დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი / Queen Charlotte: A Bridgerton Story

GEO
ENG
RUS
QUEEN CHARLOTTE: A BRIDGERTON STORY
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი
50 წუთი
მოკლე აღწერა
2020 წლის სერიალის “ბრიჯერტონი“ პრიკველი, ახალგაზრდა დედოფალის, შარლოტას დიდებისკენ, ძალაუფლებისკენ და ლედი უისტლდაუნის ვინაობის გამოვლენის მისი მისწრაფებების შესახებ, რომელიც მოგვითხრობს შარლოტასა და მეფე ჯორჯ III-ის დიდ სასიყვარულო ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიწვია მან სოციალური ცვლილება მაღალი საზოგადოების სამყაროს შექმნით, რომელიც ბრიჯერტონის გმირებმა მემკვიდრეობით მიიღეს…
ტრეილერი
0.0
უცნაური: ელ იანკოვიჩის ისტორია / Weird: The Al Yankovic Story

GEO
ENG
RUS
WEIRD: THE AL YANKOVIC STORY
უცნაური: ელ იანკოვიჩის ისტორია
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული კომედია, გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის და პოპ-კულტურის ხატის, უცნაური ელ იანკოვიჩის ნაყოფიერი კარიერის შესახებ, რომელიც იანკოვიჩის ცხოვრების ყველა ასპექტს იკვლევს, დაწყებული დიდების მწვერვალამდე მისი სწრაფი აღზევებით ისეთი ადრეული ჰიტებით, როგორიცაა “Eat It” და “Like a Surgeon”, დამთავრებული ცნობილ ადამიანებთან მისი მღელვარე სასიყვარულო ურთიერთობებით და გარყვნილი ცხოვრების წესით. ფილმს მაყურებელი მართლაც წარმოუდგენელ მოგზაურობაში მიჰყავს ყველა დროის უდიდესი მუსიკალური ლეგენდის იანკოვიჩის ცხოვრებაში და კარიერაში, რომელსაც გაყიდული აქვს 12 მილიონზე მეტი ალბომი.
ტრეილერი
7.4
ჭეშმარიტი სული / True Spirit

GEO
ENG
RUS
TRUE SPIRIT
ჭეშმარიტი სული
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც დამწყები ახალგაზრდა მეზღვაური ჯესიკა უოტსონი გადაწყვეტს გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მარტო, შეუჩერებლად და დაუხმარებლად დედამიწის ირგვლივ ნავით იმოგზარებს, ბევრი ჩათვლის, რომ ახალგაზრდა გმირის მისია წარუმატებელი იქნება. მაგრამ მისი მწვრთნელისა და მენტორის, ბენ ბრაიანტისა და მისი მშობლების მხარდაჭერით, ჯესიკა მტკიცედ გადაწყვეტს გააკეთოს ის, რაც შეუძლებლად ითვლებოდა, რომელიც საბოლოოდ ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს მონაკვეთს გაივლის 210 დღის განმავლობაში.
ტრეილერი
0.0
ჰილმა / Hilma

GEO
ENG
RUS
HILMA
ჰილმა
2 საათი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, რევოლუციური შვედი აბსტრაქტული ხელოვნების და ფემინისტური მოძრაობის პიონერის ჰილმა აფ კლინტის შესახებ, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იქნა აღიარებული და განთქმული, როგორც ფემინისტური ხატი. ის დაიბადა სტოკჰოლმში და შეიმუშავა აბსტრაქტული ვიზუალური ენა ჯერ კიდევ 1906 წელს – მამაკაცი მხატვრების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდნენ მე-20 საუკუნის აბსტრაქტული ხელოვნების წინამორბედებად.
ტრეილერი
6.1
ჩაქუჩი / The Hammer

GEO
ENG
RUS
THE HAMMER
ჩაქუჩი
50 წუთი
მოკლე აღწერა
კიმ უილერი, გულწრფელი იურისტია, რომელიც ნევადის მე-5 ოლქის მოსამართლედ ინიშნება და წარმოადგენს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სარაიონო მოსამართლეს, რომლებიც დარჩნენ ამერიკაში. მას შემდეგ, რაც მოქმედი მოსამართლე საეჭვო გარემოებებში კვდება, კიმი აღმოჩნდება გზატკეცილზე, რომელიც გადაჭიმულია ლას-ვეგასსა და რენოს შორის, უხეში, ხშირად უკაცრიელი ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩაქუჩით ხელში, ის ამყარებს კანონს სერიოზული სამართლიანობით, რითაც სწრაფად მოიპოვებს მეტსახელს “ჩაქუჩი”. როდესაც ყოფილი მოსამართლის სიკვდილის გამოძიება ხურდება, კიმის და კრისი, რომელიც მართავს ადგილობრივ ბორდელს, მოულოდნელად მთავარი ეჭვმიტანილი ხდება და ახლა კიმმა კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.
ტრეილერი
0.0
სელენა გომესი: ჩემი გონება და მე / Selena Gomez: My Mind & Me

GEO
ENG
RUS
SELENA GOMEZ: MY MIND & ME
სელენა გომესი: ჩემი გონება და მე
მოკლე აღწერა
წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში ყოფნის შემდეგ, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი წარმოუდგენელ დიდებას აღწევს. მაგრამ როგორც კი ის ახალ მწვერვალს მიაღწევს, მოულოდნელი მოვლენა მას სიბნელეში მიიყვანს. ეს უნიკალურად ინტიმური ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა სელენას ექვსწლიანი მოგზაურობის შესახებ ახალ სამყაროში…
ტრეილერი
0.0
ოპენჰაიმერი / Oppenheimer

GEO
ENG
RUS
OPPENHEIMER
ოპენჰაიმერი
მოკლე აღწერა
კაი ბერდის და მარტინ შერვინის წიგნზე “ამერიკელი პრომეთე: ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია” დაფუძნებული კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც 1943-1945 წლებში მანჰეტენის პროექტის დროს ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორის, ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის, და მისი უდიდესი წვლილის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა ისტორიაში პირველი ატომური ბომბი, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც “ატომური ბომბის მამად”.
ტრეილერი
0.0
დაკარგული ძაღლი / Dog Gone

GEO
ENG
RUS
DOG GONE
დაკარგული ძაღლი
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი მამა-შვილის შესახებ, რომლებიც მათი განადგურებული ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ აპალაჩის მთებში იძულებით ლაშქრობის დროს, რათა იპოვონ თავიანთი საყვარელი დაკარგული ძაღლი. ამ ამაღევლებელმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან უამრავი ადამიანი შეუერთდება ავადმყოფი ძაღლის ძებნას, რომელსაც სიცოცხლის სულ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი ყოველთვიური მედიკამენტების გარეშე. ძაღლს ჰქონდა ადისონის დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რისთვისაც მას ყოველთვიური ვაქცინაცია სჭირდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოჯახს 23 დღე ჰქონდა შინაური ცხოველის მოსაძებნად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება კომაში ჩავარდნილიყო.
ტრეილერი
0.0
მინდა ვინმესთან ვიცეკვო / I Wanna Dance with Somebody

GEO
ENG
RUS
I WANNA DANCE WITH SOMEBODY
მინდა ვინმესთან ვიცეკვო
2 საათი 26 წუთი
მოკლე აღწერა
მხიარული, ემოციური და სულისშემძვრელი ბიოგრაფიული მიუზიკლი, ამერიკელი მომღერალის, მსახიობის, პროდიუსერის და მოდელის უიტნი ჰიუსტონის ცხოვრებისა და მისი მუსიკალური კარიერის შესახებ, რომელიც გაურკვევლობიდან მუსიკალურ სუპერვარსკვლავებამდე მის გავლილ გზას გვიჩვენებს, და მოგვითხრობს ზუსტად როგორ იმოქმედა მისმა საოცარმა ნიჭმა მსოფლიო ისტორიაზე, რომელიც ასევე ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ლეგენდარული უიტნი, ყველა დროის ყველაზე პოპულარული მუსიკის შემსრულებელი და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მომღერალი იყო, რომელმაც 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა მსოფლიოში. ჰიუსტონმა მოიგო ექვსი გრემის ჯილდო, ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებზე თექვსმეტი ჯილდო, ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე ოცდაორი ჯილდო, ასევე ორი ემის ჯილდო და მრავალი სხვა. 2012 წლის 11 თებერვალს, ჰიუსტონი იპოვეს გარდაცვლილი ბევერლი-ჰილტონის ნომერში.
ტრეილერი
0.0
ადამიანი მოქმედება / A Man of Action

GEO
ENG
RUS
A MAN OF ACTION
ადამიანი მოქმედება
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, რომელშიც მოვლენები 1940-1980-იან წლებში ძირითადად საფრანგეთში ვითარდება და პარიზში მცხოვრები ესპანელი ანარქისტის, ქვის მთლელისა და ბანკების მძარცველის, ლუჩიო ურტუბიას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც დოკუმენტების გაყალბებით ფართომასშტაბიანი აფიორა განახორციელა, რომელიც მიზანში ამოიღებს მშოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს…
ტრეილერი
0.0
ქერა / Blonde

GEO
ENG
RUS
BLONDE
ქერა
2 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული ამბავი, რომელიც ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობის, მომღერალის, მოდელის, ჰოლივუდის ერთგვარი “ხატის, კულტისა და ყველა დროის სიმბოლოს, მშვენიერებისა და მოდის იდეალის, ასევე სექს-სიმბოლოს, მერილინ მონროს (ანა დე არმასი) რთული პირადი ცხოვრების, მისი დიდებისკენ მიმავალი გზისა და ეპიკური სკვდილის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, ფილმი არ არის ბიოგრაფიული, არამედ მსახიობის ცხოვრების ინტერპრეტაცია და ასევე ჯოის კეროლ ოუტსის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. თავისი გლობალური კარიერის დაწყების შემდეგ, გადაჭარბებულ, სექსს, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, კინოს, გატეხილ ფსიქიკასა და დეპრესიას შორის, მერილინ მონრო მთელი მისი დატვირთული ცხოვრება მხიარულობდა.
ტრეილერი
0.0
ბუნაგი / The Lair

GEO
ENG
RUS
THE LAIR
ბუნაგი
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგაფიული დრამა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მწერლის, ემილი ბრონტეს წარმოსახვითი ცხოვრების შესახებ. მეამბოხე და წარუმატებელი ახალგაზრდა მთავარი გმირი ბედავს შეცვალოს საკუთარი თავი და მიიღოს თავისი ნამდვილი ბუნება, მიუხედავად შედეგებისა, რომელიც წერს პროვოკაციულ და იდუმალ ლიტერატურულ კლასიკას “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ფილმი იკვლევს იმ ურთიერთობებს, რამაც იგი შთააგონა – მისი უხეში და ვნებიანი დაქალური ურთიერთობა შარლოტასთან და ანასთან; მისი პირველი მტკივნეული და აკრძალული სიყვარული ვეიტმანთან და მისი ზრუნვა მისი ინდივიდუალისტი ძმის მიმართ, რომელსაც იგი კერპად აქცევს.
ტრეილერი
7.6
ნარკო-წმინდანები / Narco-Saints

GEO
ENG
RUS
NARCO-SAINTS
ნარკო-წმინდანები
50 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, რომელშიც მოვლენები სამხრეთ ამერიკაში ვითარდება, სადაც მოქმედი კორეელი ნარკობარონი სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ყურადღებას მიიპყროობს, რომლებიც თავიანთ საიდუმლო ოპერაციაში დახმარებას სთხოვენ უბრალო მეწარმეს, რომელიც თავისი ბიზნესის გაფართოვების და გამდიდრების მიზნით სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სურინამის რესპუბლიკაში აღმოჩნდება. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია ნარკობარონის დაჭერის საიდუმლო ოპერაციას შეუერთდეს, მაგრამ მალე მხულებამდე იფლობა ნარკოდანაშაულის საშიშ სამყაროში.
ტრეილერი
7.4
მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი / Dahmer – Monster: The Jeffrey Dahmer Story

GEO
ENG
RUS
DAHMER - MONSTER: THE JEFFREY DAHMER STORY
მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი
8 საათი 54 წუთი
მოკლე აღწერა
კრიმინალური სერიალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის, ჯეფრი დამერის შესახებ, რომელმაც სამ წელიწადში მოკლა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ. სერიალი უღრმავდება პოლიციის არაკომპეტენტურობასა და აპათიას, რამაც ვისკონსინის მკვიდრს საშუალება მისცა გაეგრძელებინა მკვლელობები წლების განმავლობაში, და ასახავს მინიმუმ 10 შემთხვევას, როდესაც დამერი თითქმის დააკავეს, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს. სერიალი ასევე ეხება თეთრკანიანთა პრივილეგიას, რადგან მოწესრიგებულმა და სიმპათიურმა თეთრკანიანმა ბიჭმა, არაერთხელ მიიღო ლმობიერება პოლიციელებისგან და მოსამართლეებისგან.
ტრეილერი
8.6
ეს ინგლისია / This England

GEO
ENG
RUS
50 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული მინისერიალი, რომელშიც მოვლენები დაუნინგ-სტრიტზე მდებარე ბრიტანეთის სამთავრობო კაბინეტებში ვითარდება და გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ყველაზე დამანგრეველი მოვლენის მთელი ქვეყნის ისტორიაზე გავლენის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სათავეში ედგა პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც მოქმედებდა უპრეცედენტო დროში, გლობალური პანდემიის პირობებში. ყურადღების ცენტრში პანდემიის გავლენა და მეცნიერების, ექთნებისა და ექიმების რეაქციაა, რომლებიც დაუღალავად და გმირულად მუშაობდნენ ვირუსის შეკავებლად და დასაძლევად.
ტრეილერი
0.0
ჩემი ვაჟი ჰანტერი / My Son Hunter

GEO
ENG
RUS
MY SON HUNTER
ჩემი ვაჟი ჰანტერი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ცხოვრების წესის და სკანდალური ბიზნეს ურთიერთობების, სექსის, პროსტიტუციის, ნარკოტიკების, ქრონიზმის, ფულის გათეთრების, მეტი სექსის, ასევე ლეპტოპი ჯოჯოხეთიდან, ჩინელი ჯაშუშების, უკრაინელი “ბიზნესმენების”, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, დიდი ბიჭის, კიდევ უფრო მეტი სექსის, დამატებითი ნარკოტიკების და…ოჯახის შესახებ. მოულოდნელად, ჰანტერი აღმოაჩენს, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს, არასწორ ადგილას, არასწორ ადამიანებთან ერთად, როდესაც ხვდება გულუბრყვილო ახალგაზრდა სტრიპტიზიორს. გრეის ანდერსონმა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის შესახებ, მაგრამ დაჩქარებულ კურსს გადის, რადგან უფრო და უფრო უახლოვდება პრეზიდენტ ბაიდენის შვილს. ფილმი პირდაპირ გვიჩვენებს ჰანტერს, მის კორუმპირებულ საქმიან ურთიერთობებს, მამასთან ურთიერთობას და ცხოვრების წესს, რომელიც როკ-ვარსკვლავებს შეშურდებათ.
ტრეილერი
8.1
ტილი / Till

GEO
ENG
RUS
TILL
ტილი
2 საათი
მოკლე აღწერა
ფილმი მემი ელიზაბეტ ტილ-მობლის შესახებ ნამდვილ დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომლის სამართლიანობის ძიება მისი 14 წლის ვაჟისთვის ემეტ ტილისთვის, რომელიც 1955 წელს მისისიპში რასისტული მკვლელობის მსხვერპლი გახდა, მამოძრავებელ ძალად იქცევა, რაც საბოლოოდ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის შექმნას დაეხმარა. მემის გადაწყვეტილება, გაეხსნა კუბო ემეტის დაკრძალვაზე და დაკრძალვის ფოტოები გამოექვეყნებინა ჟურნალში, განაპირობა მისმა მოტივაციამ, რომ ადამიანებს ყველგან ცოდნოდა, თუ რა დაემართა მის შვილს.
ტრეილერი
წინდადება / The Offer
სეზონი 1 - სერია 2

GEO
ENG
RUS
THE OFFER
წინადადება
60 წუთი
მოკლე აღწერა
ოსკაროსანი პროდიუსერის ალბერტ ს. რუდის არასოდეს გამოვლენილი გამოცდილება ნათლიას (1972) გადაღების შესახებ.
ტრეილერი
8.6
მისტერ ჯონსი / Mr. Jones

GEO
ENG
RUS
MR.JONES
მისტერ ჯონსი
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, უელსელი ჟურნალისტის, გარეტ ჯონსის შესახებ, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს. თუმცა, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდება, რადგან დიდი დეპრესია კაპიტალიზმის სამყაროს, და მასთან ერთად ჯონსის იმედისმომცემ კარიერას გაანადგურებს. უახლეს მოვლენებ იგი მოსკოვში მიჰყავს, რათა ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე დაწეროს და სტალინთან ინტერვიუს აღებას ეცადოს. აქ ის ბრიტანელ ჟურნალისტს, ადა ბრუკს გაიცნობს, რომელიც მას სასტიკ საბჭოთა რეჟიმზე უამბობს. და გარეტი, სასიკვდილო საფრთხეების მიუხედავად, თავის ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს. სსრკ-ს სპეცსამსახურებისგან მალულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე სიმართლეს ავლენს: გოლოდომორი, მკაცრი ცენზურა, შეთქმულება და მასობრივი რეპრესიები. მთავარი გმირი ღმერთისგან მივიწყებულ უკრაინაში ჩადის, სადაც საყოველთაო შიმშილს ხედავს, რომლის მიზეზიც საბჭოთა იმპერიის ინდუსტრიალიზაცია იყო. ლონდონში დაბრუნებული, ჯონსი ამ ყველაფერზე, რაც მან იქ ნახა, სტატიას აქვეყნებს…
ტრეილერი
6.9
გადარჩენილი / The Survivor

GEO
ENG
RUS
THE SURVIVOR
გადარჩენილი
2 საათი 9 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი, პოლონელი ებრაელი მოკრივის ჰარი ჰაფტის შესახებ, სადაც ის იძულებული იყო სხვა პატიმრებთან ერთად მონაწილეობა მიეღო სასიკვდილო გლადიატორულ კრივში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტკივნეული მოგონებებითა და დანაშაულის გრძნობით დატანჯული, ჰარი მთელი ძალებით ცდილობს კრივის ლეგენდის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა გამოიყენოს, რათა კვლავ იპოვოს თავისი პირველი სიყვარული…
ტრეილერი
6.8
მზარეული პრეზიდენტისთვის / Haute Cuisine

GEO
ENG
RUS
HAUTE CUISINE
მზარეული პრეზიდენტისთვის
1 საათი 35 წუთი
მოკლე აღწერა
გორტენზია ლაბორი, ცნობილი ფრანგი შეფ-პოვარია, ერთხელაც ის მიიღებს მოწვევას საფრანგეთის პრეზიდენტისგან, რომელსაც სურს გორტენზია მისი პირადი მზარეული გახდეს.
ტრეილერი
6.4
თეთრი ჩიტი: საოცარი ამბავი / White Bird: A Wonder Story

GEO
ENG
RUS
WHITE BIRD: A WONDER STORY
თეთრი ჩიტი: საოცარი ამბავი
მოკლე აღწერა
რ. ჯ. პალაციოს ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომაზე დაფუძნებული და ასევე მის რომანზე დაფუძნებული 2017 წლის დრამატული ფილმის “საოცრება“ პრიკველი, ახალგაზრდა ჯულიანის ბებიის შესახებ, რომლის ბავშვობამ მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე წელბში განვლო. გერმანული ოკუპაციის დროს იგი, როგორც პატარა ებრაელი გოგონა ფრანგული სოფლიდან, მისი თანაკლასელის ოჯახმა შეიფარა საკუთარ სახლში, რომელიც საბოლოოდ მისი მხსნელი და საუკეთესო მეგობარი გახდა.
ტრეილერი
0.0
პემი და ტომი / Pam & Tommy
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
PAM & TOMMY
პემი და ტომი
50 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტის ცენტრში პამელა ანდერსონის და მისი ბოიფრენდის, ტომი ლის სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობებია.
ტრეილერი
7.7
სიბერგი / Seberg

GEO
ENG
RUS
SEBERG
სიბერგი
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1960-იან წლებში სიბერგი ფედერალური გამოძიების ბიუროს სამიზნეს წარმოადგენდა, როგორც სამოქალაქო უფლებების აქტივისტ ჰაკიმ ჯამალთან პოლიტიკურ და სასიყვარულო კავშირში მყოფი.
ტრეილერი
5.9
აღზევება / Rise

GEO
ENG
RUS
RISE
აღზევება
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სპორტული დრამა, სამი ნიგერიელ-ბერძენი ძმის პროფესიონალურ კალათბურთში აღზევების შესახებ. უკეთესი ცხოვრების ძიებაში, მათი მშობლები ვერა და ჩარლზი ნიგერიიდან საბერძნეთში გადავლენ, სადაც ისინი ბევრს მუშაობდნენ, რათა უზრუნველყოთ მათი ხუთი შვილი იმ დროს, როცა დეპორტაციის რეალობა საფრთხეს უქმნიდა შვილების ოცნებებს. იმისთვის, რომ გადასახადები გადაიხადონ, ოჯახი ერთად მუშაობს და ტურისტებზე ყიდის სუვენირებს ათენში. როდესაც შესაძლებლობა ჩნდება, ძმები თავიანთ იმედგაცრუებას გამოხატავენ კალათბურთის მოედნებზე. მაგრამ სწრაფად ხვდებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპორტში გამოცდილება არ აქვთ, ბუნებით ისინი ნიჭიერი მოთამაშეები არიან. საბოლოოდ, აგენტის დახმარებით ახალგაზრდა გმირები გადაწყვეტენ კარიერის გაგრძელებას NBA-ში.
ტრეილერი
7.2
აილა: ომის ქალიშვილი / Ayla: The Daughter of War

GEO
ENG
RUS
AYLA: THE DAUGHTER OF WAR
აილა: ომის ქალიშვილი
2 საათი 5 წუთი
მოკლე აღწერა
In 1950, amid-st the ravages of the Korean War, Sergeant Süleyman stumbles upon a half-frozen little girl, with no parents and no help in sight. Frantic, scared and on the verge of death, this little girl captures the heart of Süleyman, who risks his own life to save her, smuggling her into his Army base and out of harms way. Not knowing her name and unable to communicate with her, Süleyman names her Ayla, in reminiscence of the moon on the fateful night during which they met. The two form an instantaneous and inseparable bond, and Ayla, almost effortlessly, brings an uncanny joy to the Turkish brigade in the grip of war. As the war comes to a close however, Süleyman's brigade is told that they will be returning home. Süleyman cannot bear abandoning Ayla, and does everything within his power to take her with him. After repeated failure, he is forced to give Ayla to an orphanage, but doesn't give up on the hope of one day reuniting with her. Will the two ever get back together?
ტრეილერი
8.5
ვიტა და ვირჯინია / Vita & Virginia

GEO
ENG
RUS
VITA & VIRGINIA
ვიტა და ვირჯინია
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
სოციალისტი ვიტა საქვილ-ვესთი და ლიტერატურული ხატი ვირჯინია ვულფი 1920-იანი წლების ლონდონში სხვადასხვა წრეში მუშაობენ. მიუხედავად შანსებისა, მაგნიტური ვიტა და მომხიბვლელი ვირჯინია აყალიბებენ არატრადიციულ რომანს, რომელიც განლაგებულია მათი საოცრად თანამედროვე ქორწინებების ფონზე; რომელმაც შთააგონა ვულფის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო რომანი „ორლანდო“.
ტრეილერი
5.7
მეიერ ლანსკი / Lansky

GEO
ENG
RUS
LANSKY
მეიერ ლანსკი
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
დეივიდ სთოუნი, ცნობილი, მაგრამ წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს. პენსიაზე გასული განგსტერი მთავარ გმირს თავბრუდამხვევ ამბავს უყვება და კრიმინალური სინდიკატის ცნობილი ბოსის სახით თავისი ცხოვრების შესახებ წარმოუდგენელ სიმართლეს უმხელს. ათწლეულების განმავლობაში, ხელისუფლება ცდილობდა ლანსკის დამალული ქონებისთვის მიეგნო. შედეგად, ეს მათი უკანასკნელი შანსია დაიჭირონ განგსტერი სიკვდილის წინ; მაგრამ ლანსკი, როგორც ყოველთვის, ერთი ნაბიჯით უსწრებს FBI-ის, აგზავნის მათ გიჟურ რბოლაში, სადაც ის სამართალდამცავებს ყოველ ნაბიჯზე კვლავ უსწრებს და ჯობნის.
ტრეილერი
6.3
ადამიანი-სპილო / The Elephant Man

GEO
ENG
RUS
THE ELEPHANT MAN
ადამიანი-სპილო
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.
ტრეილერი
8.2
ელვისი / Elvis

GEO
ENG
RUS
ELVIS
ელვისი
მოკლე აღწერა
ბიგრაფიული დრამა, რომელიც როკ-ენ-როლის მეფედ წოდებული ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის ელვის პრესლის ცხოვრების, შემოქმედებისა და ღატაკი მომღერლიდან მსოფლიო ვარსკვლავად ქცევის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ცვალებადი კულტურული ლანდშაფტის ფონზე პრესლისა და მის იდუმალ მენეჯერ ტომ პარკერს შორის 20-წლიანი რთული ურთიერთობის დინამიკას სიღრმისეულად იკვლევს. ამ შთამბეჭდავი მოგზაურობის ცენტრალურ ადგილს ელვისის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანი, პრისცილა პრესლი დაიკავებს. 1977 წელს, 42 წლის ასაკში მის გარდაცვალებამდე, ელვისიმ “ბითლზის” დონის დიდებას მიაღწია.
ტრეილერი
0.0
უღმერთო / No Man of God

GEO
ENG
RUS
NO MAN OF GOD
უღმერთო
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, უცნაური და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტ ბილ ჰაგმაიერსა და სერიული მკვლელის ტედ ბანდის შორის განვითარდა, როდესაც 1980 წელს ბანდი სიკვდილმისჯილთა კამერაში იმყოფებოდა…
ტრეილერი
7.0
ტიკ, ტიკ...ბუმ! / tick, tick...Boom!

GEO
ENG
RUS
TICK, TICK...BOOM!
ტიკ, ტიკ...ბუმ!
მოკლე აღწერა
1990 წელი. ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯონი ნიუ-იორკის ერთ-ერთი დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს. ის პარალელურად მიუზიკლ "სუპერბიას" წერს, რომელიც როგორც თვითონ თვლის მომავალში ბროდვეის ჰიტად იქცევა და მას სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯონის ცხოვრებაში ყველაფერი რთულად. მისი შეყვარებული სიუზანი ლოდინისგან დაიღალა, სანამ ბოიფრენდი წარმატებას მიაღწევს, ხოლო უახლოესმა მეგობარმა კი ოცნებები დაივიწყდა მუშაობა პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. ჯონი მალე 30 წლის გახდება და ის ნერვიულობას იწყებს, რომ წლები ტყუილაზე დაკარგა.
ტრეილერი
7.8
ეკლექტური ფრაგმენტები / Eclectic Fragments

GEO
ENG
RUS
ECLECTIC FRAGMENTS
ეკლექტური ფრაგმენტები
43 წუთი
მოკლე აღწერა
ინდივიდუალური კინო ნოველები მხატრულად აღწერს საქართველოს უდიდესი ხელოვანთა ცხოვრებიდან ფრაგმენტებს შოთა კალანდაძის თვალით დანახულს ''კინო ლექსებში'' ახალი კინო მიმდინარეობა.
ტრეილერი
0.0
მხსნელი რუბი / Rescued By Ruby

GEO
ENG
RUS
RESCUED BY RUBY
მხსნელი რუბი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის “უმართავი” ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს. ლეკვს სწრაფად იშვილებენ, თუმცა შემდეგ ხუთჯერ დააბრუნებენ. შედეგად, ლეკვის დაძინება გადაწყდება, მაგრამ ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიცერი დანიელ ო’ნილი რუბით იხიბლება, რომელიც ლეკვში პოტენციალს დაინახავს, და კინოლოგოდ გახდომის თავისი ოცნების ასრულებას გადაწყვეტს, ხოლო რუბისთვის ეს შეხვედრა ბედნიერი ცხოვრების დაწყების შანსი გახდება.
ტრეილერი
7.2
მამა სტიუ / Father Stu

GEO
ENG
RUS
FATHER STU
მამა სტიუ
მოკლე აღწერა
ფილმის მთავარი გმირი ყოფილი მოკრივე და ბაიკერია, რომელიც მღვდელმსახური ხდება. ის თვითგანადგურების გზას გადის, რომ საკუთარი თავი იპოვოს.
ტრეილერი
0.0
ბელფასტი / Belfast

GEO
ENG
RUS
BELFAST
ბელფასტი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
დრამატული ამბავი, რომელშიც მოვლენები 1960-იანი წლების ბოლოს მუსიკისა და სოციალური მღელვარების ფონზე ვითარდება, რომელიც ბიჭისა და მისი მუშათა კლასის ოჯახის სიყვარულის, სიხარულისა და დანაკარგის შესახებ ამაღელვებელ ამბავს მოგვითხრობს…
ტრეილერი
7.3
სპენსერი / Spencer

GEO
ENG
RUS
SPENCER
სპენსერი
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
პრინცესა დიანას და პრინც ჩარლზის ქორწინება დანგრევის პირასაა. ბოროტი ენები ღალატზე ჭორაობენ და განქორწინებას პროგნოზირებენ. მიუხედავად ამისა, საშობაო დღესასწაულებზე სანდრინგემის სასახლეში ოჯახი მშვიდობას განასახიერებს. ისინი ერთ მაგიდასთან ჭამენ და სვამენ, ტრადიციულად სანადიროდ გადიან, მაგრამ შეძლებს კი დიანა ამ თამაშის გაგრძელებას?
ტრეილერი
6.7
ეიფელი / Eiffel

GEO
ENG
RUS
EIFFEL
ეიფელი
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორიული დრამა, ეიფელის კოშკის მშენებლობის შესახებ, რომელშიც მოვლენები საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავისთვის პარიზში მსოფლიო გამოფენის მომზადების დროს ვითრდება, რომელიც 1889 წელს უნდა ჩატარებულიყო. საფრანგეთის ხელისუფლება არქიტექტურულ კონკურს გამოაცხადებს, რომელშიც გუსტავ ეიფელის საინჟინრო ბიურო გაიმარჯვებს, რამაც სამუდამოდ შეცვალა არქიტექტორის ცხოვრება და ქალაქის ბედი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ცნობილი ღირშესანიშნაობის შექმნას გამოიწვევს.
ტრეილერი
6.3
შინდლერის სია / Schindler's List

GEO
ENG
RUS
SCHINDLER'S LIST
შინდლერის სია
3 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.
ტრეილერი
8.9
იყო რიკარდო / Being the Ricardos

GEO
ENG
RUS
BEING THE RICARDOS
იყო რიკარდო
მოკლე აღწერა
ფილმი ლუსილ ბოლის და დეზი არნაზას, ისტორიაში პირველი სითქომის, "მე მიყვარს ლუსის" მსახიობების რეალურ ისტორიას გვიყვება. სიუჟეტი მთავარი როლების შემსრულებლების პირადი ურთიერთობების შესახებ გვიყვება, რომლებიც მეუღლეები იყვნენ, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ეკრანზე.
ტრეილერი
6.6
მიუნხენი: ომის ზღვარზე / Munich: The Edge of War

GEO
ENG
RUS
MUNICH: THE EDGE OF WAR
მიუნხენი: ომის ზღვარზე
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები 1938 წლის შემოდგომაზე ვითარდება, როდესაც ევროპა ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ადოლფ ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიაში შესაჭრელად ემზადება და ბრიტანეთის მთავრობა, ნევილ ჩემბერლენის მეთაურობით, ევროპაში დაძაბული სიტუაციიდან უიმედოდ ეძებს გამოსავალს, რომელიც სტაბილურად უახლოვდება მსოფლიო ომს. შედეგად, გაზრდილ ზეწოლასთან დაკავშირებით, ორი მეგობარი – ბრიტანელი საჯარო მოხელე ჰიუ ლეგატი და გერმანელი დიპლომატი პოლ ფონ ჰარტმანი მიუნხენში საგანგებო კონფერენციაზე მიემგზავრებიან, სადაც პოლიტიკური დისკუსიის შუაგულში ყოფნისას, გმირები მოსალოდნელი კატასტროფის სრულ მაშტაბებს აცნობიერებენ, რომლის შეჩერებაც აღარ შეიძლება. როდესაც მოლაპარაკებები იწყება, ორი ძველი მეგობარი პოლიტიკური ხრიკების ქსელისა და ძალიან რეალური საფრთხის ცენტრში აღმოჩნდება.
ტრეილერი
6.9
გენიოსი / Genius
სეზონი 3 - სერია 8

GEO
ENG
RUS
GENIUS
გენიოსი
1 საათი
მოკლე აღწერა
ისტორია იმაზე, თუ როგორ ვერ პოულობდა აინშტაინი ახალგაზრდობაში სამუშაოს და როგორ აღმოაჩინა მან ფარდობითობის თეორია.
ტრეილერი
8.4
ტუტანჰამონი / Tut
სეზონი 1 - სერია 6

GEO
ENG
RUS
TUT
ტუტანჰამონი
50 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი მოგვითხრობს ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფარაონის ტუტანხამონის, იგივე ტუტის, მმართველობის ხანაზე.
ტრეილერი
7.2
ჰარლი და დევიდსონები / Harley And The Davidsons
სეზონი 1 - სერია 3

GEO
ENG
RUS
HARLEY AND THE DAVIDSONS
ჰარლი და დევიდსონები
90 წუთი
მოკლე აღწერა
1903 წელს ორი სკოლის მეგობარი ახალგაზრდა კაცი, უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა ავტოფარეხში ააწყვეს ჩვეულებრივი ველოსიპედი მოტორით. სწორედ აქედან იწყება ლეგენდა, რომელიც რეალურ მოვლენებზეა აწყობილი. "ჰარლი დევიდსონი" - ეს არამარტო მოტოციკლია, ეს ცხოვრების სტილია, კულტურის მიმდინარეობაა, ხოლო ზოგიერთებისთვის თითქმის რელიგიაა
ტრეილერი
8.2
მეამბოხენი / The Defiant Ones
სეზონი 1 - სერია 4

GEO
ENG
RUS
THE DEFIANT ONES
მეამბოხენი
55 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი მოგვითხორბს ორი გამოჩენილი პიროვნების -rn ჯიმი აიოვინისა და დოქტორი დრეს - ურთიერთობაზე. მათ მნიშვნელოვან როლზე მოვლენათა ჯაჭვში, რომელმაც გავლენა მოახდინა თანამედროვე კულტურაზე.
ტრეილერი
8.5
ლუის უეინის ელექტრული ცხოვრება / The Electrical Life of Louis Wain

GEO
ENG
RUS
THE ELECTRICAL LIFE OF LOUIS WAIN
ლუის უეინის ელექტრული ცხოვრება
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს.
ტრეილერი
6.8
მტრობა: ბეტი და ჯოანი / Feud: Bette and Joan
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
FEUD: BETTE AND JOAN
მტრობა: ბეტი და ჯოანი
60 წუთი
მოკლე აღწერა
უდიდესი კინოვარსვკლავების ლეგენდარული მტრობის ისტორია. ფსიქოლოგიური ტრილერის გადაღებისას მსახიობები ცდილობენ ერთმანეთი სიცოცხლეს გამოასალმონ.
ტრეილერი
8.5
კასტერის დამარცხების სტრატეგია / Custer's Strategy of Defeat

GEO
ENG
RUS
CUSTER'S STRATEGY OF DEFEAT
კასტერის დამარცხების სტრატეგია
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
აშშ-ს მეშვიდე კავალერიისა და ამერიკელი მეომრების მონათხრობის მიხედვით გადმოცემული 1876 წლის 25 - 27 ივნისს მიმდინარე ლიტლ-ბიგჰორნის ბრძოლა.
ტრეილერი
0.0
ტემი ფეის თვალები / The Eyes of Tammy Faye

GEO
ENG
RUS
THE EYES OF TAMMY FAYE
ტემი ფეის თვალები
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა, ტელეევანგელისტების ჯიმ და ტემი ფეი ბეკერების შტამბეჭდავი აღზევების და დაცემის შესახებ. 1970-80-იან წლებში, ტემი ფეი და მისი მეუღლე ჯიმი მსოფლიოში უდიდეს რელიგიურ სამაუწყებლო ქსელს და თემატურ პარკს შექმნიან, მაგრამ მალე ფინანსური დარღვევები, კონკურენტების ქმედებები და სექსუალური სკანდალები მათ სათუთად აშენებულ რელიგიურ იმპერიას, ისევე როგორც ქორწინებას დაანგრევს.
ტრეილერი
7.0
სპარტაკი / Spartacus

GEO
ENG
RUS
SPARTACUS
სპარტაკი
3 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
გლადიატორი სპარტაკის ისტორია. დაუძლეველი თავისუფლების სურვილი აიძულებს სპარტაკს მოაწყოს მონების ლეგენდარული აჯანყება, რომელიც გახდა უმთავრესი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში.
ტრეილერი
7.9
ჯგუფი

GEO
ENG
RUS
THE DOORS
ჯგუფი "დორსი"
2 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
კლასიკური ფილმი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის და სექს-სიმბოლოს ჯიმ მორისონის შესახებ. ეს არის ფილმი "დორსის" და 60-იანი წლების შესახებ. ეს იყო თავისუფლებისკენ სწრაფვის და როკ-ენ-როლის გამაოგნებელი პოპულარობის წლები.
ტრეილერი
7.2
ეკატერინა / Ekaterina
სეზონი 2 - სერია 12

GEO
ENG
RUS
EKATERINA
ეკატერინა
40 წუთი
მოკლე აღწერა
1745 წელი. ეკატერინა პეტროვნას შვილის გაჩენა არ შეუძლია. ტაქტის ერთადერთი მემკვირდრე ჭკუასუსტი პეტრე მესამეა. ეკატერინას ამის დაშვება არ შეუძლია. იგი გადაწყვეტს იგი დააქორწინოს და როდესაც ვაჟი ეყოლება თავად აღზარდოს ბავშვი ნამდვილ იმპერატორად.
ტრეილერი
8.1
საფარქვეშ / Gangland Undercover
სეზონი 2 - სერია 8

GEO
ENG
RUS
GANGLAND UNDERCOVER
საფარქვეშ
45 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალი ეფუძნება ნამდვილ ამბავს. მთავარი გმირია ჩარლზ ფალკო. იმისათვის, რომ 20 წლიანი პატიმრობისთვის თავი დაეღწია სამი წლის განამავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ნარკო დილერი და ამავე დროს ATF -ის საიდუმლო აგენტი იყო.
ტრეილერი
8.3
ღირებულება / Worth

GEO
ENG
RUS
WORTH
ღირებულება
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა დ პენტაგონზე საშინელი თავდასხმების შემდეგ, ამერიკის კონგრესი ადვოკატსა და ცნობილ მედიატორს ქენეთ ფეინბერგს 11 სექტემბრის დაზარალებულთა კომპენსაციის ფონდის ხელმძღვანელად დანიშნავს. მას და მისი ფირმის ოპერაციების მენეჯერს კამილა ბაიროსს, ფინანსური რესურსების განაწილება ევალებათ ტრაგედიით დაზარალებულთათვის, თუმცა შეუძლებელი ამოცანის წინაშე დადგებიან - უნდა დაადგინონ სიცოცხლის ღირებულება, რათა დაეხმარონ ოჯახებს, ვინც აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადა. როდესაც ფეინბერგს აგიტატორ-აქტივისტ ჩარლზ ვულფთან ექნება კონფლიქტი, რომელიც ცოლის გარდაცვალებას გლოვობს, მისი თავდაპირველი ცინიზმი თანაგრძნობით შეიცვლება, რადგანაც გაიგებს რა არის ჭეშმარიტად ადამიანური ტრაგედია.
ტრეილერი
6.8