ტოჩინოშინ / TOCHINOSHIN

GEO
ENG
RUS
TOCHINOSHIN
ტოჩინოშინ
44 წუთი
მოკლე აღწერა
ემოციური ფილმი იაპონურმა მხარემ გადაიღო და რიკიშის ყოველდღიურ ცხოვრებას კარგად წარმოგვიდგენს.
ტრეილერი
7.5
საზღაური / Worth

GEO
ENG
RUS
WORTH
საზღაური
35 წუთი
მოკლე აღწერა
ფსიქოლოგიური დრამა ახალგაზრდა მამაზე, პერსპექტიულ სპორტსმენზე, შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოჩხუბარზე, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს წარმატების მისაღწევად, რაც მასსა და მასთან განქორწინების პროცესში მყოფი ცოლის უთანხმოების მთავარი მიზეზია. ის ურთულესი დილემის წინაშე დგას. მან უნდა გააკეთოს არჩევანი კარიერასა და ოჯახს შორის. გაარკვიოს, არის, თუ არა ის, ვინც სულ უნდოდა, რომ ყოფილიყო. თუ უბრალო მეოცნებეა, რომელიც ყველაზე ძვირფასს სწირავს თავის ფუჭ ამბიციებს.
ტრეილერი
0.0
ვგულშემატკივრობ ქართველს / vgulshematkivrob qartvels

GEO
ENG
RUS
VGULSHEMATKIVROB QARTVELS
ვგულშემატკივრობ ქართველს
13 წუთი
მოკლე აღწერა
გადაცემა "ვგულშემატკივრობ ქართველს" კროკობეთის ახალი პროექტია, რომლის მიზანიც ქართველი სპორტსმენების პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა. გადაცემის სტუმარია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში - გურამ თუშიშვილი.
ტრეილერი
0.0
შეასრულე რბოლა / Run the Race

GEO
ENG
RUS
RUN THE RACE
შეასრულე რბოლა
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
დედის გარდაცვალებით სასოწარკვეთილი და მამისგან მიტოვებული ზაკი, რომელიც მთელს შტატში ცნობილი სპორსტსმენია, საფეხბურთის მოედანზე ეძებს შვებას - ყველაფერს აკეთებს, რომ უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვოს და ასევე ბილეთი ჯგუფ „ძმების“ კონცერტზე. საშინელი ტრამვა ზაკი გეგმებს ჩაშლის, და მაშინ დევიდი ყველაფერს გააკეთებს საფეხბურთო მოედანზე, რომ მათი მომავალი გადაარჩინოს და ზაკს იმედის სხივი ჩაუსახოს.
ტრეილერი
5.9
კარატისტი ბიჭი 3 / The Karate Kid Part III

GEO
ENG
RUS
THE KARATE KID PART III
კარატისტი ბიჭი 3
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს–ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიყვება მას მოგზაურობის დროს. სამშობლოში მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს.
ტრეილერი
5.1
ალი / ALI

GEO
ENG
RUS
ALI
ალი
2 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
დაუმარცხებელი მოკრივე მუჰამედ ალი ამერიკის დიდი გმირია, ის მთელი მსოფლიოს კუმირი და ამავე დროს მე–XX საუკუნის ერთ-ერთი ბოლომდე შეუფასებელი პერსონაა. მშობლიურ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის დროს, როდესაც ხმაურიანი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ძირფესვიანად ცვლიდნენ ხალხის მსოფლმხედველობას, ალი დამცირებულებს იცავდა და ხალხს ახალ იმედებს ჩუქნიდა. ისტორიამ ის ცოცხალ ლეგენდათ აქცია.
ტრეილერი
6.8
მომაკვდინებელი ფეხბურთი / Shaolin Soccer

GEO
ENG
RUS
SHAOLIN SOCCER
მომაკვდინებელი ფეხბურთი
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
ახალმა საფეხბურთო გუნდმა ტურნირი უნდა მოიგოს, სადაც პრიზი მილიონი დოლარია. მათ ცხოვრებაში არ უთამაშიათ ფეხბურთი, სამაგიეროდ საბრძოლო ხელოვნებების საიდუმლოებებს ფლობენ.
ტრეილერი
7.3
ითამაშე ბეკჰემივით / Bend It Like Beckham

GEO
ENG
RUS
BEND IT LIKE BECKHAM
ითამაშე ბეკჰემივით
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.
ტრეილერი
6.7
ძვლების მსხვრეველი / Mean Machine

GEO
ENG
RUS
MEAN MACHINE
ძვლების მსხვრეველი
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
ყოფილ ინგლისის გუნდის კაპიტანს დენი მიჰენს "ძვლების მსხვრეველს" აქვს ყველაფერი: ძვირფასი მანქანები, ფული, პოპულარულობა. ერთხელაც იდილია იმსხვრევა და დენი ციხეში ხვდება, ციხის უფროსს დიდი თანხა აქვს ჩადებული ფეხბურთის გუნდის შესაქმნელად, მას სურს "ციხის თასის" მოგება და ყოფილი ფეხბურთელს გუნდის მწვრთნელად დანიშნავს. დენის არ სჯერა, რომ პატიმრები შეძლებენ მოგებას.
ტრეილერი
6.5
სიცარიელესთან შეხება / Touching the Void

GEO
ENG
RUS
TOUCHING THE VOID
სიცარიელესთან შეხება
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბესთსელერის ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი რეალური ისტორიის შესახებ. წიგნში აღწერილია სიმპსონის და მისი მეგობარი საიმონ იეტსის ასვლა პერუს ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე 1985 წელს. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს შორეული სიულ გრანდეს დასავლეთ ქედი დალაშქრონ, რომლის სიმაღლეც შვიდიათასი მეტრია... დღეს სიმპსონი და იეტსი ერთად ბრუნდებიან მოვლენების ადგილზე, რათა თავიანთი თავგადასავალი გვიამბონ...
ტრეილერი
8.0
კარატისტი ბიჭი, ნაწილი II / The Karate Kid Part II

GEO
ENG
RUS
THE KARATE KID PART II
კარატისტი ბიჭი, ნაწილი II
1 საათი 53 წუთი
მოკლე აღწერა
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს–ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიჰყვება მას მოგზაურობის დროს. მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს
ტრეილერი
5.9
კარატისტი ბიჭი / The Karate Kid

GEO
ENG
RUS
THE KARATE KID
კარატისტი ბიჭი
2 საათი 6 წუთი
მოკლე აღწერა
ერთ სკოლაში ახალი მოსწავლე გადმოვა – თნეიჯერი სახელად დენიელი. ის ჩამოვიდა აღმოსავლეთის სანაპიროდან თავის დედასთან ერთად. რთულია მეგობრების გაჩენა ახალ ადგილას, სადაც არავის იცნობ…
ტრეილერი
7.2
გოგონა მილიონ დოლარად / Million Dollar Baby

GEO
ENG
RUS
MILLION DOLLAR BABY
გოგონა მილიონ დოლარად
2 საათი 12 წუთი
მოკლე აღწერა
მობერებული მწვრთნელის - ფრენკი დანის ცხოვრების ერთადერთი აზრი სავარჯიშო დარბაზია, რომელსაც ის ყოფილ მოკრივე ედი დაპრისთან ერთად მართავს. ერთხელაც მასთან რინგზე 31 წლის მეგი ფიცჟერალდი გამოდის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქალების კრივის ვარსკვლავი გახდება.
ტრეილერი
8.1
საუკეთესოთა შორის საუკეთესო / Best of the Best

GEO
ENG
RUS
BEST OF THE BEST
საუკეთესოთა შორის საუკეთესო
1 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
ხუთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა უნდა დაივიწყოს უთანხმოება და პირადი პრობლემები იმისათვის, რომ ერთიან გუნდად დაიცვან აშშ-ს ნაციონალური ნაკრების სახელი საერთაშორისო შეჯიბრზე კარატეში. ბრძენი მწვრთნელის ხელმძღანელობით მათ ეს გამოსდით, და ისინი თავის ოსტატობას დემონსტრირებას აკეთებენ.
ტრეილერი
6.4
გასაჩივრებას არ ექვემდებარება (ბოიკა) / Undisputed

GEO
ENG
RUS
UNDISPUTED
გასაჩივრებას არ ექვემდებარება (ბოიკა)
1 საათი 36 წუთი
მოკლე აღწერა
მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება.
ტრეილერი
6.2
ბაიკები / Bikes

GEO
ENG
RUS
BIKES
ბაიკები
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდილიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „სფიდი“თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი.
ტრეილერი
4.2
ბრძოლა ჩემს ოჯახთან / Fighting with My Family

GEO
ENG
RUS
FIGHTING WITH MY FAMILY
ბრძოლა ჩემს ოჯახთან
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს.
ტრეილერი
7.4
რბოლა / Rush

GEO
ENG
RUS
RUSH
რბოლა
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
მე-20 საუკუნის 70-იანი წლები. “ფორმულა 1″-ის ოქროს ხანა: სარბოლო ავტომობილების გამარტივებული ფორმები, სასტიკი მრბოლელები ტრეკებზე და ჩვეულებრივები ცხოვრებაში, სექსუალური გოგონები და შამპანიური გამარჯვებულისთვის ფინიშზე. ორი შეურიგებელი მოწინააღმდეგე ფორმულა 1-ის ისტორიაში - მომხიბლავი ინგლისელი ფლეიბოი ჯეიმს ჰანტი და დისციპლინირებული ავსტრიელი ნიკი ლაუდა - ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ფინიშთან პირველები მივიდნენ.
ტრეილერი
8.1
შეჯიბრი / Race

GEO
ENG
RUS
RACE
შეჯიბრი
2 საათი 14 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორია მძლეოსნობის ვარსკვლავზე - ჯესი ოუენსზე, თუ რა გზა გაიარა, რომ მოეგო 4 ოქროს მედალი ბერლინის 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ტრეილერი
7.1
გასკოინი / Gascoigne

GEO
ENG
RUS
GASCOIGNE
გასკოინი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
სრულმეტრაჟიანი, თეატრალური დოკუმენტური ფილმი პოლ გასკონის სიცოცხლის შესახებ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ვინც კი არსებულა. მოცემულია ღრმა ანალიზი მისი სულის, დაუცველობის, შიშების და ტრიუმფის.
ტრეილერი
7.1
ცაცია / Southpaw

GEO
ENG
RUS
SOUTHPAW
ცაცია
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
მოკრივე ბილი ჰოუპს შესანიშნავი ცხოვრება ჰქონდა: ჩემპიონის წოდება, ლამაზი ცოლი და საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ცოლი დაიღუპა, რინგზე დისკვალიფიკაცია მიიღო, დაეკისრა ვალები და სასამართლომ ჩამოართვა მამობის უფლება. ახლა ჰოუპმა უნდა დაიბრუნოს ჩემპიონის სტატუსი და ქალიშვილი. ყველაფერს მისი ცნობილი მარცენა ჰუკი გადაწყვეტს.
ტრეილერი
7.4
ბიძია დრიუ / Uncle Drew

GEO
ENG
RUS
UNCLE DREW
ბიძია დრიუ
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
დაგი მთელ დანაზოგს დათმობს , რათა მოხვდეს გუნდში ქუჩის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს კარგავს. მან ტურნირისა და ფულადი პრიზის მოგების იმედი დაკარგა, სწორედ ამ დროს იგი კალათბურთის ლეგენდას გაიცნობს, რომელიც მას დაარწმუნებს დაბრუნდეს კორტზე ბოლოჯერ.
ტრეილერი
5.7
ქრიდი 2 / Creed II

GEO
ENG
RUS
CREED II
ქრიდი 2
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
სიუჟეტის ცენტრში ადონის კრიდია, რომლსაც წინ ცხოვრების მთავარი ბრძოლა ელის: იგი მამის მკვლელის შვილს უნდა დაუპირისპირდეს რინგზე. მის გვერდით კვლავ როკი ბილბაოა. ფილმი სავსეა ცხოვრების კარიერული და ასევე პირადი ცხოვრების დეტალებით.
ტრეილერი
7.4
კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed

GEO
ENG
RUS
CREED
კრიდი: როკის მემკვიდრეობა
2 საათი 13 წუთი
მოკლე აღწერა
ყურადღების ცენტრშია აპოლო ქრიდის ვაჟიშვილი. ახალგაზრდა ყმაწვილს საერთოდ არ აქვს სწრაფვა კრივის მიმართ და არც მის ოჯახია მოწადინებული, რომ მათი შვილი დაინახონ მოკრივის რანგში. მიუხედავად ამისა მამის ტალანტი მაინც გამოვლინდება ქრიდ-უმცროსში და ახალაზრდა ბიჭი გაემართება მწვრთნელის მოსაძებნად, ბოლოსდაბოლოს მისი მრწვთნელი გახდება ხანშისესული როკი ბალბოა, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს დაუბრუნდეს კრივის სამყაროს...
ტრეილერი
7.6
მარადონა / Maradona by Kusturica

GEO
ENG
RUS
MARADONA BY KUSTURICA
მარადონა
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს დიეგო მარადონას ცხოვრების შესახებ. ქრონოლოგიური პრინციპი არაა დაცული. ცალკეა გაშუქებული ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, ოჯახი, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, პოლიტიკური თვალსაზრისი და სხვა დეტალები.
ტრეილერი
6.7
ლოცვა გათენებამდე / A Prayer Before Dawn

GEO
ENG
RUS
A PRAYER BEFORE DAWN
ლოცვა გათენებამდე
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ბრიტანელი ბილი მური ტაილანდის ერთ-ერთ ციხეში ხვდება, რომელიც ცნობილია სისასტიკითა და პატიმართათვის გაუსაძლისი პირობებით. გადარჩენისათვის ბილი გადაწყვეტს დაკავდეს ტაილანდური კრივით.
ტრეილერი
6.9
სამი წამი / Three Seconds (Движение вверх)

GEO
ENG
RUS
THREE SECONDS (Движение вверх)
სამი წამი
2 საათი 13 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორიაში ბევრი გამარჯვებაა ცნობილი, რომელმაც მილიონობით ადამიანზე მოახდინა გავლენა. ასეთ ტრიუმფს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის გამარჯვება კალათბურთში დრამატულ ოლიმპიადაზე 1972. დაახლოვებით 4 ათწლეულის მანძილზე ამერიკის გუნდი დაუმარცხებლად ითვლებოდა. ყველა გუნდი შეგუებული იყო იმ აზრს , რომ პირველები ამერიკელები იყვნენ, ამიტომ მეორე ადგილისთვის საბრძოლველად მიდიოდნენ ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირის გუნდმა კი შეძლო მათი დამარცხება.
ტრეილერი
6.7
მე, ტონია / I, Tonya

GEO
ENG
RUS
I, TONYA
მე, ტონია
1 საათი 59 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის მოქმედება, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული , ხდება გასული ასწლეულის 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ტონია ჰარდინგს წარმატებული მოციგურავის კარიერა აქვს. მისი კარიერა სერიოზული საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ტონიას ყოფილი ქმარი გადაწყვეტს თავს დაესხას ტონიას მთავარ მოწინააღმდეგეს. RN1994 წელს ტონია და მისი ყოფილი ქმარი იპოვიან ადამიანს, რომელიც გასამრჯელოს სანაცვლოს მოწინააღმდეგეს ფეხს მოტეხავს. მიუხედავად წარმატებული გამოსვლისა, ტონია ცნობილი გახდება არა მისი მიღწევების, არამედ სკანდალური მოვლენის გამო.
ტრეილერი
7.5
არწივის ფრთებით / On Wings of Eagles

GEO
ENG
RUS
ON WINGS OF EAGLES
არწივის ფრთებით
108 წუთი
მოკლე აღწერა
ერიკ ლიდელი - ოლიმპიის ჩემპიონია ოქროს მედალოსანი სირბილში. როდესაც სპორტი მის ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი ხდება, იგი გადაწყვეტს დაბრუნდეს ჩინეთში მისიონერული მისიით და ხალხში რწმენა დანერგოს. ჩინეთში ომი იწყება ერიკი სვილებს კანადაში აგზავნის თავად კი ჩინეთში რჩება და განარგრძობს ბრძოლა საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად.
ტრეილერი
5.6
როკი ბალბოა / Rocky Balboa (Rocky 6)

GEO
ENG
RUS
ROCKY BALBOA (ROCKY 6)
როკი ბალბოა
1 საათი 42 წუთი
მოკლე აღწერა
როკი ჩამოშორდა თავის საქმეებს და რესტორნის ბიზნესი დაიწყო. ის ჯერ კიდევ მძიმედ განიცდის მეუღლის სიკვდილს. წარმოქმნილი სიცარიელის შესავსებად რინგზე დაბრუნებას გადაწყვიტავს - ადგილობრივ მცირე კატეგორიის ბრძოლებში. მაგრამ როდესაც თანხმდება წინადადებას, მოქმედი მძიმე კატეგორიის ჩემპიონის წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ, პრესის ყურადღების ცენტრში ხვდება.
ტრეილერი
7.2
ხულიგანი 2 / Goon: Last of the Enforcers

GEO
ENG
RUS
GOON: LAST OF THE ENFORCERS
ხულიგანი 2
1 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
დაგი ჰოკეის მოთამაშეა, რომელმაც საერთოდ არ იცის ჰოკეის თამაში, მაგრამ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია მისი ძლიერი მუშტების საშუალებით. მარჯვენა ხელის ტრამვის მიღების გამო მას ჰოკეის მიტოვება მოუწევს, მაგრამ უჭირს მოსაწყენ საოფისე საქმიანობასთან შეგუება.
ტრეილერი
5.8
ჩაკი / Chuck

GEO
ENG
RUS
CHUCK
ჩაკი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
მოკრივე ჩაკ უეპნერის ისტორია. ფილმი "როკი"ს არაოფიციალური პროტოტიპი . ფილმი მოგვითხრობს მოკრივის ცხოვრებაში ორი მთავარი ქალისა და სპორტული გზის შესახებ, რომელის გნამავლობაშიც მას ცოცხალი ლეგენდის პირისპირ მოუწია შეხვედრა.
ტრეილერი
6.5
ჩემი სახელია ლენი / My Name Is Lenny

GEO
ENG
RUS
MY NAME IS LENNY
ჩემი სახელია ლენი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ლენი მაკლინის, ცნობილი მიწიქვეშა მებრძოლის ცხოვრების ისტორია. ცხვორებისეულ გამოცდილებას იგი არაოფიცალურ კრივის შეჯიბრებში იყენებს.
ტრეილერი
6.4
სქესთა ომი / Battle of the Sexes

GEO
ENG
RUS
BATTLE OF THE SEXES
სქესთა ომი
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს.
ტრეილერი
6.7
ყველაზე ბედნიერი დღე ოლლი მიაკის ცხოვრებაში / The Happiest Day in the Life of Olli Mäki

GEO
ENG
RUS
THE HAPPIEST DAY IN THE LIFE OF OLLI MÄKI
ყველაზე ბედნიერი დღე ოლლი მიაკის ცხოვრებაში
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
მოკრივე ოლლი მიაკის ისტორია. მოქმედება ვითარდება ფინეთში 1960-იან წლებში. ოლლის იმედისმომცემი კარიერა ჰქონდა. იგი მსუბუქ კატეგორიაში იბრძოდა.
ტრეილერი
7.3
იტალიური  რბოლა / Italian Race

GEO
ENG
RUS
ITALIAN RACE
იტალიური რბოლა
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
მარტინოების ოჯახს ყოველთვის ჰქონდა სისხლში მანქანის ზეთი და ბენზინი. ისინი აწყობდნენ მანქანებს და მონაწილეობნენ რბოლებში . გარემოებების გამო ოჯახის უფროსმა მარიომ მისი ადგილი ქალიშვილს, ჯულის უნდა დაუთმოს. ჯულის უერთდება მისი ორმოცი წლის ნარკომანი მაგრამ რბილებში კარგად გარკვეული ძმა. ერთად ისინი უნდა დაბრუნდნენ რბოლაში და გაიმარჯვონ.
ტრეილერი
7.4
მეოთხე ფაზა / The Fourth Phase

GEO
ENG
RUS
THE FOURTH PHASE
მეოთხე ფაზა
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
ესაა გრანდიოზული მოგზაურობაა წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილოეთით. ფილმი, რომლის შექმნაზე დაიხარჯა დაახლოებით 4 წელი, შეიქმნა სახელგანთქმული სნოუბორდისტების და ძლიერ შრომისმოყვრე და თავის საქმის ერთგული გადამღები ჯგუფის მიერ.
ტრეილერი
7.1
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე / Bleed for This

GEO
ENG
RUS
BLEED FOR THIS
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
1 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
შთამაგონებელი ისტორია კრივის მსოფლიო ჩემპიონზე, ბინი პაციენცაზე, რომელიც ფატალური ავარიის შემდეგ აღარც კი ოცნებობდა გავლაზე. მაგრამ იგი არ დანებდა, ჩუმად სტუმრობდა სპორტ დარბაზს და უკვე სამ თვეში რინგზე გავიდა.
ტრეილერი
6.8
პელე: ლეგენდის დაბადება / Pele: Birth of a Legend

GEO
ENG
RUS
PELE: BIRTH OF A LEGEND
პელე: ლეგენდის დაბადება
1 საათი 47 წუთი
მოკლე აღწერა
ბიოგრაფიული დრამა ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელზე - პელეზე.
ტრეილერი
7.2
ედი მეტსახელად არწივი / Eddie the Eagle

GEO
ENG
RUS
EDDIE THE EAGLE
ედი მეტსახელად არწივი
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ტრამპლინისტზე ედიზე მეტსახელად "არწივი". მან სახელი გაითქვა თავის უიღბლობით, საქმე იმაშია, რომ ყველა შეჯიბრებაში ის იკავებდა ბოლო ადგილს.
ტრეილერი
7.4
მათი საკუთარი ლიგა / A League of Their Own

GEO
ENG
RUS
A LEAGUE OF THEIR OWN
მათი საკუთარი ლიგა
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
ჯიმი დუგანი - ყოფილი ბეისბოლისტია, ვისი დღეები დიდ ლიგაში წარსულს ჩაბარდა. მას მრწვთნელად მოიწვევენ ქალთა ბეისბოლის ლიგაში, რომელიც 1943 წელს დაარსდა, როდესაც ყველა მამაკაცი ომში იყო წასული. როდესაც ის გუნდის აპტემისტურ განწყობას ნახავს, დაავიწყდება თავისი პესიმიზმი და დარწმუნებულად გაუძღვება მათ წინ.
ტრეილერი
7.2
რესტლერი / The Wrestler

GEO
ENG
RUS
THE WRESTLER
რესტლერი
1 საათი 49 წუთი
მოკლე აღწერა
რენდი რობინსონი - 80-იანი წლების ვარსკვლავი იყო, ახლა კი საკუთარი თავის მკრთალი ანარეკლია. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინფარქტი მიიღო, როს გამოც ექიმებმა რინგზე გამოსვლა აუკრძალეს. ახლა ის ახალ ცხოვრებას იწყებს. მაგრამ ძველ მოწინააღმდეგესთან რევანშის აღების პერსპექტივა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა.
ტრეილერი
7.9
მიშელ ვაილანი / Michel Vaillant

GEO
ENG
RUS
MICHEL VAILLANT
მიშელ ვაილანი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ვირტუოზი ავტომრბოლელისა და მსოფლიო ავტორალების მრავალგზის ჩემპიონის, მიშელ ვალიანის შესახებ. ლე მანის ურთულეს ტრასაზე მის გუნდს სასტიკი გამოცდა ელის.
ტრეილერი
5.3
როკი 4 / Rocky 4

GEO
ENG
RUS
ROCKY 4
როკი 4
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
როკი ბალბოა ბედნიერია თავისი საოჯახო ცხოვრებით და მუდმივი პოლი პენინის უკმაყოფილება, ადრიანას ძმის, როკის ხასიათს ვერ გაუფუჭებს. მაგრამ ბალბოას ცხოვრებაში ახალი ტრაგედია ხდება. მისი მეგობარი და მრწთვნელი აპოლო კრიდი დათანხმდება საჩვენებელ ასპარეზზე მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონთან მოყვარული–მოკრივეების შორის ივან დარგოსთან, საბჭოთა კავშირის კაპიტანთან. მატჩის ორგანიზატორებმა ასპარეზი გამოაცხადეს, როგორც საჩვენებელი შეხვედრა, მაგრამ ივან დრაგომ ბრძლა ნამდვილ ბრძლად აქცია: რუსმა გიგანტმა კრიდი სასიკვდილო დარტყმით წააქცია რინგზე. სამართლიანობის აღსადგენად და მეგობრის სიკვდილისთვის შურის საძიებლად, როკი ბალბოა დიდ ბოქსს უბრუნდება.
ტრეილერი
6.8
უხილავი მხარე / The Blind Side

GEO
ENG
RUS
THE BLIND SIDE
უხილავი მხარე
2 საათი 9 წუთი
მოკლე აღწერა
ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის, მაიკლ ოერას რეალური ისტორია. უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა აფროამერიკელი ერთმა ოჯახმა მიიღო თავისი მფარველობის ქვეშ. გულჩათხრობილი მოზარდის ცხოვრებას მთლიანად ცვლის ახალი გარემო. ის მისისიპის შტატის უნივერსიტეტში აბარებს და სტუდენტურ გუნდში იწყებს თამაშს. მაიკლი სპორტული თამაშის დაფარულ მხარეს ეცნობა, სწავლობს სტრატეგიას და ტაქტიკურ ანალიზს. ეს ყველაფერი მაიკლს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარება.
ტრეილერი
7.7
დაიჭირე ტალღა / Surf's Up

GEO
ENG
RUS
SURF'S UP
დაიჭირე ტალღა
1 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტალისტი პინგვინების ჯგუფი მაყურებელს ეპატიჟება ყველაზე სპორტულ, საშიშ და დრამატულ შეჯიბრზე, რომელიც ყოველ წელს იმართება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სერფინგისტებს შორის.
ტრეილერი
6.7
ფეხბურთის ქარხანა / The Football Factory

GEO
ENG
RUS
THE FOOTBALL FACTORY
ფეხბურთის ქარხანა
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
"ფეხბურთის ქარხანა" ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ინგლისელების ფეხბურთით გატაცების ჩვენება, ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მამაკაცების სურვილზე შეურთდნენ ჯარს,იბრძოლონ ომებში...ეს არის ანგლო-საქსური მამრობითი სქესის წარმომადგენლების მივიწყებული კულტურა, რომელთაც მობეზრდათ იმის მოსმენა, რომ საკმარისად კარგები არ არიან და ამიტომ ისინი თავიანთ მუშტებს იყენებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მუშტი უფრო ძლიერია, ვიდრე სექსი და ნარკოტიკი ერთად აღებული.
ტრეილერი
6.9