აერონავტები / The Aeronauts

GEO
ENG
RUS
THE AERONAUTS
აერონავტები
1 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის (ფელისიტი ჯონსი) და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის (ედი რედმეინი) შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ…
ტრეილერი
6.6
ქარის მებრძოლი / Fighter in the Wind

GEO
ENG
RUS
FIGHTER IN THE WIND
ქარის მებრძოლი
2 საათი
მოკლე აღწერა
ეს არის ფილმი ლეგენდარულ კორეელზე, - ჩონ ბაი-დალაზე, რომელიც კოლონიალურ პერიოდში იაპონიაში გადასახლდა და გამოჩენილი კარატისტი გახდა. მან ჩამოაყალიბა ახალი საბრძოლო ხელოვნება "კიოკუშინი".
ტრეილერი
7.1
ირლანდიელი / The Irishman

GEO
ENG
RUS
THE IRISHMAN
ირლანდიელი
3 საათი 29 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…
ტრეილერი
8.2
ოფიციალური საიდუმლოებები / Official Secrets

GEO
ENG
RUS
OFFICIAL SECRETS
ოფიციალური საიდუმლოებები
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.
ტრეილერი
7.3
აირისი / Iris

GEO
ENG
RUS
IRIS
აირისი
1 საათი 31 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი პროზაიკოს აირის მარდოხის და მისი ქმრის ჯონ ბეილეის სიყვარულის ისტორიაზე, სტუდენტობიდან დაწყებული ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლით დასრულებული.
ტრეილერი
7.1
ბრწყინვალე გონება / A Beautiful Mind

GEO
ENG
RUS
A BEAUTIFUL MIND
ბრწყინვალე გონება
2 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
პრინსტონის უნივერსიტეტი: ჯონ ნეში იღწვის,რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში.ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის ალისიას მიმართ. ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს.თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება, ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახლა მხოლოდ ალისიას ძალუძს დაეხმაროს მას, რათა აღიდგინოს სულიერი სიძლიერე და დაიბრუნოს დიდი მათემატიკოსის ის სტატუსი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა.
ტრეილერი
8.2
ტრამბო / Trumbo

GEO
ENG
RUS
TRUMBO
ტრამბო
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმში მოთხრობილია ცნობილი სცენარისტის დალტონ ტრამბოს ცხოვრებაზე, რომელიც 1940-იან წლებში ანტი-კომუნისტურმა საბჭომ დაიწუნა და შავ სიაში შეიყვანა.
ტრეილერი
7.5
ატილა / Attila

GEO
ENG
RUS
ATTILA
ატილა
2 საათი 57 წუთი
მოკლე აღწერა
რომანტიკული ისტორია ატილაზე. მისი ბავშვობიდან, როცა მან დაკარგა მშობლები, მის სიკვდილამდე. ატილა გამოვლინდება, როგორც დიდებული ლიდერი, სტრატეგი და მოსიყვარულე, ფილმი აჩვენებს მის პატივისცემას დიდებული რომაელი სტრატეგის ფლავიუს აეტიუსის მიმართ. მისი საყვარლები, ვნებები, ჭორები, ინტრიგები და საქციელი რომში, ყველა ეს შეგრძნება მაგიური და მისტიკურია.
ტრეილერი
6.7
ფრიდა / Frida

GEO
ENG
RUS
FRIDA
ფრიდა
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
ფრიდა კალო იყო 20 წლის, როდესაც ცოლად გაჰყვა მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარს დიეგო რივერას, არც ისე ახალგაზრდას, მდიდარს და გარყვნილს. გავა მხოლოდ რამოდენიმე წელიწადი, და ფრიდა პარიზს დაიპყრობს, როკფელერთან სკანდალზე კი ყველა ამერიკული გაზეთი დაწერს!
ტრეილერი
7.4
არსად აფრიკაში / Nowhere in Africa

GEO
ENG
RUS
NOWHERE IN AFRICA
არსად აფრიკაში
2 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
იეტელ რედლიხი და მისი 5 წლის ქალიშვილი 1938 წელს მიდიან აფრიკაში, რათა თავი დააღწიონ მოახლოებულ მეორე მსოფლიო ომს. აფრიკაში მანამდე წასული და დამკვიდრებული იყო მისი ქმარი - ვალტერი. ისინი თანდათან ეჩვევიან და ეგუებიან ადგილობრივი ცხოვრების წესს... თუმცა ომის საშინელებას ისინი ვერც აფრიკაში დაემალებიან.
ტრეილერი
7.6
ალი / ALI

GEO
ENG
RUS
ALI
ალი
2 საათი 37 წუთი
მოკლე აღწერა
დაუმარცხებელი მოკრივე მუჰამედ ალი ამერიკის დიდი გმირია, ის მთელი მსოფლიოს კუმირი და ამავე დროს მე–XX საუკუნის ერთ-ერთი ბოლომდე შეუფასებელი პერსონაა. მშობლიურ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის დროს, როდესაც ხმაურიანი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ძირფესვიანად ცვლიდნენ ხალხის მსოფლმხედველობას, ალი დამცირებულებს იცავდა და ხალხს ახალ იმედებს ჩუქნიდა. ისტორიამ ის ცოცხალ ლეგენდათ აქცია.
ტრეილერი
6.8
მეფე / THE KING

GEO
ENG
RUS
THE KING
მეფე
2 საათი 20 წუთი
მოკლე აღწერა
ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს
ტრეილერი
7.0
პიანისტი / The Pianist

GEO
ENG
RUS
THE PIANIST
პიანისტი
2 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
რომან პოლანსკის ფილმი "პიანისტი" ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ებრაელ-პოლონელი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და იმალებოდა ვარშავაში და სასწაულებრივად გადარჩა.
ტრეილერი
8.5
კოკაინი / Blow

GEO
ENG
RUS
BLOW
კოკაინი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
რეალური გმირის, კოკაინის კონტრაბანდისტი ჯორჯ იანგის როლი ჯონი დეპმა ჩვეული ოსტატობით შეასრულა. იგი სიღარიბეს თავს აღწევს და ამერიკის ერთერთი უდიდესი ნარკოტიკებით მოვაჭრე ხდება.
ტრეილერი
7.6
აბა დამიჭირე / Catch Me If You Can

GEO
ENG
RUS
CATCH ME IF YOU CAN
აბა დამიჭირე
2 საათი 21 წუთი
მოკლე აღწერა
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.
ტრეილერი
8.1
გოტის კოდექსი / Gotti

GEO
ENG
RUS
GOTTI
გოტის კოდექსი
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
ჯონ გოტი მის კრიმინალურ კარიერას ყველაზე აბსურდული დავალებების შესრულებით იწყებდა. მოგვიანებით იგი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა კრიმინალურ სამყაროში. მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძალაუფლების მქონეა ნიუ იორკში. დადგა დრო, როდესაც გოტის საქმე მის ვაჟშ უნდა გადაებარებინა, მაგრამ ვაჟმა განაცხადა, რომ არ სურდა საერთო ჰქონოდა კრიმინალთან. მაგრამ როგორ მოიქცევა ვაჟი, როდესაც ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდება?
ტრეილერი
4.8
კალასი სამუდამოდ / Callas Forever

GEO
ENG
RUS
CALLAS FOREVER
კალასი სამუდამოდ
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
საოპერო სცენის ლეგენდის - მარია კალასის ლამაზი და ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია... პარიზის აპარტამენტებში განმარტოებული ვარსკვლავი კარიერის და პირადი ცხოვრების დასასრულს განიცდის. მარია თავს არწმუნებს, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე გავიდა...
ტრეილერი
6.6
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “მარვენში” / Welcome to Marwen

GEO
ENG
RUS
WELCOME TO MARWEN
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “მარვენში”
1 საათი 56 წუთი
მოკლე აღწერა
საშინელი შეტევა მარკ ჰოგანის ბანაკს იმდენად გაანადგურებს და ყველა მოგონებას ისე წაშლის, რომ არავის აქვს ფეხზე დადგომის იმედი. მარკი კი თავის ძველი და ახალი ცხოვრების ნამსხვრევებს შეაკოწიწებს და საუცხოო ქალაქს - მარვენს- დააარსებს, ააგებს რა გასაოცარ ინსტალაციებს - მისი ცხოვრების ყველაზე უფრო ძლევამოსილი ქალების უკვდავსაყოფად - თავისი წარმოსახვითი სამყაროს დახმარებით, ძალებსაც გამონახავს რეალურ სამყაროში გამარჯვებისათვის.
ტრეილერი
6.1
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of Arc

GEO
ENG
RUS
THE MESSENGER: THE STORY OF JOAN OF ARC
ჟანა დარკი
2 საათი 40 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმში გაცოცხლებულია შუა საუკუნეების საფრანგეთი, სისხლიანი ბრძოლებისა და ფანატი გმირების დრო, მსოფლიო ისტორიის ყველაზე გამოუცნობი ქალის, ჟანა დარკის სახე.
ტრეილერი
6.4
ბრძოლა ჩემს ოჯახთან / Fighting with My Family

GEO
ENG
RUS
FIGHTING WITH MY FAMILY
ბრძოლა ჩემს ოჯახთან
1 საათი 48 წუთი
მოკლე აღწერა
პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს.
ტრეილერი
7.4
ტოლკინი / Tolkien

GEO
ENG
RUS
TOLKIEN
ტოლკინი
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი გვიჩვენებს დაობლებული ავტორის ფორმირების წლებს სკოლაში, სადაც იგი ეზიარება მეგობრობის გრძნობას, სიყვარულს და მხატვრულ შთაგონებას თავის თანატოლ გარიყული თანაჯგუფელების გარემოცვაში. ასე მიდის მისი ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. რამაც მათ ერთადყოფნას შესაძლოა წერტილს დაუსვას. ეს გამოცდილება შემდგომ ტოლკინის შთაგონების წყარო იქნება მისი ცნობილი რომანებისთვის.
ტრეილერი
6.9
ყურადღების ცენტრში / Spotlight

GEO
ENG
RUS
SPOTLIGHT
ყურადღების ცენტრში
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა და გაზეთ THE BOSTON GLOBE-ის მიერ განხორციელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. ჟურნალისტთა გუნდი იძიებდა ბოსტონის მიტროპოლიის საქმიანობას, რომლის დროსაც პედოფილიის სერიოზული ფაქტებს მიაგნეს. გამოძიების ავტორებმა შეძლეს დამტკიცება, რომ სასულიერო პირებს ქალაქის არქიეპისკოპოსი მფარველობდა. აგორდა სერიზული სკანდალი, ეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობა, ბოსტონის ეკლესიამ მილიონობით კომპენსაცია გადაიხადა და რამდენიმე ათეული ტაძარი დაიხურა.
ტრეილერი
8.1
გიორგი სააკაძე

GEO
ENG
RUS
გიორგი სააკაძე
2 საათი 41 წუთი
მოკლე აღწერა
თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში უდგას გიორგი სააკაძე, ის თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ და ქართლის მეფეს, ლუარსაბ II–ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ თვლიან, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს მას შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს გადასცემენ. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.
ტრეილერი
0.0
სახიფათო ფიქრები / Dangerous Minds

GEO
ENG
RUS
DANGEROUS MINDS
სახიფათო ფიქრები
1 საათი 39 წუთი
მოკლე აღწერა
ლუან ჯონსონი გაყრის შემდეგ კოლეჯში მასწავლებლად მოეწყო. როდესაც კლასი გაიცნო, მაშინვე წასვლა გადაწყვიტა. მოსწავლეებმა ახალი მასწავლებელი თითქოს ვერც კი შეამჩნიეს. მაგრამ ლუანი ძლიერი ხასიათისაა და სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვს. თანაც ის ელიტარულ საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა, რაც ახალ ადგილას გამოადგება.
ტრეილერი
6.5
შესანიშნავი ვალსი / The Great Waltz

GEO
ENG
RUS
THE GREAT WALTZ
შესანიშნავი ვალსი
1 საათი 44 წუთი
მოკლე აღწერა
შესანიშნავი ფილმი ვალსების "მეფე" - იოჰან შტრაუსზე. მის ცხოვრებაზე, კარიერაზე მუსიკაზე და სიყვარულის ისტორიაზე.
ტრეილერი
6.7
სიცრუის ქალაქი / City of Lies

GEO
ENG
RUS
CITY OF LIES
სიცრუის ქალაქი
1 საათი 52 წუთი
მოკლე აღწერა
რასელ პულმა, ლოს ანჯელესისი პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა, წლები მოანდომა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის - „ნოტორიოს B.I.G.“-სა და თუფაქ შაკურის მკვლელობების - გახსნას, თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯეკ ჯეკსონს კი, სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელს, რომელიც თავის რეპუტაციასა და კარიერას თავგამოდებით იცავს, გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს რაშია საქმე. ეს ორნი სიმართლის დასადგენად ერთიანდებიან და ინსტიტუციური კორუფციისა და ტყუილების მზარდი ქსელის გახსნას ცდილობენ.
ტრეილერი
6.4
მემკვიდრეობის უფლება / Freeheld

GEO
ENG
RUS
FREEHELD
მემკვიდრეობის უფლება
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
სურათის სიუჟეტი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას გოგონებზე, ერთი ავტომექანიკოსად მუშაობს ნიუ-ჯერსში, მეორე პოლიციის დეტექტივია. ორივე ცდილობს მოძებნოს რაიმე შესაძლებლობა, რომ გადმოიფორმონ მემკვიდრეობით ხესტერის პოლიციური სარგებელი, იმისშემდეგ რაც გამოაშკარავდება, რომ ის სასიკვდილო სენით არის დაავადებული.
ტრეილერი
6.5
ანგელოზი / El Angel

GEO
ENG
RUS
EL ANGEL
ანგელოზი
1 საათი 58 წუთი
მოკლე აღწერა
17 წლის კარლიტოსს ანგელოზის მსგავსი უმანკო იერი და გარყვნილი შეხედულებები აქვს. მისი წვრილმანი ხულიგნობები სერიოზულ სახეს რამონთან სეხვედრის შემდეგ იძენს. ისინი ქმნიან ბრწყინვალე დუეტს. დახვეწილი ქურდობისა და ტყუილების გზაზე მათი დანაშაულებრივი საქმიანობა საიკეთესო თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.
ტრეილერი
7.1
ერთი შანსი / One Chance

GEO
ENG
RUS
ONE CHANCE
ერთი შანსი
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ყველას ჰქონია ცხოვრებაში დიდების წუთები. ან ექნება. მითუმეტეს იმისა, რომ შეიძლება უკვე 37 წელი შეუსრულდა, ბუნებისგან სილამაზით არ არის დაჯილდოვებული, მუშაობს მობილური ტელეფონების უბრალო მაღაზიაში, ცხოვრობს სარდაფში, მშობლებთან და უნდა მხოლოდ ერთი რამ - იმღეროს ოპერის სცენაზე.
ტრეილერი
6.8
პროფესორი და შეშლილი / The Professor and the Madman

GEO
ENG
RUS
THE PROFESSOR AND THE MADMAN
პროფესორი და შეშლილი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება.
ტრეილერი
7.4
რბოლა / Rush

GEO
ENG
RUS
RUSH
რბოლა
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
მე-20 საუკუნის 70-იანი წლები. “ფორმულა 1″-ის ოქროს ხანა: სარბოლო ავტომობილების გამარტივებული ფორმები, სასტიკი მრბოლელები ტრეკებზე და ჩვეულებრივები ცხოვრებაში, სექსუალური გოგონები და შამპანიური გამარჯვებულისთვის ფინიშზე. ორი შეურიგებელი მოწინააღმდეგე ფორმულა 1-ის ისტორიაში - მომხიბლავი ინგლისელი ფლეიბოი ჯეიმს ჰანტი და დისციპლინირებული ავსტრიელი ნიკი ლაუდა - ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ფინიშთან პირველები მივიდნენ.
ტრეილერი
8.1
მაკქუინი / McQueen

GEO
ENG
RUS
MCQUEEN
მაკქუინი
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
ლეგენდარული დიზაინერის ისტორია, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა სად უნდა მოეხდინა ნიჭის რეალიზება. მას არ აბედნიერებდა მსოფლიო აღიარება, პირიქით რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა მისი სახელი, მით მეტად უვითარდებოდა სულიერი კრიზისი. მოდის კორიფეების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თვალით დანახული ალექსანდრე მაკქუინი.
ტრეილერი
7.9
გახდე ჯონ ლენონი / Nowhere Boy

GEO
ENG
RUS
NOWHERE BOY
გახდე ჯონ ლენონი
1 საათი 38 წუთი
მოკლე აღწერა
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ის მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი ”The Quarrymen”. ფილმს განსაკუთრებულ ლეიტმოტივად გასდევს ჯონის ურთიერთობა დედასთან.
ტრეილერი
7.1
შეჯიბრი / Race

GEO
ENG
RUS
RACE
შეჯიბრი
2 საათი 14 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორია მძლეოსნობის ვარსკვლავზე - ჯესი ოუენსზე, თუ რა გზა გაიარა, რომ მოეგო 4 ოქროს მედალი ბერლინის 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ტრეილერი
7.1
ადმირალი / Admiral

GEO
ENG
RUS
ADMIRAL
ადმირალი
2 საათი 10 წუთი
მოკლე აღწერა
იმ დროს, როდესაც ჰოლანდია იმყოფებოდა სამოქალაქო ომის პირას, მას უტევდნენ ყველა მხრიდან, მხოლოდ ერთი ადამიანი ცდილობდა ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას...
ტრეილერი
7.0
საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი / Extremely Wicked, Shockingly Evil and Vile

GEO
ENG
RUS
EXTREMELY WICKED, SHOCKINGLY EVIL, AND VILE
საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას, ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ.
ტრეილერი
6.7
იყო ასტრიდი / Becoming Astrid

GEO
ENG
RUS
BECOMING ASTRID
იყო ასტრიდი
2 საათი 3 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც ასტრიდ ლინდგრენი ძალიან ახალგაზრდა იყო, მოხდა რაღაც , რამაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. სასწაულისა და უბედურების ამ კომბინაციამ მთელი მისი ცხოვრება განაპირობა. ეს იყო ის, რამაც იგი ჩვენი საუკუნის ერთერთ ყველაზე ცნობილ მწერალ ქალად აქცია, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. ეს არის ისტორია ახალგაზრდა ასტრიდისა, რომელმაც მიუხედავად იმ დროისთვის დამახასიათებელი მოლოდინებისა და მისი რელიგიური აღზრდისა, გადაწყვიტა საზოგადოებაში დამკვიდერბული ნორმები დაერღვია და თავის გულისთქმას გაჰყოლოდა.
ტრეილერი
7.2
ბონი და კლაიდი / Bonnie and Clyde

GEO
ENG
RUS
BONNIE AND CLYDE
ბონი და კლაიდი
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
ბონი და კლაიდი ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორიაა, სადაც განგსტერების წყვილი ბონი და კლაიდი,ძარცვავენ ბანკებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.
ტრეილერი
7.8
ლამაზი ბიჭი / Beautiful Boy

GEO
ENG
RUS
BEAUTIFUL BOY
ლამაზი ბიჭი
2 საათი
მოკლე აღწერა
მას მერე რაც პირველ ცოლს გაშორდა, ჟურნალისტი დევიდ შეფტი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის თინეიჯერ შვილს ნიკს, დაეხმაროს. რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკების მიღების შემდეგ, საშინლად დამოკიდებული ხდება მეტამფეტამინზე.
ტრეილერი
7.3
მარკ ფელტი: კაცი, რომელმაც თეთრი სახლი დაამხო / Mark Felt: The Man Who Brought Down the White House

GEO
ENG
RUS
MARK FELT: THE MAN WHO BROUGHT DOWN THE WHITE HOUSE
მარკ ფელტი: კაცი, რომელმაც თეთრი სახლი დაამხო
1 საათი 43 წუთი
მოკლე აღწერა
ჯაშუშური თრილერი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ 1974 წლის პოლიტიკურ სკანდალზე, რომელიც უოთერგეითის სკანდალით არის ცნობილი
ტრეილერი
6.4
სტივ ჯობსი / Steve Jobs

GEO
ENG
RUS
STEVE JOBS
სტივ ჯობსი
2 საათი 2 წუთი
მოკლე აღწერა
ამბავი მსოფლიოში ერთ-ერთ ყვლაზე გენიალურ ადამიანზე, კომპანია "Apple" -ის დამფუძნებელზე, სტივ ჯობსზე.
ტრეილერი
7.2
მოდის რეალური ფასი / The True Cost

GEO
ENG
RUS
THE TRUE COST
მოდის რეალური ფასი
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
ენდრიუ მორგანის ფილმი.ესაა დოკუმენტური ფილმი, რომელიც იკვლევს მოდის გავლენას ხალხზე და პლანეტაზე.
ტრეილერი
7.7
გასკოინი / Gascoigne

GEO
ENG
RUS
GASCOIGNE
გასკოინი
1 საათი 30 წუთი
მოკლე აღწერა
სრულმეტრაჟიანი, თეატრალური დოკუმენტური ფილმი პოლ გასკონის სიცოცხლის შესახებ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ვინც კი არსებულა. მოცემულია ღრმა ანალიზი მისი სულის, დაუცველობის, შიშების და ტრიუმფის.
ტრეილერი
7.1
უდაბნოს დედოფალი / Queen of the Desert

GEO
ENG
RUS
QUEEN OF THE DESERT
უდაბნოს დედოფალი
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმში ცნობილი ბრიტანელი მწერლის და ჯაშუშის, აღმოსავლეთის მკვლევარის გერტრუდა ბელის ისტორიაა მოთხრობილი. მსახიობები
ტრეილერი
5.7
სიყვარული და მოწყალება / Love and Mercy

GEO
ENG
RUS
LOVE AND MERCY
სიყვარული და მოწყალება
2 საათი 1 წუთი
მოკლე აღწერა
ისტორია მუსიკოსის ბრაინ უილსონის შესახებ, მის წარმატებებზე, მის უაღრესად პოპულარული - ორკესტრის თანხლებით შესრულებული სიმღერებით დაკომპლექტებული ალბომების შესახებ, მის ნერვიულ აშლილობის შესახებ და ა. შ...
ტრეილერი
7.4
ბრექსიტი / Brexit: The Uncivil War

GEO
ENG
RUS
BREXIT: THE UNCIVIL WAR
ბრექსიტი
1 საათი 32 წუთი
მოკლე აღწერა
პოლიტიკის სტრატეგი დომინიკ ქუმინგსი, 2015 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს პოპულარულ მაგრამ საკამათო კამპანიას რათა დაარწმუნოს ბრიტანელი ამომრჩეველი ევროკავშირიდან გამოსვლის დადებით ასპექტებში.
ტრეილერი
7.0
პაიკის გაწირვა / Pawn Sacrifice

GEO
ENG
RUS
PAWN SACRIFICE
პაიკის გაწირვა
1 საათი 55 წუთი
მოკლე აღწერა
ამერიკელი მოჭადრაკე ბობი ფიშერი ემზადება რეიკიავიკში საუკუნის მატჩისთვის, რომელშიც საბჭოთა მოჭადრაკეს ბორის სპასკის უნდა შეხვდეს. ფილმში მოთხრობილია ამ მატჩის შესახებ.
ტრეილერი
7.0
პირადი ომი / A Private War

GEO
ENG
RUS
A PRIVATE WAR
პირადი ომი
1 საათი 50 წუთი
მოკლე აღწერა
ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს.
ტრეილერი
6.7
ლიზი / Lizzie

GEO
ENG
RUS
LIZZIE
ლიზი
1 საათი 45 წუთი
მოკლე აღწერა
1892 წელია. ლიზი ბორდენი მამის მკაცრი ზედამხედველობს ქვეშ, მორჩილად ცხოვრობს. მონათესავე სულის პოვნის შემდეგ, მეგობრობა მალევე საიდუმლო რომანში გადაიზრდება, თუმცა ბორდენების სახლში გამეფებული დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულს აღწევს და ყველაფერი ძალადობრივ დაშორებამდე მიდის.
ტრეილერი
5.7
მერი - შოტლანდიის დედოფალი / Mary Queen of Scots

GEO
ENG
RUS
MARY QUEEN OF SCOTS
მერი - შოტლანდიის დედოფალი
2 საათი 4 წუთი
მოკლე აღწერა
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის, დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას.
ტრეილერი
6.4
ემი / Amy

GEO
ENG
RUS
AMY
ემი
2 საათი 8 წუთი
მოკლე აღწერა
დოკუმენტური ფილმი ნათელს ჰფენს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობდა ემი...
ტრეილერი
7.8
მაგარი ბიჭები / Goodfellas

GEO
ENG
RUS
GOODFELLAS
მაგარი ბიჭები
2 საათი 25 წუთი
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა ბიჭი ბავშვობიდან აღმერთებს განქსტერებს, და მისი ერთადერთი ოცნებაა გახდეს ისეთვე მაგარი. მისი ოცნება ახდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფრის საფასური უნდა გადაიხადო.
ტრეილერი
8.7
შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? / Can You Ever Forgive Me?

GEO
ENG
RUS
CAN YOU EVER FORGIVE ME?
შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?
1 საათი 46 წუთი
მოკლე აღწერა
როდესაც ყველაზე გაყიდვადი სელებრითების ბიოგრაფი, მწერალი ლი იზრაელი ვეღარ ერგება თანამედროვეობის მოთხოვნებს, თავის ხელოვნებას თაღლითობად აქცევს.
ტრეილერი
7.3
ფავორიტი / The Favourite

GEO
ENG
RUS
THE FAVOURITE
ფავორიტი
2 საათი
მოკლე აღწერა
მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი.
ტრეილერი
7.7
უკვდავების კარიბჭესთან / At Eternity's Gate

GEO
ENG
RUS
AT ETERNITY'S GATE
უკვდავების კარიბჭესთან
1 საათი 51 წუთი
მოკლე აღწერა
სახელგანთქმული მაგრამ მძიმე გზაგამოვლილი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი ცხოვრების უკანასკნელ წლებს არლიში, საფრანგეთში ატარებს, სადაც ის ქმნის შედევრებს იმ მშვენიერების აღწერით რაც მას გარს ახვევია.
ტრეილერი
7.0
შავი კუკლუქსკლანელი / BlacKkKlansman

GEO
ENG
RUS
BLACKKKLANSMAN
შავი კუკლუქსკლანელი
2 საათი 15 წუთი
მოკლე აღწერა
ნამდვილი ამბავი კოლორადოელ პოლიციის საიდუმლო აგენტზე რონი სტოლუორთის შესახებ, რომელიც 1970_იანი წლების ბოლოს, როგორც აფროამერიკელი, არა მხოლოდ კუ-კლუქს-კლანში შეაღწევს, არამედ ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად იქნება არჩეული.
ტრეილერი
7.5