შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
გიორგობისთვე / Falling Leaves

GEO
ENG
RUS
FALLING LEAVES
გიორგობისთვე
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაბედავს.
ტრეილერი
7.7
გაფიცვა / Strike

GEO
ENG
RUS
STRIKE
გაფიცვა
1 საათი 22 წუთი
მოკლე აღწერა
1903 წლის მუშათა გაფიცვა წინა-რევოლუციურ რუსეთში და შემდგომი ჩახშობა. ფილმში ცხოველები გამოყენებულია როგორც მეტაფორა სხვადასხვა ინდივიდების მდგომარეობისა. ფილმი აშუქებს კოლექტივიზმის თემასაც ინდივიდუალიზმის საპირისპიროდ, რაც მოიაზრებოდა, როგორც ვესტერნის ფილმის ჩვეულება.
ტრეილერი
7.6
ჯავშნოსანი „პოტიომკინი“ / Battleship Potemkin

GEO
ENG
RUS
BATTLESHIP POTEMKIN
ჯავშნოსანი „პოტიომკინი“
1 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი კლასიკური მუნჯი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც გადაღებულია რეჟისორ სერგეი ეიზენშტეინის მიერ 1925 წელს.იგი ეფუძნება 1905 წლის რუსული რევოლუციის დროინდელ რეალურ მოვლენებს.ფილმს დიდი გავლენა ჰქონდა კინოს განვითარებაზე და ნიმუშია მონტაჟის ხელოვნებისა.
ტრეილერი
8.0
ხარება და გოგია / Khareba da Gogia

GEO
ENG
RUS
KHAREBA DA GOGIA
ხარება და გოგია
2 საათი 23 წუთი
მოკლე აღწერა
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შემორჩა რამდენიმე სახალხო რაზმი, რომელიც აგრძელებდა ბრძოლას. ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ახლაც შემორჩენილია მებრძოლთა სახელები და საქმიანობა. ხალხს ახსოვს ხარება ჯიბუტი და მისი მეგობარი გოგია კენკიშვილი. სწორედ მათ ბრძოლასა და საქმიანობას ეხება ეს ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი.
ტრეილერი
7.3
ვერის უბნის მელოდიები / Veris ubnis melodiebi

GEO
ENG
RUS
VERIS UBNIS MELODIEBI
ვერის უბნის მელოდიები
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
მედროგე პავლეს გოგონები, მარო და თამრო ბალეტის სკოლაში სწავლაზე ოცნებობენ, მაგრამ ღარიბ პავლეს სწავლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მრეცხავი ვარდო გოგონების დახმარებას გადაწყვეტს – მდიდარ ვაჭარს, აღა-გეურქას ხბოს, შეშას და ძვირფას ქურქს მოპარავს, გოგონებს სახლსაც გაუთბობს და "ტანც-კლასის" ფულსაც გადაუხდის. ვარდოს ქურდობისთვის საპყრობილეში ჩასვამენ, მაგრამ მის მხარდასაჭერად მრეცხავები გაიფიცებიან და მალე მთელ ქალაქს ჭუჭყი მოედება. პოლიცმაისტერი იძულებული ხდება ვარდო გაათავისუფლოს და პავლეს გოგონები "ტანც-კლასში" ჩაარიცხინოს.
ტრეილერი
7.6