სველი ქვიშა / Wet Sand

GEO
ENG
RUS
WET SAND
სველი ქვიშა
მოკლე აღწერა
ფილმი შავიზღვისპირა სოფელში მეგობრულად მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს გასაჭირში ეხმარებიან და მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთ დღეს, 65 წლის ელიკო თავს იკლავს, მისი შვილიშვილი მოე, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება და ფარდას ახდის ტყუილების ჯაჭვს, რომელშიც სოფელი წლები ცხოვრობდა.
ტრეილერი
6.8
10:45 / 10:45

GEO
ENG
RUS
10:45
10:45
14 წუთი
მოკლე აღწერა
ერთი მსახიობის მონაწილეობით ფილმი, რომელიც ბევრად უფრო მეტს ყვება, ვიდრე ერთი ადამიანის ისტორია.
ტრეილერი
0.0
ძებნა / The Search

GEO
ENG
RUS
THE SEARCH
ძებნა
2 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ქალი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დაუმეგობრდება პატარა ბიჭს, რომელიც ჩეჩნეთის ომის მსხვერპლია. ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია საქართველოს ტერიტორიაზე.
ტრეილერი
6.8
ეკლექტური ფრაგმენტები / Eclectic Fragments

GEO
ENG
RUS
ECLECTIC FRAGMENTS
ეკლექტური ფრაგმენტები
43 წუთი
მოკლე აღწერა
ინდივიდუალური კინო ნოველები მხატრულად აღწერს საქართველოს უდიდესი ხელოვანთა ცხოვრებიდან ფრაგმენტებს შოთა კალანდაძის თვალით დანახულს ''კინო ლექსებში'' ახალი კინო მიმდინარეობა.
ტრეილერი
0.0
გაღმა ნაპირი / Gagma Napiri

GEO
ENG
RUS
GAGMA NAPIRI
გაღმა ნაპირი
1 საათი 33 წუთი
მოკლე აღწერა
12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ ჭინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.
ტრეილერი
7.8
ქერჩი / Qerchi
სეზონი 1 - სერია 5

GEO
ENG
RUS
QERCHI
ქერჩი
60 წუთი
მოკლე აღწერა
1942 წელი. ყირიმის ნახევარკუნძული. საბჭოთა ჯარები, ქერჩში დესანტირებენ. მათი მთავარი ამოცანა, ფეოდოსიისკენ მიმავალი გზის გერმანელებისგან გაწმენდაა. ეს ისტორია ეძღვნება ყველა ქართველ ჯარისკაცს და გმირს, რომელიც იბრძოდა და დღემდე იბრძვის საქართველოსთვის.
ტრეილერი
9.3
ტიფლისი / Tiflisi
სეზონი 2 - სერია 10

GEO
ENG
RUS
TIFLISI
ტიფლისი
80 წუთი
მოკლე აღწერა
სერიალის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ხდება. ბატონ-ყმობის გადავადნის შემდეგ თავადები გავლენების სფეროებს ინაწილებენ - ვაჭრობენ ადამიანებით, აკონტროლებენ სავაჭრო გზას და ატერორებენ ხალხს. მათ წინააღმდეგ ტყეში გავარდნილი ყაჩაღები მოქმედებენ. rnდაპირისპირება ტფილისში ინაცვლებს, ფანტასტიკურ ქალაქში, სადაც ყველა თავისი ინტერესების დასაცავად კანონის დარღვევით იბრძვის.
ტრეილერი
27 დრაკონი / 27 Dragons
სეზონი 1 - სერია 6

GEO
ENG
RUS
27 DRAGONS
27 დრაკონი
50 წუთი
მოკლე აღწერა
ქართული ტელესერიალი, რომელიც სტუდია „აუდიენციამ“ გადაიღო ტელეკომპანია იმედის დაკვეთით 2003 წელს. სერიალი სულ 6 სერიას მოიცავს.
ტრეილერი
0.0
მონანიება / Repentance

GEO
ENG
RUS
REENTANCE
მონანიება
2 საათი 24 წუთი
მოკლე აღწერა
საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანს.
ტრეილერი
8.4
არასერიოზული კაცი / Araseriozuli Katsi

GEO
ENG
RUS
ARASERIOZULI KATSI
არასერიოზული კაცი
1 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
მთავარი პერსონაჟი, ნიკო შინ ბრუნდება მას შემდეგ, რაც მეზობლების დაჟინებით მას გადაიყვანენ კლინიკაში, ალკოჰოლიზმისგან სამკურნალოდ. შინ დაბრუნებული ნიკო ცდილობს, რამე საქმე წამოიწყოს. იგი ძველ მეგობრებს სამუშაოს ძებნაში მიმართავს. პარალელურად ნიკო საკუთარ მამას არწმუნებს, თითქოს მუშაობა დაიწყო. ამას თან ერთვის ფიქრები უიღბლო სიყვარულზე. მას შემდეგ, რაც ნიკო ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერი იცვლება - იგი შესთავაზებს მეზობელ ქალს ერთად ცხოვრებას, იწყებს ოჯახზე ზრუნვას და სამუშაოსაც პოულობს.
ტრეილერი
9.0
უძინართა მზე / Udzinarta Mze

GEO
ENG
RUS
Udzinarta Mze
უძინართა მზე
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
ექიმი გელას დრამატიული ისტორია: იგი მრავალი წლის განმავლობაში ცდილოს შექმნას წამალი კიბოს წინააღმდეგ. ფილმის მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში. გელამ თითქმის მიაღწია თავის საწადელს, მაგრამ მას მთელი თავისი სიცოცხლის შრომა წყალში თავისსავე შვილმა ჩაუყარა, გოგონას მამა ფანატიკოსად ეჩვენებოდა და თავისი მოქმედებით იგი მამის "სენისგან" განკურნებას ცდილობდა.ციხიდან გამოსული დათო,ექიმის შვილი, ოჯახის დახმარებას ცდილობს და ფულის საშოვნელად ყაჩაღობს. გელა ბაბლუანს ბრმა ნაწლავი აწუხებს, და ღამით მისივე ვაჟის დახმარებით თვითომ გაიკეთებს ბრწყინვალედ ოპერაციას, მიუხედავად ამისა ექიმი იღუპება, ამის მიზეზი ინფექცირებული ხელსაწყოა. დათო იბარებს ოჯახის მართვას, მამის დაბარებული სიტყვებით: "არასოდეს არაფერი არ მოიპარო, შიმშილით რომ კვდებოდე მაინც და სხვისი არაფერი შეგშურდეს." ერთ დღეს დათო აღმოაჩენს გაშვებული ვირთხებიდან ერთ-ერთს, პელეს, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და უკვე დიდი ხნის მკვდარი უდნა ყოფილიყო. ფილმის რეჟისორმა, გელა ბაბლუანმა ფილმის მთავარი გმირის, დათოს, ქასტინგზე 11,000 -ზე მეტი ახალგაზრდა კაცი გასინჯა და საბოლოოდ ამ როლზე ყოველგვარი სამსახიობო განათლების უქონელი დავით კაზიშვილი დამტკიცდა..
ტრეილერი
8.8
თეთრი ბაირაღები / Tetri Bairagebi

GEO
ENG
RUS
TETRI BAIRAGEBI
თეთრი ბაირაღები
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს.
ტრეილერი
8.3
დიდი შესვენება / The Big Break
სეზონი 1 - სერია 28

GEO
ENG
RUS
THE BIG BREAK
დიდი შესვენება
35 წუთი
მოკლე აღწერა
უბედური შემთხვევის გამო ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება ქაოსური ხდება. ამ შემთხვევის გარშემო ერთიანდებიან წყვილის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. დაპირისპირებული მხარეები ახლობლების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ, საიდანაც მრავალი ჩახლართული ისტორია ვითარდება.
ტრეილერი
0.0
პანიკის გარეშე / Panikis gareshe
სეზონი 2 - სერია 8

GEO
ENG
RUS
PANIKIS GARESHE
პანიკის გარეშე
45 წუთი
მოკლე აღწერა
"რა ხდება მაშინ როცა სერიალში გყავს ორი მთავარი გმირი, ორივე დუკა (იგივე დურმიშხანი), ორივე იშხნელი და ორივე ავთანდილის ძე? ერთი - ახალგაზრდა რეჟისორი პრობლემებით სავსე და აზრისგან დაცლილი ცხოვრებით და მეორე - ასევე ახალგაზრდა, მაგრამ 50 წლის წინ გარდაცვლილი, მოულოდნელი და მისტიკური სტუმარი საბჭოთა წარსულიდან?
ტრეილერი
8.1
ნეილონის ნაძვის ხე / Neilonis Nadzvis Khe

GEO
ENG
RUS
NEILONIS NADZVIS KHE
ნეილონის ნაძვის ხე
1 საათი 19 წუთი
მოკლე აღწერა
ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება, ავტობუსის გაჩრებაზე სხვადასხვა ადამიანი ირევა. ყოფით პრობლემებში ჩაძირული ადამიანების ერთადერთი მიზანია დროულად ჩააღწიონ სახლში.
ტრეილერი
8.6
8 წუთი / 8 Minutes

GEO
ENG
RUS
8 MINUTES
8 წუთი
13 წუთი
მოკლე აღწერა
აპოკალიფსი. მზე ქრება. დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას 8 წუთი სჭირდება... მთელი სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. ის აპოკალიფსს პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად აქცევს.
ტრეილერი
9.0
4 ზამთარი / Four Winters

GEO
ENG
RUS
FOUR WINTERS
4 ზამთარი
13 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზე და მის ოჯახურ პრობლემებზე, რომელიც დრო და დრო უფრო მეტად აწუხებს და არ ასვენებს.
ტრეილერი
0.0
სიმართლის სიმფონია / Symphony of the Truth

GEO
ENG
RUS
SYMPHONT OF THE TRUTH
სიმართლის სიმფონია
31 წუთი
მოკლე აღწერა
გიორგი ქადაგიძის მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმის ცენტრში ახალგაზრდა გოგოა. ის ცდილობს, საკუთარი თავი აღმოაჩინოს სიკეთის, სიყვარულისა და იმედისთვის ბრძოლაში. კინოსურათის მთავარი გმირი სრულიად მარტოა სიკეთის სადარაჯოზე და უმძიმეს განაჩენს იღებს. მისი ერთადერთი სიყვარული განვლილი გზის გაგრძელებას სიკეთის დახმარებით ახერხებს. ეს არის ბოროტების სულიერი კათარზისი და აღიარებისა და შენდობის გზა.
ტრეილერი
0.0
ამოკი / AMOK

GEO
ENG
RUS
AMOK
ამოკი
14 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ადამიანის აფექტურ მდგომარეობაზე, როდესaც ის პასუხს არ აგებს თავის ქმედებებზე. ამ ფილმში კი ეჭვიანობის საფუძველზე ვარდება მთავარი გმირი აფექტის მდგომარეობაში, რომელის საერთაშორისო სახელწოდება - ამოკი. .
ტრეილერი
0.0
შეუძლებელი არაფერია / Nothing is Possible

GEO
ENG
RUS
NOTHING IS IMPOSSIBLE
შეუძლებელი არაფერია
19 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს გოგოს და ბიჭის სასიყვარულო ურთიერთობაზე. ბიჭი ზის ეტლში და ამის გამო გოგოს მშობლები უკრძალავენ ბიჭთან ურთიერთობას.
ტრეილერი
0.0
შემოქმედი / The Creator

GEO
ENG
RUS
THE CREATOR
შემოქმედი
1 საათი 13 წუთი
მოკლე აღწერა
"შემოქმედი" - ასე ეწოდება ერმალო მაღრაძის ტრილოგიის მესამე ნაწილს. ფილმი ადამიანთა მანკიერ მხარეებს გვიჩვენებს და ღმერთთან დაახლოებისკენ მოგვიწოდებს. ადამიანებმა დაკარგეს ღმერთი - სწორედ ამიტომ, მთავარი პერსონაჟი კეთილი საქმეებით ცდილობს კაცობრიობის ამ უდიდესი ცოდვის გამოსყიდვას, მაგრამ მას გზად უბედურებათა დიდი ლაბირინთი ელის...
ტრეილერი
7.3
ცხელი ძაღლი / Tskheli Dzaghli
სეზონი 4 - სერია 12

GEO
ENG
RUS
TSKHELI DZAGHLI
ცხელი ძაღლი
50 წუთი
მოკლე აღწერა
ორი დეტექტივის ბიძინა თაბაგარის და ლექსო ნიჟარაძის, გამოძიებები მკვლელობებზე, რომლებიც ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და სახელმწიფო სამსახურში მომუშავე პირებს უკავშირდებათ
ტრეილერი
9.1
დაე ითოვოს / Let It Snow

GEO
ENG
RUS
LET IT SNOW
დაე ითოვოს
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
საქმროს დაცილებული მია, რომელიც სნოუბორდითაა გატაცებული, შეიპარება შეზღუდული გამოყენების სათხილამურო ტრასაზე. მას არა მარტო ბუნებასთან გამკლავება მოუწევს, რათა გადარჩეს, არამედ თოვლმავალის ნიღბიან მძღოლთან, რომესაც მასზე შურისძიება სწყურია.
ტრეილერი
5.0
უშვილო / Childless

GEO
ENG
RUS
CHILDLESS
უშვილო
3 წუთი
მოკლე აღწერა
შოთა კალანდაძის ახალი მიმდინარეობა კინოში - "კინოლექსი" - ფილმი ეხება ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი აქვს შვილის გარდა, ფილმი აგებულია ფიროსმანის ფერწერული ტილოს შინაარსის "მდიდარი უშვილო და ღარიბი შვილებიანი". აი ეს თემაა შოთა კალანდაძის თვალით დანახული და განზოგადებული.
ტრეილერი
0.0
მოკოლენდი / Mokoland

GEO
ENG
RUS
MOKOLAND
მოკოლენდი
48 წუთი
მოკლე აღწერა
მოკოლენდი პატარა დაბაა სადაც ლოკომოკო , ბაკა, ბაბი, ჩიდო, პაბლო და ანიტა ცხოვრობენ. მათი თანაცხოვრება სავსეა მხიარულებით, პოზიტივით და საინტერესო თავგადასავლებით 
ტრეილერი
7.7
მძევლები / Hostages

GEO
ENG
RUS
HOSTAGES
მძევლები
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი 1983 წელს თბილისში თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიას ეყრდნობა. 7 ქართველი ელიტარული ოჯახებიდან თვითმფრინავის გატაცებას ეცდება. მცდელობა კი ტრაგიკული შედეგით სრულდება.
ტრეილერი
6.3
სიმინდის კუნძული / Corn Island

GEO
ENG
RUS
CORN ISLAND
სიმინდის კუნძული
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
„სიმინდის კუნძული" ფსიქოლოგიური დრამაა. ფილმში მოქმედება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებრივ საზღვარზე – მდინარე ენგურზე ვითარდება. მდინარეში წყალდიდობის დროს წარმოქმნილ კუნძულზე მოხუც გლეხს სიმინდი მოჰყავს. მოგვიანებით კუნძულზე ქართველი მესაზღვრე ჩნდება, რომელიც მოხუცის და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას ერთი შეხედვით იდილიურ ცხოვრებას არღვევს.
ტრეილერი
7.7
სხვისი დღე / Other's Day

GEO
ENG
RUS
OTHER'S DAY
სხვისი დღე
5 წუთი
მოკლე აღწერა
ირაკლი ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც თავის გასატანად რესტორნებში უკრავს და მღერის, მაგრამ „რესტორნის მუსიკა“ მისი ჟანრი არაა. მისი დამატებითი შემოსავალი მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკვრაა. ერთ დღესაც ირაკლი მიწისქვეშა გადასასვლელში ერთ გოგოს შეხვდება
ტრეილერი
0.0
დევანჟი / Devanji

GEO
ENG
RUS
DEVANJI
დევანჟი
28 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე რომელიც პესიმისტურად არის განწყობილი მისი ცხოვრების მიმართ, მაგრამ მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება ულამაზესი გოგო, ნინი, იგი ამ გოგოს გამო რადიკალურად შეცვლის ცხოვრების წესს ...
ტრეილერი
0.0
ადიოს მეგობარო / Adios Amigo

GEO
ENG
RUS
ADIOS AMIGO
ადიოს მეგობარო
5 წუთი
მოკლე აღწერა
გუკა, იგივე „ვაკსკი“, თბილისელი განებივრებული ბიჭია, რომელიც ერთი კვირის წინ ესპანეთიდან ჩამოვიდა. ერთ მზიან დღეს გუკა სკვერში მარიამს გაიცნობს და ცდილობს, რომ თავისი მეთოდებით მოაწონოს თავი.
ტრეილერი
0.0
ლემნისკატა / The Lemniscate

GEO
ENG
RUS
THE LEMNISCATE
ლემნისკატა
35 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი არის აფხაზეთში, წინა საუკუნეში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც ყველაფერი სიყვარულით იწყება და უსამართლობით მთავრდება. და ცხოვრება კი გრძელდება…
ტრეილერი
9.1
ალკოროლი / Alcoroll

GEO
ENG
RUS
ALCOROLL
ალკოროლი
4 წუთი
მოკლე აღწერა
ცხოვრებაში არანაირი აზრი და მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ ერთი დღე მეორეს მოჰყვება, ზოგი დღე კი ასეთია..
ტრეილერი
0.0
13 ივნისი / 13 June

GEO
ENG
RUS
13 JUNE
13 ივნისი
3 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მასში აღწერილია 13 ივნისის ტრაგედიის შედეგები.
ტრეილერი
0.0
სიყვარულის ალმასი / Love Diamond

GEO
ENG
RUS
LOVE DIAMOND
სიყვარულის ალმასი
4 წუთი
მოკლე აღწერა
ბიჭი რომელიც თავდავიწყებით არის გოგოზე შეყვარებული უთქვამს პაემანს ავლაბარში მდებარე რესტორანში,თუმცა ცოტა ხანში მას მაგიდასთან მიმტანი გოგონა დაუჯდება ...
ტრეილერი
0.0
გზააბნეული გამომძიებლები / გზააბნეული გამომძიებლები

GEO
ENG
RUS
გზააბნეული გამომძიებლები
გზააბნეული გამომძიებლები
5 წუთი
მოკლე აღწერა
თბილისში,ვაკეში ცხოვრობენ დეტექტივები,რომლებიც გაიგებენ რომ უბანში ცხოვრობს მანიაკი,ფსიქოფატი მკვლელი,2 დღიანი ძებნის შემდეგ წააწყდებიან მანიაკის მეგობარს მანიაკის სახლთან,გამომძიებლებმა კი არ იციან ჯერ არაფერი,თუმცა ერთი მათგანი ხვდება რომ მისი მეგობარი შეკრულია მანიაკთან და გადაწყვეტს ღამით ჩუმად შეიპაროს მანიაკის სახლში სადაც მანიაკს და მის მეგობარს მოკლავს,ხოლო მისი პარტნიორი რომელიც მკვდარი გონია გონზე მოვა,მას გათიშავს და თვითონ იქაურობას დატოვებს.
ტრეილერი
0.0
პეპლები / Butterflies

GEO
ENG
RUS
BUTTERFLIES
პეპლები
7 წუთი
მოკლე აღწერა
მოვლენები სიზმარში ვითარდება, გოგო კი ვერ გრძნობს რომ სიზმარშია
ტრეილერი
0.0
სიცოცხლის წვეთი / A Drop of Life

GEO
ENG
RUS
A DROP OF LIFE
სიცოცხლის წვეთი
4 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ქართულ ტრადიცულ ოჯახზე, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ, ძირძველ კულტურას და თაობიდან თაობას გადასცემს
ტრეილერი
0.0
ორი ბორბალი / Two Wheels

GEO
ENG
RUS
TWO WHEELS
ორი ბორბალი
20 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტი ვითარდება ახაგაზრდა ბიჭის გარშემო, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ეტლში ზის, არის სიცოცხლით სავსე, მხიარული, ვაჟკაცური, სრულფასოვანი პიროვნება, რომელსაც ჰყავს მეგობრები, შეყვარებული, აქვს მიზნები და ოცნებები, რის განხორციელებასაც ცდილობს. ფილმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები საზოგადოებაში. საზოგადოებას კი დაანახოს ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის უფლება და შესაძლებლობა.
ტრეილერი
0.0
მეეზოვე / Yard-Keeper

GEO
ENG
RUS
YARD-KEEPER
მეეზოვე
3 წუთი
მოკლე აღწერა
ხალხი, რომლებიც მუშაობას მზის ამოსვლისთანავე, როდესაც ჩვენ გვძინავს მაშინ იწყებენ. მეეზოვები, რომლებიც დილით სუფთა ქალაქს გვახვედრებენ. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ერთ–ერთ მეეზოვეზე.
ტრეილერი
0.0
არარეალური სახლი / Unreal House

GEO
ENG
RUS
UNREAL HOUSE
არარეალური სახლი
11 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ქვრივ ქალზე რომელიც საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადმოდის და სახლდება სახლში სადაც 150 წელია არავის უცხოვრია ეს სახლი ეკუთვნოდა ჯადოქარს რომელიც დაწვეს მის შემდეგ იმ სახლში მაცხოვრებელი 3 ოჯახი ტრაგიკულად დაიღუპა .. ამყველაფრის შემდეგ იქ არავის უნდოდა ცხოვრება...ეს სახლი მთავრობამ შეისყიდა გაარემონტა და იაფად გაყიდა...
ტრეილერი
0.0
დღის ბოლომდე / Till the End of the Day

GEO
ENG
RUS
TILL THE END OF THE DAY
დღის ბოლომდე
15 წუთი
მოკლე აღწერა
ორი და ბაბუასთან სახლში ამანათის გადასაცემად მიდის. კარი ღია ხვდებათ, ბაბუა კი სახლში არ არის. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაშინ ბაბუას სახლის გზა დაავიწყდა. დები ცდილობენ გამოსავალი იპოვონ. მოქმედება 24 საათში ვითარდება და ამ დროის განმავლობაში ბავშვობის სახლი აღვიძებს მოგონებებსა და ფიქრებს, რომლებიც თითქოს აღარც არსებობდნენ.
ტრეილერი
0.0
მე გადავცურე ენგური / I Swam Enguri

GEO
ENG
RUS
I SWAM ENGURI
მე გადავცურე ენგური
1 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას ის იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს ვიდრე მშვიდობას. და პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.
ტრეილერი
8.9
როდესაც დედამიწა მსუბუქი გვეჩვენება / When the Earth Seems to Be Light

GEO
ENG
RUS
WHEN THE EARTH SEEMS TO BE LIGHT
როდესაც დედამიწა მსუბუქი გვეჩვენება
1 საათი 16 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტური ფილმი ქალთველ ახალგაზდობაზე, მსახიობებზე, მომღერლებზე , მხატვრებზე, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ და იქ დადიან უსაქმოდ , სადაც მზე ისე ანათებს როგორც კალიფორნიაში.
ტრეილერი
7.8
გაყინული შადრევნების წელიწადი / The Summer of Frozen Fountains

GEO
ENG
RUS
THE SUMMER OF FROZEN FOUNTAINS
გაყინული შადრევნების წელიწადი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მთავარი გმირები არიან სხვადასხვა ასაკის რამდენიმე წყვილი და მარტოხელა ადამიანი. ყოველი მათგანი ეძებს სიყვარულს, რომელიც ასე აკლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი ცხოვრობენ თბილისში; ქალაქში, სადაც მათი ცხოვრება მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, მაგრამ ხანდახან მათ არც კი იციან ამის შესახებ. სხვადასხვა დროს, ყოველ მათგანს აგონდება განუმეორებელი მოვლენა, როდესაც ზამთრის ერთ ღამეს ქალაქის ყველა შადრევანი ერთდროულად გაიყინა. ეს ლამაზი სანახაობა დიდი ხნით ჩაიბეჭდა ქალაქის მაცხოვრებლების მეხსიერებაში.
ტრეილერი
6.9
დასაწყისი / beginning - ქართული

GEO
ENG
RUS
BEGINNING
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
In a sleepy provincial town, a Jehovah's Witness community is attacked by an extremist group. In the midst of this conflict, the familiar world of Yana, the wife of the community leader, slowly crumbles. Yana's inner discontent grows as she struggles to make sense of her desires.
ტრეილერი
6.8
მემკვიდრეობა / L'héritage

GEO
ENG
RUS
L'HÉRITAGE
მემკვიდრეობა
1 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
სამი თანამედროვე ფრანგი და მათი თარჯიმანი მოგზაურობს საქართველოში, რათა შეაკეთონ სასახლე, რომელიც ერთ-ერთმა მემკვიდრეობით მიიღო.გზად ისინი მოხუც კაცს და მის შვილიშვილს გადაეყრებიან,რომლებიც კლანებს შორის დაპირისპირების გამო, მისტიური რიტუალის ჩასატარებლად მიდიან.
ტრეილერი
7.1
ნამე / Namme

GEO
ENG
RUS
NAMME
ნამე
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი არაპროფესიონალი მსახიობია – გოგონა სახელად ნამე ზუბენებრივი ძალებითაა დაჯილდოვებული, თუმცა ამ ძალას მაშინ კარგავს, როცა პირველად შეუყვარდება. რეჟისორ ზაზა ხალვაშის ახალ მხატვრულ ფილმში ძირითადად ხულოს თეატრის დასის წევრები თამაშობენ. ფილმი სახელწოდებით „ნამე“ ხვალ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დახურავს. თავად ავტორი საკუთარ ნამუშევარს „ჩუმ კინოს“ უწოდებს და ამბობს, რომ ერთი ოჯახის ისტორიის აღწერა განსხვავებული დრამატურგიით სცადა.
ტრეილერი
7.6
საშიში დედა / Scary Mother

GEO
ENG
RUS
SCARY MOTHER
საშიში დედა
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
50 წლის დიასახლისი მანანა საკუთარ დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩოს ან თავისი გატაცება - წერა, რომელსაც წლების განმავლობაში იხშობდა. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გატაცებას მიყვეს და ბოლომდე ეფლობა წერის პროცესში, რასაც მსხვერპლად წირავს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
ტრეილერი
6.8
კრიმინალები / Criminals

GEO
ENG
RUS
CRIMINALS
კრიმინალები
1 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
დათოს და ლაშას ზუსტად 24 საათი აქვთ, იმისათვის, რომ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს დიდი ვალი დაუბრუნონ. ფილმის მთავარი გმირებს, რომლებსაც კანონიერად, ფულის შოვნის ყველანაირი გზა აქვთ მოჭრილი, გადაწყვეტენ უკანონო გზებით მოაგვარონ პრობლემა.
ტრეილერი
7.1