ანა ტოდის ამავე სახელწოდების თინეიჯერული მელოდრამატული რომანების სერიებზე დაფუძნებული პრიკველი, ახალგაზრდა წყვილის ტესასა (ჯოზეფინა ლენგფორდი) და ჰარდინის (ხირო ფაინს-ტიფინი) სიყვარულისა და განსაცდელების შესახებ. ფილმი მოგვითხრობს მოზარდი ჰარდინის შესახებ, რომელიც ცდილობს იპოვოს თავისი პირველი სიყვარული. მოვლენები, რომლებიც ხდება მთავარი გმირის ჩამოყალიბების წლებშა, ქმნიან პრობლემური, მაგრამ ვნებიანი ჰარდინის საფუძვლს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ წინა ფილმებდან…
ფანტასტიკური ჰორორი, რომელშიც მოვლენები 300 წლის წინ კომანჩების ტომში ვითარდება, რომელიც სასტიკი და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მეომარი ქალის ნარუს და დედამიწაზე ჩამოსული ერთ-ერთი პირველი მატაცებელის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი ყველაზე ლეგენდარული მონადირეების ჩრდილქვეშ გაიზარდა, რომელსაც ახლა გენდერული ნორმებისა და ტრადიციების საწინააღმდეგოდ, სურს გახდეს მეომარი. მაგრამ როდესაც მის ბანაკს საფრთხე დაემუქრება, ის თავისი ხალხის დასაცავად მიდის. მტაცებელი, რომელზეც ნარუ ნადირობს და რომელსაც საბოლოოდ ხვდება, მოწინავე საბრძოლო არსენალით შიარაღებული და მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელი მტაცებელი აღმოჩნდება, რაც იწვევს ორ მოწინააღმდეგეს შორის სასტიკ და საშინელ დაპირისპირებას. ფილმი მტაცებელის შესახებ ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილი და 1987 წლის ორიგინალური “მტაცებელი”-ს პრიკველი გახდება.