შესახებაც არ იცოდნენ.
ტრეილერი
0.0
რეიმონდი და რეი / Raymond & Ray

GEO
ENG
RUS
RAYMOND & RAY
რეიმონდი და რეი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
ნახევარძმები რეი და რეიმონდი კვლავ ერთიანდებიან მათი გაუცხოებული მამის დაკრძალვაზე, რომლებსაც ყოველთვის უჭირდათ მკაცრ მამასთან ცხოვრება, რის შედეგადაც მათ გულებში ბრაზი და ტკივილი დაგროვდა. მაგრამ ამის მიუხედავად, გმირებს არ დაუკარგავთ იუმორის გრძნობა და მისი დაკრძალვა მათ შესაძლებლობას აძლევს ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი. მათგან განსხვავებით, ყველა, ვინც მათ მამას იცნობდა, აშკარად აღფრთოვანებული იყვნენ მის მიმართ, მათ შორის მისი ყოფილი შეყვარებული ლუსია, მისი მედდა კირა და დაკრძალვაზე მყოფი მღვდელი.
ტრეილერი
8.1
მომატყუეთ / Tell Me Lies

GEO
ENG
RUS
TELL ME LIES
მომატყუეთ
მოკლე აღწერა
სერიალი მღელვარე, მაგრამ მათრობელა ურთიერთობის შესახებ მოგვითხობს, რომელიც ვითარდება 8 წლის განმავლობაში. როცა ლუსი ოლბრაიტი და სტივენ დემარკო ერთმანეთს კოლეჯში ხვდებიან, ისინი იმ ასაკში არიან, როდესაც ერთი შეხედვით ამქვეყნიური გადაწყვეტილებები შეუქცევად შედეგებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა იწყება, როგორც ნებისმიერი ტიპიური კოლეჯის რომანი, ახალგაზრდა გმირები სწრაფად აღმოჩნდებიან ჩახლართულ სიტუაციაში, რომელიც სამუდამოდ შეცვლის არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობს.
ტრეილერი
6.4
გატეხილი გულების სკოლა / Heartbreak High

GEO
ENG
RUS
HEARTBREAK HIGH
გატეხილი გულების სკოლა
50 წუთი
მოკლე აღწერა
1994 წლის ამავე სახელწოდების სერიალის რებუთი, სიდნეის საშუალო სკოლის სხვადასხვა წარმომავლობის მოსწავლეების შესახებ, რომლებიც ნარკოტიკებთან, სექსუალურობასთან, ძალადობასთან და რასიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვიან. ერთ დღეს სკოლის კედელზე ჩნდება ნახატი, რომელიც ამხელს მოსწავლეების საიდუმლო კავშირებს. ამ კონტექსტში, გარიყულად ქცეული, ნახატის ავტორი, ემერი, ასეთი გამოაშკარავების უსიამოვნო შედეგების წინაშე აღმოჩნდება და ახლა საკუთარი თავის რეაბილიტაციას მთელი ძალებით ცდილობს. შედეგად, საუკეთესო მეგობართან ჰარპერთან დაშორების შემდეგ, ახალგაზრდა გმირი ორ აუტსაიდერს უმეგობრდება იმ დროს, როცა ის სასოწარკვეთილი ცდილობს თავისი რეპუტაციის აღდგენას სიყვარულით, სექსით და, რა თქმა უნდა, მწუხარებით.
ტრეილერი
7.6
საფუძვლიანი ეჭვი / Reasonable Doubt

GEO
ENG
RUS
REASONABLE DOUBT
საფუძვლიანი ეჭვი
მოკლე აღწერა
სექსუალური იურიდიული დრამა, ლოს-ანჯელესის სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ძლევამოსილ ახალგაზრდა ადვოკატი ქალის, ჯექს სტიუარტის, მისი საეჭვო ეთიკისა და კანონის ველური ინტერპრეტაციის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს გაუმკლავდეს თავის წარსულის ტრამვებს, წარუმატებელ ქორწინებას, დედობას და მკვლელობის რთულ საქმეებს. ჯექსი, ყველაზე ბრწყინვალე და უშიშარი ადვოკატია ლოს-ანჯელესში, რომელიც ყოველ შესაძლებლობაზე წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევს მართლმსაჯულების სისტემას.
ტრეილერი
5.3
კაკეგურუი: ტყუპები / Kakegurui Tsuin

GEO
ENG
RUS
KAKEGURUI TSUIN
კაკეგურუი: ტყუპები
24 წუთი
მოკლე აღწერა
ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებული, ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა, მერი საოტომე წარმატებით აბარებს სატრანსფერო გამოცდებს და იწყებს სიარულს კერძო აკადემიაში “ჰაკაო”, უმაღლესი კლასის ელიტარული სკოლა, რომელშიც იაპონიის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების შვილები სწავლობენ, სადაც აზარტული თამაშები სკოლის წესების ცენტრალური ნაწილი გახდა. საოტომე სწრაფად ეგუება სკოლის უცნაურ სისტემას და სწრაფად ემორჩილება აზარტული თამაშების მანიას. შედეგად, სოციალურ კიბეზე ასვლით შეპყრობილი, ახალგაზრდა გმირი მალევე ხდება ცნობილი თავისი განსაკუთრებული უნარებით.
ტრეილერი
6.6
არგენტინა, 1985 / Argentina, 1985

GEO
ENG
RUS
ARGENTINA 1985
არგენტინა, 1985
2 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი სახელმწიფო ბრალმდებელის, ხულიო შტრასერის, ახალგაზრდა ადვოკატის, ლუის მორენო ოკამპოს და მათი გამოუცდელი იურისტების გუნდის წარმოუდგენელი გმირობის შესახებ, რომლებიც მუდმივი მუქარის ქვეშ აღმოჩნდებინა, როდესაც ისინი არგენტინის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ დაპირისპირებას გაბედავენ და სამხედრო ხუნტის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის მიზნით ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებენ, რომლებსაც ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დაადანაშაულებენ.
ტრეილერი
7.5
ბუნაგი / The Lair

GEO
ENG
RUS
THE LAIR
ბუნაგი
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგაფიული დრამა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მწერლის, ემილი ბრონტეს წარმოსახვითი ცხოვრების შესახებ. მეამბოხე და წარუმატებელი ახალგაზრდა მთავარი გმირი ბედავს შეცვალოს საკუთარი თავი და მიიღოს თავისი ნამდვილი ბუნება, მიუხედავად შედეგებისა, რომელიც წერს პროვოკაციულ და იდუმალ ლიტერატურულ კლასიკას “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ფილმი იკვლევს იმ ურთიერთობებს, რამაც იგი შთააგონა – მისი უხეში და ვნებიანი დაქალური ურთიერთობა შარლოტასთან და ანასთან; მისი პირველი მტკივნეული და აკრძალული სიყვარული ვეიტმანთან და მისი ზრუნვა მისი ინდივიდუალისტი ძმის მიმართ, რომელსაც იგი კერპად აქცევს.
ტრეილერი
7.6
კოლეჯი / High School

GEO
ENG
RUS
HIGH SCHOOL
კოლეჯი
1 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი კანადელი მიმღერალი ტყუბი დების, ტეგან და სარა კუინების ამავე სახელწოდების ბეტსელერზე დაფუძნებული კომედიური დრამა, რომელიც საკუთარი თავის პოვნის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოგზაურობა კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც გყავს ტყუპი და, რომლის ბრძოლა და თავის აღმოჩენა ასე მჭიდროდ იმიტირებს შენსას. 1990-იანი წლების გრანჟისა და რევის ფონზე, სერიალი აერთიანებს ტყუპი დების პარალელურ და კონფლიქტურ მოგონებებს, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულ სამყაროებში გაიზარდნენ.
ტრეილერი
0.0
ნარკო-წმინდანები / Narco-Saints

GEO
ENG
RUS
NARCO-SAINTS
ნარკო-წმინდანები
50 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, რომელშიც მოვლენები სამხრეთ ამერიკაში ვითარდება, სადაც მოქმედი კორეელი ნარკობარონი სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ყურადღებას მიიპყროობს, რომლებიც თავიანთ საიდუმლო ოპერაციაში დახმარებას სთხოვენ უბრალო მეწარმეს, რომელიც თავისი ბიზნესის გაფართოვების და გამდიდრების მიზნით სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სურინამის რესპუბლიკაში აღმოჩნდება. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია ნარკობარონის დაჭერის საიდუმლო ოპერაციას შეუერთდეს, მაგრამ მალე მხულებამდე იფლობა ნარკოდანაშაულის საშიშ სამყაროში.
ტრეილერი
7.4
ლესლი / To Leslie

GEO
ENG
RUS
TO LESLIE
ლესლი
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი დასავლეთ ტეხასში მცხოვრები მარტოხელა დედის, ლესლის შესახებ, რომელიც ლატარიაში დიდ თანხას მოიგებს. ეს ხდება მისი და მისი შვილისთვის ახალი, უფრო აყვავებული ცხოვრების დაწყების და ვალებისგან გათავისუფლების შანსი. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, ლესლი კვლავ აღმოჩნდება იმავე ეტაპზე, საიდანაც დაიწყო – სიღარიბეში, ვალებში და ალკოჰოლზე დამოკიდებულებული. შედეგად, მთავარი გმირი ცდილობს აღადგინოს თავისი ცხოვრება და გამოასწოროს შეცდომები.
ტრეილერი
8.3
ეი ჯეი ფიქრის ლეგენდარული ცხოვრება / The Storied Life of A.J. Fikry

GEO
ENG
RUS
THE STORIED LIFE OF A.J. FIKRY
ეი ჯეი ფიქრის ლეგენდარული ცხოვრება
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
გაბრიელ ზეივინის ამავე სახელწოდების ბეტსელერზე დაფუძნებული კომედიური დრამა, ცოტა ხნის წინ დაქვრივებული ეი ჯეი ფიქრის შესახებ, რომლის ცხოვრება ისე არ წარიმართება, როგორც ის ელოდა, რომელიც საბოლოოდ ემოციურ და ფინანსურ ფსკერზე აღმოჩნდება. მთავარი გმირი მარტო ცხოვრობს, მისი წიგნის მაღაზია კრიზის განიცდის, ხოლო მისი ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ქონება, ლექსების კრებული, მოიპარეს. მაგრამ როდესაც იდუმალი შეფუთვა ჩნდება, ეი ჯეის თავისი ცხოვრების, სიყვარულისა და ყველაფრის ახლებურად დანახვის მეორე შანსი ეძლევა.
ტრეილერი
0.0
მამაცები / The Brave Ones

GEO
ENG
RUS
THE BRAVE ONES
მამაცები
45 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები თანამედროვე სამხრეთ აფრიკის პარალელურ და ზებუნებრივ სამყაროში ვითარდება, რომელიც აფრიკული ღმერთებისა და ციური არსებების შესახებ მოგვითხრობს. ყოვლისშემძლე ქალღმერთი, ახალგაზრდა ქალად გადაიქცევა, რომელმაც ახლა უნდა გამოიყენოს თავისი ღვთაებრივი ძალები, რათა შეებრძოლოს თავის ძლევამოსილ მოწინააღმდეგეებს, შური იძიოს დის სიკვდილზე და დაიცვას თავისი ოჯახი განადგურებისგან.
ტრეილერი
0.0
პერიფერიული მოწყობილობა / The Peripheral

GEO
ENG
RUS
THE PERIPHERAL
პერიფერიული მოწყობილობა
50 წუთი
მოკლე აღწერა
უილიამ გიბსონის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფანტასტიკური სერიალი, რომელშიც მოვლენები ახლო მომავალში ვითარდება და სამხრეთ ამერიკაში მდებარე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ფლინ ფიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მუშაობს ადგილობრივ 3D ბეჭდვის მაღაზიაში და შოულობს საჭირო დამატებით ფულს ვირტუალური თამაშების თამაშით. ერთ ღამეს ის გარნიტურას იკეთებს და მოულოდნელად აღმოჩნდება ფუტურისტულ ლონდონში – გლუვ და იდუმალ სამყაროში. მაგრამ ეს არ ჰგავს არცერთ თამაშს, რომელიც მას მანამდე უთამაშია: ფლინი იწყებს იმის გააზრებას, რომ ეს არ არის ვირტუალური რეალობა… ეს რეალურია. ვიღაცამ ლონდონში, სამოცდაათი წლის შემდეგ, იპოვა გზა ფლინის სამყაროში. და რამდენადაც მიმზიდველი არ უნდა იყოს ლონდონი… ის ასევე საშიშია. როდესაც ფლინი ეძებს ვინ დააკავშირა მათი სამყაროები და რა მიზნით, მისი აქ ყოფნა სახიფათო ძალებს ამოქმედებს, რომლებიც გეგმავენ გაანადგურონ ფლინი და მისი ოჯახი საკუთარ სამყაროში.
ტრეილერი
0.0
წასვლის გადაწყვეტილება / Heojil kyolshim

GEO
ENG
RUS
HEOJIL KYOLSHIM
წასვლის გადაწყვეტილება
2 საათი 18 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა სო-რე ახლა ქვრივია. მისი ქმარი შემთხვევით გადავარდა კლდიდან. თუ მან გადააგო? ამ საქმის გამოძიება, დეტექტივ ჰე-ჯუნის დაევალება, რომელსაც სო-რეს დანაშაულში ეჭვი შეაქვს. მას აქვს ამის მიზეზი, რადგან სო ძალიან მშვიდადაა იმ დროს, როცა ქვრივი ქალი უნდა წუხდეს ქმრის გარდაცვალების გამო, ხო ასეა? ეს არ აჩერებს ჰე-ჯუნის, რომელიც აკვიატებაში ვარდება. სო-რეს მშვიდი და იდუმალი ქცევა ჭკუიდან შლის ადამიანს, რომელიც მიჩვეულია ყველა კითხვაზე პასუხის ცოდნას. მაშინ, როდესაც გამოძიება გრძელდება, დეტექტივის ცხოვრება ნელ-ნელა ნადგურდება, და სო მის სტალკერულ ქცევას ამჩნევს, რომელიც იწყებს ამით თამაშს.
ტრეილერი
7.3
მუსოლინის გაძარცვა / Rapiniamo il Duce

GEO
ENG
RUS
RAPINIAMO IL DUCE
მუსოლინის გაძარცვა
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
მილანი, 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ქალაქი ნანგრევებშია. ომის ქაოსში იზოლა შავი ბაზრის მეფე გახდა. გადარჩენა მისი ერთადერთი მიზანია, რომელსაც თავის ადამიანებთან ერთად ხელთ ჩაუვარდება დაშიფრული შეტყობინება და აღმოაჩენს, რომ ბენიტო მუსოლინიმ დამალა თავისი უზარმაზარი საგანძური მილანში, სანამ ის ელოდება შვეიცარიაში გაქცევას და ამით სახრჩობელისგან თავის არიდებას. შედეგად, მთავარი გმირი ხელიდან არ უშვებს ისტორიაში ყველაზე ამბიციური ძარცვის შესაძლებლობას და ქმნის გაბედულ ჯგუფს, რათა მოიპაროს ლეგენდარული საგანძური.
ტრეილერი
0.0
ინსაიდერი / Inside Man

GEO
ENG
RUS
INSIDE MAN
ინსაიდერი
1 საათი
მოკლე აღწერა
აშშ-ში მდებარე ციხეში მყოფი სიკვდილმისჯილი პატიმარი ჯეფერსონ გრიფი სასოწარკვეთილი ეძებს ცოდვების გამოსყიდვას სიკვდილით დასჯის წინ. ახალგაზრდა ჟურნალისტი ბეტ დევენპორტი, რომელიც ინგლისში მატარებლით მგზავრობს, ეძებს სენსაციურ ამბავს. წყნარ პატარა სოფელში მცხოვრები მღვდელი ჰარი უოტლინგი მისი შვილის მათემატიკის მასწავლებელი ჯენის ფაიფი სადგურიდან სახლში მიჰყავს. ეს ოთხი გმირი სულ მალე საშინელი დილემის წინაშე აღმოჩნდება, რამაც შეიძლება ერთ-ერთი მათგანი მკვლელობამდე მიიყვანოს…
ტრეილერი
0.0
ბარდო, ერთი მუჭა სიმართლის ცრუ ქრონიკა / Bardo, False Chronicle of a Handful of Truths

GEO
ENG
RUS
BARDO FALSE CHRONICLE OF A HANDFUL OF TRUTHS
ბარდო, ერთი მუჭა სიმართლის ცრუ ქრონიკა
2 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
ნახევრად ავტობიოგრაფიული კომედია, წარმატებული ჟურნალისტისა და კინორეჟისორის შესახებ, რომელიც მშობლიურ მექსიკაში ბრუნდება და ეგზისტენციალურ კრიზისში აღმოჩნდება. სილვერიო მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მიღების შემდეგ ის ბრუნდება მექსიკაში, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოგზაურობა მასში ეგზისტენციალური კრიზისის გამომწვევი გახდება. მისი მოგონებები და შიშები გავლენას ახდენს აწმყოზე და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შედეგად, ის დაბნეულობისა და გაკვირვების გრძნობით ივსება. სილვერიო ებრძვის თავის ვინაობას, ოჯახურ ურთიერთობებს, მისი მოგონებების სიგიჟეს და შემდგომში თავისი ქვეყნის წარსულსა და ახალ რეალობას.
ტრეილერი
6.7
სასოწარკვეთილი აფრიკელი / The African Desperate

GEO
ENG
RUS
THE AFRICAN DESPERATE
სასოწარკვეთილი აფრიკელი
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
შთამბეჭდავი კომედია, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგონას, პალას ბრაიანტის ერთი ძალიან გრძელი დღის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ბოლო 24 საათი ხელოვნების სკოლაში გადაიქცევა ნამდვილ მოგზაურობად. ახლა პალასი უნდა დაბრუნდეს სახლში, ნიუ-იორკიდან ჩიკაგოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოუწევს განიცადოს ბუნდოვანი, მხიარული და ჰალუცინაციური ღამის ოდისეა…
ტრეილერი
6.7
ჩემი სახელია ვენდეტა / My Name Is Vendetta

GEO
ENG
RUS
MY NAME IS VENDETTA
ჩემი სახელია ვენდეტა
მოკლე აღწერა
სოფია – მშვიდი მოზარდია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი მაფიის ყოფილი წევრი მამა სანტო მის ფოტოს ინსტაგრამზე გამოაქვეყნებს, რაც საკმარისი აღმოჩნდება მათი ცხოვრების სამუდამოდ შესაცვლელად. შედეგად, ორი ბოროტმოქმედი შეიჭრება მათ სახლში და სასტიკად მოკლავენ სოფიას დედას და ბიძას, რომელიც გამოიწვია ანგარიშსწორებამ, რომელიც თითქმის ოცი წელი გარძელდება. მალე სოფია აღმოაჩენს, რომ სიმართლე ყოველთვის იყო დაცული მისგან და რომ სანტო მალავს ბნელ წარსულს. მთავარი გმირი იღებს რისხვის და ძალადობის მემკვიდრეობას, ერთიანდება მამასთან, რომლებიც გარბიან მილანში, სადაც იმალებიან და დაუნდობელი შურისძიების გეგმას აწყობენ.
ტრეილერი
0.0
მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი / Dahmer – Monster: The Jeffrey Dahmer Story

GEO
ENG
RUS
DAHMER - MONSTER: THE JEFFREY DAHMER STORY
მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი
8 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
კრიმინალური სერიალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის, ჯეფრი დამერის შესახებ, რომელმაც სამ წელიწადში მოკლა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ. სერიალი უღრმავდება პოლიციის არაკომპეტენტურობასა და აპათიას, რამაც ვისკონსინის მკვიდრს საშუალება მისცა გაეგრძელებინა მკვლელობები წლების განმავლობაში, და ასახავს მინიმუმ 10 შემთხვევას, როდესაც დამერი თითქმის დააკავეს, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს. სერიალი ასევე ეხება თეთრკანიანთა პრივილეგიას, რადგან მოწესრიგებულმა და სიმპათიურმა თეთრკანიანმა ბიჭმა, არაერთხელ მიიღო ლმობიერება პოლიციელებისგან და მოსამართლეებისგან.
ტრეილერი
8.6
გრანდ ჟეტე / Grand Jeté

GEO
ENG
RUS
GRAND JETE
გრანდ ჟეტე
1 საათი 45
მოკლე აღწერა
ნადია – დამწყები ბალერინაა, რომლის ნაწიბურებიც ამას ადასტურებს. თავისი საოცნებო კარიერის მაზოხისტურმა სწრაფვამ მისი სხეული გამოფიტა და ის მშფოთვარე წამების რუკად აქცია, რომელსაც მოცეკვავეები ყოველდღიურად განიცდიან. ახლა ბავშვების ცეკვის მასწავლებლად მომუშავე მთავარი გმირი გადაწყვეტს ეწვიოს თავის ზრდასრულ შვილს, რომელთანაც ბავშვობიდან შორს იყო. მარიო, რომელიც ბებიამ გაზარდა, ასევე ორიენტირებულია თავის ფიზიკურ ფორმაზე და სასტიკ მოპყრობაზე, რომელიც საჭიროა ისეთი ფიზიკური აღნაგობის მოსაპოვებლად, რომელიც მას სურს. როდესაც ნადია მარიოსთან მიდის, მისი სიყვარულის დაბრუნების მცდელობა სცილდება ყველა ზღვარს.
ტრეილერი
6.4
საიდუმლო ინგრედიენტი / The Secret Ingredient

GEO
ENG
RUS
THE SECRET INGREDIENT
საიდუმლო ინგრედიენტი
1 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
საცხობის მფლობელ კელის სიყვარულზე აღარც უფიქრია მას შემდეგ, რაც ენდრიუმ მათი ნიშნობა ჩაშალა და პარიზში კულინარიის სკოლაში წავიდა. ახლა იგი დაბრუნდა, და ასევე კვლავ დაბრუნდა ქიმიაც მათ შორის. სამწუხაროდ, კელი ჯერ კიდევ გულნატკენია და არ უნდა ენდრიუს ნახვა. თუმცა წარმოდგენაც არ აქვს, რომ როდესაც იგი ერთერთ მონაწილედ შეარჩიეს ვალენტინობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ კულინარიის კონკურსზე , ენდრიუც შეარჩიეს. ფაქტიურად, არც ერთი მონაწილე არ ხვდება ერთმანეთს ფინალურ შოუმდე, როდესაც მხოლოდ ორი მონაწილე რჩება. წაგება თუ მოგება - ეს მაშინ გადაწყდება, როდესაც ენდრიუს პარიზში წასვლის საკითხი დადგება, რადგან მან და კელიმ ბოლოსდაბოლოს აღმოაჩინეს საიდუმლო ინგრედიენტი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს იგი - სიყვარული.
ტრეილერი
6.9
ნულიდან / From Scratch

GEO
ENG
RUS
FROM SCRATCH
ნულიდან
მოკლე აღწერა
ტემბი ლოკის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ რომანზე დაფუძნებული დრამატული სერიალი, ახალგაზრდა ამერიკელი სტუდენტის ემის შესახებ, რომელსაც შეუყვარდება სიცილიელი შეფ-მზარეული ლინო იტალიაში სწავლის დროს, ხოლო შემდეგ მასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას შეერთებულ შტატებში. გმირების მღელვარე რომანი ბევრ გაუთვალისწინებელ სირთულეს აწყდება, მათ შორის ოჯახურ ტრადიციებში განსხვავებებს. მაგრამ როდესაც ლინოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება, ორი ოჯახი ერთიანდება და ამტკიცებს, რომ სიყვარული არღვევს ყველა ზღვარს.
ტრეილერი
0.0
ალასკა დეილი / Alaska Daily

GEO
ENG
RUS
ALASKA DAILY
ალასკა დეილი
45 წუთი
მოკლე აღწერა
აილინი ფიცჯერალდი – გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც წარუმატებლობის შემდეგ ტოვებს თავის ნიუ-იორკულ მშფოთვარე ცხოვრებას და გადადის ალასკაში, რათა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, სადაც ეძებს ხსნას როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმეში მას შემდეგ, რაც შეუერთდება ქალაქის ყოველდღიურ გაზეთს ანკორიჯში. მისი პირველი დავალება: სენსაციის მოპოვებაა ჩახლართული საქმეზე სერიული მკვლელის შესახებ, რომელიც ნადირობს მკვიდრ ქალებზე.
ტრეილერი
0.0
ვეფხვის კუდი / Tigertail

GEO
ENG
RUS
TIGERTAIL
ვეფხვის კუდი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ამ მრავალ თაობასთან დაკავშირებულ მწარე დრამაში, პინ-ჯუი, თავისუფალი სულის მქონე, თუმცა უკიდურესად ღარიბი ფაბრიკის მუშა, რთულ გადაწყვეტილებას მიიღებს და თავის ქვეყანას -ასევე საყვარელ ქალსაც- დატოვებს, რათა ამერიკაში უკეთესი შესაძლებლობები იპოვნოს. მაგრამ წლების მანძილზე მონოტონური სამუშაო და გარიგებით ქორწინება, რომელიც სიყვარულსა და თანაგრძნობას მოკლებულია, მასში თავისძველ „მე“-ს გააღვიძებს. ქალიშვილთან ანჯელასთან, ურთიერთობა ვერ აეწყო, დიდი ალბათობით, სამსახურიდაბ წასვლის შემდეგ მარტოობაში მოუწევს ყოფნა.. პინ-ჯუი მიხვდება, რომ კვლავ თავის წარსულს უნდა დაუბრუნდეს და ბოლოსდაბოლოს, ისეთი ცხოვრებით იცხოვროს, რაზედაც ოცნებობდა.
ტრეილერი
6.5
შემდეგი ნაბიჯი / En corps

GEO
ENG
RUS
EN CORPS
შემდეგი ნაბიჯი
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
26 წლის ელიზა შესანიშნავი პრიმა-ბალერინაა. მაგრამ შოუს დროს ის მძიმე ტრავმას მიიღებს და გაიგებს, რომ ამიერიდან ვეღარ იცეკვებს. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, რადგან ახლა ელიზას მოუწევს საკუთარი თავის აღდგენის სწავლა… იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ გოგონას არ სურს შეეგუოს ბედს და მიატოვოს ცეკვა. პარიზში დაგეგმილ შეხვედრებს და განცდებს, იმედგაცრუებებს და იმედებს შორის, ელიზა დაუახლოვდება თანამედროვე ცეკვების ჯგუფს და გადაწყვეტ ძალები მოსინჯოს. შედეგად, ცეკვის ეს ახალი საშვალება მას საშუალებას მისცემს იპოვოს როგორც ახალი იმპულსი, ასევე ცხოვრების ახალი გზა.
ტრეილერი
7.3
ამერიკელი მკვლელი / American Murderer

GEO
ENG
RUS
AMERICAN MURDER
ამერიკელი მკვლელი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, წვეულებების მეფედ ქცეული ქარიზმატული თაღლითის, ჯეისონ დერეკ ბრაუნის შესახებ, რომელიც თავის ექსტრავაგანტულ და მდიდრულ ცხოვრების წესს თაღლითობის სერიის საშუალებით აფინანსებდა. როდესაც მისი სახსრები იწურება და წარსული თავს ახსენებს, მთავარი გმირი თავის ყველაზე დახვეწილ გეგმას აწყობს და ამ პროცესში ხდება FBI-ის საუკეთესო ათეულში ყველაზე ცბიერი და მოუხელთებელი ძებნილი. შედეგად, ჯეისონზე FBI-ს ჯიუტი სპეციალური აგენტი ლენს ლეიზინგი იწყებს ნადირობას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჯეისონი გისოსებს მიღმა გამოამწყვდიოს.
ტრეილერი
0.0
უცნობი / The Stranger

GEO
ENG
RUS
THE STRANGER
უცნობი
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
საფრქვეშ მომუშავე პოლიციელი ავითარებს დაძაბულ, ინტიმურ და მეგობრულ ურთიერთობას მკვლელობაში ეჭვმიტანილთან მისი ნდობის მოპოვებისა და აღიარების მიღების მცდელობაში. მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიკური შრომით ქანცგაწყვეტილი, ჰენრი ტიგისთვის, ეს ახდენილი ოცნებაა, რადგან ახალი მეგობარი მარკი ხდება მისი მხსნელი და მოკავშირე. თუმცა, ისინი არ არიან ისეთები, როგორც ერთი შეხედვით გამოიყურებიან, თითოეულ მათგანს აქვს საიდუმლოებები, რომლებიც მათ განადგურებით ემუქრება, ხოლო ამ ყველაფრის უკანა ფონზე მოულოდნელად ახლოვდება ქვეყანაში ერთ-ერთი მაშტაბური პოლიციის ოპერაცია.
ტრეილერი
7.4
შანტარამი / Shantaram

GEO
ENG
RUS
SHANTARAM
შანტარამი
მოკლე აღწერა
გრეგორი დევიდ რობერტსის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ ბესტსელერზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, 1978 წელს ავსტრალიაში შეიარაღებული ძარცვების სერიაში ბრალდებული ყოფილი ნარკომანის, ლინი ფორდის შესახებ, რომელიც პატიმრობიდან თავის დაღწევას და ბომბეიში ახერხებს გაქცევას. ბედის ანაბარა, ოჯახისგან და მეგობრებისგან მოწყვეტილი, მთავარი გმირი ახალ ცხოვრებას პოულობს ინდოეთის ბარაკებში, ბარებსა და კრიმინალურ სამყაროში. მარტო უცნობ ქალაქში, ლინი მთელი ძალებით ცდილობს თავიდან აიცილოს პრობლემები, რომელსაც ის გაიქცა, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება ავღანეთში, სადაც პარტნიორობას უწევს მაფიის ბოსს, რომელიც რუსი კრიმინალების წინააღმდეგ იბრძვის. საბოლოოდ, მას შეუყვარდება იდუმალი ქალი, სახელად კარლა და ახლა მან უნდა გააკეთოს არჩევანი თავისუფლებასა და სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს შორის.
ტრეილერი
0.0
ეშმაკის სემინარი / Devil’s Workshop

GEO
ENG
RUS
DEVIL'S WORKSHOP
ეშმაკის სემინარი
1 საათი 26 წუთი
მოკლე აღწერა
ფსიქოლოგიური თრილერი, ახალგაზრდა მსახიობის, კლეიტონის შესახებ, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს დემონოლოგის როლის მიღებას, გადაწყვეტს დაუკავშირდეს სატანისტური ნიშნების ექსპერტს, ელიზას, რათა დაეხმაროს მას მომზადებაში და უქმეებს ატარებს მის სახლში. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ელიზა აიძულებს კლეიტონს დაუპირისპირდეს თავის პრობლემურ წარსულს, შეასრულოს ბნელი რიტუალები და შესწიროს თხა, რომლის შოკისმომგვრელი კულმინაცია თქვენს სულს დაწვავს…
ტრეილერი
0.0
შემდეგი 365 დღე / The Next 365 Days

GEO
ENG
RUS
THE NEXT 365 DAYS
შემდეგი 365 დღე
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ეროტიკული დრამის მესამე და დასკვნითი ნაწილი სიცილიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაფიის ბოსის, დონ მასიმო ტორიჩელის მეუღლის, ლაურა ბიელის შესახებ, რომლის ცხოვრება ატრაქციონს ჰგავს. ის ხშირად საფრთხის ქვეშაა, რადგან მასიმოს მტრების პოტენციური სამიზნეა, რომლებიც არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან ძლიერი კაცის გასანადგურებლად. და როდესაც გადარჩენისთვის მებრძოლი, ორსული ლაურა თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდება, მასიმო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება მის ცხოვრებაში. როგორი იქნება მისი ცხოვრება ლაურას გარეშე? შეძლებს თუ არა მარტო მათი შვილის გაზრდას?
ტრეილერი
2.7
ბანდიტი / Bandit

GEO
ENG
RUS
BANDIT
ბანდიტი
მოკლე აღწერა
პროფესიონალი გაბედული მძარცველის, გილბერტ გალვანი უმცროსის (ასევე ცნობილი როგორც “მფრინავი ბანდიტი”) ცხოვრებაზე დაფუძნებული ნამდვილი ამბავი, რომელიც მიჩიგანის ციხიდან გაქცევის შემდეგ, კანდაში აგრძელებს თავის კრიმინალურ კარიერას, სადაც მთავარი გმირი რეკორდული რაოდენობის, 59 ბანკის და საიუველირო მაღაზიის ძარცვას ახერხებს იმ დროს, როცა მასზე პოლიციის ოპერატიული ჯგუფი ნადირობს. გილბერტი დღემდე რეკორდსმენად ითვლება კანადის ისტორიაში.
ტრეილერი
0.0
ქალის იარაღი / Armas De Mujer

GEO
ENG
RUS
ARMAS DE MUJER
ქალის იარაღი
მოკლე აღწერა
ოთხი ახალგაზრდა ქალი განიცდის ყველაზე საშინელ კოშმარს მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა მათი ქმრები ერთსა და იმავე კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირების გამო. მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული, ახალგაზრდა გმირები ახლა იძულებულები გახდებიან თავიანთი ძალები ყველაზე უჩვეულო გზით გააერთიანონ…
ტრეილერი
0.0
კვანტური ნახტომი / Quantum Leap

GEO
ENG
RUS
QUANTUM LEAP
კვანტური ნახტომი
45 წუთი
მოკლე აღწერა
თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დოქტორი სემ ბეკეტი შევიდა კვანტური ნახტომის ამაჩქარებელში და უკვალოდ გაუჩინარდა. შედეგად, პროექტის გადასატვირთად ახალი გუნდი იკრიბება, რომელსაც ხელმძღვანელობს ფიზიკოსი ბენ სონგი. თუმცა, ყველაფერი იცვლება, როდესაც ბენი არასანქცირებულ ნახტომს აკეთებს წარსულში, რის გამოც ახლა მისი გუნდი მთელი ძალებით ცდილობს საიდუმლო ამოხსნას, თუ რატომ გააკეთა მან ეს. მისი ნახტომების დროს ბენის გვერდით იმყოფება დაჯილდოებული ომის ვეტერანი ედისონი, რომელიც ჩანს ჰოლოგრამის სახით, რომლის დანახვა და მოსმენა მხოლოდ ბენს შეუძლია.
ტრეილერი
0.0
ვარსკვლავური ომები: ჯედაების ამბები / Star Wars: Tales of the Jedi

GEO
ENG
RUS
STAR WARS: TALES OF THE JEDI
ვარსკვლავური ომები: ჯედაების ამბები
15 წუთი
მოკლე აღწერა
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიალი, რომელიც მედია-ფრენჩაიზის “ვარსკვლავური ომების“ ნაწილი გახდება, რომლის თითოეული ეპიზოდი მოგვითხრობს პრიკველების ტრილოგიიდან სხვადასხვა ჯედაების ამბებს. პირველი სეზონის ექვსი ეპიზოდი იყოფა ორ “გზად”: პირველი მოგვითხრობს ასოკა ტანოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების შესახებ, ხოლო მეორე აღწერს გრაფი დუკუს ახალგაზრდობას მისი ბნელი ძალების მხარეზე გადასვლამდე…
ტრეილერი
0.0
მათ სურთ ჩემი წასვლა / They Want Me Gone

GEO
ENG
RUS
THEY WANT ME GONE
მათ სურთ ჩემი წასვლა
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
მისი ქალიშვილის, მონიკას მხარდასაჭერად, მარტოხელა დედა დაუღალავად შრომობს, რომელიც თავის გატანას მთელი ძალებით ცდილობს სოფლის სიღარიბეში. წლების განმავლობაში ბრძოლისა და თავის შეზღუდულად გრძნობის შემდეგ, ის იწყებს ფიქრს, რომ ჯერ კიდევ აქვს სოფლიდან წასვლის შანსი. მაგრამ გარემო თავისას შვება, როდესაც მთავარი გმირი აღმოჩნდება საშიშ გარემოებებში. შედეგად, მარტოხელა დედა კარგავს ნდობას გარშემომყოფების მიმართ, რადგან სურვილი, რომ წასულიყო და უკეთესი ცხოვრება მოეძებნა მისთვის და მიhttps://cdn18.croconet.ge/moviecontent/214x321-8253.jpgსი ქალიშვილისთვის, უფრო და უფრო საშიში ხდება.
ტრეილერი
0.0
ეს ინგლისია / This England

GEO
ENG
RUS
50 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული მინისერიალი, რომელშიც მოვლენები დაუნინგ-სტრიტზე მდებარე ბრიტანეთის სამთავრობო კაბინეტებში ვითარდება და გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ყველაზე დამანგრეველი მოვლენის მთელი ქვეყნის ისტორიაზე გავლენის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სათავეში ედგა პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც მოქმედებდა უპრეცედენტო დროში, გლობალური პანდემიის პირობებში. ყურადღების ცენტრში პანდემიის გავლენა და მეცნიერების, ექთნებისა და ექიმების რეაქციაა, რომლებიც დაუღალავად და გმირულად მუშაობდნენ ვირუსის შეკავებლად და დასაძლევად.
ტრეილერი
0.0
ბლუბეკი / Blueback

GEO
ENG
RUS
BLUEBACK
ბლუბეკი
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
სანამ საზღვაო ბიოლოგი ები გემზე იმყოფება, რომელიც ავსტრალიის მარჯნის რიფების ნელ შლას შეისწავლის, მას ურეკავენ და ეუბნებიან, რომ დედამისმა გადაიტანა ინსულტი, რის გამოც მას არ შეუძლია ლაპარაკი. ები იწყებს თავისი ბავშვობის და იმ უზარმაზარი გავლენის შესახებ ფიქრს, რომელიც დედამ მოახდინა გოგონას მსოფლმხედველობაზე. მოგონებებში ჩვენ ვხვდებით თინეიჯერ ების, რომელიც თავდაჯერებულობასა და ცნობისმოყვარეობას ავლენს და ღრმად არის დაინტერესებული იმ ყურის დასაცავად, სადაც ისინი ცხოვრობენ. ადგილობრივ მეთევზესთან მხიარულ შეხვედრებს შორის, ის აგრძელებს კონტაქტს ლურჯ თევზთან, რომელსაც სიყვარულით ეძახის “ბლუბეკს”, რომელიც ხდება ოკეანის ყველა საოცრების შეხსენების მიზეზი და გზა ებისა და დედამისს შორის უფსკრულის გადასალახად.
ტრეილერი
0.0
ჩემი ვაჟი ჰანტერი / My Son Hunter

GEO
ENG
RUS
MY SON HUNTER
ჩემი ვაჟი ჰანტერი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ცხოვრების წესის და სკანდალური ბიზნეს ურთიერთობების, სექსის, პროსტიტუციის, ნარკოტიკების, ქრონიზმის, ფულის გათეთრების, მეტი სექსის, ასევე ლეპტოპი ჯოჯოხეთიდან, ჩინელი ჯაშუშების, უკრაინელი “ბიზნესმენების”, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, დიდი ბიჭის, კიდევ უფრო მეტი სექსის, დამატებითი ნარკოტიკების და…ოჯახის შესახებ. მოულოდნელად, ჰანტერი აღმოაჩენს, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს, არასწორ ადგილას, არასწორ ადამიანებთან ერთად, როდესაც ხვდება გულუბრყვილო ახალგაზრდა სტრიპტიზიორს. გრეის ანდერსონმა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის შესახებ, მაგრამ დაჩქარებულ კურსს გადის, რადგან უფრო და უფრო უახლოვდება პრეზიდენტ ბაიდენის შვილს. ფილმი პირდაპირ გვიჩვენებს ჰანტერს, მის კორუმპირებულ საქმიან ურთიერთობებს, მამასთან ურთიერთობას და ცხოვრების წესს, რომელიც როკ-ვარსკვლავებს შეშურდებათ.
ტრეილერი
8.1
დაურეკე ჯეინს / Call Jane

GEO
ENG
RUS
CALL JANE
დაურეკე ჯეინს
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1968 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც სანამ ქალაქი და ქვეყანა ძალადობრივი პოლიტიკური აჯანყების ზღვარზეა, ქალაქგარეთ მცხოვრები დიასახლისი ჯოი თავის ქმართან და ქალიშვილთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. ჯოი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება – ის დაორსულდა, თუმცა ამას მის ჯანმრთელობაზე სავალალო შედეგები მოჰაქვს. შედეგად, ის სამედიცინო დახმარების მიღებას ცდილობს, მაგრამ სახელმწიფო საავადმყოფოები მას უარს ეუბნებიან, რადგან ქვეყანაში აბორტი უკანონოა. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში მთავარი გმირი არალეგალურ ფემინისტურ ორგანიზაციას აღმოაჩენს, რომელიც ფარულად ეხმარება ქალებს უსაფრთხო აბორტების ხელმისაწვდომობით და ამ პროცესში მის ცხოვრებას ცვლიან.
ტრეილერი
0.0
დედოფლები / Queens

GEO
ENG
RUS
QUEENS
დედოფლები
44 წუთი
მოკლე აღწერა
მუსიკალური დრამა, გაუცხოებული და ურთიერთობას მოწყვეტილი ოთხი ქალის ბრაიანას, ჯილის, ვალერიას და ნაომის შესახებ, რომლებიც ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, სახელწოდებით Nasty Bitch-ის სახით სცენაზე გამოდიოდნენ 1990-იან წლებში. ერთად, მათ არა მხოლოდ თავდაყირა დააყენეს ჰიპ-ჰოპ სამყარო, არამედ მიაღწიეს ლეგენდარულ სტატუსს თავიანთი მუსიკით. ახლა ეს ოთხი ქალი 40 წლისაა, რომლებიც გაერთიანებას გადაწყვეტენ, რათა დიდების და სიამაყის დაბრუნების შანსი მოიპოვონ, რომელიც მათ 90-იან წლებში ჰქონდათ, რამაც ისინი ლეგენდარული გახადა ჰიპ-ჰოპ სამყაროში. მაგრამ შეძლებენ თუ არა ყოფილი მეგა ვარსკვლავები ამ ამბიციური მიზნის მიღწევას?
ტრეილერი
6.2
ტარი / Tár

GEO
ENG
RUS
TÁR
ტარი
2 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები კლასიკური მუსიკის ინტერნაციონალურ სამყაროში ვითარდება და ცნობილი კომპოზიტორის და პიანისტის ლიდია ტარის (კეიტ ბლანშეტი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბერლინის ორკესტრის პირველი ქალი დირიჟორი გახდება. ლიდიას სულ რამდენიმე დღე დარჩა იმ სიმფონიის ჩაწერამდე, რომელიც მას მისი შთამბეჭდავი კარიერის მწვერვალზე აიყვანს. ტარას საოცრად ჭკვიანი და მომხიბვლელი ექვსი წლის ნაშვილები ქალიშვილი პეტრა მთავარი გმირის ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს. და როდესაც გარკვეული ელემენტები თითქოს შეთქმულებას აწყობენ ლიდიას წინააღმდეგ, ახალგაზრდა გოგონა მნიშვნელოვან ემოციურ მხარდაჭერას უწევს თავის მებრძოლ დედას.
ტრეილერი
8.1
ღვთის ქმნილებები / God’s Creatures

GEO
ENG
RUS
GOD'S CREATURES
ღვთის ქმნილებები
1 საათი 34 წუთი
მოკლე აღწერა
ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც მოვლენები პატარა ირლანდიურ მეთევზეთა სოფელში ვითარდება და დედის, ეილინ ო’ჰარას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ სახლში მოულოდნელად დაბრუნებული მისი საყვარელი შვილის, ბრაიანის დაცვასა და სიკეთისა და ბოროტების საკუთარ გრძნობას შორის იხლიჩება. საბოლოოდ, ტყუილი, რომელსაც დედა მისი შვილის დასაცავად ამბობს, ანგრევს მათ ოჯახს და მჭიდრო საზოგადოებას ამ დაძაბულ და უაღრესად ემოციურ ეპოსში.
ტრეილერი
7.1
სველი ქვიშა / Wet Sand

GEO
ENG
RUS
WET SAND
სველი ქვიშა
მოკლე აღწერა
ფილმი შავიზღვისპირა სოფელში მეგობრულად მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს გასაჭირში ეხმარებიან და მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთ დღეს, 65 წლის ელიკო თავს იკლავს, მისი შვილიშვილი მოე, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება და ფარდას ახდის ტყუილების ჯაჭვს, რომელშიც სოფელი წლები ცხოვრობდა.
ტრეილერი
6.8